ხუთშაბათი, 19.06.2025, 13:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

Category: ენციკლოპედია | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ლექსანდრე ჟორჟოლიანი – Sandro Jorjoliani (1888-1969).

ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1888 წლის 27 იანვარს (8 თებერვალი) ოზურგეთში.
1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოსა და თბილისში, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში.

1921 წლიდან მოღვაწეობდა ქართული დრამის (შემდგომში რუსთაველის სახელობის) თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი სამსახიობო სკოლა, ჩამოყალიბდა, როგორც ბრწყინვალე კომიკოსი.

სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით. მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე.

მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე, როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), გოჩოლავა (შალვა დადიანის „კაკალ გულში"), მოსე მწერალი (ეგნატე ნინოშვილის „გურია"), ხანანია (გერცელ ბააზოვის „იცკა რიჟანიშვილი"), ბენ აკობა (კარლ გუც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1333 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ივანე მაჩაბელი – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. საზოგადო მოღვაწე; ქართველ ,,სამოციანელთა” წარმომადგენელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი.



ივანე მაჩაბელი დაიბადა 1854 წლის 28 იანვარს სოფ, თამარაშენში ძველი ფეოდალის, იმ დროისათვის უკვე გაღარიბებულ ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახშივე მიიღო; საფუძვლიანად გაეცნო ქართულ ფოლკლორს და კლასიკურ მწერლობას. 1863 წლიდან თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა.

იმ დროს ქართული ენა იდევნებოდა, მაგრამ ცნობილი მწერალი და პედაგოგი პ. უმიკაშვილი მოსწავლეებს ქართული კულტურის სიყვარულს უღვივებდა, აგროვებინებდა ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

ავარჯიშებდა მხატვრულ თარგმანში. ჩვენამდე მოღწეულია ი.მაჩაბლის გიმნაზიაში სწავლის დროს შესრულებული თარგმანი ანტიკური ლიტერატურიდან, რომელიც მხატვრულობით და ქართული ენის ღრმა ცოდნით გამოირჩევა.

1870 წელს ი. მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია; 1871-74წ.წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას, რამაც დიდი როლი ითამაშა ი.მაჩაბლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1656 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ნოე ჟორდანიას შეფასებისათვის
სპირიდონ კედიას დაუმთავრებელი წერილი.


ბნ. ნ. ჟორდანიას ნაწერი ადამიანში ზნეობის ტკივილს იწვევს. ამ მწერალს არ აქვს სიმართლის ოდნავი პატივისცემა. მასში ჩახშულია შინაგანი ხმა, სინდისს რომ ვეტყვით, ადამიანის უმაღლესი მსაჯული რომ არის და მას ღმერთებთან რომ აკავშირებს; ყოველთვის ცუდს რომ გვიშლის და კარგისათვის რომ გვაქეზებს. ზნეობა და მისი დასაბამი, ადამიანობას რომ გვანიჭებს და კაცთა სულიერი დაწინაურების წრფელი საფუარი რომ არის, მის არსების არც ერთ უჯრედს თითქოს არასოდეს გაჰკარებიაო. მის კალამს ნამუსი არ აქვს და მის მელანს სირცხვილის გრძნობა…


ბნ. ჟორდანიას შეუძლიან ცივად უარყოს ის, რაც მთელი სიცოცხლე უკეთებია და დაიჩემოს, რაც არასოდეს აზრადაც არ მოსვლია; თავისი შენ მოგაწეროს, შენი წაგართვას და მიითვისოს. და ამას ის ჩადის ისეთის თავმოწონებთ, თითქოს ეს
დასაძრახი კი არ იყოს, არამედ კანონიერი და სამართლიანი საქმე! (მოდით და ამისთანა ადამიანს ელაპარაკეთ).


კამათს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მხარეთა შორის ,,მოციქული ნამუსია”, როცა მათ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ზნეობის იგივე წესები, სინდისის იგივე ვალდებულებანი და აზროვნების იგივე ნორმები. უამისოდ ყველაფერი ფუჭია: ფაქტი არ ფაქტობს, არგუმენტი არ არგუმენტობს და ლოღიკა არ ლოღიკობს.


უბედურებაა ასეთი კ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1788 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ექვთიმე თაყაიშვილი – Ekvtime Takaishvili (1863-1953)

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო "კორდონის უფროსად” იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.

ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1498 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

« 1 2 ... 144 145 146 147 148 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები