|
მთავარი » ახალი ამბები

ენერგეტიკის სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ერთობლივი პროექტით უკრაინა დაინტერესდა. ენერგეტიკის მინისტრ იური ბოიკოს განცხადებით, "უკრაინა მზადაა, შეუერთდეს პროექტს და შეისყიდოს 10 მლრდ კუბ. მეტრი გაზი. გათხევადებული გაზის ბუნებრივ გაზად გადაქცევის ტერმინალის მშენებლობა უკრაინას 1 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. უკვე შედგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან".
13 აპრილს, ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. საქართველოში, ყულევში გაზის გამათხევადებელი ტერმინალი აშენდება, რუმინეთში - რეგაზიფიკაციის. მოხდება გათხევადებული გაზის საქართველოდან რუმინეთში ტრანსპორტირება. გათხევადებული გაზი ბუნებრივი გაზის სახეს რუმინეთში მიიღებს. ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნებისთვის. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
|

11 ივნისიდან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოექცევა. 11 ივლისამდე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრებს. ზუსტად ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ეს პატივი აფრიკულ სახელმწიფოს წილად პირველად ხვდა. აქამდე აფრიკის კონტინენტზე მსოფლიოს პირველობა არასდროს ჩატარებულა, რაც ისედაც დიდ მოლდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. გულშემატკივრები მე-19 მსოფლიოს ჩემპიონატისგან ლამაზ ფეხბურთს და დაძაბულ, დრამატიზმამდე მისულ თამაშებს ელიან.
ცხადია, ტურნირში მონაწილე 32-ვე ნაკრები უკვე სამხრეთ აფრიკაშია და ჩემპიონატის დაწყებას ელის. მსოფლიოს პირველობას 9 ქალაქის 10 სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ბაფანა-ბაფანა" მექსიკელებს ულამაზეს "soccer city stadium"-ზე უმასპინძლებს, რომელზეც 11 ივლისს ფინალური მატჩიც გაიმართება.
ფიფამ ორიგინალურ გადაწყვეტილებაზე უარი არც ამჯერად თქვა და გახსნის მატჩის განსჯა ბევრისთვის უცნობ უზბ
...
კითხვის გაგრძელება »
|

კვირას ვაკეში ამერი და იმერი ორ ასაკში შეიბნენ გია რაფავას თასზე, ქართულმა შვიდკაცამ კი კვიპროსში, კახა ალანიას სარდლობით, უპრობლემოდ დაიჭირა მესამე ადგილი და მოსკოვში დანიშნულ, 12-გუნდა ევრო-ფინალში ტრადიციულად გავიდა.
რაფავა ის კაცია, 1998 წლის 20 მაისს, ეროვნულზე, რუსეთთან კოკისპირულ წვიმაში რომ გვიკაპიტნა. 41 წლის ვაჟკაცს გარდამავალ პერიოდში რომ მოუხდა რაგბობა, ოდენ 13 ბორჯღალი (კეპი) მოუგროვდა და ლელოც ორიღა (თითო ოთხ და ხუთ-ქულიანი) უწერია სანაკრებო მონაგარში, მაგრამ თემში რომ გაიკითხოთ, მოგიგებენ, რომ მისი ბადალი მეორე-ხაზელი თითო-ოროლა თუ გვყოლია ქართული რაგბის 50 წლიან მატიანეში.
"რაფო" ბოლო ათი წელი ინგლისში ცხოვრობდა, შინ მობრუნებულმა კი ბევრი სასიკეთო რამ ჩაიფიქრა. ერთია ამერ - იმერის შერკინება, რომელიც ჯერ კიდევ 1992-93 წლებში უნდა გამართულიყო, მაგრამ ომმა და გაჭირვებამ ჩაშალა. გიამ მოკრიბა თავისი ტოლები და ორ-ნაწილიანი შოუს პირველ მოქმედებაში მეგობრულად აბურთავა ბებრული წესებით, მერე კი რაფავას თასზე სერიოზულად შეიბნენ 19 წლის ჭაბუკები, რომელთაგან საოქტომბროდ ნაკრები უნდა შეირჩეს.
ვეტერანთა თამაში, ჟანრის კანონის მიხედვით, ფრედ დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოავლინა ვერც ჭაბუკთა რკენამ, რომელშიც ჯარიმები კარში არ ირტყმებოდა და ამდენად, ირბ-ული რაგბის კანონიკური რიტმი დარღვეული იყო. ფრედ 10:10 დასრულდა ორი ოვერტაიმიც, მაგრამ თასი რომ გასათა
...
კითხვის გაგრძელება »
|

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს ახალ რეიტინგში 15-ე ადგილი უკავია. ტიმ ლეინის გუნდი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. ამის მიზეზი კი ტონგას მარცხი გახლდათ, რომელმაც სამოასთან დაძაბული პაექრობა 23:24 დათმო. ქართველ მორაგბეებს 68.09 ქულა აქვთ, ანუ ისევ იმდენი რაც აქამდე, თუმც ტონგელთა მარცხმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედა.
"ბორჯღალოსნებს" ქულების მოპოვება მალე კიდევ შეეძლებათ. რუმინეთში მიმდინარე ირბის თასე 20 ივნისს ნამიბიასთან გასამართი მატჩი სარეიტინგოა, ასე რომ ჩვენ ნაკრებს ამ თამაშში ორმაგი მოტივაცია ექნება, გამარჯვების შემთხვევაში ნაკრები მე-14 ადგილზე მყოფ კანადას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
IRB-ს რეიტინგი 14 ივნისისთვის
1. ახალი ზელანდია 91.68 2. სამხრეთ აფრიკა 89.46 3. ავსტრალია 85.71 4. საფრანგეთი 84.91 5. ირალანდია 82.61 6. ილგლისი 79.95 7. არგენტინა 78.89 8. უელსი 78.58 9. შოტლანდია 78.47 10. ფიჯი 76.07 11. იტალია 72.97 12. სამოა 72.39 13. იაპონია 70.42 14. კანადა 69.43 15. საქართველო 68.09 16. აშშ 67.86 17. ტონგა 67.81 18. რუმინეთი 65.10 19. რუსეთი 64.64 20. ურუგვაი 62.37 21. პორტუგალია 61.27 22. ნამიბია 60.98 23. ესპანეთი 57.70 24. ჩილე 56.97 25. ყაზახეთი 55.38 26. ბელგია 55.36 27. ბრაზილია 54.56 28. უკრაინა 54.35 29. ტუნის
...
კითხვის გაგრძელება »
|

რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასზე, შოტლანდიის A ნაკრებთან წარმატებული თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 15 ივნისს გამართული მეორე შეხვედრა არადამაჯერებლად ჩაატარა და იტალიის A ნაკრებთან 3:21 დამარცხდა. "ბირჯღალოსნებს" 7 საჯარიმო ლუჩანო ორკერამ გაუტანა, ქართველთა ერთადერთო საჯრიმო კი მერაბ კვირიკაშვილმა შეაგდო.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 20 ივნისს ნამიბიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ქართველი "ბორჯღალოსნები" რუმინეთში ძირითადად სათადარიგო შემადგენლობით არიან ჩასულნი, თუმცა მიუხედავად ამისა, ნამიბიასთან დაპირისპირებას სარეიტინგო ჩათვლაში ექნება მნიშვნელობა და გუნდს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.
ირბ "ერთა თასი"
ბუქარესტი (რუმინეთი) არკულ დე ტრიუმფი
მეორე რაუნდი @ სამ 15/06
საქართველო 3:21 იტალია*ა
ბორჯღალოსნები [წითელი]
ბეკ) 15 მალხაზ ურჯუკაშვილი სბ 51, 14 სანდრო თოდუა, 13 თედო ზიბზიბაძე^კაპ, 12 გიგა კორკელია (21 რეზო გიგაური 59) 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 მერაბ კვირიკაშვილი (22 ლაშა ხმალაძე 66) 9 ბიძინა სამხარაძე (20 გიორგი როხვაძე 66) /
ფორ) 1 დავით დადუნაშვილი (16 კახა ასეიშვილი 59) 2 ირაკლი ნატრიაშვილი (დადუნაშვილი 65) 3 ვასილ კაკოვინი (17 ბექა შეყლაშვილი 61), 4 შალვა სუთიაშვილი, 5 კოტე მიქაუტაძე (18 კახა უჩავა 61), 6 შოთა საყვარელიძე (19 ვიქტორ კოლელიშვილი 49) 7 ლაშა თავართქილაძე, 8 დავით ბოლღაშვილი <
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 29 30 31 32 33 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|