ორშაბათი, 29.04.2024, 00:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 15 » გაბრიელ გარსია მარკესი.
12:36
გაბრიელ გარსია მარკესი.

    

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.

გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.სექციების სია.



ცხოვრება და შემოქმედება 

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" და "სიყვარული შავი ჭირის დროს". ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი "მარტოობის ასი წელიწადი" გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაბოდიან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, "ლა რეპუბლიკა"–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა..


რომანები .
1962 – ავბედითი საათი (La mala hora)
1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien años de soledad)
1975 – პატრიარქის შემოდგომა (El otoño del patriarca)
1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Crónica de una muerte anunciada)
1985 – სიყვარული შავი ჭირის დროს (El amor en los tiempos del cólera)
1989 – გენერალი მის ლაბირინთში (El general en su laberinto)
1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del amor y otros demonios)
მოთხრობები და ნოველები [რედაქტირება]
1947 – ცისფერი ძაღლის თვალები (Ojos de perro azul)
1955 – ფოთლების ქარიშხალი (La hojarasca)
1961 – პოლკოვნიკს არავინ სწერს (El coronel no tiene quien le escriba) (თარგმნა თეა გვასალიამ)
1962 – დიდედის დასაფლავება (Los funerales de la Mamá Grande)
1968 – ძალიან მოხუცი კაცი უზარმაზარი ფრთებით (Un señor muy viejo con unas alas enormes)
1978 – დაუჯერებელი და სამწუხარო ამბავი უმწიკვლო ერენდირასი და მისი გულქვა დედინაცვალისა (La increíble y triste historia de la cándida Eréndira y de su abuela desalmada)
1992 – ყარიბი პირიგრიმები (Doce cuentos peregrinos)
1995 – მოხდენილი დამხრჩვალი მამაკაცი თანამედროვე სამყაროში
2004 – სევდიანი მეძავების მემუარები (Memoria de mis putas tristes)
არამხატვრული [რედაქტირება]
1970 – დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი (Relato de un náufrago)
1986 – მიგელ ლიტინის იატაქვეშა თავგადასავლები ჩილეში (Las Aventuras de Miguel Littín Clandestino en Chile)
1996 – ბავშვის გატაცების უწყება (Noticia de un secuestro)
2002 – იცხოვრო, რათა წერო (Vivir para contarla)

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1135 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები