|
მთავარი » ახალი ამბები
ქრისტიან-დემოკრატები სოციალურად დაუცველი პირების სწავლის დაფინანსების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ კანონში სათანადო ცვლილება დაუყონებლივ არის გასატარებელი. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, უმაღლესი განათლების სისტემაში სავალალო მდოგმარეობაა შექმნილი და მხოლოდ ამ გაზაფხულზე სტუდენტების სიიდან საკუთარი განცახდების საფუძველზე 300-მდე ახალგარზდა ამოირიცხა.
"ეს ის კატეგორიაა, რომლებმაც სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. ეს სტუდენტები სოციალურად გაჭირვებული ოჯახის შვილები არიან და 2150 ლარის სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ", - აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ "კარგია, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აღომფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე, მაგრამ ისეთი გადასახადები დაწესდა, რომლის გადახდა ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია".
ქრისტიან-დემოკრატები განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ. მათი თქმით, უნდა გაუქმდეს ის ბარიერი, რომლის თანახმად, სოციალური გრანტების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასწავლო გრანტების 10 პროცენტს. როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, დააფინანსოს სოციალურად დაუცველი პირების სწავლის საფასური.
აღნიშული ცვლილების გატარება კი ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით დაუყონებლივ უნდა მოხდეს, რათა მთავრობას საშუალება ჰქონდეს ბიუჯეტში ცვლილების შეტანისას აღნიშნული საკითხიც იქნას გათვალისწინებული.
"ამ ბარიერის გაუქმე
...
კითხვის გაგრძელება »
|

ამ წუთებში ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მათ, შორის საქართველოს 8 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განუცხადა.
"სიტუაცია ისევ დაძაბულია, ლტოლვილები უზბეკეთის საზღვრებს ისევ აწყდებიან. დაძაბულობის კუთხით დღეისთვის მდგომარეობა ქალაქ ოშში შედარებით ნორმალურია, თუმცა ჯალალ-აბადში გუშინ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამასთან, ოშში ყაზახეთის დროებითმა მთავრობამ დამატებით სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების ნაწილები შეყვანილია, რის შემდეგაც უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია შესაძლებელი გახდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ამ წუთებში უცხოელი მოქალაქეების მეორე ჯგუფის ევაკუაცია კი მიმდინარეობს, მათ შორის არიან საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც აეროპორტში გადაიყვანენ და იქიდან ბიშკეკში გადააფრენენ.
"გუშინ საქართველოს საელჩომ ყირგიზეთის საგრეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი გახდა ოშიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხების მოგვრება. ამ წუთებში ისინი უკვე სპეციალური ავტობუსით აეროპორტში გადაჰყავთ", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
მისივე თქმით, ამ წუთებში ჯალალ-აბადში კვლავ სროლების ისმის, თუმცა ინტენსიური ინტენსიური ხასიათი არ არის.
|

საკვები, რომლითაც საქართვერლოს მოსახლეობა იკვებება, ბაზარზე ვეტერინარულ კონტროლის გარეშე იყიდება, საერთაშორისო ნორმებს არ აკმაყოფილებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ძვირადღირებულ სუპერმარკეტებში, ასევე, იაფფასიან ბაზრობებზე, პროდუქცია ერთნაირად უხარისხო, მაგრამ სხვადასხვაგვარი შეფუთვითა და სხვადასხვა ფასად საღდება.
ისევე, როგორც სხვა უამრავ საკვებს, ბაზარზე თევზსაც უხარისხოსა და მომწამვლელს ყიდიან. საქართველოში ცოცხალი თევზის გაყიდვისთვის სავალდებულო ნორმებს არავინ იცავს. ამიტომ:
_ განსხვავებული სახეობის თევზი ერთ აკვარიუმში, წყლის ერთნაირ ტემპერატურს ვერ უძლებს და სხვადასხვა ბაქტერიით ავადდება. შესაბამისად, ის ცოცხალი თევზის შეძენასთან დაკავშირებულ ხიბლს კარგავს.
_ აკვარიუმების უმრავლესობა, რომელშიც სარეალიზაციოდ გამზადებული ცოცხალი თევზი ჰყავთ, ძირითადად, პატარაა, თევზს ჟანგბადი არ ჰყოფნის და ამ შემთხვევაშიც ბაქტერიებით ვირუსდება.
თევზი ძალიან მგრძნობიარეა, წყალში არსებულ ყველა ბაქტერიას (მათ შორის იმ საკვებსაც, რომელსაც ინელებს) იწოვს და ძალიან ადვილად ავადდება. ამიტომ ცოცხალი თევზის რეალიზაციის დროს იმ პირობების დაცვაა სავალდებულო, რაც წყალში მომწამვლელი ბაქტერიების გავრცელებასა და თევზის დავირუსებას ხელს არ შეუწყობს.
თევზის ხარისხის მაჩვენებელს იმ მეურნეობაში არსებული პირობები განსაზღვრავენ, რომელშიც
...
კითხვის გაგრძელება »
|

გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი მეექვსე წელია დაზიანებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ვაჩნაძეების საგვარეულო სახლში და საექსპოზიციო დარბაზში სახურავიდან წყალი ჩადის, მორყეულია ხის აივნები და კიბეები, დამპალია იატაკი, დაბზარული და დაობებულია კედლები, არ არის გათბობა, ვენტილაცია, საექსპოზიციო დარბაზში ელექტროენერგია.
ნესტისგან დამძიმებული სუნი მუზეუმში შესვლისთანავე იგრძნობა. მუზეუმის თანამშრომლები ვენტილაციას ორპირი განიავებით ცდილობენ.
სახლ-მუზეუმი 1981 წლის 28 ივნისს ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში გაიხსნა. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX - XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები. აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
„მუზეუმის შენობა თავისი არქიტექტურით კახეთში მდებარე ამ ტიპის ნაგებობებს შორის უნიკალურია. შენობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება. დამთვალიერებელი თუ მოვიდა, უკან დავყვებით, რომ დაზიანებული იატაკიდან და აივნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მოვლუთ ჩავუშოგლუს განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მომხსნებლად დანიელი პარლამენტარი მაიკლ ჯენსონია წარდგენილი.
მაიკლ ჯენსონი ამ თანამდებობაზე უნგრელ დიპლომატს მათიას იორშს შეცვლის, რომელიც პარლამენტარად არ აირჩიეს და ამასთან დაკავშირებით მან თანამდებობა დატოვა და უფლებამოსილება მოიხსნა.
"ჩვენ გვყავს ახალი მომხსენებელი, მაიკლ ჯენსონი, დანიიდან. ის შესანიშნავი ადამიანია და ვფიქრობ, რომ ის კარგი მომხსენებელი იქნება", _ განაცხადა მოვლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ მოვლუთ ჩავუშოგლუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა ზონებში არსებულ სიტუაციას განიხილავს.
აღსანიშნნავია, რომ აპრილის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვერ შეძლო რეზოლუციის მიღება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით. თანამომხსენებლებმა მათიას იორშმა და დევიდ ვილშაიერმა მოამზადეს ორი პროექტი, რომელთა შორის უთანხმოებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა.
|
« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|