ოთხშაბათი, 23.07.2025, 21:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

საქართველოს საკითხი განიხილებოდა დღეს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ელისეის სასახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოახსენა, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირითად აქცენტს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს.

ელისეის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სარკოზის საუბარი ინტერესით მოისმინა, თუმცა საკითხი უკომენტაროდ დატოვა.

სარკოზი პუტინის შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ "მისტრალის" შესყიდვის დეტალები, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ირანისათვის დაწესებული სანქციები.

Category: ახალი ამბები | Views: 1080 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, და ოშსა და სხვა ქალაქებში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობის აღდგენისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისაკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფილიპ ქროულის შესბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

ქროულის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო დეპარტამენტი უერთდება გაეროს და მოუწოდებს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულ მხარეებს დაუყოვნებლივ აღადგინონ მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი დაამყარონ.

ასევე, შეერთებული შტატები ყირგიზეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს მჭიდრო კონტაქტი იქონიონ ქვეყანაში არსებულ შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ყირგიზეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ, რაც მათივე უსაფრთოებას განაპირობებს.

შეგახსენებთ, რომ, ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიწყო. არეულობების მონაწილეები წვავდნენ ავტომობილებს, ანგრევდნენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს.
დროებითმა მთავრობამ ოშშსა და ჯალალ-აბადში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით შეტაკებების შედეგად 82 ადამიანია დაღუპული.



Category: ახალი ამბები | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ევროკავშირის საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ოშში მიმდინარე მოვლენების გამო და განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში, ყირგიზეთში თავის სპეციალურ წარმომადეგნელს გაგზავნის.

"მე ვესაუბრე ჩვენს სპეციალურ წარმომადეგნელს, რომელიც რეგიონში დაბრუნდება მას შემდეგ, რაც გადავწყვეტთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა ქვეყანას დავეხმაროთ", _ განაცხადა ეშტონმა.

მანამდე ანალოგიური შესაძლებლობის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.

ყირგიზეთში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ 118 ადამიანს მიაღწია.

Category: ახალი ამბები | Views: 1016 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების კვლევის განყოფილების დირექტორი არნო დიუბიენი აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივა მოჩვენებითია. ეს განცხადება დიუბიენმა RFI"-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა.

"იყო ომი, საქართველომ წააგო, რუსეთმა მოიგო. შეიცვალა კონტექსტი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ვაშინგტონში შეიცვალა ადმინისტრაცია, ამიტომაც ობიექტურად _ საქართველოს პოზიციები ამჟამად ძალიან მყიფეა. ყოველ შემთხვევაში მანამ ვიდრე ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება, რუსეთთან დაახლოების პერსპექტივები _ მოჩვენებითია", _ განაცხადა ფრანგმა ექსპერტმა.

შეეხო რა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და მის შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, დიუბიენი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი სიმბოლური იყო და პარიზის მხრიდან კეთილი ნების ჟესტს უფრო ჰგავდა.

"ვიზიტი, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მით უფრო, რომ იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე შედგა. ეს, რა თქმა უნდა, რაღაცაზე მეტყველებს. ეს გარკვეული სიგნალია პარიზის მხრიდან იმისა, რომ "მიუხედავად მოსკოვთან თანამშრომლობისა, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ საქართველო არ გვავიწყდება". ხოლო რაც შეეხება თავად ვიზიტის შინაარსს, იგი, ჩემის აზრით, ძალია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

რუსული მედია წერს იმის შესახებ, რომ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთი ყირგიზეთში ეთნიკური კონფლიქტის ჩასახშობად, სამშვიდობო ფორმაში გადაცმულ საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლებს უშვებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.


არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის ინტერნეტგვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ამჟამად იჟევსკის აეროდრომზე რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლებს ელიან ყირგიზეთში გადასასროლად, იმისათვის რათა მათ იქ წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის ჩახშობაში მონაწილეობა მიიღონ".


რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აცხადებს, რომ ყირგიზეთში საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლების გადასროლის შესახებ ოფიციალური პირებიც საუბრობდნენ, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი იქ მყოფი რუსული სამხედრო ნაწილებისა და მათი ოჯახების წევრების დაცვისათვის იქნებოდნენ გამოყენებული.


ამასთან ერთად ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვა და სხვა სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი და ყირგიზეთში გადასროლას ელიან.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ძალებს თავისი სისასტიკით განთქმული გენერალი ვლადიმერ შამანოვი ხელმძღვანელობს.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

« 1 2 ... 38 39 40 41 42 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები