|
მთავარი » ახალი ამბები
სიმონ პოულსენს (მარჯვნივ) გათამაშების პირველი ავტოგოლი გააქვს
ჰოლანდია-დანია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ს. პოულსენი (46, ს.კ.), 2:0 კუიტი (85)
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე, ევროპულ გუნდებს შორის გამართულ პირველ დაპირისპირებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიის ნაკრებმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ბერტ ვან მარვიიკის შეგირდებმა თამაშის ხარისხით გულშემატკივრები ვერ გაახარეს, ანგარიშის მიხედვით, მათ დანიელებს მაინც დამაჯერებლად სძლიეს. სორენსენის კარში პირველი გოლი მისივე თანაგუნდელმა, სიმონ პოულსენმა გაიტანა მე-2 ტაიმის დასაწყისში. მატჩის მიწურულს, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმაც მოახერხა გოლის გატანა - შეხვედრას წერტილი დირკ კუიტმა დაუსვა.
|

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები სამხრეთაფრიკულ მუნდიალს ამოუცნობ ჩრდილოეთ კორეის გუნდთან შეხვედრით იწყებს. G ჯგუფის პირველი ტურის მატჩი იოჰანესბურგის "ელის პარკ სთედიუმზე” დღეს 22:30 საათიდან დაიწყება, მთავარი მსაჯი კი უნგრელი ვიკტორ კასაი იქნება. "პენტაკამპეონები” მუნდიალის სასტარტო მატჩს კარჩაკეტილი დღეების შემდეგ ხვდებიან. სამხრეთამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ვარჯიშებზე ჟურნალისტების დაშვება მას შემდეგ აკრძალა, რაც მათ სააშკარაოზე დანიელ ალვეშსა და ჟულიო ბაპტისტას შორის მომხდარი ინციდენტი გამოიტანეს.
|

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ მორიგი მუნდიალიც სიურპრიზების გარეშე დაიწყო. მარჩელო ლიპის მიერ დარიგებულმა "სკუადრა აძურამ” ტურნირის სასტარტო შეხვედრაში ჩვეული არცთუ სანახაობრივი თამაში აჩვენა და პარაგვაელებთან ქულაც კი გადასარჩენი გაუხდა.
წვიმიან კეიპ თაუნში გამართული თამაში საგოლე მომენტებით "დახუნძლული” არ ყოფილა. საწყის წუთებში იტალიელთა ტერიტორიულ უპირატესობას რეალური შანსი არ მოჰყოლია, სამხრეთამერიკელებმა კი საწადელს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიაღწიეს.
39-ე წუთზე აურელიანო ტორესის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე ორთაბრძოლა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ანტოლინ ალკარასმა აპენინელთა კაპიტან ფაბიო კანავაროს აჯობა და თავურით ჯანლუიჯი ბუფონი მოძრაობაზე დაიჭირა.
შეხვედრის მე-2 ტაიმის სტარტზე მთავარ მოქმედ პირად ისევ იტალიელთა სახელოვანი გოლკიპერი იქცა, რომელიც მინდორზე აღარ გამოვიდა და ადგილი "კალიარის” გოლკიპერ ფედერიკო მარკეტის დაუთმო.
როგორც შეხვედრის შემდეგ მარჩელო ლიპიმ განაცხადა, ბუფონი ზურგის ტკივილმა შეაწუხა და მისი ტრავმის სერიოზულობა მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა. მეორე ნახევარში იტალიელთა დამრიგებელმა საქმეში მაურო ხერმან კამორანეზიც ჩართო, შემდეგ კი ალბერტო ჯილარდინო ანტონიო დი ნატალეთი ჩაანაც
...
კითხვის გაგრძელება »
|

წუხელ, რუსთავშ,ი წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. მოპარულია შემოწირულობები, სხვადსხვა სახის ძვირფასეულობა, გახსნილია გასაყიდი ნივთების ყუთი.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამაცავები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მძარცველები ტაძარში უკანა მხრიდან, სადიაკვნოდან შევიდნენ.
]წინასწარი ინფორმაციით, ქურდობა, გვიან ღამით მოხდა. დარაჯის განცხადებით, ტაძარი 20.00 საათზე იკეტება, ძარცვის ფაქტი კი, გამთენიისას 05.00 საათზე აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
|

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფარნგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირისთვის ერთიანი ეკონომიკური მთავრობის შექმნის აუცილეობლობაზე შეთანხმდნენ.
"ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფომ თავი ერთიანი ეკონომიკური მთავრობის წევრად უნდა მიიჩნიოს", _ განაცხადა მერკელმა
მერკელი და სარკოზი იმ ქვეყნებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდნენ, რომლებიც ევროპის ფინანსური სტაბილურობის პაქტს დაარღვევნ. "მხოლოდ ასე შევძლებთ ევროპაში პროგრესის მიღწევას", _ აღნიშნა მერკელმა. ნიკოლა სარკოზიმ კი ხაზი გაუსვა პრევენციული მოქმედებების აუცილებლობას.
აღნიშნული ინიციატივით მერკელი და სარკოზი ევროკავშირის სამიტზე გამოვლენ.
ევროპაში წარმოქმნილმა სავალო კრიზისმა ევროკავშირი ერთიანი ფისკალური ცენტრის გარეშე დატოვა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროზონაში თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო სტაბილიზაციის ფონდი ეფექტური იქნება, რადგან სახელმწიფო ხარჯების კონტროლის ერთიანი სისტემა ჯერ კიდევ არ შექმნილა.
|
« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|