|
|
მთავარი » ახალი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან „სიღრმისეული" მოლაპარაკება გამართა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. სარკოზის, რომელიც ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, მოლაპარაკების დეტალები არ დაუკონკრეტებია. საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს ჩინეთის დაყოლიება სურთ თეირანისთვის ახალი სადამსჯელო ზომების დაწესების საქმეში, ირანის საკამათო ბირთვული პროგრამის გამო - თუმცა ამ დრომდე პეკინი სანქციების დაწესებას არ თანხმდებოდა. ირანი ჩინეთისთვის მსხვილ სავაჭრო პარტნიორს და ნავთობის წყაროს წარმოადგენს. ჩინეთს ირანის ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური ინვესტიციები აქვს ჩადებული. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ, რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამით ის ატომურ იარაღზე მუშაობის პროცესს ნიღბავს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.
|

უკრაინის პარლამენტის დელეგაცია აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს თბილისისთვის უკრაინის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი დეტალის შესასწავლად. მითქმა-მოთქმა ამ საკითხის გარშემო უკვე მეორე თვეა გრძელდება უკრაინაში და იგი ლამის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს იმპიჩმენტის მიზეზადაც იქცა.
უკრაინის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის საქმეში, რასაც უშუალოდ პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ხელმძღვანელობდა, კორუფციის ნიშნები შეიმჩნევა.
საქართველოსთვის საბრძოლო შეიარაღებისა და ტექნიკის მიყიდვის კანონიერებას უკრაინის უმაღლეს რადაში მეორე თვეა იკვლევს სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც რეგიონების პარტიის წევრი, დეპუტატი ვალერი კონოვალიუკი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რადა დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, კონოვალიუკი აცხადებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და პრეზიდენტ იუშჩენკოსაც აუცილებლად დაუსვამს მწვავე შეკითხვებს. რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში კონოვალიუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას, რამაც უკრაინა ფინანსურადაც აზარალა და სამხედრო თვალსაზრისითაც:
[ვალერი კონო
...
კითხვის გაგრძელება »
|

თებერვალში უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 11,7 პროცენტით გაიზარდა. უძრავი ქონების, ასევე ავტომობილების ბაზრებსა და იპოთეკური სესხების მოცულობის კუთხით არსებული მონაცემები მედიას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გააცნო. მისივე განმარტებით, თებერვალში გაიზარდა იპოთეკური სესხების მოცულობა, რაც საბანკო სექტორის გააქტიურებაზე მიანიშნებს.
"ასევე 9 პროცენტით არის გაზდილი ჯამური გადასახადების მოცულობა. თებერვალში მხოლოდ დღგს-სგან მიღებული შემოსავლების ზრდამ 13 პროცენტით მეტი მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო დაფიქსირებული" - განაცხადა გილაურმა.
აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით პრემიერი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი პოზიტიურად დასრულდება.
"დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი რეცესია დასრულებულია და ეკონომიკური ატქივობა საგრძნობლადაა გაზრდილი".
|

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ხელისუფლება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემაში "პროფესია ჟურნალისტი" განაცხადა და აქვე აღნიშნულს "ცინიზმი", "ხალხის მასხრად აგდება" და "უსინდისობა" უწოდა.
"ჩვენმა სასახელო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 6 მაისი პოლიციის დღედ გამოაცხადოს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ დღეს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება, გავიხსენოთ, რა მოხდა შარშან, 6 მაისს - ამ დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ (ეს არ იყო სპეცნაზი, ეს იყო სააკაშვილის და მერაბიშვილის პირადი გვარდია, ძირითადად ჯინსებში გამოწყობილნი), ტყვიები დაუშინა თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ მომიტინგეებს, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალის ჩინიც დაკარგა. მინდა პოლიციელებს ვკითხო: თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მაინცდამაინც ის დღე უნდა აღინიშნოს თქვენს პროფესიულ დღედ, როცა შეიძლება ძალიან ცუდ ოპოზიციას, მაგრამ მაინც თქვენს დებს და ძმებს თავ-პირი დაალეწეთ? მაშინ მე გთავაზობთ, რომ 7 ნოემბერს აღინიშნოს პოლიციის დღე, რადგან თავ-პირის ლეწვა მაშინ უფრო მასშტაბური იყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, ბურჯანაძემ სამართალდამცავებს მოუწოდა, "არ დაუშვან ეს, გამოიჩ
...
კითხვის გაგრძელება »
|

აშშ-ის მთავრობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით ადგილნაცვალ პირებს სიმინდის თესლს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "USAID"-დან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სათესლე მასალის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი 29 აპრილს, 11:00 საათზე, ტერმინალ "ლილო-1"-ში გაიმართება და მას აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ლტოლვითა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და კომპანია "Pioneer Hi-Bred Seeds"-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კომპანია "პიონერი" USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" (AMP) ფარგლებში 68 ათასი დოლარის ღირებულების სიმინდის სათესლე მასალას საჩუქრად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს.
პროექტი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სამანქანო სერვისცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რაც მცირე ფერმერებისათვის სამანქანო მომსახურების მიღების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
სერვისცენტრები, რომლებიც "მექანიზაციის პროექტის" მხარდაჭერით შეიქმნება საგაზაფხულო თესვის დროს უფასო სამანქანო მომსახურებას გაუწევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 1900 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში (შიდა ქართლი, კახეთი და ქვემო ქართლი) არის დასახლებული.
USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი 5.1 მლნ. დოლარია, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგა
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|