პარასკევი, 26.04.2024, 20:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24


1)არაგიშვილი გიორგი .

2)ტოტოღაშვილი ნიკა.

3)შინდელაშვილი ნათია.

4)მეზურნიშვილი დეა.

5)მეზურნიშვილი მარიამი.

6)ტოტოღაშვილი ნანა.

Category: შინდისი | Views: 1227 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

თამაშის საუკეთესო მოთამაშე თიკო გალუაშვილი..


Category: წყნეთი | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

შხარა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან - მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.



აფრიკის უმაღლესი წერტილია კილიმანჯარო.


მსოფლიოში უდიდესი უდაბნო არის ანტარქტიდა, ხოლო უდიდესი ქვიშიანი უდაბნო საჰარა.


მსოფლიოში უდიდესი ტბა არის კასპიის ზღვა.


წყნარ ოკეანეში დაახლოებით 25000 კუნძულია.
ოთხი უდიდესი კუნძული რომელზედაც განლაგებულია იაპონია არის ჰოკაიდო, ჰონსიუ, კიუსიუ და სიკოკუ.


მდინარე დუნაიზე მდებარეობს ოთხი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი, ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.
ყაზახეთის ახალი დედაქალაქი 1998 წლიდან არის ასტანა.



 


Category: ენციკლოპედია | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ეგზისტენციალიზმი.

ეგზისტენციალიზმი - ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ჩაისახა პირველი მსოფლიიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. მოაზროვნე, რომლის პირადმა რელიგიურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე სორინ კირკეგორია. ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ და ჰუსერლიმ.


ჟან-პოლ სარტრი.


კარლ იასპერსი.

ფილოსოფია.


განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს. თუმცა შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი არსებითი ნიშანი, რომელიც საერთოა ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებისთვის:
ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი.

აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახე. ადამიანს კი არა აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია.
ადამიანური ეგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1533 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

ეტიმოლოგია.

ინგლისური სიტყვა "holocaust" გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს "სრულად დაწვას". ინგლისური ტერმინი "holocaust" დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

ჰოლოკოსტის განმასხვავებელი ნიშნები.


შეგნებული ცდა მთელი ეროვნების სრული განადგურებისა, რომელმაც ევროპის 60% ებრაელის და მსოფლიოს თითქმის 35% ძირითადად ევროპელი მოსახლეობის განადგურებამდე მიიყვანა. ასევე ბოშების მეოთხედი თუ მესამედი მოსახლეობის, დაახლოებით 10%-ის, უფრო მეტად ინტელიგენციისა. განადგურებული იქნა ასევე 50 ათასამდე სულით ავადმყოფი და ინვალიდი, 2 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე (ძირითადად შიმშილით), 10-დან 25 ათასამდე ჰომოსექსუალი, ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1239 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

სომხების გენოციდი — 1915—1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის განადგურება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით ამ წლებში რამდენიმე ასეული ათასიდან ორ მილიონამდე სომეხი დაიღუპა.


„სომხების საკითხის" წარმოშობა 1877—1878 წ. 

ოსმალეთის იმპერია, რომელმაც თითქმის 500 წელი იარსება, ატარებდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ასიმილაციის პოლიტიკას. სომხების გარდა ოსმალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები, ხორვატები, ქურთები და არამუსლიმანური აღმსარებლობის სხვა ხალხები. მათი ასიმილაციის — ანუ გათურქებისა და ისლამზე გადაყვანის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურების იდეა, ოსმალეთის იმპერიის სულთნებში ყოველთვის არსებობდა და რეგულარულად ხორციელდებოდა.

1895—1896 წლებში თურქი სულთნის მიერ პროვოცირებულ იქნა სომხური მოსახლეობის განადგურება, რის შედეგადაც, სხვადასხვა შეფასებით, დაიხოცა 100-დან 200 ათასამდე სომეხი. მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების პროტესტმა შეძლო ბოლო დაედო გენოციდს .

1907 წელს "ახალაზრდა თურქებმა" ჩაიგდეს თურქეთის ხელისუფლება ხელში. "ახალგაზრდა თურქების" პარტია ოფიციალურად პანთურქიზმის (პანთურქიზმი — პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ყველა თურქი ხალხის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ისახავდა მიზნად) იდეოლოგიის იყო, ან „დიდი თურანის" თეორიის. პანთურქისტების მიზანი იყო თურქული იმპერიის შექმნა ბალკანეთიდან ალტაიმდე.

არამუსულმანი ხალხის განადგურების ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2144 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

გენოციდი

გენოციდი (ბერძნ. genos – ჯიში, თემი და ლათ. caedo – ვკლავ), საერთაშორისო სამართალში – ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განადგურება რასისტული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, ასევე მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გათვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ ამ ჯგუფების ფიზიკურ განადგურებაზე. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.

მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.

თავად ტერმინი "გენოციდი" ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა.პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წლის დეკემბერში მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაულისა ადამიანის მიმართ.

გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხილსმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)

რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.

XX ს-ის ყველაზე ცნობ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1561 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრაკაანსა და ზულუს ენებზე: დურბანის სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობისთვის.


აპართეიდი

წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრაკაანსა და ზულუს ენებზე: დურბანის სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობისთვის.

აპართეიდი (ნიშნავს " განცალკევებას" აფრიკაანსზე) -- სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948 - 1990 წლებში. აპართეიდის ქვეშ რასები დანაწევრებული იყვნენ და შავკანიანებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ე.წ. "თეთრ" სამხრეთ-აფრიკაში.

დისკრიმინაცია.

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანაწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ.

მიზოგინია.

მიზოგინია (ბერძნ.: misos - სიძულვილი, და gyne - ქალი) ქალთმოძულეობა, ქალთა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია. ქალთა წინააღმდეგ სექსიზმსა და მიზანდრიასთან (მამაკაცთმოძულე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1256 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ბაგრატის ტაძარი.

ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში.


ისტორია.

ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.

არქიტექტურა .


ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1216 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

კელნის საკათედრო ტაძარი

კელნის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 292
რუს. • ინგლ. • ფრ.


კელნის საკათედრო ტაძარი (გერმ. Kölner Dom, სრული სახ. Hohe Domkirche St. Peter und Maria) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კელნის უმთავრეს ღირშესანიშნაობად ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან, მისი დასრულების შემდგომი დროიდან მოყოლებული. კათედრალს მართავს რომის კათოლიკური ეკლესია და აქ მდებარეობს კელნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია.

1880 წელს ტაძრის ქიმების დასრულებიდან, კათედრალი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყოს ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მას სიმაღლეში ვაშინგტონის მონუმენტმა გაუსწრო (ქ. ვაშინგტონში). ის ასევე მსოფლიოს უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი შენობა იყო პარიზში 1889 წელს ეიფელის კოშკის დასრულებამდე. კელნის კათედრალის დასავლეთის ფასადი უდიდესია სხვა მსგავს ტაძართა შორის და ის დღემდე რჩება სიდიდით მეორე გოთურ ნაგებობად მსოფლიოში. ამ მხრივ მას მხოლოდ ულმის მიუნსტერის კოშკი უსწრებს.


ლეონ-ვიეხოლეონ–ვიეხო*
იუნესკოს მსოფლიო მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1462 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

აკროპოლისი.


ათენის აკროპოლისი.

აკროპოლისი (ბერძნ. ἀκρόπολις > ἀκρό – ზემო, πολις – ქალაქი) ძველბერძნულ ქალაქებში ყველაზე მაღალ ადგილზე აგებული სიმაგრე.

აკრძალული ქალაქი.


უზენაესი ჰარმონიის ტაძარი აკრძალულ ქალაქში.

აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 紫禁城; ნიშნავს "მეწამულ აკრძალულ ქალაქს") მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

ამჟამად სასახლის მუზეუმად არის ცნობილი. კომპლექსს 720.000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8.000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც "მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე". სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასტან ტიანანმენის კარიბჭე აკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1309 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დიდი კანიონი.


დიდი კანიონი.

დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელიც განლაგებულია კოლორადოს პლატოზე, შტატ არიზონაში, აშშ. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე (კილომეტრამდე სიმაღლის სივრცეში). კანიონის საშუალო სიღრმე შეადგენს 1600 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება.

ტურიზმი .

დიდ კანიონს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ათვალიერებს. ტარდება ექსკურსიები თვითმფრინავითა და ვერტმფრენებით. კანიონი დასერილია მრავალი ვიწრო და განიერი ბილიკით. განვითარებულია საწყლოსნო ტურები. გახსნილია მუზეუმები, რომლებიც კანიონის გეოოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.






Category: ენციკლოპედია | Views: 1020 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ექსპო-67 — მსოფლიო ექსპოზიცია, რომელიც 1967 წელს ჩატარდა მონრეალში, კანადა, კანადის კონფედერაციის 100 წლისთავზე.

ექსპოზიცია ყველაზე წარმატებული მსოფლიო გამოფენა გახდა XX საუკუნეში, 50 მილიონზე მეტი დამთვალიერებელით 62 მონაწილე ქვეყნიდან. მან ასევე რეკორდი დაამყარა ერთ დღეში მოსული მნახველებით — გამოფენის გახსნიდან მესამე დღეს აქ 569 ათასი დამთვალიერებელი მოვიდა.


1967 წლის ექსპოზიციის ჩატარება თავდაპირველად საბჭოთა კავშირში იყო გამიზნული ოქტომბრის რევოლუციის 50 წლის თავზე, თუმცა რაღაც მოსაზრებების გამო საბჭოთა კავშირმა ღონისძიება გააუქმა, რის გამოც საორგანიზაციო კომიტეტმა მასპინძლად კანადა აირჩია.

გამოფენას მრავალი გამოჩენილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, პრინცესა გრეის კელი, რობერტ კენედი და ჯაკლინ კენედი, საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი, ბინგ გროსბი და მარლენ დიტრიხი.

გამოფენის ძირითადი ღირსშესანიშნაოებები იყო საბჭოთა და ამერიკკული პავილიონები. გამოფენას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საბჭოთა პრესამ და ტელევიზიამ. ექსპოზიციის დასრულების შემდეგ საბჭოთა პავილიონი თავიდან ააწყვეს და გამოფინეს ვედეენხას ტერიტორიაზე, ამერიკული პავილიონი 1970-იან წლებში ხანძარმა იმსხვერპლა, თუმცა ის მოგვიანებით აღადგინეს. საბჭოთა პავილიონი ასევე ყველაზე მეტ დამთვალიერებელს იპყრობდა (სულ 12 მილიონი).

Category: ენციკლოპედია | Views: 1009 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

საბჭოთა პავილიონს აგვირგვინებდა ვერა მუხინას მუშისა და გლეხის უზარმაზარი ქანდაკება.

თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ექსპოზიცია (Exposition Internationale des Arts et Techniques dans la Vie Moderne) — საერთაშორისო გამოფენა, ჩატარდა 1937 წელს პარიზში, საფრანგეთი.

გამოფენები.


გამოფენათაგან ყველაზე თვალსაჩინო იყო ესპანური პავილიონი. ექსპოზიცია ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ჩატარდა და ესპანეთის მეორე რესპუბლიკაში გაჩაღებული ბრძოლების მკაფიო ასახვა ამ პავილიონში პაბლო პიკასოს განთქმული ფერწერული ტილო "გერნიკა" იყო, რომელშიც ომის საშინელებებია აღბეჭდილი.

ორ სხვა აღსანიშნავ პავილიონთა შორის იყო ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. მსოფლიო ექსპოზიციათა ორგანიზაციამ გერმანიის და საბჭოთა პავილიონები ერთმანეთის პირისპირ განათავსა. ამის გამო ჰიტლერმა მონაწილეობაზე უარის თქმა მოისურვა, თუმცა მისმა არქიტექტორმა ალბერტ შპეერმა, რომელმაც შემთხვევით პარიზში ყოფნისას საბჭოთა პავილიონის გეგმას მოჰკრა თვალი, დაარწმუნა იგი მონაწილეობაზე, აჩვენა რა გერმანიის პავილიონის საკუთარი გეგმა.

ექსპოზიცია დაგვიანებით გაიხსნა და ამ დროისთვის მხოლოდ გერმანული და საბჭოთა პავილიონები იყო დასრულებული. ამან და იმ ფაქტმაც, რომ ეს პავილიონები ერთამენეთის პირისპირ იყო განლაგებული ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

1900 წლის უნივერსალური ექსპოზიცია.


1900 წლის მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიცია (Exposition Universelle) — მსოფლიო გამოფენა ჩატარებული პარიზში, საფრანგეთი, გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მიღწევების აღსანიშნავად და მომავალი საუკუნის განვითარების დასაჩქარებლად. ექსპოზიცია 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა (იმ დროის მსოფლიო რეკორდ), თუმცა ორგანიზატორებისთვის მომგებიანი არ ყოფილა და საფრანგეთის მთავრობას 2 მილიონი ფრანკი დაუჯდა. ექსპოზიციაზე 76.000 საგამოფენო სტენდი იყო და 1,12 კვ. კმ ფართობი ეჭირა.

ამ ექსპოზიციაზე მოხდა პირველად ხმოვანი კინოსა და ესკალატორის პრეზენტაცია. აქვე გამოფენილი იყო პანორამების და პანორამული ტექნოლოგიების დიდი რაოდენობა, როგორიცაა სინეორამა, მარეორამა და ტრანს-ციმბირული რკინიგზის პანორამა.

ექსპოზიცია გრძელდებოდა 14 აპრილიდან 10 ნოემბრამდე. სპეციალურმა კომიტეტმა გუსტავ ეიფელის ხელმძღვანელობით ოქროს მედალი მიანიჭა ლავრ პროსკურიაკოვის პროექტს ენისეის ხიდისთვის კრასნოიარსკში.

სპეციალურად ექსპოზიციისთვის აგებულ იქნა პარიზის მრავალი დღეისთვის ღირშესანიშნავი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ლიონის სადგური, ორსეს სადგური (ამჟამად ორსეის მუზეუმი), ალექსანდრე III-ის ხიდი, გრან პალე, ლა რუში, და პეტი პალე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიციის დღემდე შემორჩენილი სიმბოლო.


ქალაქ ნიუ-იორკში დღემდე ორი მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა:

ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიციის დღემდე შემორჩენილი სიმბოლო.
ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა 1939 (1939-1940) ფლაშინგ მიდოუს პარკში, ქუინზი — ამ ექსპოზიციაზე გამოჩნდა ფუტურამა, ტრილონი და პერისფერო.

ჩაფიქრებული მისი ორგანიზატორების მიერ როგორც დიდი დეპრესიის გაჭირვების ანტიდოტი მომავლის იმედის ასახვით, გამოფენაზე ხაზგასმული იყო საერთაშორისო თანამშრომლობა და ტექნოლოგიის გაველნა მსოფლიოს მომავალზე.

ამ პერიოდში მსოფლიო ექსპოზიცია კულტურული ფენომენი იყო და მან 45 მილიონი მნახველი მოიზიდა ორი წლის ფუნქციონირების განმავლობაში. პირველი ზაფხულის შემდეგ მნახველების რაოდენობა წინასწარ გათვლილზე საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ ბილეთის ფასი შეემცირებინათ გამოფენის თემების გადახალისებასთან ერთად. თუმცა მეორე წლის ბოლოს საერთო მნახველთა რაოდენობა პროგნოზზე 5 მილიონით ნაკლები იყო და გამოფენამ თავი ბანკროტად გამოაცხადა.


ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა 1964 (1964–1965), ასევე ფლაშინ მიდოუს პარკში, ქუინზი. ამ გამოფენის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა უნისფერო იყო.

ეს ადგილი შემდეგ პარკად გადაკეთდა, სადაც ბინა ნიუ-იორკის შის სტადიონმა დაიდო. აქ თამაშობს ნიუ-იორკ მეტსის გუნდი.

Category: ენციკლოპედია | Views: 983 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

აბჭოთა კავშირის პავილიონი.

მსოფლიო ექსპოზიცია ნიუ-იორკში (ინგლ. 1939-40 New York World's Fair) გაიხსნა 30 პრილს 1939 წელს და დაიხურა 27 ოქტომბერს 1940 წელს. საგამოფენო არეალმა დაიკავა ფართობი 4,9 კმ², რაც დღემდე რეკორდად რჩება.

გამოფენას 44 მილიონი მნახველი ეწვია. ექსპოზიცია თებებად იყო დაყოფილი (ტრანსპოორტი, სურსათ-სანოვაგე, კუმუნიკაცია, მართველობა და ა.შ.)


Category: ენციკლოპედია | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დენიელ ჩესტერ ფრენჩის "რესპუბლიკა", რომელიც ექსპოზიციის ცენტრალური ქანდაკება იყო.


მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია (World's Columbian Exposition, ასევე ჩიკაგოს უნივერსალური გამოფენა) — მსოფლიო გამოფენა, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა 1893 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი მსოფლიოს აღმოჩენიდან 400 წლის აღსანიშნავად.

ჩიკაგოს გეგმამ აჯობა ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და სენტ-ლუისის განაცხადებს, და ამ საპატიო გამოფენის მასპინძელი გახდა. ექსპოზიციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე, ჩიკაგოს იმიჯზე და ამერიკის ინდუსტრიულ ოპტიმიზმზე.

ეს ექსპოზიცია, უმეტესწილად, დაგეგმა დენიელ ბარნჰემმა. ზოგადად, ეს იყო პროტოტიპი იმის, თუ რა უნდა ყოფილიყო ქალაქი ბარნჰემისა და მისი კოლეგების წარმოდგენით. სტილით ის ბოზ-არტის პრინციპებს ეყრდნობოდა, რომელშიც უმთავრესი სიმეტრია და ბალანსი იყო.

ექსპოზიცია 600 აკრზე იყო გაშლილი და მასში 200-ზე მეტი ახალი შენობა იყო წარმოდგენილი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. გამოფენას ექვსი თვის განმავლობაში 27 მილიონზე მეტი მნახველი ესტუმრა.

მისმა მასშტაბმა და დიდებულებამ ბევრად გაუსწროა მანამდე ჩატარებულ ყველა ექსპოზიციას და იმ დროს ამომავალი ამერიკული ექსცეპციონალიზმის სიმბოლო გახდა, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დიდი გამოფენა (ლონდონი).


დიდი გამოფენა ჰაიდ-პარკში 1851 წელს.


დიდი გამოფენა (Great Exhibition, ასევე ცნობილი როგორც Crystal Palace Exhibition) იყო საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩატარდა ჰაიდ-პარკში, ლონდონი, 1851 წლის 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე და პირველი იყო მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში — ერთობ პოპულარული ღონისძიება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.

საერთაშორისო ინდუსტრის მიღწევათა დიდი გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ პრინცი ალბერტი, ჰენრი კოული, ფრენსის ფულერი და სამეფო აკადემიის სხვა წევრები, ხელოვნების, წარმოებისა და კომერციის წახალისების მიზნით, და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიისა და დიზაინის მიღწევების აღსანიშნავად. კრიტიკოსთა შეხედულებით დიდი გამოფენა 1844 წელს საფრანგეთის ინდუსტრიული ექსპოზიციის უაღრესად დიდი წარმატების გამოძახილი იყო.

უზარმაზარი "ბროლის სასახლე" ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1091 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ქართულ სატელევიზიო სივრცეში წარმატებული პროექტების სიმრავლით განებივრებულები არ ვართ. თუმცა, საბედნიეროდ მაინც არიან ადამიანები, ვისაც ეს საქმე სხვებზე გაცილებით უკეთ გამოსდით... ამბები.გე-ს რესპოდენტი ამჯერად რამდენიმე პოპულარული ტელეპროექტის ავტორი, დავით გოგიჩაიშვილია.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი: თემური
დავით, ნიჭიერი რომ ხარ, ამაზე აღარც ვსაუბრობ. ბოლოს და ბოლოს გურული ხარ და სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. ეხლა რაც შეეხება კითხვას - აპირებთ თუ არა "შუა ქალაქის" მსგავსად სხვა სერიალის გაკეთებას? გისურვებ წარმატებას

მკითხველი: ზურაბი
ყველაზე მაგარი სერიალი მსოფლიოში "შუა ქალაქში" გაგრძელდება? მე-6 სეზონი თუ ჩაიწერება?

მკითხველი: ჯონდი
დათო, მაინტერესებს, როდის გავა ეთერში ახალი სერიალი და როგორი იქნება, რა ჟანრის?

მკითხველი: თენგო
გამარჯობა, დავით... მაგარი კაცი ხარ... კიდევ ხომ არ აპირებ რაიმე სიახლის შემოთავაზებას ქართველი მაყურებლისთვის?

მკითხველი: დავითი
დათო, იმედზე როდის გავა ახალი სერიალი, რომელსაც "ღამის შოუს სტუდია" აკეთებს და შეარჩიათ თუ რა უკვე მსახიობები? დიდი მადლობა


- "შუა ქალაქის" მაყურებლის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სერიალის გადაღება ჩვეულებრივ გაგრძელდება. რაც შეეხება ახალ სერიალს, "ღამის შოუს სტუდიას" დაწყებული აქვს ახალ პროექტზე მუშაობა, მსახიობების ძირითადი ნაწილი უკვე შერჩეულია და უშუალოდ გადაღებებს იანვრიდან დავიწყებთ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1134 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პასუხობს


მკითხველი: ალექსანდრე

ბატონო გიგი, კარგია გზები, გარგია გამწვანებაც და საერთოდ, რაც გააკეთეთ მივესალმები, მაგრამ გადასახადები დიდი გვაქვს და შემოსავლები - ცოტა. თუ შეგვპირდებით ხალხის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, მაშინ აგირჩევთ. როგორ აპირებთ ამ საკითხის გადაჭრას?


მე გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი, რადგან ზურგს მიმაგრებს საქმე, რომელიც ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთად გავაკეთეთ და მტკიცე განცდა, რომელიც თქვენგან მივიღე, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

თბილისის ინფრასტრუქტურა ყველა მიმართულებით უკეთესი ხდება. განვითარებული ინფრასტრუქტურა ჩვენ დასაქმებისთვის გვჭირდება, თუ განვითრებულია ინფრასტრუქტურა, შესაბამისად შესაძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ინფრასტრუქტურა გვჭირდება ინვესტიციების მოსაზიდად, ხოლო ინვესტიციები გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დასაქმებას ემსახურება ინფრასტრუქტურის განვითრებაში ჩადებული თითოეული თეთრი. კარგი სოციალური პროგრამა დასაქმების გარეშე არ არსებობს. სოციალური პროგრამა ყოველთვის მოითხოვს სრულყოფას, ის ყოველთვის ტოვებს მოთხოვნას რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში 400 000 ადამიანი სარგებლო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1151 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პასუხობს.



მკითხველი: ალექსანდრე

ბატონო ზვიად, მე თქვენ ყოველთვის გცემდით პატივს, მაგრამ ამ ბოლო დროს თქვენი რუსეთისადმი დამოკიდებულება იქნებ აგვიხსნათ, რას მივაწეროთ?


რუსეთთან ასეთი ისტერიკული დამოკიდებულება, როგორიც ხელისუფლებას აქვს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისათვის. ყველა ვამბობთ, ომის გზა არ არსებობს ე.ი. დარჩა დიალოგის გზა. საგარეო პოლიტიკაში არ ხელმძღვანელობენ ცხელი თავით, არამედ ცივი გონებით, მით უმეტეს ყველა დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ჩვენი გასაკეთებელია.

მკითხველი: ბესო

ბატონო ზვიად, მართლა გგონიათ, (იმის გათვალისწინებით, თბილისში "ჩასულებს" როგორც "უყურებენ") რომ ქალაქის მერი გახდებით? და კიდე ერთი: იყო თუ არა 2003 წელს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება?


ვისაც ჩემს "ჩასულობასთან” არა აქვს პრობლემა, იმან მომცეს ხმა, გასამარჯვებლად ნამდვილად მეყოფა. ისე ცნობისთვის, პროვინციელობა გეოგრაფიული პრობლემა არაა, ინტელექტუალური პრობლემაა.

ანაბრების თემა ნაციონალებმა ჩააგდეს, ჩვენ "ერონულ საბჭოს” გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც ანაბრების დაბრუნება მოხდება ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია პასუხობს

მკითხველი: ბესო

ბატონო გია, მაინტერესებს საკრებულოში თუნდაც უმრავლესობით მოსვლა და თქვენი ქალაქის მერად არჩევა საკმარისი ბერკეტია იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადების ტარიფები ხელახლა დადგინდეს? კონკრეტულად რა სახელმწიფო ორგანო ადგენს ამა თუ იმ ტარიფს? (არა მგონია ამას ქალაქის მერი აკეთებდეს) და თუ ეს ასეა, გამოდის თქვენი "ძალაუფლება" საკმარისი ვერ აღმოჩნდება საიმისოდ, რომ ტარიფები შეცვალოთ. თუ პარლამენტის მეშვეობით აპირებთ ტარიფების შეცვლას და ამბობთ, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ყავთ საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა კანონის ინიცირებისა და ლობირებისთვის, ეს უბრალოდ და რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა (თუ არა ხალხის მოტყუება) იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია ვერაფერს წყვეტს.

ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო რესურსი რომ არაფერს წყვეტს, ეს ხომ არახალია? (ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე) და ეს თუ ასეა, იქნებ ამიხსნათ რაში ვცდები?

ბატონო ბესო, კარგია, რომ თქვენი შეკითხვით საშუალება მეძლევა, რომ პასუხი გავცე ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ სკეპტიკოსთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებსაც ჯერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია პასუხობს


მკითხველი: ჯიმშერი

ბატონო ირაკლი, დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსად მიგვაჩნია, როგორ აპირებთ ამ ჭრელ პოლიტიკურ სივრცეში დაიცვათ ქვეყანა და გააძლიეროთ სახელმწიფოებრიობა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაზე უკმაყოფილო ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს?

ბატონო ჯიმშერ დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საქართველოს ინტერესი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ და ეს არჩევნებზე ბიულეტენების გამოყენებით არის შესაძლებელი. ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი ხმა და არჩევნები. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტ,ე მიმეღო მონაწილოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 30 მაისს ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა შესაძლებელია. ცვლილებები დედაქალაქში გადამდები იქნება მთელი საქართველოსთვის.

ამით ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, თქვენზე, ამომრჩველზეა დამოკიდებულია ვინ იქნება ხელისუფლებაში.

ამ არჩევნების გაყალბებას საზოგადოება და საერთაშორისო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 988 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის არჩევნებისთვის სტამბებში ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო.


როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ცესკო-ს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განუცხადა, დაიბეჭდება 4 სახის ბიულეტენი, კერძოდ, მაჟორიტარული, პროპორციული თბილისის მერის და პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის.


მისივე ცნობით, მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაიბეჭდება 3 მილიონ 332 ათას 300 ბიულეტენი, პროპორციულისთვის – 3 მილიონ 370 ათას 200; თბილისის მერისთვის – 937 ათასი; პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – 167 ათას 550.


გიორგაძის თქმით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 3-4 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ისინი საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა, ხოლო არჩევნებამდე ორი დღით ადრე საუბნო კომისიები წაიღებენ.

Category: ახალი ამბები | Views: 988 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვა ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ ეს დღესასწაული მთელ საქართველოს მიულოცა.


„ეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულიც და მადლი მამისა, ძისა და სულის წმიდისა სუფევდეს თქვენზე, მთელ საქართველოსა და მსოფლიოზე. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს ანგელოსთა გალობით", – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.


პატრიარქის თქმით, დღეს ყველა ადამიანმა გულის კარი უნდა გააღოს, რათა მასში სულიწმიდა შევიდეს. „უფალი ბრძანებს – თქვენ ხართ ტაძარი სულიწმიდისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის ტაძარი", – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღე ასევე ემთხვევა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, რომელიც აფხაზეთშია დაკრძალული. 


„ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, ისმინოს ვედრება ჩვენი და გაამთლიანოს საქართველო! ამ წმიდა ტაძრიდან ვულოცავ დღესასწაულს აფხაზეთსაც, ყველას, ვინც ცხოვრობდა და ცხოვრობს აფხაზეთში. ჩვენ ვართ ძმები და დავრჩებით ძმებად! მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცდილობს ჩვენი ერების გაყოფას. ღვთის ძალი და მადლი არ დაუშვებს ჩვენს გაყოფას", – აღნიშნა უწმინდესმა.


პატრიარქის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 960 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ავიაკომპანია ~აირზენა~ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისს ხვალ, 14:30 საათზე შეასრულებს.


ავიაკომპანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალვე ~აირზენა~ მოსკოვის დომოდედოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისს 18:00 საათზე შეასრულებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული ნებართვის თანახმად, ~აირზენა~ მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისები 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28 და 30 ივნისს და 1-ელ ივლისს შესრულდება.


საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა, 2008 წელს გარკვეული პერიოდით ავიარეისების შესრულება განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ისევ შეწყდა.


მიმდინარე წელს შობისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ~აირზენას~ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 10 ჩარტერული რეისის განხორციელების უფლება მისცა.

Category: ახალი ამბები | Views: 1067 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

არასამთავრობო ორგანიზაცია "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით, სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~, თბილისის მერობის კანდიდატებთან სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა გაიმართება.  


როგორც "ინტერპრესნიუსს” "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები განიხილება.

მერობის კანდიდატები სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხებენ.  
შეხვედრაზე მიწვეულები არიან გიგი უგულავა, ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია და გოგი თოფაძე.

უცხოელი ექსპერტების მოთხოვნით, შეხვედრა მხოლოდ 4 კანდიდატთან უნდა შემდგარიყო. აღნიშნული 4 კანდიდატი კი სტუდენტების გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა.


ღონისძიება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით”, ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო”.

Category: ახალი ამბები | Views: 987 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ფონდი ”იავნანა” ხვალ გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციას თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

 
როგორც ”ინტერპერესნიუსს” ”ფონდიდან აცნობეს, საღამო ყველაზე მეტად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გააერთიანებს, რადგან სცენა მათ საყვარელ შემსრულებლებს – ~მგზავრებს~, ~ფრანს~, ნიაზ დიასამიძეს, სალომე კორკოტაშვილს, ~ნიკოლშოუს~ და სუხიშვილების `ასსა ფართის” დაეთმობა.


2008 წლის სექტემბერში `იავნანამ” სპორტის სასახლეში აგვისტოს ომის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის მიძღვნილ აქციაზე 11 ათასი ადამიანი შეკრიბა და ომში დაღუპულთა პატივსაცემად ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის ~რექვიემი~ შესრულდა.


~ვფიქრობთ, 24 მაისის აქციაც ძალზე შთამბეჭდავი გამოვა. მაყურებელს ~ყველაზე მაგარი საღამო” ელის. ფონდის დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ ეს დღე ჯინსების დღედ გამოაცხადა, პაატა ბურჭულაძე თავადაც მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. ეს აქცია კიდევ იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II სიკეთის გამო გაერთიანებული ახალგაზდების დასალოცად, 24 მაისს სპორტის სასახლეში, კონცერტის მსვლელობისას მობრძანდება და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან ამბავს ამცნო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ნამდვილად ძნელი დასათვლელია, მსოფლიოს რამდენი ქალის გული დაუპყრია ჰიუ გრანტს თავისი ფილმების მეშვეობით. თვითონ ჰიუ დიდი ხანია მიეჩვია, მშვიდად შეხვდეს ქალების მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას, თუმცა უკვე 50 წლის ხდება და ისე გამოიყურება, ნებისმიერ ახალგაზრდა გოგონას მოხიბლავს. "ნოტინგ ჰილისა" და "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" ვარსკვლავი ახალ ფილმში გამოჩნდა - "მორგანების გაქცეული წყვილი". ჰიუ სწორედ თავისი ახალი ფილმის მორიგ პრემიერაზე "გამოიჭირეს" ჟურნალისტებმა.


"მე და სარამ პროდიუსერები გავაშაყირეთ"

- თქვენს ახალ ფილმში სარა ჯესიკა პარკერთან ერთად ითამაშეთ. ამბობენ, რომ ეს სცენარი საგანგებოდ თქვენი წყვილისთვის დაიწერა...
- ეს ჩვენი მეორე ერთობლივი ნამუშევარია, ამიტომ იოლად ვითამაშეთ ცოლქმრული წყვილი. გადაღებებამდე მე და სარამ პროდიუსერებთან გახუმრება გადავწყვიტეთ და "სკანდალი" მოვაწყვეთ: ერთობლივი ვახშმის შემდეგ მათ დავუტოვეთ ბარათები პირობებით, რომ ერთად არ ვითამაშებდით.

პარკერმა ბარათში მე მიწოდა "თავხედი, რომელიც ერთხელ საშინლად დათვრა და მას არშიყი დაუწყო", მე კი დავწერე, რომ ჩემი მომავალი პარტნიორი "უბრალოდ აუტანელია". რასაკვირველია, მერე გავამხილეთ ხუმრობა და გადასაღებ მოედანზე დიდი სიხარულით დავდიოდი, მართლა კარგად გავერთეთ მე და სარა.

- ისე, ახლა სად არის თქვენი ეკრანული მეუღლე?
- იცით, დღეს სამშაბათია, ამ დღეს კი ის ჩვეულებრივ ახალი ბავშვების კეთებით არის დაკავებუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ახლახან გეოგრაფებისა და ისტორიკოსების ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში მორიგი ექსპედიცია მოაწყო. მათი თქმით, ბანას ტაძრის ტერიტორიაზე გაურკვეველმა ჯგუფებმა დამოუკიდებელად დაიწყეს გათხრები, რაც საფრთხეს უქმნის ტაძარს. 

სპეციალისტთა ვარაუდით, განძის მაძიებლებმა, სამარხში ოქროს პოვნის იმედით, რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმო გათხარეს და ამ დაუდევრობას სამარხების დაზიანება მოჰყვა - მიწის ზედაპირზე ადამიანების ძვლებია დაყრილი... გვესაუბრება ექსპედიციის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

- ჩვენთვის უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა ბანაში განძი და გაიძარცვა თუ არა სამარხები, მაგრამ ტაძრის ისედაც დანგრეული კედელი გათხრების გამო შესაძლოა ჩამოიშალოს და განადგურდეს.

- ვის უნდა ჩაედინა ეს ვანდალური აქტი?
- შესაძლოა, ტერიტორია სომხებს ან ადგილობრივ მოსახლეობას გაეთხარა.

- ბანას ტაძარს თურქეთის კულტურის სამინისტრო არ იცავს?
- ბანას ტაძარი არ არის შეტანილი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაცული ობიექტების ნუსხაში და, სამწუხაროდ, არც ტურისტულ მარშრუტში.

თუმცა მომხდარი ვანდალური ფაქტის გამოძიებით ადგილობრივი მოსახლეობაც არის დაინტერესებული. ბანა სამეფო საძვალეც იყო.

Uუკანასკნელად იქ დაუკრძალავთ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე. ბანას ეპარქია შედიოდა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში. მისი მღვდელმსახურები ატარებდნენ ბანელის ან ბან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

კანის კინოფესტივალზე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "შანტრაპა" (ფრანგულად – არ იმღერებს) პრემიერა გაიმართა.

ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოა, რომელი 1970-იანი წლების თბილისში კინოს გადაღებას იწყებს, თუმცა პარტიის ზეწოლის გამო ფილმის დასრულებას ვერ ახერხებს. ნიკო ფილმის დასამთავრებლად საფრანგეთში მიდის, თუმცა ფრანგ პროდიუსერებსაც თავისი მოსაზერებები აქვთ მასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ნიკო ქალთევზას ხვდება.

ოთარ იოსელიანი ამბობს, რომ მისი ახალი ფილმი ზღაპარია და არა ავტობიოგრაფიული სურათი. ფილმის გმირის ცხოვრება კი განსხვავდება მისი ცხოვრებისგან როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში. ოთარ იოსელიანი საფრანგეთში საცხოვრებლად 1982 წელს გადავიდა.

Category: ახალი ამბები | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

რომში გამართულ გამოფენაზე საზოგადოებას მიქელანჯელოს უცნობი ნამუშევარი წარუდგინეს, - იტყობინება ANSA. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ქარიშხლის ღმერთის ეოლის გამომსახველი ბარელიეფი წინათ აღორძინების პერიოდის მოღვაწის ნამუშევრად მიიჩვეოდა, მისი ავტორის ვინაობა არც ისე დიდი ხნის წინ დადგინდა.

კვლევას ხელოვნებათმცოდნე სტეფანო პანეკუჩია აწარმოებდა. ის რომთან ახლოს ქალაქ კაპრანიკა-პრენესტინაში მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრის არქივებში მუშაობდა. ბარელიეფი სწორედ ამ ტაძრის არქივებში ინახებოდა.

პანეკუჩიამ დეტალურად შეისწავლა გამოჩენილი სასულიერო პირების ვიზიტების ამსახველი XIV საუკუნის ხელნაწერები. ყოველ ამგვარ პროტოკოლს თან ახლდა საეკლესიო ქონების დეტალური აღწერა. ხელოვნებათმცოდნემ აღმოაჩინა, რომ ბარელიეფი თავიდანვე მოხსენიებული იყო, როგორც მიქელანჯელოს ნამუშევარი.

ნამუშევარი 1520 წელს ტაძარში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს შეიქმნა. როგორც მკვლევარმა დაადგინა, მიქელანჯელო ნამდვილად მონაწილეობდა ამ სარესტავრაციო სამუშაოებში.

გამოფენა რომში 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Category: ახალი ამბები | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

28 წლის მომღერლის, რატი დურგლიშვილის ფსიქოპორტრეტის შედგენა არც ისე რთული ყოფილა - ძალიან გულახდილი, კონტაქტური და უშუალო ადამიანია. არ უყვარს ამბიციური და ყალბი ხალხი. ასეთებთან არც ურთიერთობს, რომ არ "გაფუჭდეს". საოცარია, მაგრამ ის ადამიანებიც უყვარს, ვინც მასზე ჭორებს იგონებს...

დუეტ "ჯორჯიას" წევრი ამბობს, რომ მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი და რამდენიმე საქმის კეთება არ შეუძლიათ, ამიტომაც არ მოჰყავს ცოლი: გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვსო. მისი ეს ფრაზა გიგი უგულავას წინასაარჩევნო სლოგანს მაგონებს. თუმცა რატი აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანია, ისიც კი არ ახსოვდა, რა არჩევნები ტარდება ახლა ჩვენს ქვეყანაში...


- რატი, დილით მაღვიძარა გაღვიძებს თუ მის დაუხმარებლად ახერხებ ამას?
- ჩემი "მაღვიძარა" არის დედაჩემი. გამოგიტყდები და, სამსახურს იმის გამო არ ვიწყებ, რომ დილით გაღვიძებამ არ მომიწიოს. ახლა ისეთი სამუშაო მაქვს, როცა მინდა, მაშინ ვიღვიძებ. დიდი პრობლემაა ჩემი გაღვიძება. ამის გამო, ტელევიზიები გავანაწყენე, დილის გადაცემების მესვეურნი... ახლა ბოდიშს ვუხდი, უნდა მაპატიონ, ეს ჩემი სისუსტეა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ამის გამო არ უნდა გამიბრაზდეს.

- რამდენად პუნქტუალური ხარ?
- ზოგჯერ პუნქტუალური ვარ, ზოგჯერ - ძალიან უთავბოლო, დავბორიალებ სახლში, ჯერ ტანსაცმელს ვეძებ, რა ჩავიცვა, მერე ყავას ვსვამ, მერე გამახსენდება, რომ მეჩქარება, საათს შევხედავ და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1326 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

Apple-ის მორიგ საპატენტო განაცხადში, რომელიც სათაურით - Seamlessly Embedded Heart Rate Monitor - აშშ-ის სავაჭრო ნიშნების საპატენტო ბიურომ ახლახანს გამოაქვეყნა, მომხმარებლის ამოცნობის ახალი მეთოდია აღწერილი.

ახალი ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ iPhone-ის კორპუსში სპეციალური სენსორი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის გულის რითმს დააფიქსირებს. ამ ბიომეტრული მონაცემების დახმარებით კი iPhone-ის მფლობელის იდენტიფიკაცია იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ iPhone უცხო ადამიანს ”იგრძნობს”, უბრალოდ, აღარ ჩაირთვება, იტყობინება Ferra.ru.

ამგვარად iPhone-ში შენახული ინფორმაციაც უფრო მეტად იქნება დაცული. თუ ეს მეთოდი პრაქტიკულად განხორციელდება, უკვე აღარ იქნება საჭირო ძნელად დასამახსოვრებელი პაროლის მოფიქრება, რომელთა ”გატეხვა” არც ისე რთულია.

მსგავსი ტექნოლოგიის შესაქმნელად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე საკმაოდ საიმედო სენსორების შექმნა იქნება საჭირო, რაც ახლო მომავლის საკითხია.

Category: ახალი ამბები | Views: 977 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

Hotmail-ის ახალი ვერსია - ელექტრონული ფოსტის ახალი ვებ-დანამატი საქმიანი ადამიანებისთვის, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის, 2010 წლის ზაფხულში გამოვა, იუწყება Infox.ru. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ივლისში ან აგვისტოში მომხმარებელს Hotmail-ის კიდევ სხვა სიახლეები ელის.

კომპანიის ინჟინრის თქმით, ახალი ფუნქციების უმრავლესობა იმ მიზნით დააპროექტეს, რომ ხალხმა ელექტრონული ფოსტა იოლად მოიხმაროს. გარდა ამისა, ელექტრონულ ფოსტაზე ნებისმიერი ფაილის მიმაგრება მარტივი იქნება და ნაკლები დრო დასჭირდება.

განსაკუთრებული ყურადღება Microsoft-მა დოკუმენტებთან მუშაობას დაუთმო. Hotmail-ის ახალი მომხმარებლები Word-ის ტექსტური ფაილების და Excel-ის ცხრილების შესწორებას შეძლებენ.

გაფართოებული Silverlight-ის საშუალებით, მომხმარებლები PowerPoint-ის ინტერაქტიულ პრეზენტაციებს მოაწყობენ. Microsoft-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ Google Documents და Gmail-ს აქტიურ კონკურენციას გაუწევენ.

Category: ახალი ამბები | Views: 1017 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ლაზერული სკანირების მეშვეობით აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთაზე არსებული მონუმენტის სამგანზომილებიან ციფრულ ასლს შექმნიან. მასზე ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის სახეა გამოსახული. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

ლაზერული სკანირების და მონუმენტის ციფრულ სისტემაზე გადაყვანის სამუშაოები 8 მაისს დაიწყო და კვირის ბოლოს დასრულდება. მონუმენტის სამგანზომილებიან ასლს ვირტუალური ექსკურსიებისთვის გამოიყენებენ.

რაშმორის მთის ციფრული ასლის შექმნაზე მუშაობა ნაციონალური პარკების სამსახურსა და Kacyra Family Foundation-ის ფონდში ერთდროულად მიმდინარეობს. მონუმენტის კოპირებისა და ციფრულ ფორმატში გადასაყვანად საჭირო რესურსებზე და ტექნოლოგიებზე ”Scottish10”-ის პროექტის ჩარჩოებში შოტლანდიის ხელისუფლებამ იზრუნა.

სულ 10 ისტორიული მემორიალის სამგანზომილებიანი ასლის გაკეთება იგეგმება. აქედან 4 - შოტლანდიაში, დანარჩენი ექვსი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია.

Category: ახალი ამბები | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ამერიკული კომპანია Vivos-ი ადამიანებს ლუქსის კლასის ”ბუნკერში” ადგილების დაჯავშნას სთავაზობს, სადაც მოსახლეობა აპოკალიფსს კომფორტულ პირობებში შეხვდება, წერს Metro.

კომპანია Vivos-ის დამფუძნებლის რობერტ ვისინოს აზრით, სამყაროს დასასრული შესაძლებელია ნებისმიერ დროს დადგეს, რაც ბირთვულ ომს და ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

გარდა ამისა, როგორც მაიას ტომის ინდიელებმა იწინასწარმეტყველეს, მოსალოდნელია ბუნებრივი კატაკლიზმები.

რობერტ ვისინო ირწმუნება, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ბუნკერი სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

კომფორტული კონსტრუქცია, რომელიც კალიფორნიაშია განთავსებული, 132 ადამიანს დაიტევს. საცხოვრებელ ოთახებთან ერთად მას სავარჯიშო დარბაზი, საავადმყოფო, კომპიუტერული მოკპლექსი და ციხეც კი აქვს.

”ბუნკერში” ცხოვრება 50 ათასი დოლარი ღირს. ვისინოს თქმით, ადგილების ნახევარი უკვე დაჯავშნულია. 

კომპანიის ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ ასეთივე კონსტრუქცია მომავალში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე აიგება, მას 4000-ზე მეტი ადამიანი შეაფარებს თავს.

Vivos-ის ინფორმაციით, ქვეყნიერების დასასრულამდე 946 დღე დარჩა. მაიას ტომის კალენდრის თანახმად, 2012 წლის 23 დეკემბერს სამყარო არსებობას შეწყვეტს.

Category: ახალი ამბები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები