ორშაბათი, 29.04.2024, 16:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ხათუნა ტეხოვა – მე უცხოტომელს მომენატრა ქართული სევდა.
20:14
ხათუნა ტეხოვა – მე უცხოტომელს მომენატრა ქართული სევდა.

                                        კულბითი. სამაჩაბლო.


ხათუნა ტეხოვა – Khatuna Tekhova

მე უცხოტომელს
მომენატრა ქართული სევდა
მე არაქართველს
სიყვარული მუდამ თან მდევდა

და უცხოეთში დავუჩოქე
წმინდა ნინოს ხატს,
გვედრებ წმინდანო,
შენ მოხედე ამ გატანჯულ ხალხს

ნუ დამიკარგავ სათაყვანო
ბავშვობის ხანას,
ერთ დროს სამშობლოს
და ახლა კი უცხო ქვეყანას

წმინდაო ნინო, ევედრე ღმერთს
მისვე შვილებზე
დაკარგულებზე… დაბნეულებზე…
ვით "შეშლილებზე”!!!!

ხათუნა ტეხოვა

ეს ლექსი ხათუნამ სტუდენტობის დროს დაწერა, 1990-1991 წლებში… მაშინ უკვე ვლადიკავკაზში სწავლობდა და საშინლად განიცდიდა თბილისიდან წასვლას…
იქაურობას ვერ ვეგუებიო, წერდა… ჩემი მშობლებისათვის არ უნდა დამეჯერაო, ამბობდა…
როგორია, იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენდი და მერე, იმის გამო რომ ხარ ოსი უნდა წახვიდე საცხოვრებლად ქალაქში სადაც თითქმის არავის არ იცნობ… ახალი გარემო და რაც მთავარია, წახვედი არა შენი სურვილით, არამედ იძულებით…
შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვთვლი რომ ამ ლექსით მან კველა იძულებით წასული ოსის გულის ტკივილი გვითხრა, ანუ ის, რომ მათ მთელი გულით უყვართ საქართველო და სადაც არ უნდა იყვნენ ის მაინც მათ სამშობლოთ რჩება…

ლექსი და კომენტარი მოგვაწოდა კახაბერ ჯაყელმა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1112 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები