|
მთავარი » ახალი ამბები

"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ევროპის მოედნისთვის სახელის გადარქმევას და ასი ათასი მოწამის სახელწოდების მინიჭებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიმართეს. მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი:
"ჩვენი მიზანია, ქართველებმა წინაპართა ხსოვნას ღირსეული პატივი მივაგოთ. ამიტომ ისტორიულ ადგილს, სადაც ასი ათასი მოწამე ღირსეულად აღესრულა, მათი სახელი უნდა ეწოდოს".
|

გადაუღებელი წვიმის გამო აღმოსავლეთ საქართველოში მძიმე ვითარებაა. ადიდებულმა მდინარეებმა კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კარ-მიდამოები დატბორა. სოფელ ქვემო ჭალისა და სამთავისის გამყოფი ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა სოფლები სამთავისი და ბოჟამი, 30 მოსახლის ეზო, საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი ფართობები.
ადიდებულმა მდინარე ლეხურამ საფრთხე შეუქმნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენების საყრდენ ბოძებსაც. სოფელ ხვითზე ჩამომავალმა ე.წ. ბენისების ხევის გამოვარდნამ დატბორა სოფელ ლამისყანის მოსახლეობის 30 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა.
წვიმის გამო ზვავი და მეწყერია ჩამოწოლილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მლეთაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღვარცოფისგან შევიწროებულ ტაძარს საფრთხე ემუქრება.
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა წეროვანის მოსახლეობასაც. ადიდებულმა ნარეკვავმა დატბორა რამდენიმე სახლი, ჭერემის წყალსაცავიდან გადმოვარდნილმა წყალმა კი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახადა საჭირო. ველისციხეში მობილიზებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ცენტრალური სამაშველო განყოფილება, მყვინთავები, რომლებიც ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობდნენ. 24 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, რეგიო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ახლახან youtube.com-ზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც იტყობინება, რომ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ "უცნობმა პირებმა" გადარჩენილი მგზავრები ამოხოცეს. კადრებში სილუეტები ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ ისმის რუსული საუბრები. მათ საუბარს ინგლისურ და პოლონურ ენაზე ტიტრებიც გასდევს. წითლად შემოხაზულია სილუეტი, რომელიც თითქოს ეცემა, რასაც წინ სროლის ხმა უძღვის. ისმის ვიღაცის ხმა, "მომეცი იარაღი, მგონი, ეს პილოტი უნდა იყოს". ბუნდოვნად ჩანს წაქცეული ადამიანის ძლივს აწეული ხელი.
რა თქმა უნდა, ამ ვიდეოკადრებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოფიციალური ვარშავა კი ჯერჯერობით მხოლოდ იმის დაზუსტებას ითხოვს, რატომ გამოცვალეს აეროდრომზე ასაფრენი ბილიკის მიმანიშნებელი ნათურა და დაბლა დასწიეს ელექტროგადამცემი ხაზები.
"კვირის პალიტრა" ამ საკითხებზე ექსპერტების მოსაზრებებით დაინტერესდა.
ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი: - პოლონეთს თავისი ინფრასტრუქტურით, ტექნიკითა და სპეციალისტებით არ გაუჭირდება დაზუსტება, რა მოხდა სინამდვილეში. ჯერჯერობით ვიდეომასალაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც მონტაჟი უცხო ხილი არ არის. ხმისა და ტიტრის დადებას ბევრი
...
კითხვის გაგრძელება »
|

როდის არ გვიჭირს ქართველებს ერთად დგომა?
დავით ზურაბიშვილი: "კათოლიკე არა, მაგრამ არც მთლად ეკლესიური გახლავართ"
უცნაური ხალხი ვართ ქართველები... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლებამ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი სულიერების ტაძრები ოსურ ძეგლებად შეგვირაცხა, ჩვენ კი პროტესტიც კი არ გამოგვიხატავს ხეირიანად. ერთ მუშტად არ შევკრულვართ, ჩვენი ნება არც ხელმოწერებით დაგვიდასტურებია, არც ინტერნეტსამყაროში მოგვითხოვია ამ ვანდალიზმის დაგმობა.
იერუსალიმში რუსთაველის ფრესკა დაგვიკაწრეს, იქვე სტელაზე სათაყვანებელი "ვეფხისტყაოსნის" ავტორის გამოსახულებაც შეურაცხყვეს და მაინც ვერ დავირაზმეთ. შესაძლოა, ბევრმა არ იცის და იერუსალიმში ქართული ეკლესიების საქართველოსთვის დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ბერძნებთან ბადრი პატარკაციშვილი აწარმოებდა (შუამავლები კი თურმე იყვნენ თავად შიმონ პერესი, აშშ-ის პოლიტელიტა და ბევრი სხვა.
...
კითხვის გაგრძელება »
|

ვულკანური ფერფლით თვითმფრინავებისთვის მიყენებული ზარალი არასრულყოფილმა კომპიუტერულმა პროგრამამ გააბუქა -ევროკავშირის მოხელეები დღეს უკვე ასე ლაპარაკობენ.
ეს ინფორმაცია ქმნის შესაძლებლობას, ფრენების აკრძალვა გაუქმდეს ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე, რადგან ავიაკომპანიების ზარალის ანაზღაურება ისევ ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ. ევროკომისიის სატრანსპორტო კომისიის გენერალურ დირექტორ მათიას რუეტეს სენსაციური ინფორმაცია "ფაინენშლ ტაიმსმა" გაავრცელა. თურმე კომპიუტერული პროგრამა არასრულ სამეცნიერო მონაცემებსა და არსრულყოფილ ალგორითმებს ეყრდნობოდა.
რისკების გადაჭარბებით შეფასების გამო ხუთი დღის განმავლობაში ათი ათასობით რეისი გადაიდო, აეროპორტებში ასეულ ათასობით მგზავრი ათევდა ღამეს, ხოლო ავიაბიზნესის ზარალი დღეში $200-250 მილიონს აღწევდა. სხვადასხვა კომპანიების მიერ შესრულებულმა 40-მდე სატესტო ფრენამ აჩვენა, რომ ფრენისთვის რისკი ნაკლები იყო, ვიდრე ამას კომპიუტერული მოდელები აღწერდნენ.
ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუს განკარგულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ვულკანის ფერფლის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს დაადგენს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, ვულკანის ამოფრქვევამ საავიაციო მრეწველობას გაცილებით დიდი ზარალი მიაყენა, ვიდრე აშშ-ში 2001 წელს 11 სექტემბრის ტე
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 63 64 65 66 67 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|