|
|
მთავარი » ახალი ამბები

გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.
რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.
გუშინ Microsoft-მა გამოაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა გამოუშვას საგანგებო უსაფრთხოების განახლება, ხვრელის დასახურად. მანამ, 14 იანვარს, კომპანიამ გამოქვეყნა დოკუმენტი (Security Advisory 979352), რომელშიც გვთავაზობდა დროებით თავდაცვის ღონისძიებებს, მათ შორის: Explorer-ის ოფციებში ინტერნეტის და ლოკალური ინტრანეტის უსაფრთხოების ზონების "მაღალზე" (High) გადაყვანას. BSI-ის განცხადებით, ეს ზომები არ არის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრანგეთისგან შეძენილი პირველივე ”მისტრალის” განთავსებას, სავარაუდოდ, სევასტოპოლში აპირებს, რუსეთის მედიამ ჯერ კიდევ მანამდე გაავრცელა, ვიდრე კიევი და მოსკოვი ბევრისთვის სადავო ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. საუბარია 27 აპრილს რუსეთის დუმაში - ზარ-ზეიმით, ხოლო უკრაინის რადაში შეხლა-შემოხლისა და კვერცხების წვიმის თანხლებით რატიფიცირებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში დარჩენის უფლება 2042 წლამდე გაუხანგრძლივდა. რა დამატებით საფრთხეს შექმნის ”მისტრალით” აღჭურვილი რუსეთი შავ ზღვაზე და რამდენად უკავშირდება მისი მიზნები საქართველოს?
”რუსეთი სევასტოპოლის გარეშე ხეიბარია - ხელის, ფეხისა და ტვინის გარეშე”, - შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლის, ადმირალ ვლადიმირ კომოიედოვის ამ სიტყვებს რამდენიმე დღის წინ აქტიურად ავრცელებდნენ რუსეთის მედიასაშუალებები. ეკონომიკური ფაქტორის მიუხედავად, ადმირალი აუცილებლად მიიჩნევს სევასტოპოლის სამხედრო ბაზის ისე გაძლერებას, რომ მან დაიტიოს 100 გემი და 25 ათასი ერთეულით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა. მართალია, უზარმაზარი დანახარჯის ფასად შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში დატოვებას რუსეთში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ მაინც აშკარად დომინირებს კმაყოფილების განცდა და სამომავლო გეგმების წა
...
კითხვის გაგრძელება »
|

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ახალი ცნებები გაჩნდა და ქართველმა მწერლებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა ახალ სააზროვნო ნაკადებში დაინახეს საკუთარი თავი. ბევრი ხუმრობდა კიდეც მათზე, ვინც ზედმეტად ხშირად ახსენებდა ხოლმე პოსტმოდერნს, დისკურსს, პოსტსტრუქტურალიზმს, დეკონსტრუქციას, დერიდასა თუ ფუკოს.
მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოსული თუ შორიდან ჩამობრუნებული გამობრძმედილი ქართველი პოლიტიკოსები ზედიზედ გვხვევდნენ სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, ლიტერატურათმცოდნეების ახალი თაობა ძველ და ახალ ლიტერატურის თეორიის ცნებებს ითავისებდნენ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 90-იანების დასაწყისში პირველად დაიწყო თანამედროვე დასავლური ლიტერატურათმცოდნეობითი გამოცდილების გაზიარება. არადა, მაშინ თანამედროვედ აღიქმებოდა მთელი II მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდი.
ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი, ვის უმთავრეს საქმიანობადაც უკანასკნელი წლების მანძილზე ქართული ლიტერატურის თეორიის მსოფლიო კონტექსტთან მიახლოება იქცა, სწორედ ამ პერიოდს იხსენებს, როგორც იდეოლოგიური კლიშეებიდან თავის დაღწევის მცდელობას:
"ლიტერატურის თეორია, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჰუმანიტარული აზროვნებისა, იყო საკმაოდ იდეოლოგიზებული საბჭოთა პერიოდში. ეს იდეოლოგიური მანქანა მოქმედებდა გამიზნულად და შესაბამისად, სახელმძღვანელოები, რომლებიც ამ მიმართულებით იბეჭდებო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ზუსტად 100 წლის წინ, 1910 წლის 21 აპრილს, წიგნების, ჩიბუხების, სიგარებისა და ასანთის კოლოფების გარემოცვაში გარდაიცვალა მარკ ტვენი, ადამიანი-ქვეყანა, იმდროინდელი ამერიკისა და მსოფლიოს, შესაძლოა, ყველაზე სახელოვანი მწერალი.
თავისი პირველი ბიოგრაფოსისთვის უთქვამს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე: „ამ ქვეყანას კომეტა გალეასთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ისევ გამოჩნდება (კომეტა გალეა დედამიწიდან ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩანს ხოლმე) და ძალიან დამწყდება გული, თუკი კომეტა გალეას არ გავყვები თან, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება."
ასეც მოხდა: კომეტასთან ერთად მოსული, მასთან ერთად დაბადებული, კომეტასვე გაჰყვა.
ეს ასტრალური მითოლოგია ნამდვილად შვენის მარკ ტვენს, მწერალს, რომელიც უიტმენზე არანაკლებად განასახიერებდა კოსმოსს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ზოგიერთი ამბობს, „ამერიკული კოსმოსი" სწორედ მან შექმნა.
ამაზე უილიამ ფოლკნერმა თქვა იაპონიაში, ნაგანოში. წარმოიდგინეთ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან სულ რაღაც 10 წელია გასული, პერლ ჰარბორიდან – 14.
ფოლკნერი კი იაპონელ სტუდენტებს ამერიკულ ლიტერატურაზე ესაუბრება: „მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ. მწერლები, რო
...
კითხვის გაგრძელება »
|
დღეს მინდა გიამბოთ ცნობილ მუსიკოსზე, რომელსაც გასულ თვეში 80 წელი შეუსრულდა. ეს გახლავთ ლორინ მაზელი, ბოლო დრომდე ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უცერემონიოდ გააძევეს ამ პოსტიდან.
მისმა შემცვლელმა, ალან გილბერტმა, ჯერჯერობით ვერ მიაღწია მაზელის ხელოვნების მასშტაბსა და სიმაღლეს. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი სიუჟეტის გმირი ძალზე საინტერესო ფიგურაა - მსმენელს, პირველ რიგში, მისი უმაღლესი პროფესიონალიზმი იზიდავს. იმავდროულად, მაესტრო ხშირად ისე ეპყრობა ორკესტრს, როგორც ბავშვი სათამაშოს – დაავლებს ხელს და იწყებს მის მტვრევას.
ცნობილი დირიჟორი, მევიოლინე და კომპოზიტორი ლორინ მაზელი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ნეი-სიურ-სენში, ებრაულ-ამერიკულ ოჯახში, 1930 წლის 6 მარტს. გაიზარდა კი შეერთებულ შტატებში. მისი პაპა, ისააკი, ”მეტროპოლიტენ-ოპერის” ორკესტრის მევიოლინე იყო. დედამ, მარია ბარნეტ მაზელმა, დააარსა პიტსბურგის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ლორინის მამამ, ლინკოლნმა, ცნობილ ჰოლივუდელ კინორეჟისორ ჯორჯ რომეროს საშინელებათა ფილმში ითამაშა.
ბიჭუნა ნამდვილი ვუნდერკინდი იყო და თავისი პირველი მუსიკალური გაკვეთილი შვიდი წლის ასაკში მიიღო. თერთმეტი წლის ლორინმა უკვე რადიოში უდირიჟორა NBC-ს სიმფონიურ ორკესტრს, ხოლო მაზელის, როგორც მევიოლინის, დებიუტი თხუთმეტი წლის ასაკში შედგა.
მოგვიანებით ის სწავლობდა პიტსბურგის უნივერსიტეტში და, საბოლოო ჯამში, ჩინებული მუსიკალური განათლება მიიღო. თავისი კარიერის მანძილზე მაზელი მრავალ ცნობილ ორკესტრს დირიჟორობდა, რომელთა შორის იყო გერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 60 61 62 63 64 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|