|
მთავარი » ახალი ამბები
12 ივნისს, თბილისში ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის "დელტას" პირველი ბრენდ-მაღაზია გაიხსნა. "დელტას" ოფიციალური დისტრიბუტორის - კომპანია "ჯეოტექსის" ინფორმაციით, მაღაზია უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მეორე სართულზე ამუშავდა და მასში "დელტას" და "დისნეის" ლიცენზიით დამზადებული ბავშვთა და მოზარდთა, ქალისა და მამაკაცის ყოველდღიური ტანსაცმლის, თეთრეულისა და წინდების საზაფხულო კოლექციაა წარმოდგენილი.
"დელტა გალილ ინდასთრი" 35 წლის გამოცდილების მქონე ტანსაცმლისა და თეთრეულის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საწარმოო და მარკეტინგული ცენტრები განლაგებულია მსოფლიოს 4 კონტინენტზე. კომპანიის ქსელში 10 000 ადამიანია დასაქმებული.
საკუთარი ნაწარმის დისტრიბუციის გარდა, კომპანია პროდუქციას აწვდის მსოფლიოში სახელგანთქმულ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Nike, Calvin Klein, Hugo Boss, Pierre Cardin და სხვა. ამავდროულად, კომპანია ისრაელში ფლობს და ოპერირებას უწევს "დელტას" ბრენდის ქვეშ მომუშავე 106 მაღაზიას.
"საქართველოში კოლექციები ისრაელიდან შემოვიტანეთ. მაღაზიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია 300 სხვადასხვა მოდელი. "დელტა გალილ ინდასთრის" პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგანაც ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ბამბისაგან მზადდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექცია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს დააინტერესებს," - აცხადებს საქართველოში დელტას ოფიციალური დისტრიბუტორი, კომპანია "ჯეოტექსის" დირექტორი თეა ერისთავი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის განვითარების სტრატეგია უახლოესი 2 წლის გა
...
კითხვის გაგრძელება »
|

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები მზადდება. ერთ-ერთი ვერსიით, თანამდებობას დატოვებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი. შესაძლოა, მან ბრაზილიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელოს.
"ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. ვრცელდება ვერსია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გია ბარამიას არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის" ხელმძღვანელი ვერა ქობალია შეცვლის.
აფხაზეთის მედიაცენტრის ცნობით კი, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ და ბარამია მუშაობას აგრძელებს. ამასთან, გამორიცხული არ არის ვერა ქობალიას სხვა თანამდებობაზე დანიშვნაც. ინფორმირებული წყარო არც სხვა საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს.
|

რუბრიკის სტუმარია მომღერალი სოფო ბედია. "კარგად ვიცი, რა მიხდება და როგორ გავხდე უკეთესი", - გვითხრა სოფომ, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ისიც გაგვანდო, რომ ქართველ მსმენელს მრავალ სიახლეს ჰპირდება. მალე ტელეეკრანზე მეუღლესთან, მუსიკოს მიშა შაყულაშვილთან ერთად შესრულებული მისი დუეტის ვიდეოკლიპიც გამოჩნდება.
- სოფო, როგორი სტილის სამოსს ამჯობინებ? - ჩემთვის კლასიკური სტილია ყველაზე მოხერხებული, რომელიც ქალურობას უსვამს ხაზს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მაღალ ქუსლზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. "ბალეტკებს" იშვიათად ვიცვამ - მაშინ, როდესაც გადაღლილი ვარ.
- ამ სეზონზე აქტუალურია გრძელი კაბები. მოგწონს? - გრძელი კაბები ძალიან მომწონს და მიხდება კიდეც. ახლახან შევიძინე გრძელი, ლამაზი სარაფანა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ქსოვილს. გრილი, მსუბუქი ქსოვილები მიყვარს. სამოსი არ უნდა მაწუხებდეს, მით უმეტეს, ზაფხულში.
- ქართველ დიზაინერებზე რას იტყვი? - უდავოა, რომ საქართველოში ნიჭიერი დიზაინერები არიან. ყოველ მათგანს ინდივიდუალური სტილი აქვს. "ჯეოსტარის" მიმდინარეობისას ავთანდილთან მომიწია მუშაობამ. ყველა კაბა, რომელიც მან შემიკერა, ძალიან მიხდებოდა. გამოვარჩევდი საფინალო გამოსვლისთვის შეკერილ შავ კაბას, რომელიც მართლაც უმაღლესი კლასის ნამუშევარია.
- სოფო, ყველა ქალმა იცის, ჩაცმულობით სხეულის რომელ ნაწილს გაუსვას ხაზი. შენ რაზე აკეთებ აქცენტს? - ვიცი, რა მიხდება და როგორ გავხდე უკეთესი. ყოველთვის გამოვკვეთ სხეულის სილუ
...
კითხვის გაგრძელება »
|

მომღერალმა და ვირტუოზმა მევიოლონე ვანესა მეიმ "ევრორადიოს"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან თავისი შემოქმედების, "ევროვიზიისა" და იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ მოსწონს მას ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს აკორდეონი.
პლანეტის ყველაზე სკანდალური მევიოლინე 19 ივნისს მინსკში ჩავა. იქ მისთვის უკვე დაჯავშნილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ლუქსი" და კიდევ ერთი ამგვარი ნომერი მისი საყვარელი ძაღლებისთვის - ჩიხუახუა მაქსიმუსისა და შარპეი გასპარისთვის - არის გამოყოფილი.
როდესაც ჟურნალისტმა ვანესა მეის ჰკითხა, იცის თუ არა მან, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო აკორდეონზე უკრავს და უნდა თუ არა მასთან დუეტში დაკვრა, მევიოლინემ უპასუხა, რომ "ეს მას ძალიან გაამხიარულებდა".
"დედაჩემი აკორდეონზე უკრავდა და მე ყოველთვის მომწონდა მისი მოსმენა. თუ თქვენი პრეზიდენტი თანახმა იქნება, მე სიამოვნებით დავუკრავდი მასთან ერთად რამეს", - განაცხადა მეიმ.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსის პრეზიდენტს ძალიან უყვარს აკორდეონზე დაკვრა.
|

ინდოელი ბხატერი დევი, რომელიც 66 წლის ასაკში პირველად დაორსულდა, ერთბაშად სამი შვილის დედა გახდა.
უკვე ასაკოვანი ქალბატონი ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა, თუმცა ის, რომ ერთბაშად სამი ტყუპი ვაჟი გაჩნდებოდა, ბხატერსა და მის მეუღლეს სინგხის ეჭვადაც არ ჰქონიათ.
დღენაკლული ახალშობილები, რომლებიც ქვეყანას საკეისრო კვეთით მოევლინენ, რეანიმაციაში იმყოფებიან.
აღფრთოვანებას ვერ მალავს სამი ვაჟის მამა, რომელმაც უშვილობის გამო, თავის დროზე, სამი ცოლი გამოიცვალა.
|
« 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|