|
მთავარი » ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას. ცალკეული გამონაკლისების გარდა თითქმის ყველამ გამოავლინა საოცარი მოწიფულობა იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. კიდევ შორს ვართ იმისგან, რაც უნდა იყოს, მაგრამ წინ გადაიდგა ნაბიჯი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო ბევრად უფრო კონკრეტული და საგნობრივი საუბარი და შედარებით ნაკლები ლანძღვა, მათ შორის პრეზიდენტისაც.
"მე ლამის მიტოვებულად ვიგრძენი თავი", - ხუმრობით აღნიშნა პრეზიდენტმა უგულავას საარჩევნო შტაბში.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური სისტემის მეტ მოწიფულობასა და ამომრჩევლების მეტ პატივისცემაზე მეტყველებს.
პრეზიდენტის განცხადებით, აქამდეც თბილისში მერი არჩეული იყო, რადგან იგი საკრებულომ აირჩია თავის დროზე.
"იმედი გვაქვს, დათვლის შემდეგ გვექნება პრივილეგია, პირველად წარვადგინოთ და საქართველოს დედაქალაქს ჰყავდეს პირველად ისტორიაში პირდაპირი წესით არჩეული მერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან "ბრწყინვალედ" შეაფასა უგულავას მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია.
"ჩვენი ძალა ერთობაშია. ჩვენ მოვახერხეთ ერთად დგომით მთავარი ამოცანის პიროვნულზე მაღლა დაყენება, დამტკიცება იმისა, რომ არ არის მართალი მტერი, რომ საქართველოს ყოველთვის დააქუცმაცებს, რომ ციხე შიგნიდან ყოველთვის ტყდება. პირიქით, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ერთობით საქარ
...
კითხვის გაგრძელება »
|

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ბანკიდან გაუსვლელად ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენას სთავაზობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელს ეძლევა საშუალება ბანკიდან გაუსვლელად, ერთდროულად ვებ-გვერდზე შეარჩიოს საზღვარგარეთ ავტომობილი, შეუკვეთოს და შეიძინოს.
"საქართველოს ბანკის" კოსტავას #70-ში განთავსებულ სერვის-ცენტრში, მომხმარებელს დახვდება ავტოდილერი კომპანიის "STRADA"-ს წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ ავტომობილის მოძიებაში დაეხმარება, რომლის შეძენაც ბანკის ავტო-სესხის საშუალებით გახდება შესაძლებელი. სესხი მომხმარებელს ადგილზე დაუმტკიცდება.
მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება "საქართველოს ბანკის" ავტო-სესხის მოქნილი პირობებით ისარგებლოს და მანქანის ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის დაფინანსება მიიღოს.
ავტოდილერი კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება შესაძლებელია პირდაპირ, ტელეფონის ნომერზე 444 307, ისევე როგორც "საქართველოს ბანკის" კოსტავას #70_ში არსებულ სერვის-ცენტრში მისვლით.
|

ის ქვეყნები, რომლებიც ეუბნებიან აფხაზეთს, რომ მან საქართველოსთან მშვიდობასა და თანხმობაში უნდა იცხოვრონ აგრძელებენ საქართველოს გამალებულ შეიარაღებას. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს უარი არ უთქვამს "თავის აგრესიულ გეგმებზე ძალისმიერი მეთოდით დააბრუნოს თავის შემადგენლობაში აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთი". ამის ნათელი დასტური კი, ბაღაფშის თქმით, საქართველოს მიერ ნათქვამი უარია თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
"აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უკვე აღარასოდეს იქნება. ჩვენ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დალაგებას მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე შევძლებთ. ჩვენს შორის ჩინეთის კედელს ვერ ააშენებ, ამიტომაც უნდა შეგვეძლოს ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დამყარება. შეუძლებელია, რომ ყველა სხვა დანარჩენი ცუდია და მხოლოდ ქართველები არიან კარგები", _ აცხადებს ბაღაფში.
მისივე თქმით, "არ არსებობენ ცუდი ერები, არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფოები კრიტიკულ ნიშნულამდე დაჰყავთ. სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში".
"თუ ქართველი პოლიტიკოსები ასევე გაგრძელებენ, მაშინ სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაღრმავდება",_ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ მსოფლიო მშვენიერია იმის გამო, რომ აქ მრავალი ერი ცხოვრობს და ყველა აქვს უფლება იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი და ამაყი.
"რაც ჩვენ გვეკუთვნის იმას არასოდეს დავთმობთ. ჩვენ საქართველო
...
კითხვის გაგრძელება »
|

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და მოსკოვიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფინანსური დახმარებების კონტროლისათვის წარგზავნილ ე.წ. პრემიერს ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირებას წერტილი დაუსვა.
პუტინმა ედუარდ კოკოითს მოსთხოვა თავი დაანებოს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ბროვცევის მოცილების მცდელობებს და ამის ნაცვლად "რესპუბლიკის" აღდგენაზე გააკეთოს კონცენტრაცია. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ აღდგენისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, მშენებლობის ვადები კი უკვე დარღვეულია. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის სასახლეში ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენასთან დაკავშირებით გამართულ თათბირს პირადად პრემიერი პუტინი უძღვებოდა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი და რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულების კურატორი რომან პანოვი.
"კომერსანტის' ინფორმაციით, თათბირზე პუტინმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. სამხრეთ Oოსეთის პარლამენტის რამდენიმე მცდელობაზე გადაეყენებინათ ე.წ. პრემიერი ბროვცევი და მისი მთავრობა.
"საკითხი განიხილებოდა მკაფიოდ, პუტინისეულად", _ წერს "კომერსანტი".
შედეგად, კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბროვცევის ე.წ. მთავრობა მუშაობას გააგრძელებს, ხოლო ადგილობრივი კადრები კი კოკოითის მეთაურობით თავს დაანებებენ მისი კომპრომეტირები
...
კითხვის გაგრძელება »
|

ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებზედაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.
"პირველ რიგში, ეს შეეხება მიმოსვლას, ეკონომიკურ საკითხებს. იმ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის, მაგალითად, ბუნებრივი აირის სარწყავ წყალზე გაცვლას. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენი მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგან ამ შემთხვევაში საკითხს უნდა შევხედოთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია და ჩვენ მივდივარ არა რაიმე პოლიტიკურ დათმობაზე, არამედ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონს ბუნებრივ აირს ვაწვდით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაშიცაა ჩადებული, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგინების ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან ინტეგრაციას.
"თუ ამას არ გავაკეთებთ, მოწინააღმდეგე აუცილებლად ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს და იმ ამოუვსებელ ხვრელებს შეავსებს, რომლებიც არსებობს. ამიტომ ეს ნიშები არ უნდა დავტოვოთ და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნას, რომ ახალგორში ბუნებრივი აირი რუსმა ჯარისკაცებმა არ უნდა გამოიყენონ, ჩვენი პოზიცია შეიძლება დასავლეთისთვისაც გასაგები იყოს, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელია", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხებზე ბუნებრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 41 42 43 44 45 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|