შაბათი, 27.04.2024, 08:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 09

ეს არის საინტერესო ადგილი კაბადოკიაში, თურქეთში, რომელსაც უწოდებენ სიყვარულის ველს


ცენტრალური კაბადოკიის (თანამედროვე თურქეთი) მშრალი და უნაყოფო ბორცვები ადრეული ქრისტიანებისთვის იდეალური თავშესაფარი აღმოჩნდა, რომლებიც იქ არაბებსა და მათ რელიგიური ნიშნით შემვიწროვებლებს ემალებოდნენ. რბილ ვულკანურ კლდეებში ქრისტიანებმა 40-ზე მეტი სოფელი და ქალაქი გამოკვეთეს. ისინი უცხო თვალისგან დამალული, კარგად ორგანიზებული, უსაფრთხო და დამოუკიდებელი საცხოვრებელი კომპლექსები იყვნენ, რომლებიც 30 000 ადამიანს იტევდა.
ყველაზე კარგად ქალაქი დერინკუიუ არის გამოკვლეული, რომელიც რვა დონისაგან შედგება, სადაც განთავსებული იყო საჯინიბოები, სკოლა, სასადილო, ეკლესიები, სამზარეულოები, საცხოვრებელი ბინები, ღვინის სარდაფები, წყალსაცავი, ციხეები და დამხმარე სათავსოები.


დღემდე ფუნქციონირებს მაშინდელი სავენტილაციო შახტები, ხოლო გვირაბები და დარბაზები საკმაოდ კარგადაა განათებული. საფრთხის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა გასასვლელებს უზარმაზარი ქვებით ხერგავდნენ. ქალაქის დონეებს შორის იატაკში გამოთლილი იყო მცირე ზომის ხვრელები მეზობელ სართულებს შორის კავშირისათვის. დღეისათვის ტურისტებისთვის დასათვალიერებლად ქალაქის რვა სართულია გახსნილი, ამასთან მათ შორის ყველაზე დაბალი 54 მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1216 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არსებობს საკრალური რიცხვები, რომლებიც ქრისტიანულ სიმბოლიკაშიც გვხვდება – 3, 7, 12… ხალხურ სიტყვიერებაში განსაკუთრებით ფიგურირებს რიცხვი 9. რა დაფარული კავშირია რიცხვებსა და ადამიანთა ბედ–იღბალს შორის, რატომ ითვლება ზოგი რიცხვი ბედნიერად, ზოგი კი – უიღბლოდ?


ადამიანს უხსოვარი დროიდან სწამდა, რომ არსებობს ბედნიერებისა და უბედურების მომტანი რიცხვები. პითაგორას დროიდან არსებობს აზრი, რომ ყველა რიცხვს მაგიური მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთს კი – განსაკუთრებული ძალა. პითაგორა სიცოცხლეს ციფრებისა და ფიგურების შინაარსით ხსნიდა. თვლიდნენ, რომ სამყაროს ენა მათემატიკა იყო. ამიტომ ასოებს რიცხვით მნიშვნელობებს უფარდებდნენ. ნუმეროლოგია სწორედ პითაგორას მიმდევრებმა შექმნეს. მათი აზრით, თითოეული პლანეტა სამყაროს გარკვეულ კანონს ემორჩილება და თავისი რიცხვი აქვს, ისევე როგორც ადამიანის სახელს, რომლის რიცხვიც მისი შემადგენელი ასოების შესატყვისი რიცხვებისგან შემდგარი ჯამია.


ენერგეტიკულ შკალაში 1–ს პირველი ადგილი უჭირავს და მზეს ეკუთვნის. ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრია და ბრძოლის უნარს განაპირობებს. შკალაში მეორე ადგილი 7–ს უჭირავს, იგი ბევრს ჰარმონიულ ღვთიურ რიცხვად მიაჩნდა. ეს რიცხვი ნეპტუნს განეკუთვნება. უძველესი დროიდან ინდოეთში ადამიანები ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად 7 სხვადასხვა ზომის სპილოს ჩუქნიდნენ. ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ხისგან 7 ზუსტად ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა ზომის პატარა კერპებს თლიდნენ და მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1197 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ალბათ ყველა თქვენგანმა მოისმინა, ყირგიზეთში ბოლო დროს, განვითარებული მოვლენების ზუსტი აღწერა, ტელევიზიით. ბოლო ცნობებით, ამ ომმა 40 ადამიანი შეიწირა. დაშავდა ასობით უდანაშაულო მოქალაქე. თუმცა დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდა. ქვეყნის დედაქალაქში, სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც პრეზიდენტმა გაქცევით უშველა თავს და პოლიციის სამმართველოს უფროსი იქნა მოკლული.


Category: სტატიები | Views: 1043 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

კომპანიამ OLPC, რომელიც 100 დოლარის ღირებულების ნოუთბუქის პროექტზე მუშაობს, განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის მიკროკომპიუტერის დიზაინი გამოიგონა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი მიკროკომპიუტერი სენსორული დისპლეით XO-3 ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება და მისი ფასი 100 დოლარზე ნაკლები იქნება.

XO-3 ჩაანაცვლებს 2007 წელს გამოშვებულ მის წინამორბედ პირველ ნოუთბუქს XO. სულ მსოფლიოს 35 ქვეყანაში ბავშვები 1,4 მილიონ ცალ ამგვარ კომპიუტერს მოიხმარენ.

OLPC-ს ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის უოლტერ დე ბრაუერის თქმით, იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და რამდენიმე მათგანი უკვე დაინტერესდა აღნიშნული პროექტით. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კომპიუტერებს კრედიტით შეიძენს, მოსწავლეები ნოუთბუქით თვეში ერთ ევროდ ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია OLPC – ს აბრევიატურა ასე იშიფრება – ”თითო ლეპტოპი ყველა ბავშვს”

Category: სტატიები | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეს თემა საყოველთაო შეშფოთებისა და განხილვის საგნად იქცა.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ლაბორატორიის კოსმოსური კვლევების სპეციალისტი დავით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კაცობრიობას პანიკის საფუძველი არ აქვს. დედამიწის ღერძის დახრილობაზე გავლენა ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ იქონია. ასეთი მოვლენები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ეს ძალიან ფაქიზი დასაფიქსირებელია, ამიტომ მისი შემჩნევა მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ანუ მე–20 და 21–ე საუკუნეებში გახდა შესაძლებელი. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უფრო ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა, რომლებსაც დაახლოებით იგივე ეფექტი ჰქონია, ანუ დედამიწის ღერძი გადახრილა, მაგრამ ეს არ დაფიქსირებულა, რადგან მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები არ ჰქონდათ.


– 8 სანტიმეტრი ბევრია თუ ცოტა?

– დედამიწა 4 მილიარდი სანტიმეტრია. ამასთან შედარებით 8 სანტიმეტრი არაფერია. რაც უნდა მოვინდომოთ, ჩვენ ამას ვერ შევამჩნევთ.


– დედამიწის გადახრის შედეგად დრომ იკლო. ესეც უმნიშვნელო ფაქტია?

– დრომ 1,6 მემილიონედი წამით იკლო. ეს იმდენად ცოტაა, რომ წარმოსადგენადაც კი ძნელია. თანაც დედამიწაზე დღე–ღამის ხანგრძლივობა ყოველ საუკუნეში იზრდება. ეს მოვლენა ძალიან მდგრადია. სრული 24 საათი არასოდეს არის. როგორც წესი, ასტროლოგები აზუსტებენ, ვთქვათ, 1900 წლის მონაცემით, დღე–ღამის ხანგრძლივობა რამდენია და ა.შ. ყოველ ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1105 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

სოფელი „კანდოვანი" მდებარეობს ირანში „აღმოსავლეთი აზერბაიჯანის პროვინციაში, თებრიზიდან 60 კმ დაშორებით. სახლები არიან ამოჭრილნი ვულკანური წარმოშობის კლდეში.

Category: სტატიები | Views: 1121 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ცხელი წყაროები – ბუნების საოცრებაა. ალბათ არავინ იტყოდა უარს ცივ ზამთარში ცხელი აბაზანის მიღებაზე. არსებობს ცხელი წყაროები და არსებობს განსაცვიფრებელი ცხელი წყაროები , ხელოვნების ნამდვილი ქმნილება, რომლის ავტორი თავად ბუნებაა.

Yellowstone -ის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ყველაზე ცნობილი , სიდიდით მესამე – ცხელი წყარო. მისი ზომაა – 75-91 მეტრი, წყლის ტემპერატურა კი შეადგენს 71 გრადუსს ცელსიუსით. ის ცნობილია არამარტო თავისი ზომით, არამედ თავისი ფერითა და ფორმითაც. წყაროს ფერი იცვლება ფორთოხლისფერისგან კაშკაშა ცისფერამდე. რომელიც წყლის ტემპერატურისა და სპეციფიკური ბაქტერიების, რომლებიც ამ წყაროს წყალში ბინადრობენ, დამსახურებაა. სხვათაშორის , მისი ცენტრალური ადგილი – აბსოლუტურად სტერილურია, რადგან ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიებიც კი ვერ არსებობენ.

და ისევ ვბრუნდებით Yellowstone -ის ნაციონალურ პარკში, სადაც ღირს საოცარი წყაროს ნახვა, რომლის წყალიც გაჟღენთილია კირით. იგი გამოიყირება , როგორც უცხო პლანეტის ზედაპირი – თეთრი ცარცი, ტერასები, გამომშრალი და გამხმარი ხეები. 1000 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა დიდი რაოდენობის კირის ნადები, ცარცის ტერასები.

ამ ცხელ წყაროს სახელი მისი შეფერილობის -კაშკაშა წითელის- გამო დაერქვა. რა თქმა უნდა სისხლს არცთუ ისე ჰგავს , მაგრამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1142 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

1985 წელს იაპონიის კუნძულ იონაგუნიდან 300 მ-ის მოშორებით, მყვინთავმა კიჰაშირო არატაკემ წყალქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე მეგალითური ნაგებობები აღმოაჩინა.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს და ისინი 10 000 წლით დაათარიღეს. ზოგიერთი მეცნიერი კი 12 000 წელს მიიჩნევდა თარიღად. მაშინვე გაჩნდა უამრავი კითხვა: ვინ, როგორ ან რატომ ააშენა ეს უზარმაზარი პირამიდები, რომლებიდანაც ზოგი სიგრძეში 100 მეტრზე, სიმაღლეში კი 25 მეტრზე მეტი იყო? მაშინვე გაჩნა იაპონელი ატლანტებისა და ლემურიელების ვერსია – ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს გადაშენებული ცივილიზაციის ნახელავი იყო.

მათი აზრით, ოდესღაც ეს ტერიტორია ხალხით იყო დასახლებული და შემდეგ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო წყლით დაიფარა. ხოლო შენობებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. დასახელდა ვერსიაც, რომ ეს ტერიტორია წარღვნის დროს წყლის დონის აწევის გამო დაიფარა.



ბევრმა მეცნიერმა სცადა პასუხის პოვნა თუმცა უშედეგოდ. დღემდე მკაფიო პასუხი არ არსებობს. არც იაპონიის მთავრობა და არც იაპონელი მეცნიერები არ მიიჩნევენ რომ ეს კულტურული ძეგლია, შესაბამისად, ის არაა დაცული. ზოგიერთი მეცნიერის პასუხი ამ ფენომენზე არის ის, რომ ეს ნაგებობები ბუნებრივად, წყლის დინების გამო ჩამოყალიბდა. მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: განა შესაძლებელია ქვამ ასეთი იდეალურად სწორი ფორმები ბუნებრივად მიიღოს?


... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1327 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


  XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.



ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ.
სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.



მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად) 60 ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1158 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

შამქორის ბრძოლა 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.

აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.

ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1144 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებში, ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, აჭარა შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2635 მ-ის სიმაღლეზე. ციხესიმაგრის სამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა). ციხეს გააჩნია ერთადერთი საცალფეხო მისასგომი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, თედო სახოკია ასე აგვიწერს ხიხანის ანუ ხირხათის ციხეს: ხირხათის ციხე წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ კლიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკირის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმლების აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით ხუთი მაღალი კოშკი დგას, ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს, 1894წ. აქ ასულა გრაფინია უვაროსოვნა.



ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა, ციხეს ჰკონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თღონე, მარანი, ეკლესია. ხიანის ციხის აშენების ზუსტი თარირი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის Mმშენებლოს დასრულებაში დიდ ადგილი უკავია ტბელის მეუღლეს ბაგულას, ხოლო ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში – ქააბა. ქააბაში იყო შავი ქვა, რომელიც გადმოცემით ზეციდან მოევლინათ (მეცნიერთა მოსაზრებით – მეტეორი). არაბები მექაში ჩადიოდნენ არა მარტო სავაჭროდ, არამედ ქააბაში სალოცავად და შავი ქვისათვის თაყვანის საცემად. მექაში აღმართული იყო აგრეთვე რამდენიმე ასეული კერპი. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ზოგიერთ ქვას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ, რადგან მათ სულების სახლად მიიჩნევდნენ. ასეთ ქვებს შორის გაღმერთებული ჰყავდათ დიდი შავი ქვა-მეტეორი. ამ ქვის შესანახად მექაში აშენდა კუბის ფორმის სასახლე. თაყვანისცემის ამ ადგილს ეწოდა ქააბა.


მუჰამედი (მაჰმადი, არაბულად: მუჰ(ხ)ამმად) იყო პირობნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშვილების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1595 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ამ "მფრინავი” სკულპტურების ყოველი ნაწილი კიდია უწვრილეს ძაფებზე და იქმნება შთაბეჭდილება თიტქოს ისინი ჰაერში ცურავენ.


Category: სტატიები | Views: 1180 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ლაბირინთებზე ამოუცნობი ნაგებობა დედამიწაზე არ არსებობს. მასში მოხვედრილი ადამიანი ორიენტაციას კარგავს და პანიკაში ვარდება. ჩვენამდე მოღწეული, უძველეს კლდეზე ამოკვეთილი ლაბირინთი სარდინიაზე მდებარეობს.

ესპანეთში აღმოჩენილი ლაბირინთი ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წელსაა შექმნილი, ხოლო საბერძნეთის ქალაქ ფილოსში თიხის ფირფიტებზე დახაზული ლაბირინთები დაახლოებით, 3 ათასი წლისაა.

კლასიკური ლაბირინთი ცენტრიდან 7 ხაზითაა შემოსაზღვრული და მასში შედარებით ადვილად გადაადგილდებით, მაგრამ საოცრად დამაბნეველია ინგლისური "მეიზამი”, რომელშიც რამდენიმე შესასვლელ-გასასვლელი, მიხვეულ-მოხვეული რგოლები და ჩიხებია.

უნიკალურია კაიროსთან, ტბა ბირკეტ-კა-რუნის მახლობლად აღმოჩენილი ლაბირინთი. იგი დაახლოებით, ჩვენს ერამდე 2300 წელს უნდა იყოს აგებული. ლაბირინთის საერთო ფართი 70 ათასი კვადრატული მეტრია. მას უამრავი მიწისქვეშა გვირაბი და დარბაზი აქვს. მნახველებს მიწისქვეშა ლაბირინთების დათვალიერების უფლება არა აქვთ, რადგანაც იქ ფარაონებისა და ეგვიპტის წმინდა ცხოველის – ნიანგის სამარხებია. შესასვლელს წარწერაც ახლავს: "სიგიჟე ან სიკვდილი – აი, რას იპოვის აქ სუსტი და მანკიერი; ძლიერი და კეთილი კი აქ სიცოცხლესა და უკვდავებას პოვებს”. ძველად, ღმერთ სებეკის – უზარმაზარი ნიანგის პატივსაცემად იქ სარიტუალო მსხვერპლშეწირვა (მას ხშირად, ადამიანებსაც სწირავდნენ) ტარდებოდა. ძველი მანუსკრიპტების თანახმად, ლაბირინთში 30-მეტრიანი ნიანგები ბინადრობდნენ.

ყველაზე ცნობილი, მინოსის ლაბირინთი კუნძულ კრეტაზე მდებარეობდა. იგი 1900 წელს, ი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1086 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

სტოუნჰენჯი – "დაკიდებული (გელების ენაზე – "მოცეკვავე”) ქვები”. ეს სახელწოდება ასეც შეიძლება ითარგმნოს: stone – ქვა და hang – ხეტიალი, ხეტიალა, მოხეტიალე. ალბათ, გაგიკვირდებათ კიდეც – "მოხეტიალე ქვები!” საიდან წარმოიშვა და რატომ დაერქვა ამ უზარმაზარ, მონოლითურ ქვებს ასეთი უცნაური სახელი?

ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, სტოუნჰენჯის "ქვები” ცოცხლები იყვნენ. ისინი ღამღამობით დადიოდნენ ან ცეკვავდნენ, ზოგჯერ მახლობელ მდინარეზე წყურვილის მოსაკლავად ჩადიოდნენ. გელები მათ მაქციებს ეძახდნენ.

ვინ ააშენა ძეგლი?

ძველი ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი სტოუნჰენჯს აპოლონის ტაძრად მიიჩნევდა, მაგრამ არც იფიქროთ, თითქოს იგი ბერძნებს ან თუნდაც ინგლისში მოლაშქრე რომაელებს აეგოთ. სტოუნჰენჯი არც დრუიდებს ეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გღესაც ასრულებენ თავიანთ რიტუალებს ამ ნაგებობასთან.

მეცნიერთა ნაწილი ამ ძეგლის აშენებას მიაწერს ლეგენდარულ ბრიტანელ დედოფალს ბოადიცას, რომელმაც მოაწყო აჯანყება რომალეთა წინააღმდეგ. ზოგი მას ბრიტანელ მეფეთა კორონაციის ადგილად მიიჩნევს, ზოგი კი – მითური, წარღვნამდელი გიგანტების სამყოფლად; ზოგს ფინიკიელების აგებული ჰგონია, ზოგს ბელგებისა, მაგრამ…

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სტოუნჰენჯი კელტური წარმოშობის ლეგენდარულმა მოგვმა და ჯადოქარმა მერლინმა ააგო.
მერლინის დროს საქსების წინამძღოლმა ჰენგისტმა თავი მოუყარა საქსებსა და ბრიტებს სოლზბერიში და აქ გამართული დიდი საბჭოს შემდეგ 460 ბრიტანელ დიდებულს მუხანათურად მოჰკვეთა თავი.
ამ დიდი სისხლისღვრის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1781 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა მომავლის პროფესიები, რომელიც ჩატარდა კომპანია ”Fast Future”-ის მიერ, რომელიც ეცადა გამოევლინა ის პროფესიები, რომელიც დღეისათვის არ არსებობენ, მაგრამ შეიძლება უახლოეს მომავალში იარსებონ…

1. სხეულის ნაწილების მწარმოებლები
ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებიან ადრევე შეუკვეთავენ ახალ, გაძლიერებულ ღვიძლს, ძველის ნაცვლად, მწეველები კი ახალ, სუპერ-ფილტვებს, რათა შესაძლებელი იქნეს დღეში 100 სიგარეტის მოწევა

2. ნანო-ექიმები
2030 წლისთვის ექიმები პაციენტებს არამარტო აპენდიციტს ამოკვეთენ, არამედ ყველა მსურველს შესაძლებლობას მისცემენ და შესთავაზებენ მეხსიერების დამატებით რესურს

3. გმპ ფერმერები
ასეთი ფერმერები მოიყვანენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, იმ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეული იქნება დედამიწის მოსახლეობის ზრდით.

4. ვერტიკალური ფერმერები
ისინი იმუშავებენ ვერტიკალურ ცათამბჯენ სათბურებზე, რომელიც შეცვლის ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობის საქმიანობას.

5. ვირტუალური მასწავლებელი
დისტანციური სწავლება დროთა განმავლობაში განდევნის ჩვენთვის კარგად ნაცნობ სტაციონალურ სწავლებას და შესაბამისად ასეთ პროფესიებზე მოთხოვნა გაიზრდება.

6. კლიმატის შემცვლელი სპეციალისტი
კლიმატის ცვლილება დღეისთვის უკვე ფაქტია და ”კიოტოს პროტოკოლი” იმის დადასტურებაა, რომ მომავალში პრობლემა მხოლოდ დამძიმდება.

7. კოსმოსური ხომალდების მფრინავები
კოსმოსური ხომალდების მფრინავების პროფესია გახდება ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ტრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1221 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:„…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის".

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა.).

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი".

1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში".

1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი" აქვეყნებდა იგი თხზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1379 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


არსებობს ცრურწმენის ორი სახე. პირველი დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურებში ოდითგან არსებულ რელიგიურ რწმენასთან, მეორე – ჩვენი პატარ-პატარა ინდივიდუალური ცრურწმენებია. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ.


მიუხედავად იმისა, რომ კოკისპირულად წვიმს, ზოგს დავიწყებული ქოლგის გამო უკან დაბრუნება არ სურს – ვაითუ დაითარსოს. ზოგი – დიდ წრეს უვლის მანქანით, თუ სახლთან მიახლოებისას წინ შავი კატა გადაურბენს, ზოგი კი, უფროსიც რომ იძახებდეს, არავითარ შემთხვევაში ზედ არ მიიკერებს მოწყვეტილ ღილს, უბედურებას რომ არ გადაეყაროს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს რაღაც ეშმაკეულის სჯერა.


კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰოვარდ ტილზი ცრურწმენის მიზეზად თვლის «ეპოქის არასაიმედოობას». ცრურწმენათა და ცრუ შეხედულებების ახლანდელ რენესანსს შუასაუკუნეების შემდეგ ბადალი არ ჰყავს. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ეპოქის არასაიმედოობასა და ასეთივე საეჭვო ხვალინდელ დღესთან არის დაკავშირებული.

ძველთაგანვე სჯეროდათ, რომ გარემომცველ საგნებს, ამა თუ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, შეუძლიათ სიკეთე ან ზიანი მოუტანონ ადამიანს. საუკუნეებით განმტკიცებული რწმენით თითქოსდა გვეძლევა ნიშანი, რომელიც კარგს ან ცუდს გვიქადის…


ორთოდოქსულმა მეცნიერებამ ეს ყოველივე ცრურწმენად მონათლა , მაგრამ ბოლო წლებში შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. ყოფი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1198 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


იოჰან გუტენბერგი, რომელმც გამოიგონა საბეჭდი დაზგა (არა მარტო…)

ევროპაში პირველი წიგნი 1440 წელს,იოჰან გუტენბერგის წყალობით დაიბეჭდა.

ეს წიგნი არ არის ჩვენამდე მოღწეული, ამიტომ მის პირველ ნაბეჭდ პროდუქციად ითვლება 1445 წელს გამოცემული ”ფრაგმენტი განკითხვის დღისა”. 1455 წელს კი მან დაბეჭდა ე.წ. 42 სტრიქონიანი,”გუტენბერგის ბიბლია”,რომელიც იმაზე მეტჯერ გამოიცა,ითარგმნა და გაიყიდა ვიდრე სხვა რომელიმე წიგნი…აი ისიც-

პირველი ქართული წიგნი კი 1629 წელს დაიბეჭდა ქალაქ რომში.ეს იყო ”ქართული ანბანი ლოცვებითურთ”.


1709 წელს კი ვახტანგ მეექვსემ საქართველოში დააარსა სტამბა.პირველ ქართულ სტამბაში პირველ წიგნად ”სახარება” დაბეჭდეს.მოგვიანებით,1712 წელს,აქვე გამოიცა პირველად ”ვეფხისტყაოსანი” (11000-დან 21 ცალია შემორჩენილი)

რაც შეეხებათ ოკუპანტების ( ) 1653 წელს ივანე მეოთხის ბრძანებით მოსკოვში დაიწყო პირველი რუსული სტამბის მშენებლობა, სადაც დაიბეჭდა პირველი წიგნი ”მოციქულთა”…

Category: სტატიები | Views: 1157 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ალასკა როგორც იცით აშშ_ის ერთ-ერთი შტატია.ამ პოსტში არ იქნება ალიასკის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე და აღწერზე საუბარი.ეს პოსტი იმის შესახებაა თუ როგორ ჩაიგდო ამერიკამ "ჩალის ფასად” ეს წიაღისეულით მდიდარი ტერიტორია.ბევრს ალბად ამის შესახებ არაფერი გაუგია.

პირველი დასახლებები ალასკის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-16 ათასი წლის წინ გაჩნდა,როცა აქ დასახლდნენ ციმბირის ტერიტორიიდან წამოსული ესკიმოსები და ალუეტები.
ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ პირველი თეთრკანიანი ადამიანები ვინც ფეხი დადგა და ალასკის შესწავლა დაიწყო იყვნენ რუსები შესტაკოვი და პავლუცკოვი.

 ეს მოხდა 1729-1735 წლებში.ასევე ბერინგმაც მოაწყო ალასკაზე ექსპედიცია.ეს ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა-უფრო სწორედ კი კონტროლდებოდა რუსეთ-ამერიკის სავაჭრო კომპანიის მიერ.
რუსეთს 1850-60 წლებში მწვავე ფინანსური პრობლემები ჰქონდა,ამიტომ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე იძულებული გახდა როტშილდისგან(ცნობილი ბიზნესმენი) 15 მილიონი სტერლინგი აეღო ვალად(5%_იანი განაკვეთით).


ამ ფულმა ფინანსური პრობლემები მართალია მოუგვარა რუსეთს,მაგრამ ამ ვალის გადახდის ვადა ახლოვდებოდა.იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება-გაეყიდათ ალასკის ტერიტორია და ამ თანხით დაეფარათ ვალი.

ისმის კითხვა-რატომ ალასკა და არა სხვა ტერიტორია?

საქმე იმაშია რომ ალასკის ტერიტორია საკმაოდ დაუცველი იყო და რუსეთს უჭირდა მისი კონტროლი.ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის გაყიდვა.

1866 წელს ალექსანდრე მეორემ მოიწვია კრება,რომე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1353 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


ჰოლანდიელი უდიდესი მხატვარი

Rembrandt Harmenszoon van Rijn დაიბადა 1606 წლის 15 ივლის–ქალაქ ლეიდანში ნიდერლანდებში. მისი შემოქმედების ხანა დაემთხვა ჰოლანდიის ოქროს ხანის პერიოდს. იგი თავიდანვე ცნობილი იყო როგორც პორტრეტების მხატვარი. იგი თავის სიცოცხლეშივე ძალიან ცნობილი იყო და მისი ნახატები ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობდა.
მე პირადად ძალინ მომწონს მისი შემოქმედება და გენიოს მხატვრად ვთვლი. გთავაზობთ რამოდენიმე სურათს და თქვენ განსაჯეთ.

Category: სტატიები | Views: 1137 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


თამარის მეფობის დრო საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა ციხე-კოშკები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები და ხიდები. ეს პერიოდი XII საუკუნის ბოლო XIII-ს დასაწყისი, ითვლება ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის რენესანსად.

ამ დროს შეიქმნა გენიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი”, აიგო გეგუთის, ბეთანიის, ყინწვისის, უდაბნოსა და სხვა მრავალი ტაძარი. მათ შორის ყველაზე უფრო დიადი და საკვირველი – ვარძია , რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ თამარის მამამ მეფე გიორგი III-მ დაიწყო და თამარ მეფემ დაასრულა.

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ. თუმცა ვარძია ღრმად არის კლდეში გამოკვეთილი, მაგრამ მას არც დღის სინათლე და არც ანკარა წყარო აკლია. კლასიკურად ნაგები წყალსადენი მეზობელი მთებიდან უხვად აწვდის მას წყაროს ცივ წყალს. იშვიათი სანახავია თლილი ქვისგან ნაგები მთავარი ტაძარი, რომელსაც თამარის ფრესკა ამშვენებს ( დღეს დღეობით შემორჩენილია თამარის მხოლოდ 4 ფრესკა), მას ხელში ეკლესიის მაკეტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2080 | Added by: Snookie | Date: 09.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები