ჭაბუა ამირეჯიბი, ინტერვიუ: „1944 წლის 10 აპრილს ტროიკის თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა:
- რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო.
არც დავფიქრებულვარ, მივუგე:
- როგორც აქამდე მოვიქეცი, ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არი. ეს „უკეთესი" როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა – არიან „ყარამანები". პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და
...
კითხვის გაგრძელება »