ორშაბათი, 29.04.2024, 16:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » დელი.
20:52
დელი.

დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی‎, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — ქალაქური აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ეს სახელი ასევე მიუთითებს ეროვნული დედაქალაქის ტერიტორიას, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტია. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და ამგვარად პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი - ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც ამჟამად 18 მილიონს აღემატება. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან. 1639 წელს მუღალთა იმპერატორმა შანჯაჰანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).

ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1947 წელს, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია..

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 995 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები