01:42 ოგიუსტ რენუარი | |
ოგიუსტ რენუარი იმპრესიონიზმის ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ის დაიბადა 1841 წლის 25 თებერვალს ქ. ლიმოჟში, საფრენგეთში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული. ის, ხატვის გარდა, კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. ის 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონე, ალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო 1870-იანი წლები არის რენუარის იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი. 1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან. მათ შორის იყო მისი ძმა ედმონი, რომელიც ჟურნალის გამომცემელი იყო. მას ასევე ეხმარებოდა ყოველდღიური ჟურნალის მფლობელი ჟორჟ შემპატიე. 1883—87 წლებში მისი შემოქმედება განიცდის კრიზისს, იგი უარს ამბობს იმპრესიონისტულ მანერაზე და მუშაობს მკაცრ სტილში. ამ პერიოდს რენუარის შემოქმედებაში „მშრალ პერიოდს" ან „ენგრის პერიოდს" უწოდებენ. 1892—95 წლებს რენუარი ატარებს ზაფხულს ზღვისპირა ქალაქ პონტავენში, რომელიც მხატვართა შორის პოპულარული იყო. აქ პოლ გოგენმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობდა. მათ შორის იყო რენუარიც. ამ პერიოდში მან დაიწყო ქანდაკებების კეთებაც. ამისათვის მან „სხვისი ხელები გამოიყენა". ახალგაზრდა ესპანელი მოქანდაკე, რიჩარდ გვინეო ძალიან დამჯერი და მონდომებული ასისტენტი აღმოჩნდა. ის რენუარის ჩანახატებს სამუშაოს დაწყებისათვის იყენებდა, ხოლო შემდეგ რენუარი კარნახობდა „ყოველ ნაბიჯს". | |
|