|
|
მთავარი » ახალი ამბები

აზერბაიჯანში, გიოი-გიოლსკის რაიონში ოქროს ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჰუსეინ ბაგიოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, როცა ჩოვდარსკის საბადოს კვლევა დაიწყო, არავინ იყო მის ნაყოფირებაში დარწმუნებული, თუმცა იგი ეხლა აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოქროს საბადოდ ითვლება.
სავარაუდოდ, ახალი საბადო ჩოვდარსკის საბადოზე მდიდარია, თუმცა, მარაგების მოცულობა ჯერ არ სახელდება.
მიმდინარე წლის 1 აპრილის მონაცემებით, 2009 წლის ივლისიდან აზერბაიჯანმა 653 კილოგრამი ოქრო მოიპოვა.
|

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართულ მხარე უკრაინის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას არ აპირებს.
"უკრაინის მხრიდან ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელება მისი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამიტომ საქართველო ვერც და არც ჩაერევა კიევში განვითარებულ მოვლენებში", - განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენას, კალანდაძის შეფასებით, როდესაც საუბარია რუსეთზე, მისი ყველა ქმედება საფრთხის შემცველია და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომიც.
|

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართულ მხარე უკრაინის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას არ აპირებს.
"უკრაინის მხრიდან ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელება მისი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამიტომ საქართველო ვერც და არც ჩაერევა კიევში განვითარებულ მოვლენებში", - განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენას, კალანდაძის შეფასებით, როდესაც საუბარია რუსეთზე, მისი ყველა ქმედება საფრთხის შემცველია და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომიც.
|

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უკრაინის გენპროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო სისტემის კანონმდებლობის დარღვევისა და პრემიერობის დროს მის ბოროტად გამოყენების გამო აღიძრა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ექს-პრემიერ ტიმოშენკოსა და თანამდებობის ზოგიერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა საბიუჯეტო თანხების მითვისების გამო. მისი თქმით, წინა მთავრობის მმართველობის დროს სახელმწიფოს 100 მილიარდი გრივნის ზარალი მიადგა.
|

ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაფართოებას ემხრობა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2010 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროსაბჭოს მინისტრებმა მხარეებს დევნილების დაბრუნების ხელშეწყობის და ადმინისტრაციულ საზღვრებთან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს. ევროსაბჭომ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი დოკუმენტის შესრულების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი
ამასთან, სავარაუდოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ჩავუშოღლუ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. ხსენებული მანდატის შესაბამისად, დამკვირვებლებს მუშაობის უფლება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აქვთ. თუმცა, რუსული მხარე, ასევე სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები ევროკავშირის დამკვირვებლებს მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე არ უშვებენ.
|
« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|