შაბათი, 18.05.2024, 22:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებასა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელოგიის მიუხედავად.

იუნესკოს ეკუთვნის 191 ერი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია; მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომლებიც სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ასევე ინფორმაცია.

იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ. შესაძლებელია ასევ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1074 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხვალინდელი სხდომა აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატისა და მთლიანად, სამშვიდობო ოპერაციის შემდგომი გაგრძელების საკითხს განიხილავს.


ბუნებრივია, ყველაფერი ძველებურად დარჩება, ვინაიდან უშიშროების საბჭო დღეს მეტად კმაყოფილია იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში (განსხვავებით კოსოვოსაგან) შეძლო შეენარჩუნებინა «მუნდირის ღირსება» - ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედება შეწყვეტილია, მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ, - მეტი რა უნდა გაეროს მმართველ ბიუროკრატიას? მას ისევე აღელვებს მთელი საქართველოსა და აფხაზეთის ბედი, როგორც ჩვენ - სამხედრო კონფლიქტი ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის.


ან კი რატომ უნდა იყოს სხვაგვარად? ვინ და რატომ არის ვალდებული, ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს პრობლემა? ვინ და რატომ არის ვალდებული ჩვენს ნაცვლად ეომოს აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც ნამდვილად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ თავიანთი დამოუკიდებლობისა და ეთნიკური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად?
აშკარად დავემსგავსეთ ლუარსაბ თათქარიძეს, რომელიც მხოლოდ ბუზებს ითვლიდა ჭერზე და პოლიტიკურ ჰიპოთეზებს მეუღლე დარეჯანს უზიარებდა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ სურს აღიაროს ქართველთა გენოციდი აფხაზეთში და ეთნიკური წმენდის ფაქტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის წესდების ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme, UNDP) - დაარსებულია 1965 წელს გაეროსგენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.

გაეროს განვითარების პროგრამის რეზიდენტები მუშაობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში და ფაქტიურად წარმოადგენენ გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით.

ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი ადმინისტრატორია მარკ მალოქ-ბრაუნი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.

Category: სტატიები | Views: 967 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა მიიღეს 1947 წლის 20 ოქტომბერს. ის წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური ემბლემის თეთრი ფერის გამოსახულებას ცისფერ ფონზე. დროშას საფუძვლად დაედო გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციისათვის შექმნილი ლოგო.

1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციის ორგანიზატორებს უნდოდათ ლოგო, რომელიც გამოისახებოდა სამკერდე ნიშანზე, დელეგატების იდენტიფიცირებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ დროებითი ლოგო შეიძლებოდა გაეროს მუდმივ ემბლემად ქცეულიყო. მან ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ემბლემა - ფოთლებით გარშემორტყმული მსოფლიოს რუკა - დონალდ მაკლაფლინის ესკიზების მიხედვით.

ფონის ცისფერი ფერი შეირჩა, როგორც "წითლის, ომის ფერის, საწინააღმდეგო". ზეთისხილის რტოები მშვიდობის სიმბოლოა, მსოფლიოს რუკა კი გამოხატავს ყველა ერს.

Category: სტატიები | Views: 1105 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.


ორგანიზაციის შექმნის ისტორია .

გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ერების დეკლარაციას”, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება.

გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ "ერთა ლიგის” არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1102 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ზურა ყიფშიძე.


მსახიობი ზურა ყიფშიძე იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც დაბადებიდან თეატრში გაიზარდა, ვის თვალწინაც განვითარდა მრავალი საინტერესო თეატრალური პროცესი.

- არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორც დღეს. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, – დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთ. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. როდემდე უნდა გვქონდეს მიმავალი მოწაფის განცდა?! კულტურის დრო ჯერ არ არის – ხშირად მოისმენთ. როგორც არ უნდა განვითარდეს სარეპერტუარო თეატრი, თუ სახელმწიფომ არ მისცა შესაბამისი დაფინანსება, ის დიდხანს ვერ იარსებებს.

მსახიობი განსაკუთრებით მწვავედ აყენებს სარეჟისორო და სამსახიობო სკოლების არსებობის საკითხს, რაც საფუძველთა საფუძველია თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის.

- ჩვენს ქვეყანაში პრობლემები, როგორც ყველა სფეროში, თეატრშიც არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მწვავედ დგას სამსახიობო სკოლის არსებობისა და განვითარების საკითხი. სამწუხაროდ, აღარ იზრდებიან ოსტატები, რაც საგრძნობი გახდა დღევანდელ თეატრში. მიხეილ თუმანიშვილი გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე და მისი გზის გამგრძელებელი გახლდათ. მან აღზარდა ძალიან ბევრი საინტერესო მსახიობი. დღეს უკვე აღარ ჩანს მისი გზის გამგრძელებელი. პედაგოგად ქცევას განსაკუთრებული ნიჭი და უნარი სჭირდება. ის უნდა იყოს შინაგანად ძალიან მოწესრიგებული, მრავალმხრივ გან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1440 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

დომინიკ ირტენკაუფი – Dominik Irtenkauf.


საქართველო – ამირანის ქვეყანა

საუბარი დომინიკ ირტენკაუფთან

– თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.

– დავიბადე 1979 წელს შვაბიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გადავედი ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ მიუნსტერში.

იქაურ უნივერსიტეტში დავიწყე გერმანისტიკის, კომპარატისტიკის (ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის) და ფილოსოფიის შესწავლა. მაგისტრის წოდება მივიღე 2006 წელს. უნივერსიტეტში სწავლის წლები დავუთმე ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობას. მაინტერესებდა, პირველ რიგში, ხელოვნების თეორია, პოეტოლოგია და ერეüიკული რელიგიური მიმდინარეობანი.

სკოლიდან მოყოლებული მიზიდავდა ისეთი მითოსური თუ ისტორიული ფიგურები, რომელთაც მსოფლიო ლიტერატურაში, ასე ვთქვათ, ცუდი სახელი აქვთ და ამა თუ იმ მიზეზის გამო სიმპათიას არ იწვევენ. ლიტერატურის სფეროში ეს გამოიხატა კლასიკურ მოტივების დამუშავებით, სწავლის დასრულების შემდეგ კი ამას უკვე მეცნიერული შესწავლაც დაემატა.

მაგალითად, კანონიზებული ლიტერატურისა და მსოფლიოს მრავალი დიდი მწერლის კვალად მეც მაღელვებს, თუ რატომ ითვლება ეშმაკი ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბოროტ საწყისად. იმთავითვე „ცუდი კაცი" იყო და მოგვიანებით აქციეს განტევების ვაცად? ამ საქმიანობის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სურათი დახატა ბილ სტონჰანმა (Bill Stoneham). სკანდალი ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ დაიწყო. ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები სურათის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას იწყებდნენ ტირილს და ა.შ
ყველაფერი 1972 წელს დაიწყო, როცა ბილ სტონჰანმა ძველი ფოტოსურათიდან დახატა სურათი. ფოტო, სადაც იგი 5 წლის ასაკში იყო გადაღებული, შემთხვევით იპოვა ჩიკაგოში, სახლში სადაც მან ბავშვობა გაატარა.


მან სურათი პირველად ჟურნალ ლოს ანჟელეს ტაიმის მფლობელს და ხელოვნებათმცოდნეს ანახა, რომელიც სურათის ნახვის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. შესაძლოა ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა, ან შემთხვევითობა იყო.

შემდეგ სურათი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გარდაიცვალა 1984 წელს). სურათი შემთხვევით იპოვეს ნაგავსაყრელში. მპოვნელმა სურათი სახლში წაიღო და პირველსავე ღამეს 4 წლის პატარა გოგონა საშინელი ტირილით გამოვარდა საძინებელი ოთახიდან და ამტკიცებდა რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. იგივე განმეორდა მეორე ღამითაც, ოღონდ ეხლა ბავშვი ამბობდა რომ გოგო და ბიჭი კარების უკან იყვნენ დამალულები. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ვიდეოკამერა დააყენა, რომელიც მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებდა, ვიდეოკამერა რამოდენიმეჯერ ამუშავდა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1205 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                  

აკაკი და ილია

(ნაწყვეტი)

აკაკისა და ილიას დაპირისპირება მეტად ძნელია. მათი მხატვრული ბუნება სულ სხვა და სხვაა.

აკაკი მსუბუქია, ილია – მძიმე. აკაკი დაჰქროლავს; ილია მძიმედ მიიმართვის. აკაკი სჩქეფს; ილია დუღს, აკაკი ჰქმნის და არ ცდილობს; ილია ცდილობს და ჰქმნის. აკაკიმ არ იცის და სთხზავს, ილია სთხზავს და იცის. აკაკი შეჰქმნის და მიზანს მერე იხილავს; ილია ჯერ მიზანს ხედავს და მერე შეჰქმნის. აკაკი უფრო ბუნებრივია; ილია უფრო "ხელოვნურია”. იქ, სადაც აკაკი სულს შეუბერავს და წააქცევს, ილიას ძლიერი მოქნევა სჭირდება.

აქედან გამოდის მათი პოეტური შემოქმედების განსხვავებაც, აკაკის ლექსში სიმბოლო და აზრი თითქმის ერთი და იგივეა: აქ შინაარსის გამოყოფა ფორმისაგან შეუძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე განუყრელ არიან, ხოლო სხვავდებიან კი. ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ვერ ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: აქ მხოლოდ ლამაზი ფორმაა, შინაარსი კი ცოტააო.

ილიას ლექსი სხვაა, სიმბოლო და აზრი აქ ერთი და იგივე არ არიან: ფორმისა და შინაარსის გაყოფა აქ შესაძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე არა თუ სხვავდებიან მარტო, კიდეც განიყოფებიან, ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: თუმც ფორმა არ არის აქ სავსებით ლამაზი, მაგიერ აქ ღრმა აზრიაო.

ნამდვილად კი მათი ლექსი ამგვარია:

იმ დროს, როცა აკაკიმ აზრი ფორმაში გაად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გრიგოლ რობაქიძე – "აკაკის ქნარი”

სიკვდილის წინეთ, ამბობენ, აჭიკჭიკდება გედიო
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა პირველ და უკანასკნელი,
აქ იხატება ცის სივრცე აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორაზროვანი, ორ კილო ერთი ხმით გამომეტყველი;
შემოქმედების ქებაა; ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამქვეყნო ზარია, საიმქვეყნო ზევსური.
გედო, შეგნატრი შენს ჭიკჭიკს შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსურვი…

სწორედ გედისებურია ის პოეტური სიმღერა, რომელსაც მომღერალი აკაკი საქართველოს ტურფა მდელოს დაჰმღერდა. "ორაზროვანი, ორკილო”: რადგან "აქ იხატება ცის სივრცე, აქვე ისახვის ქვესკნელი”; მწარი და თან ტკბილი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1358 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

« 1 2 ... 167 168 169 170 171 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები