|
მთავარი » ენციკლოპედია

მხატვარი კარლო კაჭარავა - Karlo Kacharava. უიღბლოს ფსიქოლოგია
ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.
ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, "looser"–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).
1) წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი" სახეობა – ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები. როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის".
ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის
...
კითხვის გაგრძელება »
|

მეტამორფოზი - Metamorphosis. მხატვარი ალექს ბერდიშევი. დესტრუქციულობა, როგორც ავადმყოფი ინდივიდისა და ავადმყოფი საზოგადოების ნიშანი
ძველბერძნული ფილოსოფიიდან მოყოლებული ითვლებოდა, რომ ადამიანს აქვს ისეთი რამ, რაც მის არსებას შეადგენს. ამ "რაღაცას" ყოველთვის "ადამიანის ბუნებას" უწოდებდნენ. განსხვავება ეხებოდა იმას, თუ რა იყო ის "რაღაც", რაც ადამიანს წარმოადგენდა.
ასე წარმოიშვა შეხედულებები: ადამიანი არის გონიერი არსება, საზოგადოებრივი ცხოველი, იარაღის შემქმნელი არსება და ა.შ. მოგვიანებით ეს შეხედულებები ეჭვის ქვეშ დადგა. ახალი მიდგომა ადამიანის ბუნების, მისი წარმოშობის ისტორიის სიღრმისეულმა კვლევამ განაპირობა. მან გვიჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანი ისე ძლიერ განსხვავდება პირველყოფილი ადამიანისაგან, რომ ჰიპოთეზა "ადამიანის ბუნების" მარადიულობის შესახებ, შორს არის რეალობისაგან. ადამიანთა წეს-ჩვეულებების შესწავლამ ბევრი ანთროპოლოგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ადამიანი იბადება, როგორც სუფთა ფურცელი, რომელზეც კულტურა ტოვებს თავის ხელწერას. მოსაზრება ადამიანის ბუნების უცვლელობის შესახებ უარყოფილ იქნა ასევე იმიტომაც, რომ ამ პოზიციას ბოროტად იყენებდნენ და მის საფუძველზე ადამიანის არაკეთილსინდისიერ საქციელს ამართლებდნენ. არისტო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბასილაია დაიბადა 1942 წლის 11 მარტს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღ. პროფ. ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან ანსამბლ ”ივერიის” ხელმძღვანელი და სოლისტი (ფორტეპიანო), 1990 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1987 წელს. არის კიმპოზიტორთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი. ა. ბასილაიას დაწერილი აქვს 5 მიუზიკლი: ”ჩხიკვთა ქორწილი” (1979), ”არგონავტები” (1983), ”თოვლის ბებოს ზღაპარი” (1986), ”ფიროსმანი” (1996), ”Шлягер, шлягер” (1985). შექმნილი აქვს აგრეთვე მრავალი საესტრადო სიმღერა. ანსამბლ ივერიასთან ერთად კონცერტები გამართა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში და პორტუგალიაში, აგრეთვე ყოფილ სსრკ ქალაქებში.
2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. გარდაიცვალა 2009 წელს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
|

ევგენი სიმონის ძე მიქელაძე დაიბადა 1903 წლის 27 ივნისს თბილისში. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931-1937 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი იყო, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1932 წელს თბილისის კონსერვატორიასთან დაარსა სტუდენტთა ორკესტრი. 1933-1937 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. მისი ხელმძღვანელობიტ გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცეს ეროვნული სიმფონიური შემოქმედების სწრაფ განვითარებას. ამ პერიოდში სიმფონიურ ორკესტრი ისე გაძლიერდა, რომ თამამად იწვევდა საგასტროლოდ არამარტო საბჭოთა კავშირის, არამედ საზღვარგარეთის გამოჩენილ დირიჟორებსა და სოლისტ-შემსრულებლებს. მისი ხელმძღვანელობით ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვში, 1937 წელს გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე, სადაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს "აბესალომ და ეთერსა” და "დაისს”. საოპერო ხელოვნების შედევრთაგან მის რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს ოპერა "კარმენი”, ვერდის "ოტელო” და "აიდა”, პუჩინის "ტოსკა” და ა.შ.
...
კითხვის გაგრძელება »
|

დაკარგულია XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ვოლსკის საფლავი, რომლის მოძიება ნებისმიერი ქართველის ვალია. მის აღმოჩენას ჯერჯერობით მხოლოდ მისი ძმის შვილთაშვილი – გიორგი ცდილობს. ის ახლა გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეა. გიორგი ვოლსკი ვარაუდობს, რომ მისი სახელოვანი წინაპარი აჭარაში უნდა იყოს დაკრძალული. ბატონმა გიორგიმ გამოგზავნა ამერიკიდან ეს წერილიც, რომელიც, ვფიქრობთ, დააინტერესებს მკითხველს.
უცხოური წარმოშობის ქართველთა შორის იგი ჭეშმარიტად ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ოჯახი საქართველოში, გურიაში გადმოასახლეს პოლონეთიდან XIX საუკუნის 30-იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ.
სახელოვანი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის, ექიმის, დიდი ილიას თანამებრძოლისა და მეგობრის გრიგოლ ვოლსკის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ახლად შემოერთებულ აჭარაში გატარებული წლები. ვოლსკი იქ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიავლინა, სავარაუდოდ, 1888 წელს. თუმცა არანაკლებ საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში.
ნიშანდობლივია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|