|
მთავარი » ახალი ამბები

ტრადიციისამებრ, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ამირანი". წლევანდელი ფესტივალი ტარდება ეროვნული კინოცენტრის და ღია საზოგადოების ინსტიტურის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით. სელექციის შედეგად ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 57 ფილმი, მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.
ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: • სტანისლავ სემერჯიევი - სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი). რომელიც მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გახლავთ და მისი პრეზენტაციით დაიწყება ფესტივალის პირველი სამუშაო დღე. • რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 19 ივნისს ჩაატარებს 5 საათიან მასტერკლასს კინოწარმოებაზე. • ოზგურ სეიბანი - სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი 20 ივნისს გამართავს საფესტივალო შეხვედრას. • საქართველოს კი „ამირანის" ჟიურიში წარმოადგენს კინომცოდნე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა დემეტრაძე.
ფესტივალის ჰყავს საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის პროფესორი - რენენ შარრი, რო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლებმა მიქელანჯელოს უცნობი ესკიზები აღმოაჩინეს, რომელიც ქანდაკებისთვის "მადონა ყრმით" იყო განკუთვნილი. ესკიზები მოგვიანებით შექმნილი ნახატის ქვეშ აღმოჩნდა.
ესკიზის შესწავლისას მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მადონას მოდელად გამოყენებული იყო მამაკაცი. მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა მათთვის სიურპრიზსს არ წარმოადგენდა, რადგან მიქლენაჯელოს მოღვაწეობის დროს მოდელებად ქალები ნაკლებად გამოიყენებოდნენ.
ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მკვლევარებმა სხვადასხვა ავტორის 8 უცნობი ესკიზი აღმოაჩინეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში ქაღალდი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ მხატვრები ერთსა და იმავე ტილოს რამდენჯერმე იყენებდნენ. ახალი ესკიზის შესაქმენლად ტილოზე აღბეჭდილ ნამუშევარს გამხმარი პურით ასუფთავებდნენ.
|

პაბლო პიკასომ ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის ტიტული გაამართლა. მისმა ნახატმა "გაშიშვლებული ბიუსტისა და მწვანე ფოთლების ფონზე" ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე გაყიდვების რეკორდი დაამყარა. ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარამა 1932 წელს შექმნა, ფერწერის უცნობმა დამფასებელმა 106,5 მლნ დოლარად შეიძინა. მანამდე ყველზე ძვირადღირებულ ლოტად ალბერტო ჯაკომეტის ბრინჯაოს სკულპტურა "მოსიარულე ადამიანი" მიიჩნეოდა. სკულპტურა მიმდინარე წლის თებერვალში "სოთბის" აუქციონზე 104,3 მლნ დოლარად გაიყიდა.
პიკასოს ნახატი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში გასაყიდად არ გამოუტანიათ. ფერწერული ტილო შესრულებულია დახვეწილ ლურჯ, ვარდისფერ და მწვანე ტონებში. სპეციალისტები მას მხატვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევენ. ტილოზე გამოსახულია მხატვრის საყვარელი ქალი მარი-ტერეზ ვალტერი.
ნახატი აუქციონის სახლს გასულ წელს გარდაცვლილი ლოს-ანჟელესელი მდიდარი ქალის სინდი ბროუდისგან ერგო. ბროუდის ოჯახმა სურათი 1950 წელს პიკასოს ოფიციალური დილერისგან შეიძინა.
|

ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი თეთრ სახლში პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს. უახლოეს ხანებში პიტი სენატორად კენჭისყრას გეგმავს, შორეულ პერსპექტივაში კი საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
მსახიობის განცახდებით, მან ჰოლივუდში კარიერას უკვე მიაღწია და კინოს მიმართ ინტერესი დაკარგა.
ბრედ პიტი თავდაპირველად სენატში მოხვედრას შეეცდება. თუ მისი კარიერა წარმატებით გაგრძელდება, 2016 წელს პიტს აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოსტის დაკავების იმედი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მსახიობი აშშ-ში მარიხუანას ლეგალიზაციის იდეას გამოიყენებს, რაც მისი აზრით, ხაზინას უზარმაზარ თანხას მოუტანს. პიტთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მსახიობის მეუღლე ანჟელინა ჯოლი პირველი ლედის როლზე უარს არ იტყოდა. წყაროს თქმით, ანჯელინა დიდი ხანია გადაღებებით დაიღალა და პოლიტიკაში დამკვიდრების დიდი სურვილი აქვს.
|

ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.
ამის შესახებ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
"ნატოს "ღია კარის" პოლიტიკა საქართველოსთვის და სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის შეიძლება სერიოზული სიგნალი გახდეს. ალიანსის კარი ღიაა ყველა ევროპული, დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც ნატოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს", - აღნიშნა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი იხსნება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც ესწრება.
ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია (ISAF), ალიანსისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.
ხვალ, 11 ივნისს კი მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაია ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.
|
« 1 2 ... 40 41 42 43 44 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|