პარასკევი, 26.04.2024, 17:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » თევზის ყველაზე ლამაზი სახეობები
23:10
თევზის ყველაზე ლამაზი სახეობები

1. "მანდარინისებრი თევზი”

თევზის ყველაზე იშვიათი სახეობა, იგი ალბათ ერთადერთია, რომელიც გამოირჩევა ასეთი მრავალფეროვნებით. არსებობს მისი მხოლოდ ორი სახეობა, თუმცა ორივე ულამაზესია. სტანდარტულ სახეობას აქვს უფრო მეტი და საინტერესო მოხატულობა. ეს პატარა თევზი არ ღირს 20 დოლარზე მეტი, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მისი პოვნაა. ისინი ჭამენ მხოლოდ პატარა უხერხემლო ცხოველებს, რომლებიც მარჯნის რიფებში ცხოვრობენ. მათი სახლის პირობებში შენახვა ძალიან რთულია. ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს გასაოცარი თევზი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაავიწყდეს მისი ფერთა გამა.

2. თევზი "დისკო”

მტკნარი წყლის თევზი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა მტკნარი წყლის თევზებისა. ეს თევზი ფასობს ძალიან ძვირად, ერთი პატარა ღირს 50 დოლარიდან 80 დოლარამდე. ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რომელიმე სხვა მარილიანი წყლის თევზი. მისი ძალიან ბევრი ფერადი სახეობა არსებობს. მათ ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა.

3. "ლომთევზა”

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თევზის სახეობა. ამ თევზს შეუძლია დააჰიპნოზოს ადამიანი რომელიც უყურებს მის ცურვას. შხამიანი ეკლები რომლებიც განთავსებულია მის ხერხემალზე, აუცილებლად მიიპყრობს ყველას ყურადღებას.

4. მავრიტანული კერპი

სახლის პირობებში ყველაზე რთულად შესანახი და ასევე ძალიან ძვირი თევზი. ის არის უსაყვარლესი, რომელიც შეგიძლია გყავდეს აკვარიუმში. აუცილებლად იფიქრებ, რომ ის ადრეც გყავს ნანახი, რადგან ძალიან ჰგავს დროშას (ზოლებისა და ფერების გამო). მავრიტანული კერპი მხოლოდ თევზების იშვიათი სახეობების მაღაზიაში იყიდება.

5. თევზი "თუთიყუში”

ამ თევზის სახელი განაპირობა იმან, რომ ის ფერებით ძალიან გავს თუთიყუშს. ცხვირს იყენებს დასარტყმელად, რათა დაარეტიანოს და შეჭამოს პატარა უხერხემლოები, რომლებიც ცხოვრობენ მარჯნის რიფებში. ისინი იწვევენ თუთიყუშის კუდის ასოციაციას. არსებობს მისი ცალკეული სახეობები, რომლებიც უაღრესად მრავალფეროვნები არიან.








კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2598 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.8/4
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები