10:41 უფთხილდით IE-ს. | |
გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer. BSI-ის განცხადებით, ეს ზომები არ არის საკმარისი მომხმარებლების დასაცავად. მას შემდეგ რაც იმავე დოკუმენტში Microsoft გვარწმუნებდა, რომ მათ ბრაუზერზე მხოლოდ "შეზღუდული რაოდენობის შეტევები" იყო დაფიქსირებული, კომპანია მზად არის დაარღვიოს განახლებების გამოსვლის გრაფიკი - "go out-of-band" - ხარვეზის აღმომფხვრელი განახლების რაც შეიძლება მალე მოსაწოდებლად. ტრადიციულად, Microsoft უშვებს განახლებებს ერთად, პაკეტების სახით. ეს ხდება ყოველ სამშაბათს, რომელიც ცნობილია როგორც "Patch Tuesday" (ნაკერების სამშაბათი:-). | |
|