ორშაბათი, 29.04.2024, 19:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ჰაიკუ
19:42
ჰაიკუ

ქლიავის ბაღი, ჰიროშიგე, 1857 წ.


აყვავილდნენ ბაღები,
თეთრმა წაშალა რუხი.
მსუბუქი სული.

ჰაიკუ ტრადიციული იაპონური ლირიული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე ჟანრია. ჰაიკუ უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსია, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა.

კლასიკური ჰაიკუ გამოხატავს ადამიანის შინაგანი სამყაროს ურთიერთობას ბუნებასთან, ამასთან აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს. მაგალითად, ”ალუბლის ყვავილობა”, ან "ატმის ყვავილობა” გაზაფხულს აღნიშნავს, ”თოვლი”-ზამთარს, ”კოღოები” -ზაფხულს.
ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე”. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. პოეტი არ აღწერს, არამედ მკითხველის ფანტაზიას ამოძრავებს, რომ მასში გამოიწვიოს გარკვეული სურათი. ჰაიკუსთვის არაა დამახასიათებელი რითმა, როგორც ევროპული გაგება, რადგან აქ გამოიყენება ლექსის შექმნის სხვა პრინციპები.

ჰაიკუს პოეტებიდან აღსანიშნავია ბაშო, კიოში ტაკაჰამა. ჰისაჯო სუგიტა, იოსა ბუსონი, კოი ნაგატა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1275 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები