ორშაბათი, 29.04.2024, 12:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ტიბეტი.
21:35
ტიბეტი.

ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა მე-7 ს-ში. მე-13-14 სს-ში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ. მე-17 ს-ში ბუდისტური (ლამაისტური) სექტის მეთაური გელუგპა დალაი-ლამა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ტიბეტი ჩინეთისა და მონღოლეთის ყურადღების ობიექტი გახდა. ამ პაექრობაში იმარჯვეს ჩინელებმა და ლჰასაში მცირე გარნიზონი ჩააყენეს, ამასთან დალაი-ლამას შეუნარჩუნეს სუვერენობა შიგა საქმეებში.

1904 ტიბეტში შეყვანილ იქნა ინგლისელთა ჯარები რუსეთის ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. 1910 წელს ჩინეთი ემზადებოდა ტიბეტში შესაჭრელად, მაგრამ რევოლუციამ ჩაშალა მათი გეგმები. ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებულ იქნა. წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ჩაუდგა დალაი-ლამა XIV, დაიწყო პარტიზანული ბრძოლა, რომელიც 1959 წელს ჩაახშვეს. დალაი-ლამამ ინდოეთს შეაფარა თავი. 1965 წელს შეიქმნა ავტონომიური რაიონი. გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო ტიბეტში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

ტიბეტი (ტიბ. བོད་ Bod) — ისტორიული სახელმწიფო ტიბეტის პლატოზე, ახლა ჩინეთის შემადგენლობაში ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის საშუალო სიმაღლეა 4,900 მეტრი ზღვის დონიდან და იგი დედამიწაზე უმაღლესი რეგიონია. მისი ეპითეტია ”სამყაროს სახურავი”.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1380 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები