ხუთშაბათი, 19.06.2025, 12:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია


       

                                    ძ. წ. I ს-ის II ნახევარი - ახ. წ. I ს-ის I ნახევარი.

გრანი ქავთარია – Grani Kavtaria

არისტარქე – კოლხეთის მეფე

ძვ. წ. 65 წელს დამარცხებული და იმედგადაწურული მითრიდატე ევპატორი ჩრდილოეთის მიმართულებით გაიჭრა, რათა ტყვეობიდან თავი დაეხსნა. ძლევამოსილი რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი ევპატორის გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყნების დალაშქვრას შეუდგა. სომხეთიდან დაძრული პომპეუსი იბერიაში შემოვიდა.

იბერიის მეფე არტაგმა (ანტიკური ავტორების არტოკე, არტაკი) მტრის შეჩერება ვერ შეძლო, დამარცხდა, მაგრამ ტახტი საჩუქრებითა და მძევლების გადაცემით შეინარჩუნა. იბერია რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ გამოცხადდა.

რომაული ლაშქრობების გარეთ რჩებოდა მითრიდატეს უკანასკნელი დასაყრდენი კოლხეთი, სადაც პონტოს მეფეს თავისი ხელისუფლების დამცველი "გამგებელი” თუ "მეფე” ჰყავდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთებით. რომის ლეგიონერები იბერიიდან კოლხეთში გადავიდნენ, დაამარცხეს აქ დაბანაკებული პონტოს არმია, რომელსაც სათავეში ედგა კოლხეთის "მეფე” ოლთაკე, დაატყვევეს იგი და მის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დანიშნეს არისტარქე (აპიანე, მითრიდატული ომები, 114. ევტროპიუსი, ||, 14).

ვინ იყო არისტარქე, ან რა დამსახურების გამო მიიღ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1410 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

უმბერტო ეკო: "ქრისტეს ვნებანი” მელ გიბსონისაგან.


თარგმანი იტალიურიდან – ნოდარ ლადარია

შემეშინდა, ვაი თუ კითხვები დამაყარონ, მე კი ვერაფერი ვუპასუხო-მეთქი, ჰოდა, როგორც იქნა, წავედი მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებათა” სანახავად. უცხო ქვეყანაში ვიყავი, სადაც ჭკუა იხმარეს და ბავშვებს აუკრძალეს ფილმის ნახვა. ეკრანზე ბევრს ლაპარაკობენ არამეულად, დიდი-დიდი რომაელებს გაუგო, როცა ყვირიან – "ი!” – რაც, როგორც ეტყობა, უნდა ნიშნავდეს: "წადი, შენი!”.

ახლავე უნდა ვთქვა, რომ ფილმი, რომელიც ტექნიკურად ძალიან კარგადაა გაკეთებული, არაა არც ანტისემიტიზმის და არც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გამოხატულება. ის არც რაღაც სასტიკი მსხვერპლშეწირვის მისტიკითაა დატვირთული.

ეს ეგრეთ წოდებული "სპლატერია”, ანუ ფილმი, რომელიც გადაღებულია ბევრი ფულის საშოვნელად, რისთვისაც მაყურებელს იმდენ სისხლსა და ძალადობას უჩვენებს, რომ ტარანტინოს "კრიმინალური საკითხავი” საბავშვო ბაღებისთვის გადაღებულ ანიმაციურ ფილმად უნდა ჩავთვალოთ.

კაცმა რომ თქვას, ტომი და ჯერის მულტფილმები ბავშვებს უჩვენებენ, როგორ ჭყლეტენ პერსონაჟებს ასფალტის სატკეპნი მანქანები, როგორ ვარდებიან პერსონაჟები ცათამბჯენებიდან, ათას ნაწილად იმსხვრევიან, კარებში ეტანებიან მთელი ტანით დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1272 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ალბერ კამიუ - ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). დაიბადა ალჟირში, 1913 წლის 7 ნოემბერს, 1960 წლის 4 იანვარს დაიღუპა ავტოკატასტროფაში.


მეგობრობდა და თანამშრომლობდა ფრანგ მწერლებთან და ფილოსოფოსებთან - ჟან-პოლ სარტრთან, სიმონე დე ბოვუართან... თუმცა მოგვიანებით მას განხეთქილება მოუვიდა სარტრთან, კერძოდ მას შემდეგ მას შემდეგ, რაც დაწერა ესსე "მეამბოხე", სადაც აკრიტიკებდა და უპირისპირდებოდა ტოტალიტარიზმსა და რევოლუციებს - ეს კი ეწინააღმდეგებოდა კომუნისტი სარტრის იდეებს.


მწერალთა ეს ჯგუფი მიიჩნეოდა ფილოსოფიური მიმდინარეობის - ეგზისტენციალიზმის მიმდევრებად. მიუხედავად იმისა, რომ კამიუ მუდამ ამტკიცებდა, ეგზისტენციალისტი არ ვარო, მის ნაწარმოებებს მაინც აბსურდის ფილოსოფიასა და ეგზისტენციალიზმს მიაკუთვნებენ.

ეგზისტენციალიზმი მე-19 საუკუნეში "დააფუძნეს" კირკეგორმა და ნიცშემ. ამ მიმდინარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანია "ეგზისტენციალური დამოკიდებულება" ანუ ინდივიდის დაბნეულობა გაუგებარი და აბსურდული სამყაროს წინაშე.


ეგზისტენციალისტების მიხედვით, ადამიანი არის თავისუფალი არსება, რომელიც თვითონ ქმნის საკუთარ თავს, თვითონ აკეთებს არჩევანს და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა თავის გადაწყვეტილებებზე და საკუთარ თავზე. ადამიანს, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, უჩნდება ეგზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2309 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

null

რობერტ სტურუა დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს. რეჟისორის მამა, რობერტ ივანის ძე სტურუა ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა – ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი – მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

ახალგაზრდა რეჟისორის ტალანტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებში გამოჩნდა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა.

მოგვიანებით სტურუა იტყვის: "ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რაჟისურამდე მივედი.”
თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1192 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

სუხიშვილები – Sukhishvili.

ნინო შალვას ასული რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.


1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში.

ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.


1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე იყო 1972 წლამდე. შემდეგ იგი ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1985 წლამდე ი. სუხიშვილთან და შემდეგ თ. სუხიშვილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1118 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

« 1 2 ... 143 144 145 146 147 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები