|
მთავარი » ენციკლოპედია
სერგი დანელია – ბიოგრაფია. 
სერგი დანელია – Sergi Danelia (1888 – 1963)
სერგი დანელიას სახელთანაა დაკავშირებული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული კვლევის დაწყება საქართველოში. ამ მხრივ საყურადღებოა შრომები: "ანტიკური ფილოსოფია სოკრატემდე” (1925 წ.), "ქსენოფონე კოლოფონელის ფილოსოფია”(1925 წ.) და "სოკრატეს ფილოსოფია” (1930 წ.). საფუძვლიან შრომებს წარმოადგენენ მისი გამოკვლევები ატომისტურ ფილოსოფიაზე, კანტის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ს. დანელიას ეკუთვნის არისტოტელეს "პოეტიკის” ქართული თარგმანი და მასზე დართული ვრცელი შესავალი წერილი. მანვე ქართულად თარგმნა დეკარტის "მეტაფიზიკური განაზრებანი”. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი "გამოკვლევები მსოფლიო და რუსული ლიტერატურის კლასიკაზე”. 1927 წელს გამოიცა სერგი დანელიას ნაშრომი "ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი”. მისი ეს ნაშრომი ჯერ ზედმეტად პატრიოტულად ჩაუთვალეს, მერე კოსმოპოლიტურად მონათლეს და ამ ნაშრომის გამო უნივერსიტეტიდან გამოაძევეს. სერგი დანელიას ფილოსოფიური ნაშრომები გამოირჩევა ღრმა ანალიზით და დამაჯერებლობით. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "სოკრატეს ფილოსოფია”. ყველასათვის ცნობილია, რომ თავად სოკრატეს წერილობით არაფე
...
კითხვის გაგრძელება »
|
Гюрджиев Гергий Иванович (1877, Армения – 1949) — мистик. Работал в Фонтенебло, близ Парижа, в США. Был знаком с эзотерическим знанием суфийского ордена Накшбенди. Развивал учение о четырех телах человека, каждое из которых вырастает из предыдущего в результате сознательной работы. Это тела: физическое, астральное, ментальное, причинное (в суфийских аллегориях эти тела выражены в образах повозки, коня, возницы, господина). В человеческом организме существуют особые центры, каждый из которых соответствуют той или иной функции (мышлению, эмоциям, движениям, инстинктам). На основе этих представлений, предложил систему индивидуального развития. Первое, что необходимо сделать индивиду, — пробудиться, чему препятствует его отождествление (маска). Но даже если он осознал то, что спит, он ничего не может сделать в одиночку, необходимы коллективные усилия. 
Представьте, что вам осталось жить всего лишь несколько минут, может быть, час, и каким-то образом вы точно узнали, когда вам суждено умереть. Что бы вы сделали с последним драгоценным часом своего пребывания на земле? Если бы вы смогли завершить все свои дела за этот последний час, есть ли у вас сознание того, как это сделать? И испуская послед
...
კითხვის გაგრძელება »
|

ცხოვრების აზრი (ფრაგმენტები)
ჩვენი დანიშნულების ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად ჩანს, თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისტოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება. მაშინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიბიადესა და კრასუსს, კატილინასა და ლუკულუსს, მაშინ მაჰმადი და ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომაელთა წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა ამათ წინაშე როდი იხრის ქედს, ამათ სახელებს როდი აღბეჭდავს ოქროს ასოებით თავის მეხსიერების დაფაზე. მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა. მხოლოდ ასეთთა ცხოვრებაა ჩვენთვის საყურადღებო და ისიც იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ეწეოდნენ. ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორიული წარსული შემდეგი სურათის სახეს იღებს. წარმოიდგინეთ უდიდესი ბალავერი, რომელზეც უნდა აიგოს დიდი ნაგებობა და ამ ბალავრის გარშემო მილეთი ხალხი, ათასი და ათიათასი ადამიანი ირევა ამ მომავალი შე
...
კითხვის გაგრძელება »
|

ქართველს აკლია "დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.
”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები
...
კითხვის გაგრძელება »
|

დიმიტრი უზნაძე – Dimitri Uznadze (1886 – 1950 წწ.)
დიმიტრი უზნაძე – საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918). დიმიტრი უზნაძე მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – განწყობის თეორიის შემქმნელია.
დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ლაიფციგში (გერმანია). სწავლობდა ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1909 წელს.
უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე ფიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის – ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლეიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|