ხუთშაბათი, 15.01.2026, 20:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ალბათ ყველა თქვენგანმა მოისმინა, ყირგიზეთში ბოლო დროს, განვითარებული მოვლენების ზუსტი აღწერა, ტელევიზიით. ბოლო ცნობებით, ამ ომმა 40 ადამიანი შეიწირა. დაშავდა ასობით უდანაშაულო მოქალაქე. თუმცა დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდა. ქვეყნის დედაქალაქში, სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც პრეზიდენტმა გაქცევით უშველა თავს და პოლიციის სამმართველოს უფროსი იქნა მოკლული.


Category: სტატიები | Views: 1117 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

კომპანიამ OLPC, რომელიც 100 დოლარის ღირებულების ნოუთბუქის პროექტზე მუშაობს, განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის მიკროკომპიუტერის დიზაინი გამოიგონა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი მიკროკომპიუტერი სენსორული დისპლეით XO-3 ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება და მისი ფასი 100 დოლარზე ნაკლები იქნება.

XO-3 ჩაანაცვლებს 2007 წელს გამოშვებულ მის წინამორბედ პირველ ნოუთბუქს XO. სულ მსოფლიოს 35 ქვეყანაში ბავშვები 1,4 მილიონ ცალ ამგვარ კომპიუტერს მოიხმარენ.

OLPC-ს ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის უოლტერ დე ბრაუერის თქმით, იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და რამდენიმე მათგანი უკვე დაინტერესდა აღნიშნული პროექტით. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კომპიუტერებს კრედიტით შეიძენს, მოსწავლეები ნოუთბუქით თვეში ერთ ევროდ ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია OLPC – ს აბრევიატურა ასე იშიფრება – ”თითო ლეპტოპი ყველა ბავშვს”

Category: სტატიები | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეს თემა საყოველთაო შეშფოთებისა და განხილვის საგნად იქცა.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ლაბორატორიის კოსმოსური კვლევების სპეციალისტი დავით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კაცობრიობას პანიკის საფუძველი არ აქვს. დედამიწის ღერძის დახრილობაზე გავლენა ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ იქონია. ასეთი მოვლენები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ეს ძალიან ფაქიზი დასაფიქსირებელია, ამიტომ მისი შემჩნევა მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ანუ მე–20 და 21–ე საუკუნეებში გახდა შესაძლებელი. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უფრო ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა, რომლებსაც დაახლოებით იგივე ეფექტი ჰქონია, ანუ დედამიწის ღერძი გადახრილა, მაგრამ ეს არ დაფიქსირებულა, რადგან მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები არ ჰქონდათ.


– 8 სანტიმეტრი ბევრია თუ ცოტა?

– დედამიწა 4 მილიარდი სანტიმეტრია. ამასთან შედარებით 8 სანტიმეტრი არაფერია. რაც უნდა მოვინდომოთ, ჩვენ ამას ვერ შევამჩნევთ.


– დედამიწის გადახრის შედეგად დრომ იკლო. ესეც უმნიშვნელო ფაქტია?

– დრომ 1,6 მემილიონედი წამით იკლო. ეს იმდენად ცოტაა, რომ წარმოსადგენადაც კი ძნელია. თანაც დედამიწაზე დღე–ღამის ხანგრძლივობა ყოველ საუკუნეში იზრდება. ეს მოვლენა ძალიან მდგრადია. სრული 24 საათი არასოდეს არის. როგორც წესი, ასტროლოგები აზუსტებენ, ვთქვათ, 1900 წლის მონაცემით, დღე–ღამის ხანგრძლივობა რამდენია და ა.შ. ყოველ ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1182 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

სოფელი „კანდოვანი" მდებარეობს ირანში „აღმოსავლეთი აზერბაიჯანის პროვინციაში, თებრიზიდან 60 კმ დაშორებით. სახლები არიან ამოჭრილნი ვულკანური წარმოშობის კლდეში.

Category: სტატიები | Views: 1202 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ცხელი წყაროები – ბუნების საოცრებაა. ალბათ არავინ იტყოდა უარს ცივ ზამთარში ცხელი აბაზანის მიღებაზე. არსებობს ცხელი წყაროები და არსებობს განსაცვიფრებელი ცხელი წყაროები , ხელოვნების ნამდვილი ქმნილება, რომლის ავტორი თავად ბუნებაა.

Yellowstone -ის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ყველაზე ცნობილი , სიდიდით მესამე – ცხელი წყარო. მისი ზომაა – 75-91 მეტრი, წყლის ტემპერატურა კი შეადგენს 71 გრადუსს ცელსიუსით. ის ცნობილია არამარტო თავისი ზომით, არამედ თავისი ფერითა და ფორმითაც. წყაროს ფერი იცვლება ფორთოხლისფერისგან კაშკაშა ცისფერამდე. რომელიც წყლის ტემპერატურისა და სპეციფიკური ბაქტერიების, რომლებიც ამ წყაროს წყალში ბინადრობენ, დამსახურებაა. სხვათაშორის , მისი ცენტრალური ადგილი – აბსოლუტურად სტერილურია, რადგან ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიებიც კი ვერ არსებობენ.

და ისევ ვბრუნდებით Yellowstone -ის ნაციონალურ პარკში, სადაც ღირს საოცარი წყაროს ნახვა, რომლის წყალიც გაჟღენთილია კირით. იგი გამოიყირება , როგორც უცხო პლანეტის ზედაპირი – თეთრი ცარცი, ტერასები, გამომშრალი და გამხმარი ხეები. 1000 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა დიდი რაოდენობის კირის ნადები, ცარცის ტერასები.

ამ ცხელ წყაროს სახელი მისი შეფერილობის -კაშკაშა წითელის- გამო დაერქვა. რა თქმა უნდა სისხლს არცთუ ისე ჰგავს , მაგრამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

« 1 2 ... 137 138 139 140 141 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები