|
|
მთავარი » ახალი ამბები
"აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლები არ დაიშვებიან. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. შეიარაღებული კონფქლიტის საფრთხე საქართველოდან მოდის", განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა.
სანქციების მოხსნა რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე მეტყველებს. ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა. ბაღაფში აღნიშნავს, რომ მოსკოვს ამ ნაბიჯისკენ აფხაზეთის მიერ გაეროს რეკომენდაციების შესრულებამ უბიძგა. "ვფიქრობ ეს ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. აფხაზეთი არ არის ტერორისა და პროვოკაციების სახელმწიფო, როდესაც ბლოკადის საკითხები მოგვარებულია გარე სამყაროსთან ურთიერთობები გაცილებით გაგვიადვილდება", - განაცხადა ბაღაფშმა. მისი აზრით, ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აქამდე სწორედ ამ სანქციების გამო ფერხდებოდა, ახლა ვეღარაფერი შეაჩერებს.
|

Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების რეიტინგი "პრესის თავისუფლება - 2010" გამოაქვეყნა. საქართველო, ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილზეა (რეიტინგი 59) და მინიჭებული აქვს ნაწილობრივ თავისუფალის (partly free) სტატუსი. პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხია ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (რეიტინგია 10). პირველ ათეულში შედიან, ასევე, დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია, ლიხტეშტეინი. ამ ქვეყნებს მინიჭებული აქვთ თავისუფალის (free) სტატუსი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სიაში პირველია ესტონეთი, რომელიც, გერმანიასთან ერთად, მე-19 ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 17) და მინიჭებული აქვს თავისუფალის სტატუსი. ჩეხეთი, აშშ-თან ერთად, რომელიც თავისუფალი პრესის ქვეყნად ითვლება, 24-ე ადგილზეა. სომხეთი 146-ე ადგილზეა (რეიტინგი 66), აზერბაიჯანი - 172-ე ადგილზე (რეიტინგი 78), ორივე ქვეყანას არათავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. რუსეთი, გამბიასთან ერთად, 175-ე ადგილზეა (რეიტინგი 81) და არათავისუფალის სტატუსით (not free) სარგებლობს. სიაში ბოლო ადგილზეა ჩრ. კორეა. რეიტინგში სულ 196 ქვეყანა მოხვდა. აქედან თავისუფალის სტატუსი მნიჭებული აქვს 69 ქვეყანას (35%), ნაწილობრივ თავისუფალის - 64-ს (33%) და არა თავისუფალის - 63-ს (32%). ანგარიშის პრესრელიზში, რომელიც ორგანი
...
კითხვის გაგრძელება »
|

თენგიზ ვერულავა – "ედგარ პო”. 
სხეულის ტყვე სული.. სამყაროს მრუმე სიშორიდან შემოეხეტა სული უპირქუბო მიწაზე. მრგვალი ხმელეთის თვალთმაქცი სილურჯით მოიხიბლა და აქვე ინება დავანება. დედამიწა _ პტოლემეს კოსმოლოგიური ცენტრი, მეუფება სამყაროსი, ირგვლივ უსასრულოდ მბრუნი შვიდი სფერო.
სულიყლაპია პლანეტები მიტყუებით იტაცებენ მოფარფატე სულებს, მსხვერპლად მიაქვთ უფალ კერპთან, მიწასთან. დედამიწა _ სულთამმუსვრელი ინკვიზიტორი, თიხით ატკეპნილი ციხე, სისხლიანი, მჭლე სუნით მოწამლული საყასბო, მანდალის ენიგმატური სიმრგვალე, აპერწკლილი წერტილი.
მოფარფატებს დედამიწით გათვალული სული, გზააბნეულს მისი მტვერი ეტმასნება. ჭვარტლით შეიმურა, დამძიმდა. გარსმოხვეული მტვერი მკვრივი გახდა, ჩონჩხად იქცა და ყალიბში მოამწყვდია სული.
ჯავშნიან ძვლებს მალე შემოევლო მჭლე ხორცი და სადღა არის მონანავე ნებიერა სული, მატერიის უნებლიე ტყვეა, დროისა და სივრცის ყურმოჭრილი პატიმარი. სამყარო კი – დახშული, შემოკე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:
ნოდარ ლადარია.
ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:
"ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ამ სახელის ტარების ღირსია, ჭეშმარიტებას ეძიებს". ეს წინადადება სამუდამოდ დამამახსოვრდა. პირველი წაკითხვიდან ორი დასკვნა გამოვიტანე. პირველი ის იყო, რომ ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელია, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, ეს დასკვნა ბევრს არაფერს მაძლევდა - საზრისის მთელი სიმძიმე ზმნაში უნდა ყოფილიყო: ეძიებს. ჰოდა, მეორე დასკვნაც გამოვიტანე: ჭეშმარიტება არასოდეს გეძლევა მუქთად.
იმ დროიდან ვფიქრობ, რომ საპირისპიროც მართალია: რაც მუქთად გეძლევა, არასოდესაა ჭეშმარიტება. არ მჯერა მუქთად და უშრომლად მიღებულისა...
ამ მცირე შესავლის შემდეგ უნდა გადავიდე პროფესორ ნინო როინიშვილის სტატიაზე, რომლითაც გაიხსნა 9 აპრილის WEEKEND: "დიდი ჰადრონული კოლაიდერი".
საქართველოში ამ მოწყობილობის შესახებ ბევრმა იცის. სამწუხაროდ, ის ჯობია, ცოტამ იცოდეს: ძირითადად, ჰგონიათ, რომ ადამიანი ამ მოწყობილობით "ღმერთს ეჯიბრება" და ცდილობს "ახალი სამყარო შექმნას". დავანებოთ თავი სისულელეებს და მოვიყვანოთ რამდენიმე მონაცემი 9 აპრილის სტატიიდან.
დავიწყოთ კონკრეტულით:
ზეგამტარი კაბელების ჯამური სიგრძე ათჯერ სჭარბობს მანძილს დედამიწიდან მზე
...
კითხვის გაგრძელება »
|
კვირის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან - უკრაინა ნატოზე უარს ამბობს. 
იანუკოვიჩი აცხადებს, რომ კვლავ ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ აღებული გეზის, თუმცა "ბლოკურ თამაშებს" აღარ აპირებს. ამის დასადასტურებლად კი აუქმებს ნატოს თანამშრომლობის უწყებათშორის სამთავრობო ცენტრსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნულ ცენტრს. "ხალხის ნების აღსრულების აქტი" ძალზე საინტერესო დროს - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ხორციელდება. დასავლეთი გაურკვეველ არჩევანზე იწყებს საუბარს, საქართველო კი ნატოსკენ სწრაფვაში მარტო რჩება.
2008 წლის 5 აპრილს გახსნილმა ბუქარესტის სამიტმა რამდენიმე კითხვას მაშინვე გასცა პასუხი - ამ დღემ დაადასტურა, რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ფაქტობრივი ვეტოს უფლება აღმოაჩნდა; დაადასტურა ისიც, რომ ევროპა თავის არჩევანში ერთიანი არ არის. მაშინ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება იყო. ორი წლის წინანდელ გაზაფხულს ემთხვევა კოსოვოს აღიარებაც. ყველაფრის ლოგიკური შედეგი კი აგვისტოს ომი გახლდათ.
მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ნატომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ფორმით "თავის ატკიებაზე" უარი თქვა. მანამდე და მერეც ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, ეხმარებოდა თუ ხელს უშლიდა საქართველოს ამ გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 58 59 60 61 62 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|