პარასკევი, 20.06.2025, 01:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

პაოლო იაშვილი – Paolo Iashvili (1894-1937)

ცნობილია, რომ "ცისფერყანწელთა” უკანასკნელი მოჰიკანი სერგო კლდიაშვილი ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა.

იგი, თვალისჩინდაკარგული, თვლიდა, რომ ვერ მოასწრო ყველაზე მთავარი: დაეწერა "ცისფერყანწელთა” ორდენის ბიოგრაფია… თვალცრემლიანი იგონებდა ტიციანს, პაოლოს… ამბობდა, რომ მათი წასვლის შემდეგ სხვაგვარი გახდა მისი ცხოვრება…

ბოლოს განმარტოვდა, ბატონი სერგო თავისი ჩინდაკარგული თვალებით, სივრცეში უკუნეთს სიბნელეს უმზერდა და აკანკალებული ხელით წერდა…

"პაოლოს უკანასკნელი დღე” სერგო კლდიაშვილის შექმნილი უკანასკნელი სტრიქონებია…

ცდილობდა ინტერვალებით დაეწერა, ინტუიციით გამოჰყავდა სტრიქონები, ამ ძალიან ძნელად გასარჩევ ავტოგრაფში, ზოგი რამ სამწუხაროდ, ვერ იკითხება…

და მაინც, ეს მეგობრის უკანასკნელი რეკვიემია მეგობარზე, რაც, ალბათ, აუცილებლად უნდა დაწერილიყო… ბატონი სერგო, გაუნელებელი ტკივილისა და ემოციების გამოხატვის გარეშე, სრულიად დოკუმენტურ სურათს ხატავს, დიდ ყურადღებას უთმობს დეტლიზაიას… და ბოლოს, ხელნაწერი მაინც წყდება, დაუმთავრებელია. რისი წაკითხვაც ჩვენ ვერ შევძელით, მრავალწერტილით გამოვყავით.

პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე

1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1499 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ერგო კლდიაშვილი – რთველში.

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.
შუადღისას საწნახელი აივდო.
ყურძენს ფუტკარი დასევია.
საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.
საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.
დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს…
წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.
დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.
- ეჰეი! – გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.
…ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.
სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.
ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.
ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1793 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

სერგო კლდიაშვილი – Sergo Kldiashvili (1893 – 1986)

გურამ ასათიანი – Guram Asatiani (1928 – 1982)

გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი

პირველი წიგნი სერგო კლდიაშვილისა, რომელიც პირადად მე მივიღე საჩუქრად, იყო „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი".

„შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს,ჩემი იმედების მასახელებელს – ავტორისაგან", ეწერა ამ წიგნის თავფურცელზე. გასაგები უნდა იყოს თავბრუდამხვევი სიამაყის გრძნობა, რაც ამ სიტყვების წაკითხვისას შეეძლო განეცადა ცხრა წლის ბიჭს.

არ ვიცი, შევძელი თუ არა ნაწილობრივ მაინც გამემართლებინა ავტორის კეთილი იმედები, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ამ დღის შემდეგჩემში დღითი დღე, წლიდან წლამდე ღრმავდებოდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა მისდამი.

როგორც მრავალი მკითხველი, მეც დიდად დავალებული ვარ სერგო კლდიაშვილისაგან იმის გამო, რომ ის ასეთი შესანიშნავი, ასეთი ჭკვიანი და კეთილი მწერალია. სამუდამოდ მოხიბლული ვარ მისი ადამიანური უბრალოებითა და სიფაქიზით და ასევე სადა, დახვეწილი, შინაგანი ელფერით გამდიდრებული, უტყუარი ქართული სიტყვით.

სერგო კლდიაშვილისაგან მე, როგორცჩვენი საუკუნის მრავალმა ქართველმა მკითხველმა, შევიტყვე, რომ მწერლობაში მთავარია, არა თვითმიზნური გამომგონებლობა, არა სტილიზებული თამაში მოულოდნელობებით, ეფექტური სვლებით თუ პარადოქსებით, არამედ ნამდვილის, არსებითის დაუქანცავი ძიება, არა მაცდური ბრწყინვალება, არა მოჩვენებითი მრავალმნიშვნელობა, არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1433 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

იაპონური ფერწერა ისეთივე უნიკალურია , როგორც მთელი კულტურა. დასავლური შეხედულების ადამიანს იაპონური ტრადიციული ფერწერა შეიძლება ეგონოს უბრალო ნახატი , , მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის , თვით ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ მას შედევრად !

აღიარებულია, რომ იაონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე , კერძოდ ჩინურ , კორეულ და სუფთა იაპონურ სტილზე. მე-14 საუკუნეში ედოს ეპოქაში იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები – ტოსა და რიმპა , სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა – ემაკიმონო , მარუიამა , ნამბანი , უკიოე , იტოო და ა.შ.


უკიოე (ukiyoe art)- მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად . მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა : ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება . ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) .

უკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები : ლამაზი ქალები , ცნობილი გეიშები და კურტიზანები , კაბუკის თეატრის მსახიობები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1501 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

მიხეილ წერეთელი – Mikheil Tsereteli

 გიორგი ბერუჩაშვილი – Integrity Men-კაცნი მთლიანნი ბუნებისანი
მიხაკო წერეთლის წიგნის _ ,,ერი და კაცობრიობის” გამოცემიდან განვლილი ერთი საუკუნე

,,უფესვობა, უეჭველია, ყველაზე საშიში დავადებაა იმ დავადებათა შორის, რომელიც ადამიანთა ერთობას შეიძლება მოედოს, რადგან იგი ძალიან ადვილად ვრცელდება…

ფესვედაკარგული არსებები თითქმის ყოველთვის ორგვარად იქცევიან: ან სიკვდილის მსგავს სულიერ ლეთარგიაში იძირებიან, ამ მთლიანად ინთქმებიან მოქმედებაში, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ ფესვები დააგლიჯონ მათ, ვისაც ისინი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს"
სიმონა ვეილი (1909-1943) _ ფრანგი ფილოსოფოსი

დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი, როგორც საუკუნის წინათ, ისევ გაურკვევლობაშია. ვერ გაუთავისებია, რომ ერის/სახელმწიფოს/საზოგადოების სიძლიერე მისი შინაგანი სულიერი, გენეტიკური, ინტელექტუალური, ისტორიულ-ეთნოლოგიური, ფსიქო-ენერგეტიკული, წიაღისეულ-მატერიალური, გეო-პოლიტიკური და ა.შ.

, კრებსითი რესურსების მობილიზებითა და გონივრული გამოყენების გზითაა მხოლოდ შესაძლებელი. საზოგადოება, ისევე როგორც საუკუნის წინათ, ქვეყნის გარეთ ეძებს ხსნასა და საშველს.

სახელმწიფოებრი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1467 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

« 1 2 ... 139 140 141 142 143 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები