|
მთავარი » ახალი ამბები
ასომთავრული, ამა თუ იმ ასოს განსაკუთრებული, სატექსტო დაწერილობისაგან განსხვავებული, მოხაზულობა. დასტურდება იმ დამწერლობებში, რომლებიც ბერძნული ალფაბეტისაგან წარმოიშვნენ ან მისი გავლენა განიცადეს. ასომთავრულისთვის დამახასიათებელია გრაფამების თანაბარი ზომა, იწერება ორ ხაზს შორის, რაც თავდაპირველად განპირობებული იყო საწერი მასალის თავისებურებითა და წერის ტექნიკით: ასომთავრული წარმოშობილია იმ დროს, როცა წერდნენ ქვაზე, თიხის ფირფიტაზე, ლითონზე და სხვა. საწერ მასალად ჭილისა და ეტრატის გამოყენების შემდეგ ასომთავრულიერთხანს განაგრძობდა არსებობას, მოგვიანებით კი დაკარგა თავისი პირვანდელი სახე და მისგან ჩამოყალიბდა ნუსხური დაწერილობა, რის შემდეგ ასომთავრული მხოლოდ ახალი კარის, მუხლის ან წინადადების თავში იწერებოდა. სწორედ ამ ხანებში უნდა მიეღო მას თავისი სახელწოდება.
უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია ასომთავრულით, რომელსაც მრგვლოვანსაც უწოდებენ. ასომთავრულითაა შესრულებული აგრეთვე ქართული ხელნაწერი ძეგლები X ს-მდე. X საუკუნიდან გაბატონდა კუთხოვანი ნუსხური დაწერილობა, სადაც ასომთავრულს ორთოგრაფიული ფუნქცია აკისრია. ქართული მხედრული დაწერილობა ასომთავრულს არ იცნობს.
ზოგიერთი ენის თანამედროვე ორთოგრაფიულ სისტემაში ასომთავრულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს: მაგ., რუსულში ასომთავრული იწერება წინადადებისა და საკუთარი სახელის თავში. გერმანულში - წინადადებისა და არსებითი სახელის თავში. Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ Ⴅ Ⴆ Ⴡ Ⴇ Ⴈ Ⴉ Ⴊ Ⴋ Ⴌ Ⴢ Ⴍ Ⴎ Ⴏ Ⴐ Ⴑ Ⴒ Ⴣ Ⴓ Ⴔ Ⴕ Ⴖ Ⴗ
...
კითხვის გაგრძელება »
|

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანეთს ესტუმრა. მან ძველი საბაგირო გზა მოინახულა, რომლის აღდგენის სამუშაოები უახლოეს მომავალში იგეგმება. მიხეილ სააკაშვილი ტურისტული მარშუტებითა და გზის მდგომარეობით დაინტესედა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს რეგიონში გზების მოწესრიგება დაავალა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სვანეთში გადაადგილების პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს. მესტიასა და უშგულში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა სვანეთის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ყველგან, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტია, მოსახლეობა კარგად ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილი უახლოეს წლებში სვანეთში ტურისტების გახუთმაგებას ელოდება. "მთელ ევროპაში ახლა თოვლის საკითხი დადგა. გუდაურში გვაქვს პერსპექტივა, რომ ტრასები გავაფართოვოთ. სერიოზული პერსპექტივა გვაქვს ფარავანზე და ჯავახეთში. მთავარია, რომ აქ ხალხი დასაქმდეს და წელში გაიმართოს. მესტიაში გაკეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი. ბეტონის გზები გვაქვს გასაყვანი, უცხოეთში საბაგიროებს ვყიდულობთ და რეკლამას ვაკეთებთ. წელს ტურიზმს ცოტათი დაეტყო გაუმჯობესება. მომავალ წელს 5-6-ჯერ მეტი ტურისტი გვეყოლება. სვანეთში იმდენი უცხოელი უნდა ჩამოვიდეს, რომ ადგილები არ გეყოთ. ახალი გზის გ
...
კითხვის გაგრძელება »
|

სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი ,,ოქროს პერგამენტი- 2010” სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: • საუკეთესო ლექსი • საუკეთესო პროზაული ნამუშევარი • საუკეთესო თარგმანი მთავარი პრიზი გრან-პრი ,, ოქროს პერგამენტი-2010” გადაეცემა საუკეთესოს გამარჯვებულებს შორის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო –სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს(14-23 წლამდე). საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა თავისუფალია; მსურველს უფლება აქვს, წარმოადგინოს: • ლექსები • პროზაული ნამუშევარი(მინიატურა, ესსე, მოთხრობა) • თარგმანები მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში შეგიძლიათ წარმოადგინოთ საკონკურსო ნამუშევრები ნაბეჭდი სახით A/4 ფორმატის თაბახის ფურცელზე , თანდართული ელექტრონული ვერსიით. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ნამუშევრების შერჩევა (აგვისტო-სექტემბერი) დაჯილდოების ცერემონია(სექტემბერი-ოქტომბერი) გამოიცემა კრებული. სადაც განთავსდებაკონკურსში წარმოდგენილი საუკეთესო ნაწარმოებები. საკონტაქტი ინფორმაცია ელ. მისამართი: oqrospergamenti@gmail.com ტელ: +995 77497755
|

56 ბელორუსი მოზარდი 10 დღეს ანაკლიაში, "პატრიოტთა ბანაკში" გაატარებს. მოზარდები თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდნენ და ბანაკში დღესვე გაემგზავრებიან. გარდა ბელორუსი ბავშვებისა, ანაკლიაში 10-10 დღით პოლონელი, სომეხი და სხვა ეროვნების მოზარდები ქართველ თანატოლებთან ერთად დაისვენებენ. მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან ანაკლიაში დასასვენებლად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჩამოდიან.
|
« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|