ორშაბათი, 29.04.2024, 11:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » შვილების მოვალეობანი მშობელთა წინაშე.
01:49
შვილების მოვალეობანი მშობელთა წინაშე.
 თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენმა მშობლებმა ჩვენთვის, განგვაცვიფრებს ჩვენი ვალის განუზომლობა (წმ. ამბროსი მედიოლანელი). გაიხსენე, რამდენი რამ გადაუტანიათ შენთვის მშობლებს, როგორი სიფრთხილით გატარებდა მუცლით, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშვა, განგასპეტაკა, ძუძუს გაწოვებდა, შეგმოსა; რამდენი უძილო ღამე გაუტარებია; როგორ დაუცხრომლად შრომობდა მამაშენი, რათა გამოეკვებე: იხარებდე, თუკი შეგიძლია სამაგიერო მიუზღო მშობლებს იმ შრომისათვის, შენთვის რომ გასწიეს.

მშობლებისადმი პატივისცემა არამარტო ვალია ჩვენი, არამედ სარგებელიც. მათგან მოგვეცა ცხოვრება და მათდამი პატივისცემით ვიდღეგრძელებთ, რამეთუ მშობლისადმი პატივისცემა ერთ-ერთი პირველია აღთქმისეულ მცნებათა შორის (ეფეს. 6, 2).

შვილებო! ათასწილ გაუფრთხილდით მშობელთა ლოცვა-კურთხევას, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას (ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტი).

საკუთარი შვილების ქება პატივმოყვარეობის ნიშანია; დედ-მამის კიცხვა, საკუთარი თავის კიცხვის ტოლფასია.

როგორც მოეპყრობი მშობლებს, ასევე მოგეპყრობიან შვილები.

ვინც რითი შესცოდავს, მეტწილად იმგვარადვე მიეზღვება.

უფალი უმადურ შვილებს ხშირად მათი შვილების უმადურობით სჯის.

მოექეცი მშობელს ისე, როგორადაც გსურს, რომ შენი შვილები მოგექცნენ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1084 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები