შაბათი, 27.04.2024, 18:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ხატია ბუნიათიშვილი-ქართველი პიანისტი.
11:37
ხატია ბუნიათიშვილი-ქართველი პიანისტი.

2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ( პროფ. თენგიზ ამირეჯიბი). ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია(პროფ. ოლეგ მაიზენბერგი).

6 წლის ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას — როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის Champs-Élysées-ს თეატრი , ლუვრის აუდიტორიუმში , Salle Cortot, Salle Gaveau, ვენის Konzerthaus და Musikverein , მონაკოს ოპერა, სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვ.

ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში როგორიცაა: "Verbier Festival", "Progetto Martha Argerich", "Menuhin Festival Gstaad", "Sommets Musicaux de Gstaad" "Musicales de Compesières "შვეიცარია, გიდონ კრემერის "Internationales Kammermusikfest Lockenhaus” (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური "Elba isola musicale d’Europa” - იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), "Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil" (პარიზი), "Chamber Music Connect the World 2008” - კრონბერგ აკადემია (გერმანია), "შემოდგომის თბილისი”, "Musical Olympus International Festival”,სანკტ-პეტერბურგი და სხვ.

ხატია ასრულებდა სხვადასხვა სიმფონიურ ორკეტრებთან ერთად (UBS ვერბიე ფესტივალის, ისრაელის და სანკტ პეტერბურგის ფილარმონიული, არტურ რუბინსტეინის ფილარმონიული, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრები).

ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. მათ შორის მნიშვნელოვანია: პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია და სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის", 2005, თბილისი); არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: „შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის" და „მსმენელის სიმპატია", 2008, თელ-ავივი).

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები