ორშაბათი, 21.07.2025, 03:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობაა ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის უნარი შესწევს, თუმცა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პასუხისმგებელ პარტიებსაც შეეძლებათ, მაგრამ „ნურავის ნუ ჰგონია", რომ „ჩვენ უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე".

"ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში შეწყდეს განვითარება და წინსვლა. ამისათვის ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ერთადერთი, ვინც ამას უზრუნველყოფს,"– განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე.

"იმედი მაქვს, რომ რეფორმატორთა ჯგუფი პარტიების... გაფართოვდება და თუ დააკვირდით ამ არჩევნებზე მაინც ხალხმა მეორე და მესამე პარტიას მისცა [ხმა], ვიზეც ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ფუნდამენტურად ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ მთავარ რეფორმებს და რა თქმა უნდა, ყველას ექნება – ქართველ ხალხს და ყველა პასუხისმგებელ პარტიას მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალება,"– აღნიშნა მან.

"მაგრამ ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩვენ ხელს ავიღებთ და უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე მხოლოდ იმის გამო, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1042 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ქალაქ ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,- როგორც ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო "24.კგ" იუწყება, ამგვარ მონაცემებს თვითმხილველები ასახელებენ .
თვითმხილველების განცხადებით, მხოლოდ ქალაქ ოშში დარბევებისას 1500-დან 2000 უზბეკი დაიღუპა.


ოფიციალური მონაცემებით კი, დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია. კერძოდ, ოშის ოლქში 94, ჯალალ-აბადის ოლქში კი, 43 ადამინი დაიღუპა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს 1762-მა ადამიანმა მიმართა, საავადმყოფოებში 826 ადამიანი მოათავსეს, 798-ს კი ამბოლატორიული დახმარება აღმოუჩინეს.


ყირგიზეთის ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარება თანდათანობით სტაბილური ხდება.


მხარის გუბერნატორის, ბეკტურ ასანობის განცხადებით, გასულმა ღამემ მშვიდად და სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დილის 08:00 საათიდან ქალაქში რამდენიმე სავაჭრო პავილიონმა დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვ

ის უკონტროლო რჩება ვითარება მიმდებარე სოფლებში – ფურკატსა და ნარიმანში.
ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მაროდიორობის ფაქტები.


Category: ახალი ამბები | Views: 1137 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა .

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის საიმინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მინისტრთან ერთად, ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე.


ქართული დელეგაცია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, ქალაქ ქაბულში ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა მიიღო.


მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართულ დელეგაციას ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

გენერალ მაკკრისტალის შეფასებით ქართველი სამხედროების მომზადების დონე მაღალია და ამერიკელი და ფრანგი სარდლები მათი მუშაობით კმაყოფილები არიან.
შემდეგ ქართული დელეგაცია ჰელმანდის პროვინციასაც ესტუმრა, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ.
"აქ ჩამოსვლის მ

იზანი იყო გვენახა, როგორ პირობებში იმყოფებიან ჩვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1046 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციას შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზონ .
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, უახლოს მომავალში იგეგმება "დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის საკრებულოში ფუნქციური ცვლილებები განხორციელდება.


კერძოდ, დღეს მოქმედი ნორმით, საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, ცვლილებით კი - მოადგილეების რაოდენობა გაიზრდება.


არ არის გამორიცხულო, პარლამენტის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა თითოეული ფარქციის წევრს შეეძლოს.


ამას გარდა, საკრებულოში იგეგმება არაერთი მუმდივმოქმედი კომისიის შექმნა, რომელთა ნაწილის ხელმძღვანელობაც, ასევე, შესაძლებელია, ოპოზიციას შესთავაზონ.


პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14 მანდატი; "ალიანსი საქართველოსთვის" - 5 მანდატი; "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 3 მანდატი; ~ეროვნული საბჭო" - 2 მანდატი; ~თოფაძე-მრეწველები" - 1 მანდატი;
რაც შეეხება მაჟორიტარი წესით არჩევნებს, თბილისში 10 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 25-ვე მანდატი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მოიპოვეს.

Category: ახალი ამბები | Views: 1087 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დაზოგეთ დრო ენერგია და ბიუჯეტი!
შეისწავლეთ ინგლისური ოთხჯერ უფრო სწრაფად!
ბრიტანული ცენტრის კარი ღიაა ნებისმიერი მსმენელისთვის!

ირინა ონაშვილი:
"პირველივე გაკვეთილიდან მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც საჭირო იყო. საოცრად კარგი გარემოა, თბილი ატმოსფერო, ამასთან ერთად უმაღლეს დონეზეა დისციპლინა.

ძალიან ხშირად მიწევს უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობა და ვატყობ, რომ ჩემი ინგლისური საოცრად დაიხვეწა.
კომპლექსი არასდროს მქონია და რა დონეზეც ვიცოდი, ისე ვლაპარაკობდი, მაგრამ ახლა უკვე ვამაყობ ჩემი ინგლისურით.

აუცილებლად ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ბრიტანულ ცენტრში და ამ დონეზე არ გავჩერდები".


ლელა მებურიშვილი:
"ბრიტანულ ცენტრში ენას კი არ გასწავლიან, აგალაპარაკებენო, მითხრეს და ეს სწორედ, ის იყო, რაც მე მჭირდებოდა.


აღმოვაჩინე, რომ ბრიტანულ ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლები, მოქმედი ლექტორები გადიან ენის შემსწავლელ მაღალ საფეხურებს, იმისთვის, რომ უფრო დახელოვდნენ და დახვეწონ თავიანთი ცოდნა.

ერთი სიტყვით, მოვედი და დავრჩი. თვე-ნახევარია დავდივარ და ინგლისურად ლაპარაკის ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა".

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1318 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები