|
|
მთავარი » ახალი ამბები


არჩევნები კი მშვიდად და ობიექტურად ჩაივლის. ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან
- გაზეთ "კომერსანტში" ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს საქართველოში უკვე უწოდეს სკანდალური.
ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გავრცელდა თქვენი უწყების ოფიციალური განცხადებაც, სადაც პუბლიკაციაში გამოთქმული ზოგიერთი თქვენი მოსაზრება კონტექსტიდან ამოვარდნილადაა მოხსენიებული. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესი ვერ ჩააცხრო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმ ნაწილმა, სადაც მეფობის აღდგენის იდეის ავტორად პრიმაკოვია გამოცხადებული.
- საქართველოსთან დაკავშირებით პრიმაკოვის ფიგურა ამ ბოლოს წამოტივტივდა - მისი დაბადების დღეზე პუტინმა საქართველო, ასე ვთქვათ, გადააბარა პრიმაკოვს. მეფის ინსტიტუტის იდეა უფრო ძველია და მათი ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.
საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ.
რაც შეეხება პრიმაკ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გუშინ როგორც იცით "ბაიერნმა" "ლიონის" ძლევით მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური. გთავაზობთ ფინალამდე განვლილი ყველა თამაშის მიმოხილვას კარგ ხარისხში.
Maccabi Heifa Vs Bayern Munchen 0 : 3
Bayern Munchen Vs Juventus 0 : 0
Bordeaux Vs Bayern Munchen 2 : 1
Bayern Munchen Vs Bordeaux 0 : 2
Juventus Vs Bayern Munchen 1 : 4
Bayern Munchen Vs Fiorentina 2 : 1
Fiorentina Vs Bayern Munchen 3 : 2
Bayern Munchen Vs Manchester United 2 : 1
Manchester United Vs Bayern Munchen 3 : 2
Bayern Munchen Vs Lyon 1 : 0
Lyon Vs Bayern Munchen 0 : 3

|

გუშინ, ინგლისურმა გაზეთებმა და საინფორმაციო საშუალებებმა დიდი ბრიტანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგები გაგვაცნეს, რომლის მიხედვითაც, ნისლიან ალბიონზე მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, "მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი დაასახელეს.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გორდონ ტეილორი: "მიმდინარე სეზონში, რუნი ახალ ამპლუაში ვიხილეთ და მან ფენომენალური შედეგი აჩვენა. როდესაც "მანჩესტერში” კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა, რუნი უფრო დამხმარე როლს ასრულებდა, მაგრამ ახლა იგი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და თავის საქმეში, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა”.
რუნი მიმდინარე სეზონში მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს. ტრავმის გამო, ბოლო პერიოდში ხშირად უქმობის მიუხედავად, 26 გატანილი გოლით, იგი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას მაინც ლიდერობს. სულ, სეზონში გამართულ 42 თამაშში 34 გოლი აქვს გატანილი, რას მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
აღიარების შემდეგ, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს ინტერვიუ პირველმა ოლდ ტრაფორდელთა კლუბის ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა ბენ ჰიბსმა ჩამოართვა.
წარმატებული ფორვარდისა და რეპორტიორის დიალოგამდე კი მოგახსენებთ, რომ უძლიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბირმინგემის "ასტონ ვილას” შუახაზელი ჯეიმს მი
...
კითხვის გაგრძელება »
|

გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის პლანეტის ახლო წარსულის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ამჟამად მადრიდის "რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩეველია და მისი სამოთამაშეო აქტიურობა სადღეისოდ მხოლოდ "სამეფო კლუბის” ვეტერანთა გუნდში ბურთის გორებით გამოიხატება.
ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დღემდე ძალიან პოპულარულ ადამიანად რჩება ქომაგთა შორის და "ზიზუს” ყოველ ინტერვიუს ისინი უდიდესი ინტერესით ეცნობიან.
- მიმდინარე წელი სამუნდიალოა, ამიტომაც, გვსურს თუ არა, გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე საუბარს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. ნუ ვისაუბრებთ წითელ ბარათზე, გადამწყვეტი მატჩის დებიუტში თქვენს მიერ რეალიზებული პენალტი გაიხსენეთ...
- მეორე დღეს ყველა გაზეთი ერთხმად წერდა, ზიდანმა თერთმეტმეტრიანი ანტონინ პანენკას (გასული საუკუნის 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი, ევროპის 1976 წლის ჩემპიონი-რედ) სტილით დაარტყაო. მერწმუნეთ, ჯერ კიდევ საპენალტე გარბენის დასაწყისშიც კი არ ვიცოდი, საით გავაგზავნიდი ბურთს.
საერთოდ, უმჯობესია, ყოველთვის კარის კუთხეში დაარტყა, მე კი რატომღაც ბურთი პირდაპირ გავგზავნე. მის მიერ კარის ხაზის გადაკვეთას წამის მეათედი დასჭირდა, მე კი ეს დრო ლამის საუკუნედ მომეჩვენა.
-
...
კითხვის გაგრძელება »
|

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა
ლიონი: ლორისი, რევეიერი, კრისი, ბუმსონგი, სისოკო (გომისი 46'), გონალონი, მაკუნი, გოვუ, დელგადო (პიანიჩი 68'), ბასტოსი, ლოპესი (ედერსონი 79')
მწვრთნელი: პუელი
ბაიერნი: ბუტი, ლამი, ვან ბუიტენი (დემიკელისი 46'), ბადშტუბერი, კონტენტო, ვან ბომელი, შვაინშტაიგერი (ალაბა 78'), რობენი (კლოზე 76'), ალტინტოპი, მიულერი, ოლიჩი
მწვრთნელი: ვან გაალი
გოლები: ოლიჩი 26', 67', 78'
გაფრთხილება: გონალონი, კრისი, ალტინტოპი.
|
« 1 2 ... 59 60 61 62 63 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|