პარასკევი, 20.06.2025, 01:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია


ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წელს დაიბადა პრაღაში. იგი გახლდათ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი (1905 წ.). მისი ქალიშვილობის გვარია კინსკი (გენერალ გრაფ კინსკის ქალიშვილი იყო, მამამისი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, 75 წლისა).


ბერტა კინსკი გუვერნანტკად მუშაობდა ზუტნერების კარზე, სადაც თავისი აღსაზრდელი, მასზე 10 წლით უმცროსი ბარონ ფონ ზუტნერი შეუყვარდა. ბოლოს მისი ცოლიც კი გახდა.


1876 წელს ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: "პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”.

ბერტა კინსკიმ, რომელიც იმ პერიოდში ვენაში მუშაობდა, გადაწყვიტა მიეღო ეს წინადადება და პარიზში გადავიდა. განცხადების ავტორი გახლდა ალფრედ ნობელი. ბერტას ალფრედ ნობელიც ეტროფდა უიმედოდ. მაგრამ ალფრედთან მუშაობის სამი კვირის შემდეგ ბერტას სამშობლო მოენატრა და უკან დაბრუნდა.

მალე ბერტამ დაიწყო მიმოწერა მსოფლიოში მშვიდობის თემაზე პარიზში მცხოვრებ ალფრედთან, რომელთანაც მან პარიზში ყოფნისას ბევრი საერთო გამონახა. ბერტას რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ალფრედმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, დაარსებულიყო მშვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1463 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ლექსი 8
ბერი კისენი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ – ეულად,
სამხრეთულ ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,

"უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”…


ლექსი 9
კომაჩი ონო (834-880)

თარგმანი ირმა რატიანისა

გაივლის დრო და -
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე…
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს…


ლექსი 10
სემი მარუ (X ს)

თარგმანი ირმა რატიანისა

ხეტიალისგან დაღლილი მგზავრი
თუ მეგობარი სათნო ღიმილით,
ყველა გამვლელი, მოხვედრილი ოსაკას მთაზე,
ჩემს ქოხმახს სწყალობს:
ისვენებს ჩრდილში, სულს იბრუნებს და მიდის გზაზე…


ლექსი 11
საიდუმლო მრჩეველი ტაკამურა

თარგმანი ირმა რატიანისა

მებადურებო, გევედრებით, ნუ თვლემთ ნავებში!
მომაპყარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1687 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

თუ გსურს დახატო ჩიტი, უნდა იქცე ჩიტად

კაცუშიკა ჰოკუსაი


XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისის იაპონური გრავიურის ყველაზე ცნობილ ხელოვანს წარმოადგენს კაცუშიკა ჰოკუსაი (1760-1849).

კაცუშიკა ჰოკუსაიმ განვლო ხანგრძლივი, თითქმის ასწლოვანი სიცოცხლე. ერთბაშად არ მიუგნია საკუთარი თემისა და ხელწერისათვის. შემოქმედებითი ცხოვრების პირველი პერიოდი წარმოადგენდა წარსულის მხატვრული გამოცდილების გააზრებას და დაგროვების ხანას.

მან გაითავისა დროის ყველა მიმდინარეობები, საკუთარი ძალები გამოსცადა სხვადასხვა ჟანრში. მხოლოდ ორმოცდაათი წლისას დადგა შემოქმედებითი სიმწიფე, და ხელოვანმა აირჩია საკუთარი გზა, გაწყვიტა კავშირი მოძველებულ თემებთან და დაადგინა საკუთარი ახალი ხერხები.

ჰოკუსაის ცხოვრება არ იყო სწორხაზოვანი და მშვიდი. მას ჰქონდა რთული და დაუდგრომელი ხასიათი. არცერთ მის თანამედროვეს არ გამოუცვლია იმდენი საცხოვრებელი ადგილი და იმდენი სახელი, როგორც ჰოკუსაის.

და რადგანაც იაპონური ტრადიციით ყოველი ახალი სახელი ნიშნავდა სტილის გამოცვლას, გასაგები ხდება, თუ როგორ რთულად მიმდინარეობდა მხატვრის შემოქმედებითი ბედი. მთელი ცხოვრების მანძილზე 50-მდე ფსევდონიმი გამოიცვალა. საკმარისია ჩამოვთვალოთ სახელები, რომელთაც იგი საკუთარ ნამუსევრებს აწერდა ხელს: კაცუკავა სიუნრო, გამბატეი, გიობუცუ, სორი, სინსაი, კინტაისია, ტამეკაძუ, რაიტო, რაისინი, გა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1834 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ФУНКЦИЯ И ПОЛЕ РЕЧИ И ЯЗЫКА В ПСИХОАНАЛИЗЕ


FONCTION ЕТ CHAMP DE LA PAROLE ЕТ DU LANGAGE EN PSYCHANALYSE

ПРЕДИСЛОВИЕ
ВВЕДЕНИЕ
I. РЕЧЬ ПУСТАЯ И РЕЧЬ ПОЛНАЯ В ПСИХОАНАЛИТИЧЕСКОЙ РЕАЛИЗАЦИИ СУБЪЕКТА
II. СИМВОЛ И ЯЗЫК КАК СТРУКТУРА И ГРАНИЦА ПОЛЯ ПСИХОАНАЛИЗА
III. РЕЗОНАНСЫ ИНТЕРПРЕТАЦИИ И ВРЕМЯ СУБЪЕКТА В ТЕХНИКЕ ПСИХОАНАЛИЗА
ПРИМЕЧАНИЯ

ВВЕДЕНИЕ
Когда человек открывает лик своего могущества, его охватывает такой ужас, что, снимая с него покров, он одновременно от него отворачивается. Именно так и получилось с психоанализом. Воистину прометеевское открытие Фрейда как раз и было таким двойным жестом; в этом убеждает нас не только его собственное творчество, но и любой скромный психоаналитический опыт воспитанника его школы, где жест этот налицо не в меньшей мере, чем в работах учителя.
С годами прослеживается неуклонное уменьшение интереса к функциям речи и полю языка. Именно оно и является скрытым мотивом уже признанных внутри психоаналитического движения <изменений цели и техники>, связь которых с ослаблением терапевтического эффекта остается, тем не менее, неоднозначной.
Первоочередное внимание, уделяемое теорией и техникой сопротивлению объекта, должно само подвергнуться диалектике анализа, которая не преминет распознать в нем алиби субъекта.
Попробуем воспроизвести топику происшедшего смещения акцентов. Судя по литературе, которую мы имену ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1199 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ჟაკ ლაკანი დაიბადა 1901 წლის 13 აპრილს (გარდაიცვალა 1981 წელს). მისი ნაშრომები ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით გამოირჩევა, სადაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას და მათემატიკას. ლაკანზე დიდი გავლენა მოახდინეს ფროიდის, სოსიურის და ლევი-სტროსის ნაშრომებმა.

ლაკანმა ფროიდის ნააზრევი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა სტრუქტურალისტური და პოსტსტრუქტურალისტური თეორიების ჭრილში, რითაც ფსიქოანალიზი პოსტსტრუქტურალისტურ თეორიად აქცია.

ლაკანმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პრაქტიკოსმა ექიმ-ფსიქიატრმა. 1932 წელს დაიცვა დისერტაცია პარანოიდალურ მოშლილობებზე. მაგრამ ლაკანს არ მოსწონდა მაშინდელი ფსიქიატრიის მეთოდები, რომელიც ეყრდნობოდა ფარმაკოლოგიას, რამაც იგი ფროიდის ფსიქოანალიზთან მიიყვანა.

თუმცა 1953 წელს იგი გამოვიდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან და გახდა საფრანგეთის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოების წევრი. 1963 წელს ჟაკ ლაკანი გარიცხეს ამ საზოგადოებიდან, რომლის შემდეგ ლაკანმა დაარსა ფროიდიზმის პარიზის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიკვდილამდე. ლაკანის მთავარი დამსახურებაა ფროიდის ფსიქოანალიზის სტრუქტურალისტური რევიზია.

ლაკანის მოღვაწეობა სამ სტადიად შეიძლება დავყოთ:
წინასტრუქტურალისტური (1930-1940-იანი წლები), როდესაც იგი განიცდიდა ჰეგელის დიალექტიკის და მხატვარ-სიურეალისტების გავლენას;
სტრუქტურა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1092 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

« 1 2 ... 142 143 144 145 146 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები