|
მთავარი » ახალი ამბები

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრები და რაიმონ დომენეკი ღიად გააკრიტიკა: "დომენეკი ნაკრებში სიტუაციას ვერ მართავს. ვფიქრობ, ამაზე გაჩუმება აღარ ღირს. მთავარი ის კი არაა, რომ იგი შემადგენლობას არასწორად არჩევს, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გუნდური თამაშის არქონა წარმოადგენს, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორედ მწვრთნელის ბრალია. ურუგვაისთან მატჩში საფრანგეთს მოედანზე გუნდი არ ჰყავდა, ჩვენმა ნაკრებმა ყველა სახიფათო მომენტი ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნა".
|

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელებმა, მწვრთნელმა და გულშემატკივრებმა მიხაელ ბალაკზე ოცნებას თავი უნდა დაანებონ. ხსენებული გაზეთი დარწმუნებით წერს, გერმანიის ნაკრების ტრავმირებული კაპიტანი გელზენკირხენში არ წავაო. მიზეზი: ბალაკს გაცილებით უკეთესი წინადადებები აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მიხაელი "შალკეში" გადასვლაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს. მართალია, ბალაკმა თქვა, გერმანიაში რამდენიმე ვარიანტი მაქვსო და ლოგიკურად, "შალკეს" ვარიანტი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ "ჩელსის" აწ უკვე ყოფილ ნახევარმცველს სხვა გეგმები აქვს. "ბილდი" წერს, რომ ბალაკზე ოცნება "შალკეს" მწვრთნელმა ფელიქს მაგათმაც დაასრულა. ამასობაშუ, ინგლისურმა გაზეთმა "სანდი მ
ირორმა" დაწერა, რომ ბალაკს "მანჩესტერ იუნაიტედში" უხმობენ, ოღონდ მხოლოდ ერთი წლით. შეგახსენებთ, რომ მიხაელმა "ჩელსისთან" კონტარქტი სწორედ იმ მიზეზით არ გააგრძელა, რომ "არისტოკრატებიც" მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, ბალაკს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა. ამას გარდა, მიხაელის გადაბირებაზე მადრიდის "რეალის", "ლივერპულის", "ლევერკუზენის", "ჰამბურგისა" და "ვოლფსბურგის" შეფებიც ფიქრობენ. ამასობაში, "ნიურნბერგის" მცველმა ხავიერ პინოლამ "შალკეში" უფასოდ გადასვლაზე უარი თქვა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეი
...
კითხვის გაგრძელება »
|

აქეთ სუასო... იქითაც სუასო
16 ივნისი. ნელსპრუიტი. "მბომბელა". 16:30 ჰონდურასი-ჩილე სავარაუდო შემადგენლობები ჰონდურასი (4-4-2): ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, ისაგირე - პალასიოსი, გევარა, დე ლეონი, ტურსიოსი - პავონი, სუასო. ჩილე (3-3-1-3): ბრავო - მედელი, პონსე, ვიდალი - ბოსეჟური, მილარი, კარმონა - ფერნანდესი - სანჩესი, სუასო, გონსალესი. არბიტრი: ე. მაილე (სეიშელის კუნძულები)
ნელსპრუიტის "მბომბელა" მუნდიალის ბოლო, H ჯგუფის ბატალიებს იწყებს - ერთმანეთის პირისპირ ორი ამერიკული გუნდი დადგება, ჰონდურასი და ჩილე. ვინაიდან ისინი სხვადასხვა კონფედერაციაში არიან გაერთიანებულნი (ჰონდურასი კონკაკაფში, ჩილე კონმებოლში), ერთმანეთს ბევრჯერ არ შეხვედრიან. აქამდე სულ ხუთი მატჩი გაიმართა და მცირე უპირატესობა ჩილეს მხარეზეა - 3 მოგება 2 მარცხის წილ, ბურთების შეფარდება - 11:10. ჩილე მუნდიალის ხშირი სტუმარია, ეს გუნდი მერვეჯერ ცდის ბედს ოლიმპიადის შემდეგ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე.
სამხრეთამერიკული ქვეყანა პირველად სადებიუტო, 1930 წლის მუნდიალზე გამოჩნდა, როცა ორი თამაში მოიგო, ერთი წააგო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. ყველაზე დიდი წარმატება ჩილეს ნაკრებს 1962 წელს სამშობლოში ელოდა, როცა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ "სახალხო გუნდმა" (ელ ეკიპო დე ტოდოს), როგორც "როხას" ჩილეში უწოდებენ, კიდევ ოთხ მუნდიალზე ითამაშა, მაგრამ ერთი მატჩიც კი ვერ მოიგო. 1998 წლის შემდეგ კი საერთოდ პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატი
...
კითხვის გაგრძელება »
|

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა და ამ გუნდის რეგრესის მიზეზებიც ახსნა. "კაიზერ-ფრანცი" აცხადებს, რომ იმას, რაც ფაბიო კაპელოს კრებულმა აშშ-ს ნაკრებთან მატჩში (1:1) აჩვენა, ფეხბურთთან საერთო ნაკლებად აქვს. "რაც ვნახე, ვერ ვიტყვი, რომ ეს რამენაირად ახლოს იყო ფეხბურთთან, - ამბობს ბეკენბაუერი, - მე ვფიქრობ, ინგლისელთა მხრიდან ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. არ ვარ დარწმუნებული, რომ კაპელო რამეს მოახერხებს. ინგლისელთა პრობლემა ისაა, რომ პრემიერლიგაში მეტისმეტად ბევრი უცხოელია და ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების შერჩევა მწვრთნელს ძალიან უჭირს".
|

ანა თბილი, ღიმილიანი და თვალებციმციმა გოგონაა. ეს ის ანა გახლავთ, პროექტ "ნიჭიერის" პირველივე გამოსვლაზე ყველას რომ დაამახსოვრა თავი - ჯერ ცრემლებით (უფროსი ძმის ავადმყოფობის გამო), მერე კი სელინ დიონის სიმღერის ძალიან კარგი შესრულებით...
ანა ხანჩალიანი თავიდან ყველას, სვანი ეგონა... ვინც კი "ნიჭიერს" თვალყურს ადევნებდა, ინტერნეტსაიტებზე ერთმანეთს ეკითხებოდა: გამაგებინეთ, ეს საოცარი ბავშვი სადაურიაო? ზოგი თავგამოდებით ირწმუნებოდა კიდეც - მისი წინაპრები ლენტეხიდან არიანო... არადა, ანას მშობლებიც და ბებია-ბაბუაც - თბილისელი სომხები გახლავან, კარგა ხნის განმავლობაში ავლაბარში, სომხური თეატრის მახლობლად ცხოვრობდნენ. მერე იქ ძველი შენობები დაინგრა და ხანჩალიანები გლდანში გადავიდნენ.
დღეს ანა, ძმებთან, მშობლებთან, ბიძა-ბიცოლასთან და ბაბუასთან ერთად, 4-ოთახიან ბინაში ცხოვრობს. ბევრნი არიან, მშობლები არ მუშაობენ, უჭირთ, მაგრამ ყოველდღიურ პრობლემებს ერთად უმკლავდებიან. თავად ანა კი მის გვართან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე ძალიან ხალისობს და ამას მიყვება:
- ჩემი ერთ-ერთი ახალშეძენილი მეგობრის დედა, მას შემდეგ, რაც "ნიჭიერში" გამოვჩნდი, კარგა ხანს ამტკიცებდა, ანი სვანიაო. თვითონაც სვანია და გულით უნდოდა, მეც "მისიანი" ვყოფილიყავი. ყველას, ვინც კი ეუბნებოდა, ხანჩალიანები სომხები არიანო, ეჩხუბებოდა, - თქვენ რას მასწავლითო?! ბოლოს, ჩვენთან მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|