ორშაბათი, 29.04.2024, 16:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » აფხაზი მწერლები – Abkhaz Writers.
17:18
აფხაზი მწერლები – Abkhaz Writers.


                გიორგი შერვაშიძე.


აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟი. ქართული ენა იყო მისი მეორე ენა, ამიტომ კარგად იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს.

60-იანი წლების დასაწყისში თბილისის მეფისნაცვლის ადიუტანტი იყო. რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1866 წელს ამბოხებულმა აფხაზებმა მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ ამბოხება ჩაახშეს და შერვაშიძე რუსეთში გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში, მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა.

შერვაშიძე იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდში ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

70-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში ("დროება”, "ივერია”, "სამშობლო”, თეატრი და ცხოვრება”). აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. 1881 წელს თბილისში დაიდგა მისი პიესა "მომაკვდავნი სურათნი”, 1915 წელს – "გიორგი მესამე”, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითიც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1554 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები