პარასკევი, 26.04.2024, 17:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 17

ელდარ შენგელაია – Eldar Shengelaia (1933)

ელდარ ნიკოლოზის ძე შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). 1957 – 1959 წლებში კინოსტუდია "მოსფილმი” – კინორეჟისორია. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი” – კინორეჟისორი. 1976 – 1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.


1990 – 1992 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი

(1992), 1992 – 2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი


დაჯილდოებულია საქართველოს ლენინური კომკავშირის (1967), სსრკ სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის (1976) და ლენინის (1986) ორდენები.


1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის.

სარეჟისორო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1216 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010


  

სერგო ზაქარიაძე თამარ ციციშვილი


 

სერგო ზაქარიაძე და ნატო ვაჩნაძე.


Category: ენციკლოპედია | Views: 1985 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

სერგო ზაქარიაძე თავისი შემოქმედების აღმართზე გარდაიცვალა. იგი ერთმანეთის მონაცვლეობით ახალ და ახალ დიდოსტატურ სახეებს ქმნიდა, ხოლო მისი სახელი, რომელიც ადრევე მეტად ჟღერადი იყო, ნელ-ნელა უფრო მეტ სივრცეებს იპყრობდა.

ამიტომ მოულოდნელი და მტკივნეულად გულდასაწყვეტი იყო მისი სიკვდილი: 61 წლის მსახიობი სცენასა და ეკრანს ისე ტოვებდა, ალბათ, ერთ კაცსაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ მისი საუკეთესო როლები ჯერ კიდევ წინ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მიწურულს მას პატრიარქისა და პატრონის იერი დაჰკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლო წლებში თბილისის ქუჩებში ხანდახან დიდი თეთრი წვერით დადიოდა, იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა, და ამის გაცნობირებასაც გაკვირვება მოჰყვა, მით უმეტეს, როცა პირველ ნეკროლოგებში – შეცდომის თუ დაუდევრობის გამო – ნამდვილზე უფრო ნაკლები ასაკი გაკრთა (თუმცა კომპარტიის გენერალური მდივნის ხელმოწერილმა და „პრავდაში" დაბეჭდილმა ნეკროლოგმა – როგორც ყველაფერმა, რაც პოლიტბიუროდან ex cathedra მოდიოდა – საკითხში გარკვეულობა შეიტანა).

მაყურებელი შეჩვეული იყო მის ხანგრძლივ სამსახიობო გზას, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ შემოქმედებითი განვითარება ამოწურული, დამთავრებული, დასრულებული არ იყო. შესაძლოა ამის გამოც მისი სიკვდილი ასახსნელად და გასაგებად ძნელი აღმოჩნდა. ამიტომ, როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მიზეზების ძიებისას თუ შეთხზვისას, ლეგენდები რეალობას გადაეჯაჭვა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1351 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

სერგო ზაქარიაძე დაიბადა 1907 წელს ქალაქ ბაქოში, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მალე იგი მშობლებთან ერთად ზესტაფონში გადადის საცხოვრებლად, 1922 წელს სერგო თბილისშია, აკ. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში აბარებს გამოცდას, მაგრამ მცირე ასაკმა ხელი შეუშალა ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ორი წლის შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.

1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი. 1932 წელს სერგო ზაქარიაძე თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის მარჯვენა გარემარბია.
1926 წლიდან იწყება ს. ზაქარიაძის აქტიური მოღვაწეობა

. იგი მუშაობს ქუთაისის და თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ხოლო 1956 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია; 1969 წელს სათავეში ჩაუდგა მას, როგორც თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მეთაურობით ქართული თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა _ თეატრმა გასტროლები გამართა რუმინეთისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებში.


ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.


1946 წელს მსახიობს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1958 წელს ქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1324 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

2 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს "ურიელ აკოსტა” 80 წელი შეუსრულდა!
"ურიელ აკოსტას” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ის თვით კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულ შედევრებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.


ამ პიესის პირველი დადგმა განხორციელდა 1929 წელს. მას შემდეგ ოთხჯერ განახლდა: ორჯერ ვერიკო ანჯაფარიძემ განაახლა (1962;1972), ორჯერ – სოფიკო ჭიაურელმა (1991; 2006).
სპექტაკლი "ურიელ აკოსტა” ქართულ სცენაზე 80 წელია ცოცხლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საუკუნეს გაუძლო. საქართველოში სპექტაკლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მეორე მაგალითი ჯერ არ არსებობს.


ამ პიესის სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა არამარტო კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულმა გადაწყვეტამ, პეტრე ოცხელის სასცენო მხატვრობამ, უდიდესი მსახიობების მონაწილეობამ, არამედ პიესის კლასიკური თემატიკის აქტუალურობამაც. ეს სპექტაკლი დღესაც ანშლაგით მიმდინარეობს და საკმაოდ მიმზიდველია ყველა თაობისათვის, მათ შორის ახალგაზრდობისთვისაც.
მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, სოფიკო ჭიაურელის მიერ მეორედ აღდგენილი დადგმის შესახებ.
პიესა სულის თავისუფლებაზეა, ორი დიდი რელიგიის-იუდაიზმისა და ქრისტიანობის აზრობრივ-დოგმატურ დაპირისპირებაზე და ამის ფონზე განვითარებულ მარადიული სიყვარულის მსხვერპლად შეწირვაზე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1575 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1951 წელს დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. მხატვრული სახეების სრულყოფისათვის შესანიშნავად იყენებს თავის.


მდიდარ ვოკალურ მონაცემებს. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი”), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), მექი დანა (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა”), თედო (გ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები”), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა”), კირილე მიმინაშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა”) და სხვა. ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე _ პ. კაკაბაძის "ყვარყვარე”, აზდაკი _ ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე”, რიჩარდ III, მეფე ლირი _ უ. შექსპირის "რიჩარდ III”, "მეფე ლირი”). გადაღებულია კონოფილმებში, მათგან აღსანიშნავია: არქიტექტორი შოთა ("ჭრიჭინა”, 1954), დიანბეგი ("ლონდრე”, 1963), ლუკა ბაბუა ("ნერგები”, 1973, რისთვისაც მიენიჭა მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის), ვაჭარი ("ვერის უბნის მელოდიები”, 1975), მამაო ოხროხინე ("ნატვრის ხე”, 1978), აბდულა ("შეყვარება ერთი დანახვით”), სტალინი ("გამარჯვება” 2 სერიად) და სხვა.


1972 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1975 წელს _ კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1321 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა – დიმიტრი თაყაიშვილი გახლდათ თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. დედა – მარიამ თაყაიშვილი.


სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის ,,მოგზაური დასის” ერთერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა "ყვავილთა შორის”. ერთ-ერთი ყვავილის როლზე მან მიიწვია დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა სესილია.

სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.
1923-26 წლებში სესილია სწავლობდა თბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა "მზეთამზე”).


1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.


სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2466 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

     


Высшая точка
г. Джомолунгма (8848 м)
Расположение
Индия, Непал, Китай, Пакистан, Бутан

Расположение
Индия, Непал, Китай, Пакистан, Бутан
Протяжённость
2900 км км
Ширина
350 км км
Период создания
меловой
Породы

осадочные, офиолиты


Гимала́и (санскр. हिमालय, himālaya?, «оплот снегов», хинди हिमालय, непальск. हिमालय, кит. 喜馬拉雅山脈) — высочайшая горная система Земли. Гималаи расположены между Тибетским нагорьем (на севере) и Индо-Гангской равниной (на юге); резко выраженный климатический и природный рубеж между горными пустынями Центральной Азии и тропическими ландшафтами Южной Азии.

Гималаи раскинулись на территории Индии, Непала, Китая (Тибет), Пакистана, Бутана.

Горная система Гималаев на стыке Центральной и Южной Азии имеет свыше 2400 км в длину и около 350 км в ширину. Средняя высота гребней около 6000 м, а максимальная 8848 м [1] — гора Джомолунгма (Эверест). Здесь находится 10 вершин высотой более 8000 метров над ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1271 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები