ხუთშაბათი, 15.01.2026, 20:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

თბილისის ქუჩების ერთ–ერთი კოლორიტული ფიგურა იყო თავზე ხილით სავსე თაბახშემოდგმული, ან ვიწრო ქუჩაში ვირშებმული პატარა "ტაჩკით” მიმავალი კინტო.


კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ, ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ.
სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს.
აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: "კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”.

ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში ძირითადად სომხები იყვნენ. ზოგის აზრით, სპარსეთის იმპერია გატენილი იყო ათასი ჯურის და ჯიშის ხალხით, და კინტოს ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვს, უფრო სექტას წარმოადგენდა, რომელთა რიგებს ყველა დეკლასირებული ფენის ხალხი ავსებდა (მათ შორის გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველიც).



თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. ისინი "როსტომ მეფემ” (მირზა ხანმა) ჩამოათესლა ქართლის ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს გაადვილებოდა ამ ქვეყნის ინტეგრირება. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2320 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ველაზე გავრცელებული ქართული გვარები

1. ბერიძე – 24 800

2. კაპანაძე – 18 550

3. გელაშვილი – 17 995

4. მაისურაძე – 16 516

5. გიორგაძე – 14 582

6. კვარაცხელია – 13 618

7. ლომიძე – 12 949

8. შენგელია – 12 764

9. წიკლაური – 12 499

10. ხუციშვილი – 11 062

შვიდი ყველაზე გავრცელებული გვარი თბილისში

(2008 წ. მონაცემები)

1. მაისურაძე – 4 678

2. წიკლაური – 3 726

3. გელაშვილი – 3 174

4. ხუციშვილი – 2 997

5. კაპანაძე – 2 880

6. მჭედლიშვილი – 2 679

7. გიორგაძე – 2 476

სამი ყველაზე გავრცელებული გვარი რეგიონების მიხედვით

(2008 წლის მონაცემები)

აფხაზეთი:

1. შონია – 2 250

2. გოგოხია – 2 232

3. კვარაცხელია – 2 177

აჭარა:

1. ბერიძე – 11 935

2. ბოლქვაძე – 6 261

3. დიასამიძე – 5 050

გურია:

1. ჩხაიძე – 2 064

2. დოლიძე – 1 854

3. სიხარულიძე – 1 648

იმერეთი:

1. კაპანაძე – 6 073

2. გიორგაძე – 4 724

3. ცერცვაძე – 2 875

სამეგრელო-ზემო სვანეთი:

1. კვარაცხელია – 5 437 2.

2. თოდუა – 3 305

3. ფიფია – 2 914

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი:

1. ლიპარტელიანი – 1 189

2. ონიანი – 806

3. მაისურაძე – 614

მცხეთა-თიანეთი:

1. წიკლაური – 1 987

2. ქავთარაძე – 1 000

3. აფციაური – 620

კახეთი:

1. მჭედლიშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1410 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

პაპმა ბენედიქტ XVI-მ კვლავ ტრადიციულად მიულოცა ხალხს აღდგომა წმინდა პეტრეს ბაზილიკადან კვირას.

უკრაინელმა ხელოვანმა Oksana Mas-მა კიევში სფეროს ფორმის ქანდაკება დადგა, რომელიც შეღებილი ხის კვერცხებითაა გაკეთებული, სულ გამოყენებულია 3000 კვერცხი და ისინი გაფორმებულია უკრაინული ტრადიციული ელემენტებით.

ამ კაცმა ბამბუკით გაიმათრახა სხეული, უნდოდა მიებაძა ქრისტესთვის, ეს მოხდა ჩრდილოეთ მანილაში, 2 აპრილს.

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში წმინდა კვირის საპატივსაცემოდ 1 აპრილს ასეთი პროცესია გაიმართა. უცნაურად გამოწყობილი ხალხი, ხელში
სანთლებით, ღამე, ჩუმად მოძრაობდნენ ქუჩებში.

პაპი ბენედიქტ XVI ჯვარცმას მოსასხამს ხსნის წითელ პარასკევს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში

ინგლისში პილიგრიმელებმა მსვლელობა მოაწყვეს ჯვრებით, 2 აპრილს.

ლოს-ანჟელესის ქუჩაში წითელ პარასკევს სააღდგომო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1838 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ეს არის საინტერესო ადგილი კაბადოკიაში, თურქეთში, რომელსაც უწოდებენ სიყვარულის ველს


ცენტრალური კაბადოკიის (თანამედროვე თურქეთი) მშრალი და უნაყოფო ბორცვები ადრეული ქრისტიანებისთვის იდეალური თავშესაფარი აღმოჩნდა, რომლებიც იქ არაბებსა და მათ რელიგიური ნიშნით შემვიწროვებლებს ემალებოდნენ. რბილ ვულკანურ კლდეებში ქრისტიანებმა 40-ზე მეტი სოფელი და ქალაქი გამოკვეთეს. ისინი უცხო თვალისგან დამალული, კარგად ორგანიზებული, უსაფრთხო და დამოუკიდებელი საცხოვრებელი კომპლექსები იყვნენ, რომლებიც 30 000 ადამიანს იტევდა.
ყველაზე კარგად ქალაქი დერინკუიუ არის გამოკვლეული, რომელიც რვა დონისაგან შედგება, სადაც განთავსებული იყო საჯინიბოები, სკოლა, სასადილო, ეკლესიები, სამზარეულოები, საცხოვრებელი ბინები, ღვინის სარდაფები, წყალსაცავი, ციხეები და დამხმარე სათავსოები.


დღემდე ფუნქციონირებს მაშინდელი სავენტილაციო შახტები, ხოლო გვირაბები და დარბაზები საკმაოდ კარგადაა განათებული. საფრთხის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა გასასვლელებს უზარმაზარი ქვებით ხერგავდნენ. ქალაქის დონეებს შორის იატაკში გამოთლილი იყო მცირე ზომის ხვრელები მეზობელ სართულებს შორის კავშირისათვის. დღეისათვის ტურისტებისთვის დასათვალიერებლად ქალაქის რვა სართულია გახსნილი, ამასთან მათ შორის ყველაზე დაბალი 54 მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1299 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არსებობს საკრალური რიცხვები, რომლებიც ქრისტიანულ სიმბოლიკაშიც გვხვდება – 3, 7, 12… ხალხურ სიტყვიერებაში განსაკუთრებით ფიგურირებს რიცხვი 9. რა დაფარული კავშირია რიცხვებსა და ადამიანთა ბედ–იღბალს შორის, რატომ ითვლება ზოგი რიცხვი ბედნიერად, ზოგი კი – უიღბლოდ?


ადამიანს უხსოვარი დროიდან სწამდა, რომ არსებობს ბედნიერებისა და უბედურების მომტანი რიცხვები. პითაგორას დროიდან არსებობს აზრი, რომ ყველა რიცხვს მაგიური მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთს კი – განსაკუთრებული ძალა. პითაგორა სიცოცხლეს ციფრებისა და ფიგურების შინაარსით ხსნიდა. თვლიდნენ, რომ სამყაროს ენა მათემატიკა იყო. ამიტომ ასოებს რიცხვით მნიშვნელობებს უფარდებდნენ. ნუმეროლოგია სწორედ პითაგორას მიმდევრებმა შექმნეს. მათი აზრით, თითოეული პლანეტა სამყაროს გარკვეულ კანონს ემორჩილება და თავისი რიცხვი აქვს, ისევე როგორც ადამიანის სახელს, რომლის რიცხვიც მისი შემადგენელი ასოების შესატყვისი რიცხვებისგან შემდგარი ჯამია.


ენერგეტიკულ შკალაში 1–ს პირველი ადგილი უჭირავს და მზეს ეკუთვნის. ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრია და ბრძოლის უნარს განაპირობებს. შკალაში მეორე ადგილი 7–ს უჭირავს, იგი ბევრს ჰარმონიულ ღვთიურ რიცხვად მიაჩნდა. ეს რიცხვი ნეპტუნს განეკუთვნება. უძველესი დროიდან ინდოეთში ადამიანები ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად 7 სხვადასხვა ზომის სპილოს ჩუქნიდნენ. ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ხისგან 7 ზუსტად ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა ზომის პატარა კერპებს თლიდნენ და მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1277 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

« 1 2 ... 136 137 138 139 140 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები