|
მთავარი » ახალი ამბები

დასავლური პრესა იტყობინება, რომ რუსეთი თავისი სამხედროების ყირგიზეთში გასაგზავნად ემზადება, სადაც მასობრივი არეულობა ამ დრომდე გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვს სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, რადგან ყირგიზეთის მთავრობა ვერ ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას და შველას რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს.
დიმიტრი მედვედევის ბოლო განცხადებით, რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად მძიმეა და მის მოსაწესრიგებლად "ყველა საშუალება" სასწრაფოდა არის მისაღები. რუსეთი ცდილობს, რომ საერთაშორისო ნორმები არ დაარღვიოს და ამიტომ ყირგიზეთში ჯარი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანმხების ეგიდით შეჰყავს.
ორშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანმხების ორგანიზაციის გენმდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ მედვედევს აცნობა, რომ წევრი-სახელმწიფოების წარმომადგენლები სპეციალურ სხდომაზე ყირგიზეთის სამართალდამცველი ორგანოებისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმდნენ. სხდომაზე განიხილეს ყირგიზეთის თხოვნა, ქვეყანაში სამშვიდობოთა კონტიგენტის შეყვანის შესახებ და დასახეს კიდეც მისი განხორციელების გეგმა.
იტალიური გაზეთის Il sole 24 ore ვარაუდით, მდგომარეობის ნორმალიზება სწრაფად ვერ მოხდება თუნდაც იმის გამო, რომ სამთავრობო ჯარებს უზბეკთა მასობრივ ჟლეტაში სდებენ ბრალს.
|

საქართველო წინ მიდის და ქვეყანაში სუბიექტი ხალხია, - ამგვარი შეფასება რუსმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ "ეხო მასკვის" წამყვანმა მატვეი განაპოლსკიმ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ორი წლის შემდეგ ჩამოსვლისას დაინახა, რომ იმ მძიმე მოვლენის შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ქვეყანა მორალურად არ დაცემულა.
განაპოლსკის აზრით, ვინც 2008 წელს ომი დაიწყო, გათვლილი ჰქონდა, რომ შიდაძალები მოქმედ ხელისუფლებას დაამხობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ჟურნალისტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოში ისევ ლეგიტიმური ხელისუფლება მოქმედებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
"როგორია ეს ხელისუფლება, ეს საქართველოს შიდასაქმეა და მე, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არ ჩავერევი. ჩემთვის ისიც კარგი იქნება, თუ ჩვენს შიდასაქმეებში გავერკვევი, თუნდაც იმაში, ვინ არის იმ ორიდან რუსეთის პრეზიდენტი. რაც შეეხება საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ეს ქვეყანა შენდება – შენდება გზები, შენობები. შეიძლება, ქართველებს რაღაც არ მოგწონდეთ, მაგრამ თქვენ რაღაცას მაინც აშენებთ და ქვეყანა წინ მიიწევს. საქართველო დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებით ცხოვრობს. აქ მამოძრავებელი ძალა, სუბიექტი ხალხია, რუსეთში კი ხალხი მხოლოდ ობიექტია ", - განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ.
მატვეი განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა რუსეთის ხელი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გალში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა საგანგებო შეხვედრაზე რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა. 
"გალის რაიონში ქართველების სახლების დაწვის ფაქტებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ამ ფაქტებს გამოიძიებენ. მათ ქართული მხარე დაადანაშაულეს ბოლო დღეებში გალის რაიონში სამი ადამიანის მკვლელობაში. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები მოვითხოვეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლეს", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გალში 22 ივნისის ნაცვლად 20 ივლისს გაიმართება.
ივნისის დასაწყისიდან გალის რაიონში დე-ფაქტო ხელისუფლების სამი წარმომადგენელი მოკლეს. ქართული მხარის ვერსიით, მკვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ძალით ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა.
მკვლელობებს დიხაზურგაში აფხაზური მილიციის სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რომლის დროსაც გადაწვეს რამდენიმე სახლი და სცემეს რამდენიმე ახალგაზრდას. აფხაზური მხარე თავდაპირველად სახლების გადაწვისა და ადგილობრივების ცემის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა.
|

სამწვრთნელო შურისძიების მოლოდინში
16 ივნისი. დურბანი. "დურბან სტედიუმი". 18:00 ესპანეთი-შვეიცარია სავარაუდო შემადგენლობები ესპანეთი (4-1-3-2): კასილიასი - ს. რამოსი, პუიოლი, პიკე, კაპდევილა - ბუსკეტსი - ჩავი, ჩაბი ალონსო, სილვა - ტორესი, ვილია. შვეიცარია (4-4-2): ბენალიო - ლიხშტაინერი, სენდეროსი, გრიხტინგი, ციგლერი - ბარნეტა, ჰუგელი, ინლერი, ფერნანდესი - ნკუფო, დერდიოკი. არბიტრი: ჰ. ვები (ინგლისი)
ყველაზე ბოლოს მუნდიალს დურბანში ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაიწყებენ, საქმეში კიდევ ერთი, შესაძლოა, მთავარი ფავორიტი ჩაერთვება. რას იზამს ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, აქ სპეციალისტთა პროგნოზები ორად იყოფა - პირველები, ისევე როგორც გულშემატკივართა დიდი ნაწილი, მიიჩნევენ, რომ "ფურია როხა" ობიექტურად ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე და მან აუცილებლად უნდა იბრძოლოს ტიტულისათვის. გუნდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, რომლის ერთ-ერთი დასტური სპარინგში პოლონეთის ნაკრების 6:0 განადგურებაა. უკვე 12 თამაშია, რაც ესპანეთის ნაკრები გამარჯვებული გამოდის მინდორიდან, ეს კი მსოფლიო რეკორდს სამი მატჩით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეკორდიც "ფურია როხას" ეკუთვნის და ის 2008-2009 წლებში დამყარდა.
პესიმისტები კი მიიჩნევენ, რომ ესპანეთის ნაკრებს წარმატებაში ხელს საკუთარი ისტორია შეუქმნის, რომელიც ტრადიციად დამკვირდა - მუნდიალამდე ესპანეთის ნაკრები ფავორიტია,
...
კითხვის გაგრძელება »
|

ბასტიან შვაინშტაიგერმა მიუნხენის ბაიერნში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გასაკვირი სულაც არ არის ის, რაც ახლა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა, ანუ, კლუბების კულისებში ხდება: ევროპის გრანდებმა მიუნხენური გრანდისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს თვალი დაადგეს და როგორც "კიკერი" წერს, მიუნხენური კლუბის შეფებს რამდენიმე ფაქსი მიუვიდათ, სადაც მხოლოდ ერთი კითხვაა დასმული: "რა ღირს შვაინშტაიგერი?" ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაინის გადაბირება ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსის" უნდა. თანაც, მიხაელ ბალაკის გაშვების შემდეგ, "არისტოკრატებს" შვაინშტაიგერის დონის ცენტრალური ნახევარმცველი ნამდვილად არ აწყენდათ. უფასოდ გაშვებული გერმანელის გერმანელითვე ჩანაცვლება "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სურვილი ყოფილა. როგორც ცნობილია, მას ბალაკის გაშვებაც არ სურდა.
თავზესაყრელად აღარ, მაგრამ ფული "ჩელსის" ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი აქვს. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ რას ფიქრობს თვითონ შვაინშტაიგერი. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მან თქვა, ჯერ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ყველაფერზე დავფიქრდები, გამორიცხული არაფერიაო. ცხადია, პირველ რიგში ყველაფერი "ბაიერნის" ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
ბასტიანს კი, ერთის მხრივ, მიუნხენში დარჩენა და ლუის ვან
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|