სამშაბათი, 22.07.2025, 00:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

მთელი მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ აფრიკის სტადიონებისკენაა მიმართული, სადაც რიგით მე-19 მუნდიალი გახურდა. მთელი მსოფლიოსი... გარდა სომალისა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება საერთოდ აკრძალეს, რადგან ის სომალელი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელად ჩათვალეს.

დაჯგუფებები "ალ-შაბააბი" და "ჰიცბულ ისლამი", რომელთაც კავშირები აქვთ "ალ ქაიდასთან", სომალის ტერიტორიის სამხრეთსა და დედაქალაქ მოგადიშოს ნაწილს აკონტროლებენ. სწორედ ამ ტერიტორიაზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება აკრძალულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ასევე - შინ. 

"ჩვენს ახალგაზრდობას მოვუწოდებთ არ უყურონ მსოფლიოს ჩემპიონატს. ეს არის დროისა და ფულის ტყუილი ფლანგვა, რომელიც არავითარ სარგებელს მათ არ მოუტანს. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულელი ადამიანების ხტუნვის მეტი არაფერია საცქერი", - განაცხადა "ჰიცბულ ისლამის" წარმომადგენელმა მოჰამედ აბდი აროსმა.

ის ვინც დაარღვევს წესს, საჯაროდ გაიწკეპლება 30 დარტყმით. სახუმარო რომ არაფერია გეტყვით რომ შაბათს ნიგერია-არგენტინის მატჩის უჩუმრად ყურებისთვის "ჰიცბულ ისლამის" თავდასხმისგან 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დააკავეს. ფეხბურთის თავგადაკლული ფანები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და ჩუმად გადადიან სომალის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ფეხბურთი არავის აუკრძალავს.

Category: ახალი ამბები | Views: 1052 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იტალიის ნაკრების მეკარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის მატჩში შეცვალეს. 1994 წელს, ნორვეგიასთან მატჩში, კარში ჩადგა ლუკა მარკეჯანი, რომელმაც შეცვალა... რობერტო ბაჯო. საქმე ისაა, რომ იმ თამაშში მეკარე ჯანლუკა პალიუკა გააძევეს...
ამჯერად კი ჯანლუიჯი ბუფონის შეცვლა უმალ მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. თუმცა პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ "სკუადრა აძურას" კიპერმა ტრავმა მიიღო. მოვუსმინოთ მარჩელო ლიპის:
"მას წელი ასტკივდა და ბუნებრივია, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი შეცვლა. ითამაშებს თუ არა მომდევნო მატჩში? ვნახოთ, ექიმები მეტყვიან".

Category: ახალი ამბები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთის შესახებ ბევრმა ვარსკვლავმა გამოთქვა კრიტიკული მოსაზრება. გუშინდელი დღიდან, მათ რიცხვს არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესიც შეუერთდა. ლეომ თქვა, რომ ახალი ბურთი მასაც არ მოსწონს და ეუცხოვება.

"პირველივე თამაშში (ნიგერიასთან, 1:0) შევამჩნიე, რომ ბურთი ძალიან სხვანაირია. ვფიქრობ, ის პრობლემატურია არა მარტო მეკარეებისთვის, არამედ ჩვენთვის, მინდვრის ფეხბურთელებისთვისაც. იმედი მაქვს, რომ ამ ბურთს მალე შევეჩვევი, რადგან სხვა გზა არც მაქვს, ბურთს ხომ არავინ შეცვლის", - განაცხადა მესიმ პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მესი ნიგერიასთან თავისი თამაშით უაღრესად კმაყოფილი დარჩა. "ჩემთვის ცოტათი უჩვეულო პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. დიეგო მარადონამ შედარებით უკან დამხია და უფრო გამთამაშებლობა დამავალა, მთხოვა, უფრო ნახევარმცველი იყავი, ვიდრე თავდამსხმელიო. დიეგო მოედანზე სრულ თავისუფლებას მანიჭებს, რაც ძალიან კარგია. ნიგერიელებმაც მომცეს იმის საშუალება, რომ ჩემ სტილში მეთამაშა," - აღნიშნა 22 წლის ლეომ.

მესი ზოგადად არგენტინის ნაკრების თამაშითაც კმაყოფილი დარჩა. მისი აზრით, "ალბისელესტემ" კინაღამ ჩაგდებული შესარჩევი ეტაპის შემდეგ, უდიდესი პროგრესი განიცადა და ახლა სულ სხვა გუნდია - გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

Category: ახალი ამბები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საინტერესო ფაქტია - რობერტ გრინმა ერს ბოდიში მოუხადა. ყოჩაღმა გოლკიპერმა, რომელმაც აშშ-ის ნაკრებთან საოცრად შეცდა, თანაგუნდელებსაც მოუბოდიშა და სრულიად ინგლისსაც. თამაშის მეორე დღეს მას განაცხადა: "თანაგუნდელებს შესვენებისასვე მოვუბოდიშე, ახლა კი მინდა მილიონობით ადამიანს ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ გული რომ ვატკინე".

ინგლისური გაზეთები სიამაყით წერენ, რომ მათ მეკარეს რასაკვირველია შეეძლო თავი ჩაეხარა და პრესა-ტელევიზიასთან შეხვედრას საერთოდ არიდებოდა, მითუფრო, რომ თანაგუნდელები მხარში ამოუდგნენ და მისი გაკრიტიკება ერთმაც არ იკადრა, მაგრამ გრინმა ეს არ იკადრა. ის თავაწეული მივიდა საპრესკონფერენციო დარბაზში და მთელს ინგლისს ალალად ჩახედა თვალებში.

ახლა, ჟურნალისტები წერენ, რომ კლინტ დემპსის გოლის გამო გრინს თუნდაც სანაკრებო კარიაერა დაამთავრებინონ, ის ისტორიას ვაჟკაც ადამიანად შემორჩება.

საინტერესოა, რომ გრინს მხარში მხოლოდ ინგლისელები კი არა, ამერიკელი ფეხბურთელებიც ამოუდგნენ. აი, მაგალითად, რა თქვა ცნობილმა ლენდოდ დონოვანმა:

"ჩვენ ანგარიშის გათანაბრებამ და ქულის მოპოვებამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ ამავდროულად მინდა ინგლისელებს ვთხოვო, რობერტს ძალიან ნუ გააკრიტიკებენ.

არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას ფიქრობს და განიცდის ის ახლა. ინგლისის ნაკრები კი არა, ჩვენ, ამერიკელები, ჩვენს გასახდელში, თამაშის შემდეგ ვამბობდით, რომ ძალიან ცუდია, როდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1073 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სერბეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მთელ მსოფლიოს იმედები გაუცრუა. რადომირ ანტიჩის გუნდისგან ყველა გაცილებით უკეთეს თამაშს და შედეგს ელოდა, მაგრამ სერბებმა განასთან ამაზრზენად ითამაშეს და დამარცხდნენ.

როგორც იცით, განამ გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც სერბების საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის ბრალი იყო - "შტუტგარტის" ჩამშლელმა შუამარბმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თუმცა მატჩის შემდეგ კუჟმანოვიჩმა მთელ სერბეთს ბოდიში მოუხადა. შეცდომები ანტიჩმაც აღიარა და გულშემატკივრებს დაპირდა, მეორე ტურში, გერმანიასთან, სულ სხვა სერბეთს იხილავთო.

"ვფიქრობდი, რომ განასთან შეხვედრაში წარმატებას მშვიდი თამაშით უფრო მივაღწევდით, ვიდრე აგრესიული ფეხბურთით. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორად ვერ გავთვალე, რადგან შედეგი სახეზეა - ჩვენ წავაგეთ.

თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ეს თამაში უკვე ჩავლილია და ჩვენც წინ უნდა გავიხედოთ. მეორე შეხვედრა ჯგუფისა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, გერმანიასთან გვიწევს და ამ მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ," - განუცხადა ანტიჩმა ჩვენს სერბ კოლეგებს.

მწვრთნელი გულშემატკივრებს იმასაც პირდება, რომ მისი გუნდი გერმანიასთან სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს. "განასთან განცდილი მარცხი გვაიძულებს, გერმანიასთან და ავსტრალიასთან შევუტიოთ. ყურების ჩამოყრის უფლებას ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები