ლი ბო. ლი ბო, ასევე ლი ტაიბო (李白, ლი ბაი, ლი პო) (დ. 701— გ. 762) — ტანის დინასტიის პერიოდის ჩინელი პოეტი.
ცნობილი როგორც უკვდავი პოეტი (詩仙), ლი ბოს ხშირად დუ ფუსთან ერთად ჩინეთის ლიტერატურის ისტორიაში ორ უდიდეს პოეტად მოიხსენიებენ. დღემდე შემონახულია მის 1100-ზე მეტი ნაწარმოები. პირველი თარგმანები დასავლურ ენებზე პირველად გამოქვეყნდა 1862 წელს მარკიზ დ'ერვი დე სენ-დენის მიერ მის კრებულში Poésies de l'Époque des Thang.
|