პარასკევი, 26.04.2024, 17:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23

საქართველოს დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად მოგზაურობა შეგიძლიათ უკიდურესი აღმოსავლეთიდან - ვაშლოვნის ნაკრძალიდან დაიწყოთ და კოლხეთის დაბლობით დაასრულოთ. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი სათაფლიის ნაკრძალს სტუმრობს.

მათ კარსტული მღვიმის დათვალიერება და დინოზავრის უნიკალური ნაკვალევის ნახვა სურთ... გვესაუბრება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე:

- ახალ ტურისტულ სეზონში სათაფლიის ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება, რადგან მისი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს. სათაფლიამდე მისასვლელი გზა უკვე გაკეთებულია.

მიმდინარეობს შიდა ბილიკების კეთილმოწყობა, კეთდება ავტოსადგომი, იდგმება სალაროები. რაც მთავარია, დინოზავრის ნაკვალევი გადახურული შენობის ქვეშ მოვაქციეთ, ვინაიდან ღია ცის ქვეშ ფუჭდებოდა.

მნახველმა ცოცხლად რომ აღიქვას ნაკვალევის მნიშვნელობა და წარმოშობა, მოეწყობა იურული პერიოდის პარკი, სადაც დინოზავრების ფიტულები იმოძრავებენ.

რაც შეეხება მღვიმეს, მას ტემპერატურის ცვალებადობა ვნებს. საჭიროა ჰერმეტიზაცია, რისთვისაც კარის გაკეთებაა საჭირო. მღვიმეში დამონტაჟდება ფერადი განათება და აუდიოეფექტები. ვინაიდან ეს დიდი ტერიტორიაა და დათვალიერებას საკმაო ხანი სჭირდება, ბავშვებისთვის კეთდება გასართობი მოედანი და კაფე.

სკოლის მოსწავლეებისთვი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1358 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

13 წლის ამერიკელი ჯორდან რომერო ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტია, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო, - წერს სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”.

რომერომ ევერესტი მამასთან და სამ მეგზურთან ერთად დალაშქრა.

ევერესტზე ასვლამდე მას შვიდივე კონტინენტის ყველა უმაღლესი მწვერვალი ქონდა დალაშქრული.

დღემდე არსებული რეკორდი 16 წლის ნეპალელ ტემბო ჩერს ეკუთვნის. 17 წლის მოგზაური, ფინელი კარინა რეიხე კი საკუთარი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც მწვერვალზე ასვლა შეძლო.

Category: ახალი ამბები | Views: 1091 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

რუსეთმა ახალგორის მიმართულებით ახალი გზის გაყვანის გეგმა შეიმუშავა, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "... იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას ემსახურება, რასაც ჰქვია კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნა," - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

თავად ედუარდ კოკოითი ახალგორის მიმართულებით რუსული პროექტით გზის მშენებლობის წინააღმდეგია. როგორც "ოსრადიო.რუ" იუწყება, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ადგილობრივი ძალოვნებისა და რუსი მესაზღვრეების ერთობლივ თათბირზე განაცხადა, "ცხინვალიდან ლენინგორამდე ძველი გზის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის აზრი უნდა გაითვალისწინოს და ახალი გეგმა დაამტკიცოს.

ახალი გზა, რომელსაც ქვედა გზას უწოდებენ, უფრო მოსახერხებელია, რადგან მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს ფარავს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ნაკლებად ხარჯიანია".

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, თუ სამხრეთ ოსეთის აზრი არ იქნება გათვალისწინებული, ცხინვალი გზის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს.

ქვედა გზის უპირატესობას ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი მესაზღვრეების უფროსი ალექსანდრე მურზინიც ეთანხმება: "ეს გზა მესაზღვრეებისთვის უფრო ხელსაყრელია. გზა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვართან გაივლის, სასაზღვრო საგუშაგოების ასაშენებლად და საზღვრის დაცვისთვის არის აუცილებელი".

ცხი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

სოხუმის რეჟიმის პარლამენტმა რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისა და ე.წ. აფხაზეთს მოქალაქეებისთვის 90 დღით უვიზო მიმოსვლას, მათ შორის შიდაპასპორტებისა და მეზღვაურის მოწმობის გამოყენებით.

შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და სოხუმის რეჟიმის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ 2009 წლის 2 ოქტომბერს მოაწერეს ხელი.

Category: ახალი ამბები | Views: 1021 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმი ტრადიციულ ადგილზე - რუსთაველის გამზირზე ჩატარდება. სამხედრო აღლუმს ქვეყნის მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.

აღლუმის ზუსტი დრო ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. არაოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო აღლუმი დილის საათებში, დაახლოებით 10-დან 11 საათამდე გაიმართება.

თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის აღლუმისთვის მზადება გუშინ დაიწყო. აღლუმის პირველი რეპეტიცია გუშინ ღამით გაიმართა.

თბილისის, საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, აღნიშნულის გამო 23:00 საათიდან თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ასევე ლესელიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები გადაიკეტა. შეზღუდვა გამთენიისას 05:00 საათისთვის მოიხსნა.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის საჰაერო ძალები. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა. თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამბობს, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი გამოყვანილი იქნება თუ არა მძიმე ტექნიკა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების უფლება არ აქვს. მათივე თქმით, არჩევნებიდან 4 დღით ადრე აღლუმის ჩატარება ძალის დემონსტრირებაა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

30 მაისს თვითმმართველობის არჩევნებს 29 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და 14 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 23 მაისს იწურება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ამერიკის ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო, ევროკავშირის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგნლის ოფისი, ევროკავშირის ევროპული კომისია, აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრი და ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალი, რომელიც თვითმმართველობის არჩვნებს დააკვირდება.

"ახალი თაობა ახალი ინიციტივა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ფონდი "ინვალიდთა დახმარების ასოციაცია", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლებრივი განვითარების საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "დემოკრატიის ცენტრი", "მშვიდობისა და განვითარების აკადემია", "ბათუმელი", "მრავალეროვანი საქართველო", "სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია", "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია", "ჯანმრთელი ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1077 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ინდოეთის ქალაქ მანგალორაში "Air India"-ს კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 160 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, "როიტერი" ავრცელებს ცნობას ექვსი ადამიანის გადარჩენის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ტელეკომპანიები აჩვენებენ კადრებს, სადაც მეხანძრეები ალმოდებული თვითმფრინავის ჩაქრობას ცდილობენ. კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავს მაშველს ბავშვი კატასტროფის ადგილიდან.
"ბოინგ 737" რეისს დუბაიდან ასრულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბორტზე 163 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის უცნობია, ავარია მიწაზე დაშვებამდე მოხდა, თუ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მანგალორას პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი თითქმის მთლიანად დაიწვა.

მანგალორას აეორპორტი მთის წვერზეა განთავსებული და ექპერტების განცხადებით, ის არ არის იოლი ადგილი თვითმფრინავის დასაჯდომად.

Category: ახალი ამბები | Views: 1022 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტი „ორაზროვანია" და სარაკეტო ფარის ერთობლივად შექმნის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას არ ამჟღავნებს

„ნატო-მ თავის სტრატეგიულ კონცეფციაში ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთს მტრად აღარ განიხილავს, ასევე თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი აქციისგან, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული" - ხაზგასმით აღნიშნა Fინანციალ თიმეს Dეუტსცჰლანდ-თან ინტერვიუში ნატო-ში რუსეთის მუმდივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა.

მისი აზრით, იმ ექსპერტთა ჯგუფის კონცეფცია, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს, იმას მოწმობს რომ რუსეთთან დაკავშირებით ალიანსის წევრებში „ერთიანი აზრი" არ არსებობს.

„ნატო ახალგაზრდა კაცს ჰგავს, რომელიც მეგობარ ქალს ეუბნება: „გამომყვები ცოლად?", შემდეგ კი დასძენს – „თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ მიყვარხარ" – ასეთი ირონიით საუბრობს როგოზინი ნატო-ს პროექტის შესახებ.

კერძოდ, ახალ კონცეფციაში ნათქვამია – „მართალია ალიანსი რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს და თავადაც არ განიხილავს რუსეთს სამხედრო საფრთხედ, თუმცა ორივე მხარეს მეორის განზრახვებთან და პოლიტიკურ ხაზთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნია". 

შემდეგ ავტორები ალიანსისგან მოითხოვენ რუსეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, განსაკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "როსაბარონექსპორტს" 2008 წლიდან დაწესებული სანქციები მოუხსნა, - ამის შესახებ "ლენტა.რუ" "ასოშიეთიდ პრესზე" დაყრდნობით იუწყება.

"ასოშიეთიდ პრესის" ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. სანქციები მოეხსნათ, აგრეთვე, მოსკოვის საავიაციო და რუსეთის მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებს.

აშშ-მა რუსეთის იარაღის ექსპორტიორ კომპანიებზე სანქციები ირანთან თანამშრომლობის მიზეზით დააწესა. გარდა ამისა, "როსაბარონექსპორტს" ბრალს სდებდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისთვის საჭირო ტექნოლოგიების გაყიდვაში.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქცია უკრძალავდა სახელმწიფო ორგანიზაციებს ამ კომპანიებთან ან მათ შვილობილ კომპანიებთან ნებისმიერი ხასიათის შეთანხმების გაფორმებას. ამასთან, "როსაბარონექსპორტს" ამერიკული სამხედრო ტექნიკის შეძენა ეკრძალებოდა.

"როსაბარონექსპორტმა" მაშინ ამერიკული მხარის გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი კონკურენციით ახსნა. ასეთივე შეფასება მისცა აშშ-ის მაშინდელი ადინისტრაციის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმაც.

Category: ახალი ამბები | Views: 1041 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მოსკოვი ყირგიზეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გეგმავს.

”გადავწყვიტეთ, ყირგიზეთს ფინანსურად, ნავთობპროდუქტებითა და ხორბლით დავეხმაროთ. ამჟამად ამ დახმარების საკითხს განვიხილავთ, - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია ”მირის” ეთერში.

პუტინმა ყირგიზეთის არჩევნებზეც ისაუბრა, ”ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა არჩევნებმა განამტკიცოს. ვიცი, რომ ყირგიზეთში არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან, ჩვენ ამ პროცესებს მივესალმებით”, - განაცხადა პუტინმა.

Category: ახალი ამბები | Views: 1014 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ძველ მაჰმადიანურ სამყაროში მეფეებისა და მონარქებისათვის ჰარამხანის ყოლა (თუ ქონა) ერთგვარ რიტუალსაც კი წარმოადგენდა. რაც უფრო მრავალრიცხოვან ქალთაგან შემდგარი ამალა ჰყავდა მაჰმადიან მონარქს, სავარაუდოდ, მით უფრო პრესტიჟული და მოსაწონი უნდა ყოფილიყო მისი მმართველობა.

არადა, ამ "ქალთა კრებულში" შემავალი ყველა მანდილოსანი საკუთარ თავს მეფისა თუ მონარქის ოფიციალურ ცოლად თვლიდა. მაგალითისათვის, ირანის ერთ-ერთ ხალიფას 320 მეუღლე ჰყავდა.

რაში სჭირდებოდათ მაჰმადიან მმართველებს 320 თუ 250 მეუღლე, რა შემთხვევაში მოიხმარს მავანი არაბი შეიხი 130 ავტომანქანას, რომელიც მის ავტოფარეხს ამშვენებს, რომელ ერთ სასახლესა თუ სასტუმროში უნდა გაათიოს ღამე მავანმა ქუვეითელმა მილიარდერმა (ეს კაცი 53 სასახლისა და სასტუმროს შემგროვებელია?), ალბათ, მთელი სიცოცხლე (არც საკუთარი და არც ნასესხები) არ ეყოფა ელტონ ჯონს მის მიერ ნაგროვები სათვალეებიდან ყველა რომ თითო დღით მაინც ატაროს.

მოცემულ შემთხვევაში, დასკვნის გამოტანა არც მკითხველისათვის და არც ჩვენთვის დიდი საფიქრალ-სააზროვნო არ არის - არც მაჰმადიანი მონარქთათვის (ცოლები), შეიხებისათვის (მანქანები თუ თვითმფრინავები), ვარსკვლავებისათვის (ტანსაცმელ-ფეხსაცმელი) და ა.შ. პირდაპირი მოხმარების (თუ ხმარების) არ შეგროვილა.

მონარქიდან დაწყებული ერთი უბრალო ქართველით დამთავრებული, რომელიც მარკების უდიდესი კოლექციის მფლობელია, საკუთარ "შემოქმედებას" ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1120 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ავსტრიის ქალაქ კარპუნში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც 25 მაისს ლინცში კამერუნის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, 18 მაისს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძის თქმით, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან, წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან კობიაშვილს, გიორგი შაშიაშვილსა და ალექსანდრე ამისულაშვილს. პირველი ორი გუნდს საღამოს შეუერთდა, ხოლო ამისულაშვილს ტემპერატურამ აუწია და ამიტომ, სასტუმროში დატოვეს.

მომდევნო დღეებში, ნაკრებს ორჯერადი ვარჯიშები ექნება, ხოლო თამაშის წინა დღეს, წვრთნას მომავალი დაპირისპირების არენაზე, ლინცში ჩაატარებს. ქეცბაიას, საწვრთნელი პროცესის წარმართვაში, თანაშემწე სოსო ჭედია, მეკარების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე და ფიზ-მომზადების სპეციალისტი მიხალის მიხალისი ეხმარებიან.


კამერუნთან თამაშისთვის, ეროვნული გუნდის თავკაცის ხელმძღვანელობით შემდეგი ფეხბურთელები მოემზადებიან:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), მაქსიმე ქვილითაია ("ლოკომოტივი").
მცველები: მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("სპარტაკ-ნალჩიკი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), გიორგი შაშიაშვილი ("ერგოტელისი", საბერძნეთი), ილია კანდელაკი ("შტურმი", ავსტრია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა).

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1094 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ჩემპიონი, ბუნდესლიგის შვიდგზის გამარჯვებული და სერია A-ს ჩემპიონი, ორჯერ უეფას, სამჯერ კი გერმანიის თასების მფლობელი, 5 მუნდიალის მონაწილე, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის, 25 მატჩის მონაწილე, ევროპის პირველობების დასკვნითი სტადიის ოთხგზის მონაწილე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების რიგებში ჩატარებული 150 შეხვედრა (23 გოლი), ფიფას გამოკითხვის შედეგად მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი – აი, ასეთი გახლავთ ლეგენდარული გერმანელი მოთამაშის ლოთარ ჰერბერტ მათეუსის მიღწევათა არასრული სია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მათეუსს გასახსენებელიც ბევრი აქვს და ცალკეულ საფეხბურთო საკითხებზეც ორიგინალური მიდგომები აქვს.

- მოდით თქვენი უაღრესად ნაყოფიერი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები გავიხსენოთ. ევროპელ მოთამაშეთაგან სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის რეკორდი გეკუთვნით. ბუნდესნაკრებში ჩატარებული 150 შეხვედრიდან პირველი თუ გახსოვთ?
- გერმანიის ნაკრებში დებიუტი 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე მქონდა.

ნეაპოლში ჰოლანდიელებს ვხვდებოდით. თამაშში 73-ე წუთიდან ჩავერთე. 3:0-ს ვიგებდით. მალე პენალტი "ავიკიდე”, შემდეგ კი ბენილუქსელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. როგორც ხედავთ, თამაშში ინტრიგის შეტანა მოვახერხე (იცინის). ეს ამბავი მწვრთნელებს არ მოეწონათ და მეორე სანაკრებო მატჩში ჩვიდმეტთვიანი პაუზის შემდეგ მომიხდა მონაწილეობის მიღება. პირველი სანაკრე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1035 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მადრიდის "რეალის” გულშემატკივრები ბოლოხანს აქტიურად განიხილავენ მათი საყვარელი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მისვლის პერსპექტივას.

ამის თაობაზე, ესპანელი ჟურნალისტებიც ამახვილებენ ყურადღებას, გაზეთმა "ასმა” კი პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბის” დამრიგებლად უკვე "დანიშნა”.

ამას წინათ, ჟოზე მოურინიო ლონდონს სტუმრობდა, სადაც მას მასმედიელები შეხვდნენ და მინი-ინტერვიუც ჩამოართვეს.


- სეუ ჟოზე, დახედეთ "ასის” ამ ნომრის პირველ გვერდს. პოპულარულ გამოცემას თუ ვერწმუნებით, მომავალი სეზონიდან "რეალს” ჩაუდგებით სათავეში. 22 მაისს ფინალს "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩაატარებთ და მადრიდში დარჩებით?
- ჯერჯერობით, 2 ამოცანა მაქვს გადასაჭრელი. იტალიის სერია A-ში "სიენა” უნდა დავამარცხოთ და სკუდეტო გავინაღდოთ, შემდეგ კი, "ბაიერნთან” ფინალი გველის. ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ მოვახერხებ ჩემპიონთა ლიგის თასის თავსზემოთ აწევას, მომავალზე კი, მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები.

ჩემს პირად აგენტ ჟორჟე მენდეშს დავუკავშირდი და ვუთხარი, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ 23 მაისამდე რომ არ მცალია.

- "რეალის” გაწვრთნა თუ შედის თქვენს გეგმაში?
- ფეხბურთში საკმაოდ ბევრს მივაღწიე, თუმცა გასაკეთებელიც ბევრია. ამბიციურმა მწვრთნელმა საკუთარი ძალა და შესაძლებლობები პრიმერა დივიზიონშიც უნდა მოსინჯოს. ამიტომაც, ჩემს გე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1035 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ სამხრეთ აფრიკაში წასაყვან შემადგენლობას საბოლოოდ სახე მისცა. თავიდან დასახელებული 30
კანდიდატიდან, "ალბისელესტეს" თავკაცმა 23 საუკეთესო გამოარჩია, 7 ფეხბურთელს კი, ნაკლებად გაუმართლა.

ამჯერად, ყველაფერი სიურპრიზების გარეშე მოხდა - ლეგენდარულმა დიეგომ სიიდან სწორედ ის მოთამაშეები ამოშალა, რომლებსაც სპეციალისტთა საყოველთაო აზრით, მუნდიალზე წასვლის ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდათ. უიღბლოთა შორის მოხვდნენ: ეზეკილ ლავეცი ("ნაპოლი", იტალია), ფაბრიციო კოლოჩინი ("ნიუკასლი", ინგლისი), ხესუს დატოლო ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ხოსე სოსა ("ესტუდიანტესი"), ხუან მერსიერი ("არგენტინოს ხუნიორსი"), სებასტიან ბლანკო ("ლანუსი") და ხუან მანუელ ინსაურალდე ("ოლდ ბოისი").

არგენტინელთა საბოლოო სამუნდიალე შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო ("ალკმაარი", ჰოლანდია), მარიანო ანდუხარი ("კატანია", იტალია), დიეგო ლოპესი ("კოლონი");

მცველები: ვალტერ სამუელი ("ინტერი", იტალია), ნიკოლას ბურდისო ("რომა", იტალია), მარტინ დემიკელისი ("ბაიერნი", გერმანია), გაბრიელ ჰაინცე ("მარსელი", საფრანგეთი), ნიკოლას ოტამენდი ("ველესი"), კლემენტე როდრიგესი ("ესტუდიანტესი"), არიელ გარსე ("კოლონი");

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო, მაქსი როდრიგესი (ორივე "ლივერპული", ინგლისი), ხუან სებასტიან ვერონი ("ესტუდიანტესი"), მარიო ბოლატი ("ფიორენტინა", იტალია), ანხელ დი მარია ("ბენფიკა", პო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, იყენებს თუ არა მმართველი პარტია არჩევნებში სახელისუფლო რესურს, რამდენად მომგებიანი სლოგანები აქვთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიეტებს; ასევე - რამდენად შეესაბამება NDI-სა და CSA-ს სოციოლოგიური კვლევა რეალობას, „ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და რამდენად მაღალი შეიძლება იყოს ამომრჩეველთა აქტივობა?
_ სოციოლოგია რეალობის სურათს ხატავს და მე უფლება არა მაქვს, სოციოლოგიით არ ვიხელმძღვანელო. ახლა არ შევალ დისკუსიაში, სანდოა თუ არა ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევათა შედეგები, მაგრამ ვიტყვი _ რაც მეორდება, ის სანდოა.

სხვადასხვა გამოკვლევებში მეორდება, რომ არჩევნებზე მოსახლეობა აქტიური იქნება. საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობა დაბალია, მაგრამ იმის გამომ რომ ეს ჩვეულებრივი თვითმართველობის არჩევნები არ არის, მოსახლეობის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იქნება. 
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელისუფლო კანდიდატის კამპანია უფრო აქტიურია. ეთერში უფრო აქტიურად ჩანს, ქალაქში რომ გაივლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ნაკვალევი, როგორც მოქმედი მერის, უფრო იკითხება, რაც ბუნებრივია და ამ აქტიურობას თავის შედეგიც მოაქვს.

მიუხდავად გამოკვლევების ავტორებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

რუსმა და პოლონელმა გამომძიებლებმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს, - ამის შესახებ სააგენტო `უნიანი~ რუსეთის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.


საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შემთხვევის ადგილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს.

პროცედურაში პოლონეთის მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილე, პოლიციის წარმომადგენლები და რუსეთში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლებმა ადამიანთა სხეულის ნაწილები, თვითმფრინავის ნამსხვრევები, დაღუპულთა კუთვნილი ნივთები და საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საგნები ვერ აღმოაჩინეს.


პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. პოლონეთის პოლიტიკური ელიტა კატინის ტრაგედიის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.
Category: ახალი ამბები | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერ კონცერტზე დასწრების მსურველებს ორგანიზატორები თბილისიდან უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ.


ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს და კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს სთავაზობენ უფასო ტრანსპორტირებას თბილისი–ზუგდიდი–თბილისის მიმართულები.

ავტობუსები გავა სპორტის სასახლიდან 11.00 საათზე. რეგისტრაცია 25 მაისამდე იწარმოებს. ადგილები შეზღუდულია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას „კოალიცია სამართლიანობისათვის" ტელეფონის ნომერზე +995 32 47 12 17.


ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი 26 მაისს, 18:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ასევე, ქართველი მუსიკოსები – "მგზავრები ", სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, პორნოპოეზია და რემა. კონცერტში მონაწილე ყველა ვარსკვლავმა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა.


ღონისძიების მთავარი მიზანი, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

გმირთა მოედანზე 26 მაისს თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი გაიხსნება, რომელიც საქართველოს გასაბჭოებიდან დღემდე რუსეთის წინააღმდეგ დაღუპულ გმირთა სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული.


როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მემორიალი ლითონის კონსტრუქციისა და ორგანული მინის კოშკს წარმოადგენს, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა.


მემორიალის სიმაღლე 48 მეტრია და ის თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი იქნება. მემორიალი 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. მეომართა სახელები ამოტვიფრული იქნება ორგანულ მინაზე, რომლითაც ეს კოშკი არის აგებული.


გმირთა საუკუნოდ უკვდავსაყოფად მემორიალის ძირში განთავსდება კაფსულა, რომელშიც ჩაიდება სპეციალური ქაღალდი გმირთა სახელებით. კონსტრუქცია დაახლოებით 260 ტონას იწონის. მონუმენტი გათვლილია და გაუძლებს 9-ბალიან მიწისძვრას და ძლიერ ქარებს. მემორიალზე მთლიანად 3 500მდე ადამიანის სახელი და გვარი ამოიტვიფრება.
Category: ახალი ამბები | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

Lotus-ის საინჟინრო განყოფილებამ კროსოვერის - Toyota Venza - ორი კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა. კონსტრუქტორების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ავტომობილის მასისა და შესაბამისად, საწვავის ხარჯის შემცირება 30%-ითაა შესაძლებელი.

Lotus-ის საინჟინრო კომპანიამ 2017 წლის კროსოვერის მასის 21%-ით, ხოლო 2020 წლის ავტომობილის მასის - 38%-ით შემცირება მოახერხა. ამასთან, მისი აწყობისთვის საჭირო ხარჯები ამჟამინდელ Toyota Venza -სთან შედარებით მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. პროტოტიპების შემუშავებისას "შავი" ძარას (გრუნტირებისა და შეღებვის გარეშე) შექმნაზე გამოყენებული კომპონენტების რაოდენობა 400-დან 211-მდე შემცირდა.

ამასთან, თუ ამჟამად კროსოვერის ძარა ფოლადისგან მზადდება, 2020 წლის მანქანისთვის იგი 37%-ით ალუმინის, 30%-ით მაგნიუმის, 21%-ით კომპოზიტური მასალებისა და 7%-ით მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადდება. Lotus-ი ბამპერების კონსტრუირებისას ალუმინს, ხოლო სხვადასხვა დეტალის შეერთებისას პლასტიკას, მაგნიუმსა და სხვა მასალებს იყენებდა.

ანალოგიური მეთოდით შეიქმნა შასი, რომელიც 43%-ით შემსუბუქდა. სალონში მთელი მექანიკა "ელექტრონიკით" შეიცვალა (მაგალითად, სიჩქარის გადაცემათა კოლოფის სელექტორი და ხელის მუხრუჭი სენსორულ დისპლეიზე ღილაკებს წარმოადგენენ), ხოლო ლითონის დეტალებზე უარის თქმის შედეგად, სავარძლების მასა 50%-ით შემცირდა.

Category: ახალი ამბები | Views: 1007 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბონომ, მსოფლიო ტურნესთვის საგასტროლო სამზადისის დროს მიღებული ტრავმის გამო ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა.

50 წლის მუსიკოსს ოპერაცია მიუნხენის ნეიროქირურგიულ კლინიკაში ჩაუტარეს, სადაც ის კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს. მომღერლის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ ბონო ირლანდიაში საკუთარ სახლში დაბრუნდება, სადაც სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს დაასრულებს.

აშშ-ში U2-ს საგასტროლო ტურნე, რომელიც 3 ივნისს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.

გასტროლების განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ჯგუფის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეს მუსიკოსის გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული, - იუწყება BBC.

Category: ახალი ამბები | Views: 1096 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

უკვე 16 წელია, ინდოეთში, დელიში ცხოვრობს. ინდური კლასიკური ცეკვისა და ზოგადად, ინდური კულტურის სიყვარულმა სამშობლოსგან შორს, უცხო ქვეყანაში წასვლა გადააწყვეტინა. იქ ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა და ქართულ-ინდური ოჯახი შექმნა. ნათია საჯაია შვილთან, 11 წლის ომართან ერთად რედაქციაში გვესტუმრა და თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბო. 


- ჩემი შვილის სრული სახელი ომარ-ჯირან ამანია. სახელი ომარი მე დამესიზმრა და ამიტომ დავარქვი, ჯირანი კი ინდური სახელია, ჩემი მეუღლის ბაბუასაც ერქვა. ჩემი ქმარი მუსლიმია, მისი ბაბუა კი სასულიერო პირი იყო და ხალხში დიდი პატივით სარგებლობდა. დაახლოებით 2 წლის წინ მეუღლემ მიჩვენა ის ადგილები, სადაც მისი ბაბუა მოღვაწეობდა. მათ საგვარეულო მეჩეთიც ჰქონიათ.

- შენ ინდოელების ქართველი რძალი ხარ. საინტერესოა, როგორ მიგიღეს? როგორც ვიცი, ინდოეთში, სარძლო მზითვის რაოდენობით ფასდება.
- სამწუხაროდ, ინდოეთში ასეთი ოჯახები დღემდე არსებობს. მზითვის არქონის გამო, იქ ბევრი ოჯახი დაუმსახურებლად იჩაგრება. სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემ ქორწინებისას გამაფრთხილა: სახლიდან არაფერი წამოიღოო. მე მაინც შევთავაზე: თუ ჩემს სახლში რაიმე მოგეწონება, მოჰკიდე ხელი და წავიღოთ-მეთქი. იუარა, - ყველაფერს თავად ვიყიდიო.

დაქორწინებამდე მე და ჩემმა მეუღლემ სამი პირობა დავდეთ. კარგა ხანს ვნანობდი, რომ იმ სამს კიდევ ერთი პირობა არ დავუმატე, მაგრამ მერე, სურვილი თავისთავად ამისრულდა: პირველი პირობის თანახმად, ინდოელზე გათხოვების მიუხედავად, საქარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1974 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

"ჩემი ცხოვრება თავისი შუქ-ჩრდილებით საოცრად დაემსგავსა სერგოს ცხოვრებას... ჩვენ ვერ დავაფასეთ ეს ადამიანი. ქართველებს ხომ ასეთი ზნე გვჭირს: ჩვენი განძი ჯერ სხვამ უნდა დაინახოს და აღიაროს, მასზე სხვამ უნდა თქვას, გენიოსიაო, სხვამ გამოიყენოს მისი ნიჭი და მერე უნდა დავუწყოთ დევნა", - ამბობს პოეტი და მხატვარი-სიმბოლისტი, მანანა ჭყონია, რომელსაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა XX საუკუნის უდიდეს კინორეჟისორთან, სერგო ფარაჯანოვთან.

"ეროვნებით თბილისელი" (როგორც თვითონ უწოდებდა საკუთარ თავს) სერგო ფარაჯანოვი 21 წლის წინ გამოეთხოვა საყვარელ ქალაქს, სადაც მთელი ცხოვრება დაყო. სიცოცხლის უკანასკნელი წელიწადი კი ერევანში გაატარა. მანამდე ბევრჯერ ატკინეს, დაამცირეს, დაატუსაღეს, მაგრამ ადამიანებისა და სიცოცხლის რწმენით აღსავსე რეჟისორის თავისუფალი სამყაროს ხელყოფა ვერაფერმა შეძლო. "ამბავი სურამის ციხისა", "აშუღი ქერიბი", "ბროწეულის ფერი" (იგივე "საიათნოვა"), "არაბესკები ფიროსმანის თემაზე", "ყვავილი ქვაზე", "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" და სხვა შესანიშნავი ფილმებით, კოლაჟებითა და ტილოებით შექმნილი სამყარო ავტორის სრულ პორტრეტს გვიხატავს, გვიამბობს მასზე და მეტი არც არაფერია საჭირო იმის აღსაქმელად, რომ რაღაც გენიალურთან გაქვს საქმე...

"მან ცხოვრება მასწავლა და ჩემი ადგილის პოვნაში დამეხმარა, ვალში ვარ და ვეცდები, სერგო ფარაჯანოვი თბილისში დავაბრუნო", - ამბობს ქალბატონი მანანა, ვისაც ერთი ნახვის შემდეგ ეტრფოდა დიდი რეჟისორი. თუმცა, საბოლოოდ, ეს ადამიანები ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2059 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.

როგორც "ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება და მოძრავი დღესასწაულია.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო.

მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

Category: ახალი ამბები | Views: 1049 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მისი ნამღერი ყოველთვის სიყვარულისა და სიკეთის საგალობელს ჰგავს და, ალბათ, ამიტომ შეიყვარა ასე ძალიან მსმენელმა. მომენატრეთო! - გვეუბნება თამრიკო ჭოხონელიძე იმ სარეკლამო რგოლში, რომლითაც კონცერტზე გვეპატიჟება.

ჩვენც ძალიან მოგვენატრა, უკვე 11 წელია სოლო კონცერტით არ გამოსულა მსმენელის წინაშე. როდესაც ინტერვიუსთვის ვესტუმრეთ, გაგვიმხილა, რომ ძალიან ღელავს და უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს. ის ხომ ფილარმონიის დიდ სცენაზე რევაზ ლაღიძის მუსიკას ააჟღერებს, და კიდევ, მსმენელი პირველად მოისმენს სიყვარულით სავსე პოეტის, ახლახან გარდაცვლილი ნიკო გომელაურის უკანასკნელი ლექსისა და ლაღიძის მუსიკის ტანდემს... კონცერტი 23 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

თამრიკო ჭოხონელიძე:
- იქ, სადაც ლაღიძის მუსიკა ჟღერს, სიყვარულისა და მოფერების ატმოსფერო ისადგურებს. კონცერტზე აჟღერდება რევაზ ლაღიძის კინომუსიკა და საორკესტრო მელოდიები.

- რევაზ ლაღიძეს იცნობდით?
- მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა მე, ეკა კახიანსა და ქეთი ფირცხალავას გვაჩვენეს ერთი კეთილი ბაბუ და გვითხრეს, ეს ის კაცია, რომელმაც "თბილისო" დაწერაო. მერე ეს კეთილი ბაბუ გვასწავლიდა "ჰერიო, ბიჭებოს". ნათლად მახსოვს მისი თითები. მოგვიანებით განსაკუთრებით ფასეული გახდა ჩემთვის ეს ურთიერთობა.

- რევაზ ლაღიძის მელოდიებს რომელი ლექსები მიუსადაგეთ?
- გადავწყვიტე, რევაზ ლაღიძისა და პეტრე გრუზინსკის საოცარი ტანდემი გამეახლებინა. ბატონი პეტრეს ოჯახი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1242 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

განეშა.


განეშა (სანსკ. गणेश gaṇeśa ”მხედართმთავარი”) - ინდუიზმის პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, შივას და პარვატის შვილი. განასახიერებს სიბრძნეს და წარმატებას.

ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს - სპილოს - თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. ”ბრძენი” ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა.

დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს - ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.


ლაკშმი სიმდიდრეს და ბედნიერებას წყალობს.


ლაკშმი (სანსკ. लक्ष्मी lakṣmī ”ბედნიერების მომტანი”) - ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.

ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როცა ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1970 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010


ვედები (სანსკრ. वेद „ცოდნა") — უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (საგალობელთა ცოდნა), იაჯურვედა, სამავედა, ათარვავედა მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა, სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებს, ავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.

ვედების კრებული ხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2224 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

იანტრა.

იანტრა (სანსკ. यन्त्र yantra ”დაყრდნობა”) - ინდუისტური სიმბოლო, რიტუალური დიაგრამა. იანტრა მანტრას გრაფიკული გამოხატულებაა და მედიტაციისთვის გამოიყენება.
ინდუიზმის მიმდევრები თავიანთ ეზოებში იანტრებს ხატავენ, როცა ახლო ნათესავების სახლში დაბრუნებას ელოდებიან.
იანტრას ბუდიზმშიც დიდი რიტუალური მნიშვნელობა აქვს.

ბჰაგავადგიტა.


ბჰაგავადგიტას ილუსტრაცია: კრიშნა და არჯუნა

ბჰაგავადგიტა (სანსკრ. भगवद्गीता bhagavadgītā ”ღვთის ნამღერი”, ასევე ცნობილია როგორც გიტა) - ინდუიზმის მთავარი ლიტერატურული ძეგლი, ძველინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი.

კურუკშეტრას დიდი ბრძოლის დაწყებამდე პანდავათა დინასტიის პრინცი არჯუნა სთხოვს თავის მეგობარს და დამრიგებელს კრიშნას, გაარკვიოს ამ ძმათშორის ომის გარდაუვლობასა და საბოლოო შედეგებში. მას არ სურს ბრძოლა თავის ნათესავ კურუს დინასტიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ეჭვობს ამ ბრძოლის სამართლიანობაში და შიშობს მორალის და რწმენის დაკარგვას.

უშუალოდ ბრძოლის ველზე სისხლისმღვრელი შეტაკების დაწყებამდე კრიშნა დიალოგის ფორმაში უხსნის არჯუნას ბოროტების გან ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1886 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

გეიშა.


გეიშა (იაპ. 芸者), იაპონელი ქალი, რომელსაც მიღებული აქვს მრავალმხრივი აღზრდა-განათლება - იცის მხატვრული კითხვა, ცეკვავს. მღერის, უკრავს სხვადასხვა საკრავზე, იცნობს მაღალ საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტს, შეუძლია თავაზიანი, მახვილგონივრული საუბარი და სხვა. გეიშას ქირაობენ წვეულებებისა და ბანკეტების ორგანიზატორები. მისი მოვალეობაა შეასრულოს სტუმართმოყვარე დიასახლისის როლი და გაართოს საპატიო სტუმრები.

იაპონიის ფონდი.


იაპონიის ფონდი (იაპონურად [Kokusai Kōryū Kikin] 国際交流基金 დაახლ. კოკუსაჲ კო:რჲუ: კიკინ) არის იაპონური კულტურის ინსტიტუტი, რომლის მიზანია იაპონური ენის, ხელოვნების და საერთოდ კულტურის პოპულარიზება და გავრცელება.

იაპონიის ფონდი არის ისეთი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანალოგი როგორიციაა ბრიტანული სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი დ ა.შ..

ინსტიტუტი დაარსდა 1972 წელს, ხოლო 2003 წლის 1 ოქტომბერს კი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარდა იგი და ამით იაპონიის საგარეო კულტურულ პოლიტიკას დაუკავშირდა.

იაპონური კულტურის გავრცელების მიზნით ამ ინტიტუტის ხელშეწყობით სხვადა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1886 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

იაპონური სამზარეულო".


საშიმი გარნირთან ერთად.

საშიმი (იაპონ. 刺身) არის იაპონური დელიკატესი შემდგარი უმი ზღვის პროდუქტისგან, რომელიც დაჭრილია თხელი პატარა ზომის ნაჭრებად. საშიმი დაახლოებით 2,5 სმ. სიგანის, 4 სმ. სიგრძისა და 0,5 სმ. სისქის ნაჭრებია, თუმცა მისი ზომები დამოკიდებულია პროდუქტის ტიპსა და მზარეულზე.

მას მიართმევენ ჩასაწობელ საწებელთან (სოიოს სოუსი ვასაბის პასტასა და თხლად დაჭრილი პონზუსა, ან კოჭას ფესვით.) და გარნირად, დაჭრილი დაიკონის ბოლოკთან ერთად.


სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) იაპონურ სამზარეულოში არის ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი.

იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი.

თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1196 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ბურგთეატრის მთავარი ფასადი.


ბურგთეატრი (გერმ. Burgtheater, საიმპერიო კარის თეატრი), თავდაპირველად ცნობილი, როგორც "der Burg", ხოლო 1920 წლამდე კი "Hofburgtheater", არის ავსტრიის ფედერალური თეატრი ვენაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი თეატრი მსოფლიოში.

თეატრი დაარსდა 1741 წლის 13 მარტს ჰაბსბურგის დედოფალი მარია ტერეზა ავსტრიელის მიერ საკუთარი სასახლის გვერდით; მისმა ვაჟმა იმპერატორმა იოზეფ II-მ მას გერმანიის ნაციონალური თეატრი დაარქვა 1776 წელს.

1794 წლიდან თეატრს ერქვა "K.K. Hoftheater nächst der Burg". თეატრი ახალ შენობაში გადავიდა რინგშტრასეზე 1888 წლის 14 ოქტომბერს, რომლის პროექტი ეკუთვნის გოტფრიდ სემპერსა და კარლ ფრეჰერ ფონ ჰაზენაუერს. 1944 წელს ხანძრის მიერ განადგურებული სასახლის თეატრი 1955 წელს აღადგინეს. ისტორიულად კლასიკური ბურგთეატრის სტილი და ბურგთეატრის გერმანული ენა ყველა გერმანულენოვანი თეატრისთვის მაგალითის მიმცემი იყო.


გვერდითი ფასადი.

ვენის სახელმწიფო ოპერა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2184 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ჰომეროსის ბიუსტი ბრიტანეთის მუზეუმში.


ჰომეროსი (ბერძ.: Ὅμηρος Hómēros) -- ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე.

მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია (Βατραχομυομαχία, ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.

გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს.

ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის.

ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.

Category: ენციკლოპედია | Views: 1199 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში მცხოვრებ იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე. ამ ხალხთა ჯგუფს განეკუთვნებიან: ქართველები, ადიღები (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზები, აბაზები, ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), დაღესტნელები (ავარელები, ლეკები, დარგუელები, ლაკები, ლეზგები და სხვ.) და სხვ.

წარმოშობის ისტორია.


ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია.

კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (მაგ. ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი.

მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემებში და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ გვიანდელ რელიგიურ სისტემებს და ქრისტიანული და მუსულმანური კულტის ელემენტებად იქცეოდნენ.

კავკასიურ-იბერიული მითოლოგიის უძველეს პლასტებზე წარმოდგენას იძლევა არქეოლოგია. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1196 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ბედი, ბედისწერა, რელიგიურ-ფილოსოფიური იდეალისტური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა. ამ შეხედულებით ადამიანთა ბედი წინასწარ არის გაჩინებული განგების მიერ.

ქართველთა რელიგიური წარმოდგენით ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბედის ვარსკვლავი; ახალშობილს "ბედისმწერლის" ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რომელთა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო.

იმავე შეხედულებით ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად "სულეთის" ღმერთიც განაგებდა.

ქართველ მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით "სამზეოში" ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ "სულეთში" რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი.

სულეთის ღმერთს ემსახურებოდნენ "მწერელნი", "ბედის მწერლები" ან "წერა-მწერალნი", რომლებიც ბედის წიგნის მონაცემების მიხედვით "იბარებენ სულეთში" ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევროპის ხალხებში

. ქართული წარმოდგენები ბედზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან.

Category: ენციკლოპედია | Views: 1032 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მეფე ართური (King Arthur) არის ლეგენდარული ბრიტანელი წინამძღვარი რომელიც შუა საუკუნეების ისტორიების მიხედვით, უძღვებოდა ბრიტანეთის დაცვას საქსონელი დამპყრობლებისგან, ადრეულ მეექვსე საუკუნეში. ართურის ისტორიების ძირითადი ნაწილი ფოლკლორის და ლიტერატურის შექმნილია, ხოლო მისი არსებობის რეალობა დღსაც დავის საგანია ისტორიკოსებისათვის.

სხვადასხვა ისტორიული წყარობიდან მხოლოდ მწირი მასალის მოძიებაა შესაძლებელი. ლეგენდები ართურის შესახებ სხვადასხვანაირადაა აღწერილი სხვადასხვა ტექსტებში. არ არსებობს ერთიანი კანონიკური ვარიანტი. თუმცა უმეტესი ფაქტები აღებულია ისტორიის გოლფრიდისეული ვარიანტიდან.

გოლფრიდი აღწერს ართურს როგორც ბრიტანეთის მეფეს რომელმაც დაამარცხა საქსონი დამპყრობლები და შექმნა იმპერია , რომელიც მოიცავდა ბრიტანეთს, ირლანდიას ,ისლანდიას, ნორვეგიას და გალებს.

ასევე ცნობებს ართურის მამის პერგამონის , ჯადოქარ მერლინის, ხმალი ეხკალიბურის , არტურის დაბადების შესახებ ტინტაგელში, მისი გადამწყვეტი ბრძოლის მორდერერთან კამლანში და მის დასასრულს ავალონში.

მეთორმეტე საუკუნის ფრანგმა მწერალმა კრეტიენ დე ტრუამ, მიუმატა ლანსელოტისა და გრაალის თასის ისტორია. ამ ფრანგულ ისტორიაში ხშირად მთავარ მოქმედ პირად არა მეფე ართური არამედ მრგვალი მაგიდის რაინდები იქცევიან ხოლმე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1120 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

შამბალა - ლეგანდარული ქვეყანა ტიბეტში, ან მის შემოგარენში. მისი პირველი ხსენება გვხვდება კალაჩაკრა-ტანტრის ტექსტში (Х ს.), რომელიც, როგორც ამტკიცებენ, შემორჩენილია შამბალას მეფე სუჩანდრის დროიდან. სუჩანდრამ კალაჩაკრას მეცნიერება შაკიამუნის ბუდისგან შეისწავლა. სხვა ლეგენდის თანახმად, შამბალას სამეფო შუა აზიაში იყო. მისი მეფე სუჩანდრა სამხ. ინდოეთში ცოდნის მისაღებად ჩავიდა.

შუა აზიაში მუსულმანთა შეჭრის შემდეგ, IX ს.-ში, შამბალას სამეფო ადამიანთათვის უჩინარი გახდა და მხოლოდ სუფთა გულის ადამიანებს ძალუძთ მისკენ სავალი გზის პოვნა. ლეგენდების თანახმად, შამბალას 25-ე მეფის კულიკა რუდრა-ჩაკრინის (ტიბ. რიგდენ ჯაპო) დროს ხდება კეთილი და ბოროტი ძალების ძლიერი შეტაკება.

ამიტომაც ბუდისტურ სურათებზე (ტანკა), რომლებიც შამბალას ეძღვნება, ყოველთვის გამოსახულია რიგდენ ჯაპოს ბრძოლა მეცნიერების მტრებთან. ამასთან ეს ბრძოლა სიმბოლურად გამოხატავს სიბრძნის გამარჯვებას უვიცობაზე, სულიერების - ხორციელებაზე, თავგანწირულობის - ეგოიზმზე.

შამბალას მეფის გამარჯვების შემდეგ დადგება სულიერების, მორალური და კულტურული აყვავების ხანა, რომელიც ზეიმობს მე-5 ბუდის, მაიტრეას, წარმოშობით. შამბალას მეფეები, რომლებიც სამეფოს შაკიამუნის ბუდის მოძღვრების თანახმად მართავენ, მოწოდებულნი არიან შამბალას დასაცავად, ბოროტ ძა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1083 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

საგენე ან საგენეი (ფრ.Royaume du Saguenay) — ლეგენდა ზღაპრულად მდიდარ ქვეყანაზე, რომელსაც საგენე(ი)ს სახელმწიფო ეწოდება. ეს ლეგენდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს კანადის ფრანგ მკვლევრებს კარგა ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა . არსებობს საგანებზე თქმულების წარმოშობის რამდენიმე ვერსია.

ერთ-ერთის მიხედვით, ინდიელ ტომებს — ალგონკინებს სწამდათ, რომ წმინდა ლავრენტის მდინარის ჩრდილოეთით, თანამდროვე კვებეკის რაიონში, არსებობდა ქერათმიანი ადამიანებით დასახლებული ზღაპრულად მდიდარი სახელმწიფო, სადაც ოქროს, ვერცხლისა და ბეწვეულის საწყობები იყო.

ბელადი დონაკონიც, რომელიც 1530-იან წლებში ფრანგებმა დაატყვევეს და სამშობლოში ჩაიყვანეს, საფრანგეთის მეფეს უამბობდა ამ ადამიანთა სამეფოს შესახებ.

ამ ქვეყნის ძებნას არამხოლოდ ფრანგებმა ან ფრანგოკანადელმა მკვლევრებმა, არამედ, პორტუგალიელმა და ესპანელმა გეოგრაფებმაც ათწლეულები შეალიეს. 

თუმცა, ზოგიერთი მათგანის აზრით, ქერათმიანთა ეს უხვი სამეფო მდინარე ორინოკოს აუზში უნდა ყოფილიყო, თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე.

შესაძლოა, ეს ლეგენდა ფრანგული ვარიანტი იყოს ლეგენდარული ელდორადოსი, ინდიელებმა კი, ძუნწი დამპყრობნი უფრო ჩრდილოეთით გაიტყუეს რათა მამულები გადაერჩინათ.

ჩრდილოეთში არაერთი ევროპელი გაუდგა გზას საგენების ქვეყნის საძებრად, მაგრამ, ბევრმა მათგან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1046 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ეივბერის დალაქი.


აღდგენილი ქვა, რომლის ქვეშ აღმოჩენილნი იქნენ დალაქის ძვლები.


ეივბერის დალაქი, (ინგლ. Barber surgeon of Avebury) — შუასაუკუნეების ბრიტანეთის ნახევრად ლეგენდარული პიროვნება, რომელიც დაკავშირებულია წინაისტორიულ ძეგლ ეივბერთან ინგლისის უილტშირის საგრაფოში.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, XIV საუკუნეში ღვთისმოშიში მოგზაური ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობას ეხმარებოდა კერპთაყვნისმცემლური მენგირების დანგრევაში. ერთ-ერთი მენგირის ამოთხრის მცდელობისას, ქვა გადატრიალდა და მოგზაური მის ქვეშ მოიყოლია.

1938 წელს არქეოლოგმა ალექსანდრე კეილერმა მენგირი აწია და მის ქვეშ ადამიანის ძვლები აღმოაჩინა. ძვლებთან ერთად აღმოჩენილი იქნა ასევე რამდენიმე მონეტა, მაკრატელი და რკინის ჯოხი. აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ გარდაცვლილი პროფესიით დალაქი იყო.

(შუა საუკუნეებში დალაქის პროფესია გარდა პარიკმახერული ხელობისა, ასევე მოიცავდა სამედიცინო დარგების ნაწილებს, მათ შორის მარტივ ქირურგიულ ოპერაციებსაც.

სწორედ ამიტომ ინგლისურ ენაში ეს ტერმინი ამგვარია — barber surgeon, დალაქი-ქირურგი).

კეილერმა ძვლები სამეფო ქირურგიული კოლეჯის კურატორს გადასცა. 1998 წ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 985 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

უსახელო სკულპტურა, დონალდ ჯუდი, 1990.


მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე.

მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.

უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს.

კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე.

მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან.

ის უარჰყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

მინიმალიზმი, როგორც გამოკვეთილი მიმდინარეობა, უკავშირდება მეორე მსოფლიოს ომის შე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1104 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

██ ჩრდ. აფრიკა (გაეროს სუბრეგიონი)

██ გეოგრაფიული, შეიცავს ზემოთ ხსენებულსაც.


ჩრდილოეთი აფრიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტის ყველაზე ფართო ნაწილში. გეოპოლიტიკურად, გაეროს განსაზღვრებით მასში შედიან:
ალჟირი
ეგვიპტე
ლიბია
მავრიტანია
მაროკო
სუდანი
ტუნისი
დასავლეთი საჰარა

ხშირად ამ ნაწილს მიაკუთვნებენ კანარის კუნძულებს, ეთიოპიას, ერითრეასა და მადეირას.

დასავლეთი აფრიკა.


დასავლეთი აფრიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში. მის შემადგენლობაში შედის 16 ქვეყანა და მოიცავს დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.ბენინი
ბურკინა ფასო
კოტ-დივუარი
კაბო-ვერდე
გამბია
განა
გვინეა
გვინეა-ბისაუ ლიბერია
მალი
მავრიტანია
ნიგერი
ნიგერია
სენეგალი
სიერა ლეონე
ტოგო.


ცენტრალური აფრიკა

ცენტრალური აფრიკის ქვეყნები

██ ცენტრ. აფრიკა (გაეროს სუბრეგიონი)

██ გეოგრაფიული, შეიცავს ზემოთ ხსენებულსაც

ცენტრალური აფრიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. მის შემადგენლობაში შედიან ქვეყნები:
ანგოლა
გაბონი
კამერუნი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს რესპუბლიკა
სან-ტომე და პრინსიპი
ცენტრალუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1156 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

აფრიკის ეკონომიკური თანამეგრობრობის რუკა.


მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, აფრიკა მრავალ მიზეზთა გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ კონტინენტად რჩება. გაეროს ჰუმანური განვითარების მოხსენების თანახმად 2003 წელს ყველაზე ჩამორჩენილი 25 ქვეყანა ყველა აფრიკიდან იყო.

ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ეს უკანასკნელი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ოქროსა და ალმასების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია, ასევე კარგად ჩამოყალიბებული ლეგალური სისტემა აქვს. სამხრეთ აფრიკას ასევე ხელი მიუწვდება ფინანსური კაპიტალთან, მრავალ ბაზრებთან, გამოცდილ მუშახელთან და პირველი კლასის ინფრასტრუქტურასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოტსტვანას (ასევე ალმასების უდიდესი მწარმოებელი) ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი მისი დედაქალაქი გაბორონეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება. ზოგიერთი სხვა აფრიკული სახელმწიფოც შედარებით პროგრესს განიცდის, მათ შორის განა, კენია, კამერუნი და ეგვიპტე.

ნიგერიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მარაგი აქვს, უდიდესი მოსახლეობა აფრიკის ქვეყნებს შორის, და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

ბოლო ათწლეულში აფრიკის ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო და საშუალოდ 5%-ს მიაღწია წლიურად. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ზრდა გაცილებით მაღალია (საშ. 10+%), მაგ. ანგოლაში, სუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1442 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ლუსი, Australopithecus afarensis.


პალეოანთროპოლოგთა უმრავლესობა აფრიკას დედამიწის უძველეს დასახლებულ ტერიტორიად თვლის, საიდანაც ადამიანები წამოვიდნენ. მე-20 საუკუნის შუა წლებში ანთროპოლოგებმა ამ კონტინეტზე აღმოაჩინეს ადამიანთა საქმიანობის მრავალი დამადასტურებელი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც 7 მილიონი წლით თარიღდება. აქ ნაპოვნი ადამიანისმაგვარი მაიმუნების სახეობების ნარჩენები მიუთითებს მათგან თანამედროვე ადამიანის წარმოშობაზე. აქ აღმოჩენილ სახეობებთა შორისაა Australopithecus afarensis (რადიომეტრულად დათარიღებული ძვ. წ.. 3.9-3.0 მილიონი წელი), Paranthropus boisei (დაახ. ძვ. წ. 2.3-1.4 მილ. წ.) და Homo ergaster (დაახ. ძვ. წ. 600,000-1.9 მილ. წ.).

იშანგოს ძვალზე, რომელიც 25 000 წლის უნდა იყოს, იკითხება მათემატიკური ათვლის ნიშნები. ადამიანთა წინაისტორიის განმავლობაში აფრიკაში, ისევე როგორც ყველა სხვა კონტინენტზე, ეროვნული სახელმწიფო შენაერთები არ არსებობდა, მათ ნაცვლად ადამიანები გაერთიანებული იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებად, ხოისა და სანის მსგავსად.

დაახ. ძვ. წ. 10 500 წლისთვის გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, საჰარა კვლავ გახდა მწვანე შემოსავლიანი ხეობა და მისი აფრიკული მოსახლეობა დაბრუნდა შიდა და სანაპირო ზეგანებიდან ქვემო-საჰარის აფრიკაში. თუმცა დათბობის კლიმატის დადგომა ნიშნავდა, რომ ძვ. წ. 5000-სთვის საჰარის რეგიონი სულ უფრო მშრალი ხდებოდა. მოსახლეობ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1826 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.

აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.


ფართობი 30,221,532 კმ2
მოსახლეობა 1,000,010,000 (2005)
მოს. სიმჭიდროვე 30.51/კმ²
ქვეყნები 53 (ქვეყნების სია)< ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2268 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

პერ ლაშეზის სასაფლაო (Père Lachaise, თარგმანში "მამა ლაშეზი") – პარიზის უდიდესი სასაფლაო. ოფიციალური სახელწოდება cimetière de l'Est ("აღმოსავლეთის სასაფლაო").

პერ ლაშეზი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა მსოფლიოში. ასი ათასობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს პარიზის ამ უბანს, რათა თავისი თვალით იხილოს იმ ხალხის საფლავები, რომელთაც დიდი ღვაწლი აქვთ შეტანილი საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი 200 წლის მანძილზე.


დაარსება .


სასაფლაო დაარსებულია ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1804 წელს. სახელწოდება მომდინარეობს მამა ფრანსუა დე ლა შეზისგან, ლუი XIV პირადი მღვდლისგან.

თავდაპირველად სასაფლაო, რომელიც საკმაოდ შორს იყო ქალაქის იმდროინდელი ცენტრიდან არ იზიდავდა ხალხს. ხელისუფლებამ სასაფლაოს პოპულარობისტვის გადაწყვიტა გადმოეტანა მოლიერისა და ლაფონტენის ნეშთები. 1817 წელს კი პიერ აბელარისა და მისი მიჯნურის ელოიზას საფალვები გადმოიტანეს. წამოწყებამ გაამართლა, სულ რამდენიმე წელიწადში პერ ლაშეზზე უკვე 33 ათასი საფლავი იყო. სადღეისოდ კი სასაფლაოზე 300 000 ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

პერ ლაშეზის სასაფლაოს კიდევ ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება კომუნარების კედელი, რომელთანაც 1871 წელს პარიზის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1701 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

გარნიეს სასახლე (Palais Garnier), ასევე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.

ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.

1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს.

ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1457 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ორსეის მუზეუმი (ფრ. Musée d'Orsay) მდებარეობს პარიზში, მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.

პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსე ორშაბათობით დაკეტილია.


ორსეის მუზეუმის მთავარი ჰოლი.

ისტორია.

1986 წელს ძველი გარ-ორსეი გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს. აშენდა რა ვიქტორ ლალუს მიერ ორლეანის რკინიგზის კომპანიის შეკვეთით, სადგურისა და მისი სასტუმროს ინაუგურაცია 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის დროს მოეწყო.


Category: ენციკლოპედია | Views: 1310 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

მულენ რუჟი (ფრანგ. Moulin Rouge, ქართულად "წითელი წისქვილი"; ასევე გვხდება როგრრც მულენ-რუჟი, მულინ რუჟი) — პარიზის კლასიკური კაბარე, აშენებულია 1889 წელს. მდებარეობს პარიზის მე–18 ოლქში, კლიშის ხეივანზე, "წითელი ფარანების" რაიონში, მოედან პიგალის გვერდით.

მეტრო: მე–2 ლინია, სადგური Blanche.


ისტორია.


1889 წლის 5 ოქტომბერს ჟოსეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა შარლ ზიდერმა გახსნეს კაბარე პარიზის ცენტრში, ბლანშის მოედანზე. ეს გახსნა დააკავშირეს მსოფლიო ექსპოზიციისა და ეიფელის კოშკის გახსნას.

მულენ რუჟში იკრიბებოდა არა მარტო შუა ფენის წარმომადგენლები, არამედ მოდიოდნენ არისტოკრატები, ხელოვანები (პიკასო, უაილდი), სამეფო ოჯახის წარმომადგენლებ, მაგალითად უელსის პრინცი.

ყველაზე საინტერესო, რაც იზიდავდა ხალხს, ეს იყო ცეკვა კანკანი.


... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1314 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის.

მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.

ისტორია .

ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა.

მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ლუქსემბურგის ბაღი (Jardin du Luxembourg; მეტსახელი "ლუკო"') 224 500 მ² საზოგადოებრივი პარკია, უდიდესი ქალაქში, მდებარეობს VI ოლქში, პარიზი, საფრანგეთი. აქვე მდებარეობს ლუქსემბურგის სასახლე, რომელშიც საფრანგეთის სენატია განთავსებული.

სასახლე და ბაღები აგებულია არქიტექტორ სალომონ დე ბროსის მიერ მარი დე მედიჩისთვის 1615-27 წლებში.


ლუქსემბურგის სასახლე ბაღიდან.


ბაღები მოიცავს ვრცელ შემოღობილ სათამაშო მოედანს, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისა და მათ მშობლების საყვარელი ადგილია. მის გვერდით ასევე პოპულარული თოჯინების თეატრი და საქანელებია. დროდადრო ღია გაზებოში უფასო კონცერტები ტარდება. მის გვერდით მცირე ღია რესტორანი მდებარეობს.

ბაღები პოპულარული მისი სიმშვიდის გამო გახდა. მცირე ზომის აუზში ბავშვები მინიატურული ნავებით ერთობიან. ბაღში მიმოფანტულია მრავალი მცირე და დიდი ზომის ქანდაკება და მონუმენტი. აუზის ირგვლივ საფრანგეთის ყოფილი დედოფლების ქანდაკებებია.

ლუქსემბურგის ბაღის გვერდით მდებარეობს ოდეონის თეატრი და პარიზის ნაღმების უმაღლესი ნაციონალური სკოლა (École nationale supérieure des Mines de Paris).

სეზონის მიხედვით ბაღი ღიაა: დილის 7:30-დან ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1314 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

გრან პალე (ფრანგ. Grand Palais- დიდი სასახლე)მდებარეობს პარიზში, მე-8 ოლქში, შანზ-ელიზეს განაპირას. მისი ფართობია 40 000 კვ.მ. მუდმივი დარბაზების გარდა მუზეუმში ეწყობა დროებითი გამოფენები.


დიდი და მცირე სასახლის ერთობლივი ხედი ეიფელის კოშკიდან.

ისტორია."ხელოვნების დიდი დარბაზი" აიგო 1897 წელს ფართო, მაგრამ არაკომფორტული ინდუსტრიის სასახლის ადგილას. იგი გამიზნული იყო 1900 წლის 15 აპრილიდან 12 ნოემბრამდე ჩატარებული მსოფლიო უნივერსალური ექსპოზიციისთვის. შენობის ერთ-ერთ ფრონტონზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ ამ ძეგლს რესპუბლიკა უძღვნის ფრანგული ხელოვნების სიდიადეს. თავიდან იგი განკუთვნილი იყო დედაქალაქში გამართული დიდი ოფიციალური მანიფესტაციებისთვის.

1975 წელს შენობის ნეფი მიჩნეულ იქნა ისტორიულ მონუმენტად, 2000 წელს კი მთლიანად შენობა ჩაითვალა ისტორიულ ძეგლად.

Category: ენციკლოპედია | Views: 1067 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

კონსერჟერია (ფრანგ. La Conciergerie), ყოფილი სამეფო სასახლე და საპყრობილე პარიზში, საფრანგეთი. მდებარეობს კუნძული სიტეს დასავლეთ ნაწილში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან. ნაწილია პალე დე ჟუსტისის (იუსტიციის სასახლე) უფრო ვრცელი კომპლექსის, რომელიც ამჟამადაც სასამართლოს დანიშნულებას ასრულებს.

საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში ასობით ტუსაღი კონსერჟერიიდან გილიოტინაზე დასაჯეს სიკვდილით პარიზის რამდენიმე მოედანზე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1076 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ოლქი VIII
უბანი შანზ-ელიზე. რულის გარეუბანი.
იწყება კონკორდის მოედანი
მთავრდება შარლ დე გოლის მოედანი
სიგრძე 1910 მ
სიგანე 70 მ
შეიქმნა 1670
დაერქვა 2 მარტი, 1864.

შანზ-ელიზე, (ელისეს მინდვრები, les Champs-Élysées) პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვით საიქიოში მდებარეობს ელისეს მინდვრები, სადაც სათნო სულები ბინადრობენ.

აღწერა.


ელისეს მინდვრები მდებარეობს პარიზის მე-8 ოლქში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იგი იწყება კონკორდის მოედნიდან, სადაც აღმართულია ობელისკი, და აღმოსვლეთიდან დასავლეთისკენ 1915 მეტრზე იშლება. ამ მანძილის პირველი ნახევარი დაბლობია, შემდეგ კი, შარლ დე გოლის მოედნამდე (ძველი ვარსკვლავის მოედანი, შაიოს გორაკზე) აღმართია და ბოლოვდება ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღით. გამზირის სიგანე 70 მეტრს აღწევს.

ელისეს მინდვრები სწორხაზოვან პერსპექტივას იძლევა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება, კარუსელის ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და რამდენიმე ნაგებობით, როგორიცაა მარინის თეატრი, პეტი პალე, გრან პალე დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1363 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

პარიზის ნოტრ-დამი, დასავლეთის ფასადი.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), ასევე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი, გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის).

პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოტიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო.

თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1282 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ტრიუმფალური თაღი ფრიდლანდის გამზირიდან.


ვარსკვლავის სატრიუმფო თაღი (ფრანგ. L’Arc de triomphe de l’Étoile) — მონუმენტი პარიზში, შარლ დე გოლის მოედნის ცენტრში, ყოფილი ვარსკვლავის მოედანი, შანზ-ელიზეს გამზირის დასავლეთ ბოლოში.

თაღის სიმაღლეა 49,51 მ, სიგანე 44,82 მ, სიმაღლე 29,19 მ. აიგო 1806-1836 წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან - "მარსელიეზა", გრან-არმის გამზირის მხრიდან - "წინააღმდეგობა" და "მშვიდობა". თაღის კედლებზე ამოტვიფრულია 128 ბრძოლის სახელი, რომელშიც რესპუბლიკურმა და იმპერიულმა არმიებმა გაიმარჯვეს, ასევე 658 ფრანგი მხედართმთავრის სახელი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე წარწერაა: "აქ განისვენებს ფრანგი ჯარისკაცი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, 1914-1919".

Category: ენციკლოპედია | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1239 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010


დასავლეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. მისი შინაარსი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის გულისხმობდა საფრანგეთს, ბენილუქსის ქვეყნებს - ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი, დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად აკუთვნებდნენ გერმანიასაც, თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო ცენტრალური ევროპის ნაწილია.

სხვადასხვა ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების გამო დასავლეთ ევროპაში შეჰყავდათ აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიც:
იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა.
აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.
ჩრდილოეთის ქვეყნები - ნორვეგია, შვეცია, ფინეთი, დანია, ისლანდია.
ალპური ქვეყნები - შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.
სამხრეთის ქვეყნები - საბერძნეთი, თურქეთი.

შენიშვნა: დასავლეთ ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია წითელი ფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1114 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

აღმოსავლეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. დასავლეთ ევროპის მსგავსად, ტერმინი აღმოსავლეთი ევროპა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვეულებისამებრ, ამ ტერმინში იგულისხმება დსთ-ს ევროპული ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თუმცა ისინი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობენ.

ცივი ომის ეპოქაში, აღმოსავლეთ ევროპაში შედიოდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ შემთხვევაში ალბანეთი და იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ამ რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ე.წ. ”ვიშეგრადის ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები (საბერძნეთის გარდა).

შენიშვნა: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ალისფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ცენტრალური ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროპის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:
ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.
ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.

შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1268 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

სამხრეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. სამხრეთ ევროპა აერთიანებს ქვეყანათა 4 დიდ ჯგუფს. ესენია:
პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი.
აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.
ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები - რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მონტენეგრო, კოსოვო.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები - მონაკო, მალტა, კვიპროსი.

გეოგრაფიულად სამხრეთ ევროპას მიეკუთვნება აგრეთვე საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი (ე.წ. ფრანგული რივიერა} და თურქეთის ევროპული ნაწილი (ანატოლია).

შენიშვნა: სამხრეთ ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია მწვანე ფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1310 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ჩრდილოეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ტრადიციულად ჩრდილოეთი ევროპა გულისხმობს სკანდინავიის ქვეყნებს (ფართო გაგებით): ნორვეგია, შვეცია, ფინეთი, დანია, ისლანდია. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მათ რიცხვს მიემატა ბალტიის 3 ქვეყანა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ეს არის ამ ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა.

წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ევროპა გაცილებით დიდი არეა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ალპების ჩრდილოეთით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ევროპაში, გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, შედის:
ბრიტანეთის კუნძულები - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია.
ბენილუქსის ქვეყნები - ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი.
საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი.
გერმანია.
პოლონეთი - ნაწილობრივ.
რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ნაწილი.

შენიშვნა: ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია იისფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1198 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.


ფართობი 10,180,000 კმ2
მოსახლეობა 731,000,000
მოს. სიმჭიდროვე 70/კმ2
მოს. შემადგენლობა ევროპელები
ქვეყნები 50
სასაათო სარტყელი UTC+5.

გეოგრაფია.


ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან".

იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1902 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

აღმოსავლეთმცოდნეობა (ასევე ორიენტალისტიკა) არის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც აღმოსავლეთის ენების, სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლითაა დაკავებული.

აღმოსავლეთმცოდნეობა ევროპაში.


ევროპაში, აღმოსავლეთმცოდნეობა როგორც აკადემიური დისციპლინა პარიზში 1795 წელს დაარსდა სახელწოდებით — École spéciale des langues orientales. პარიზის ამ სკოლაში ასწავლიდა სილვესტრ სასი (Silvestre de Sacy, 1758—1838), რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთმცოდნეობითი მეცნიერების განვითარებაზე .

გერმანიაში 1845 წელს დაფუძნდა გერმანიის აღმოსავლური საზოგადოება, რომელიც დღემდე შეისწავლის აზიის, აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნებს, მათ ენებს, საზოგადოებებს, კულტურებს.

ვენაში 1886 წელს შეიქმნა ორიენტალისტიკის ინსტიტუტი. ავსტრიის დედაქალაქში არსებულ ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფუნქციონირებს ძველსემიტური ფილოლოგიისა და წინა აზიის არქეოლოგიის, არაბისტიკისა და თურქოლოგიის სპეციალობები .

ორიენტალისტიკის დისციპლინებია ასირიოლოგია, ირანისტიკა , თურქოლოგია, ოსმანისტიკა, სემიტოლოგია და ზოგჯერ სემიტოლოგიისაგან განცალკევებით დგას აგრეთვე არაბისტიკა და ისლამოლოგია.

სიტყვის ფართე გაგებით აღმოსავლეთმცოდნეობა შეიძლება მოიცავდეს ეგვიპტოლოგიასაც. ეგვიპტოლოგიას ხშირად აფრიკანისტიკას მიაკუთვნებენ.
იაპონიაშიც არსებობს სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც პირიქით ევროპის, ან დას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1091 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

არაბისტიკა ან არაბთმცოდნეობა არის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ვიწრო გაგებით არაბული ენისა და ლიტერატურის (არაბული ფილოლოგია) სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ფართო გაგებით კი არაბისტიკა მოიცავს არაბულენოვან ქვეყნებთან, მათ რელიგიასთან, კულტურასთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.

არაბისტიკა, როგორც მეცნიერება აღმოსავლეთმცოდნეობის ნაწილს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამოლოგიასთან.

ენათმეცნიერულ ნაწილში არაბული ფილოლოგია შეისწავლის ძველ არაბულს, კლასიკურ არაბულს, საშუალო არაბულს, თანამედროვე არაბულსა და მის დიალექტებს.

არაბისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ არაბული ლიტერატურას, პროზასა და პოეზიას, მრავალსაუკუნოვანი ისლამური კულტურის წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და გეოგრაფიულ ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ ებრაულ და ქრისტიანულ ლიტერატურებს.


არაბისტიკა საქართველოსა და ევროპაში.


არაბისტიკა საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის საქართველოში. სწორედ მეოცე საუკუნის ქართული არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1351 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

არაბული ლიტერატურა წარმოიშვა VI საუკუნეში. უფრო ადრინდელი ნაშთები ჯერ კიდევ გაურკვეველი ტექსტების ფრაგმენტებს წარმოადგენს. VII საუკუნეში შექმნილმა ყურანმა ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა მთელს არაბულ კულტურასა და ლიტერატურაზე.

პრეისლამური ლიტერატურა.

ყურანისა და ისლამური ცივილიზაციის შექმნამდე პერიოდს მუსულმანები ჯაჰილიიას ანუ "უცოდინარობის პერიოდს" უწოდებენ.

ეს ტერმინი რელიგიურ უცოდინარობას მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს წერილობითი ლიტერატურის ნაკვალევი, წამყვანი მაინც ზეპირმეტყველება იყო, რომელიც უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

ნამდვილი წერილობითი ლიტერატურა ვითარდებს VI საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან. პირველი არაბულენოვანი ტექსტები ორი საუკუნის შემდეგ თავმოყრილ იქნება ორ კრებულში: მუ'ალაკა და მუფადდალიიატი. 

ეს ნაწარმოებებიც ვერ ქმნის სრულყოფილ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ლიტერატურა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საუკეთესო ლექსები ან ნაწყვეტები იქნა შენახული.

ყურანისა და ისლამის პერიოდი .

cყურანმა უმნიშვნელოვანეს გავლენა მოახდინა არაბულ ენაზე. მასში გამოყენებულმა ენამ დასაბამი მისცა ე.წ. "კლასიკურ არაბულს", რომელიც დღესაც პრესტიჟულ არაბულ დიალექტად ითვლება. ყურანი არა გაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1149 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

სიმონ დოლიძე.

სიმონ (სიკო) დოლიძე (დ. 6 თებერვალი, 1903. ოზურგეთი — გ. 17 ივლისი, 1983. თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. სტალინის პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965).

ბიოგრაფია.


1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო თბილისის კინოსტუდიის (ახლანდელი "ქართული ფილმი") კინოქრონიკის განყოფილების ორგანიზატორი. მოძრავი, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს რეჟისორი.

ოზურგეთში დგას სიკო დოლიძის ძეგლი და არის მისი სახელობის ქუჩა.

  


ჭრიჭინა (1954).

სერგო ფარაჯანოვი.


სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი (სომხ.: Սարգիս Հովսեպի Պարաջանյան სარგის ჰოვსეპი ფარაჯანიან) (დ. 9 იანვარი, 1924, თბილისი, საქართველო ― გ. 20 ივლისი, 1990, ერევანი, სომხეთი), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი.


დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველო, სომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1152 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

გიორგი დანელია.


გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი) ქართველი კინორეჟისორი, ცნობილი თავისი "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი დოკუმენტური ფილმი "მე დავდივარ მოსკოვში" ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა.

დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო" (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში, და "შემოდგომის მარათონი" (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული.

1986 წელს ის იღებს არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას "კინ-ძა-ძა". დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.

მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1026 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

თენგიზ აბულაძე.

თენგიზ ევგენის ძე აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი ― გ. 6 მარტი, 1994, თბილისი), ქართველი კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). 1980 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება .

განათლება .

1943-1946 სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი "დიმიტრი არაყიშვილი".

შემოქმედება.

თენგიზ აბულაძეს შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რ. ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955; ბოლო ფილმისთვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი "ოქროს შტო" კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1956).


კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე" ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1522 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

რუსული ავანგარდი მრავლისმომცველი ტერმინია, განსაზღვრავს ვრცელ გავლენიან მიმდინარეობას თანამედროვე ხელოვნებაში, რომელიც რუსეთში გავრცელდა დაახ. 1890—1930 წლებში, თუმცა ზოგან ის დაიწყო უკვე 1850 წელს და გრძელდებოდა 1960 წლამდე.

ტერმინი მოიცავს მრავალ ცალკეულ თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებულ ხელოვნების მოძრაობას, რომელიც ამ პერიოდში აღმოცენდა, მათ შორის სიმბოლიზმს, ნეოპრიმიტივიზმს, სუპრემატიზმს, კონსტრუქტივიზმსა და ფუტურიზმს.

იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი ამ ავანგარდისტ ხელოვნათაგან უკრაინაში იყო დაბადებული და გაზრდილი (მათ შორის კაზიმირ მალევიჩი, ალექსანდრა ექსტერი, ვლადიმერ ტატლინი, ვასილი კანდინსკი, დავიდ ბურლიუკი, ალექსანდრე არხიპენკო, სონია დელუნი-ტერკი), ზოგიერთ წყაროში მას ასევე უკრაინულ ავანგარდსაც უწოდებენ.


რუსულმა ავანგარდმა მის შემოქმედებით და პოპულარობის მწვერვალს 1917 წლის რევოლუციასა და 1932 წელს შორის მიაღწია, რის შემდეგაც ავანგარდისტული იდეებს უპირისპირდება ახლად აღმოცენებული სოციალისტური რეალიზმი, რომელსაც მთავრობა ლობირებდა. ამ პერიოდის გამორჩეული ფიგურები იყვნენ:

მხატვრები 

მარკ შაგალი.


... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1616 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

იდილია (ბერძნ. eidyllion - პატარა სურათი, უპირატესად მწყემსების ცხოვრებიდან), ჟანრული ფორმა ლიტერატურასა და ფერწერაში.

ლიტერატურაში.


ბუკოლიკური პოეზიის ჟანრული ფორმა, ლექსი (იშვიათად პროზაული ნაწარმოებიც), რომელშიც მწყემსის, სოფლის მყუდრო, მშვიდ და მარტივი ცხოვრების სურათებია ნაჩვენები გრძნობიერ, მიმზიდველ ფორმებსა და ფერებში. იდილიისთვის დამახასიათებელია სოციალურობას მოკლებული ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, რითაც იდილია უახლოვდება ბუკოლიკას.

იდილიის მამამთავრად ითვლება ბერძენი მწერალი თეოკრიტე (ძვ. წ. III ს.). ანტიკური პოეზიის გავლენით იდილია ფართოდ გავრცელდა XVII- XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში.

ქართულ ლიტერატურაში იდილიური სურათია ა. წერეთლის სიმღერა მკის დროს, ი. ჭავჭავაძის კაკო ყაჩაღში მწყემსის ცხოვრების აღწერა, დ. გურამიშვილის ქაცვია მწყემსი და სხვ.

მხატვრობაში.

მხატვრობაში იდილია არის ბუკოლიკური ცხოვრების ამსახველი ტილო. ხშირად გამოსახულია მწყემსი და მისი ცხოვრელები სოფლურ გარემოში. იდილიურ სურათებზე ხშირად სამი ძირითადი ელემენტი გვხვდება: ადამიანი, ცხოველი და ბუნება - რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1162 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ბრინჯაოს მხედარი.

ბრინჯაოს მხედარი (რუს.: Медный всадник) — ცხენზე ამხედრებული პეტრე დიდის ქანდაკება სანქტ-პეტერბურგში შექმნილი ეტიენ მორის ფალკონეს მიერ 1768-70 წლებში. ამავე სახელწოდების ალექსანდრე პუშკინის პოემა, რომელიც მან ამ ქანდაკებას მიუძღვნა 1833 წელს, საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები.

ქანდაკებას ეს სახელი პოემის დიდი პოპულარობის გამო შერჩა. ამჟამად იგი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სიმბოლოა, ისევე როგორც თავისუფლების ქანდაკებაა ნიუ-იორკისთვის. ქანდაკების კვარცხლბეკი უზარმაზარი თლილი ლოდია, რომელიც ადამიანთა მიერ დაძრულ ყველაზე დიდ ქვად ითვლება.

ქანდაკება.


მხედარი–პეტრე დიდის ქანდაკება, დეკაბრისტთა მოედანზე (ყოფილი სენატის მოედანი) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. ეკატერინე დიდმა, გერმანელმა პრინცესამ, რომელიც რომანოვების სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მოიწადინა მისი სახელი პეტრე დიდისთვის დაეკავშირებინა ხალხის თვალში გავლენის მოსაპოვებლად.

ქანდაკების აღმართვა მისი ბრძანებით დაიწყეს და კვარცხლბეკზე დაიტანეს წარწერა ლათინურად Petro Primo Catharina Secunda MDCCLXXXII, რაც ნიშნავს "ეკატერინე მეორე პეტრე პირველს, 1782", რაც პირდაპირ მიანი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (გერმ. Wilhelm Richard Wagner, ხშირად პირველი სახელის გარეშე - უბრალოდ რიხარდ ვაგნერი; 1813 წლის 22 მაისი 1813, ლაიპციგი — 1883 წლის 13 თებერვალი, ვენეცია) — გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი, რევოლუციონერი. საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა, განსაკუთრებით კი მოდერნიზმზე. მეორეს მხრივ მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმაა ანტისემიტიზმმა დადი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გერმანულ ნაციონალიზმზე და მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმზე.


ბავშვობა.


რიხარდ ვაგნერი დაიბადა 1813 წლის 22 მაისს ქალაქ ლაიპციგში. ის იყო კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი. ვაგნერის დაბადებიდან 6 თვეში გარდაიცვალა მამამისი, ამიტომაც დედამისმა ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ-დრამატურგ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. 1814 წლის აგვისტოს იოანა გათხოვდა გეიერზე და საცხოვრებლად ოჯახთან ერთად დრეზდენში გადავიდნენ. პირველი 14 წლის განმავლობაში ვაგნერის იცნობდნენ, როგორც ვილჰელმ რიხარდ გეიერს.

გეიერი რიხარდს თავის თეატრისადმი სიყვარულს უზიარებდა. რიხარდი ხშირად გადიოდა თეატრის სცენაზე. ავტობიოგრაფიაში ის იხსენებს, თუ როგორ თამაშობდა ანგელოზის როლს. პატარა ვაგნერზე შთაბეჭდილება მოახდინა ვებერის ოპერა ”ჯადოსნური ისრის მსროლელის” გოტიკურმა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1910 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ჟორჟ ბიზე.

ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet, ნათლობისას მიიღო სახელი ჟორჟ) (დ. 25 ოქტომბერი, 1838 – გ. 3 ივნისი, 1875) - ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. განთქმული ოპერით კარმენი.


ბიოგრაფია.

ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.

ოთხი წლის ასაკში ჟ. ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის იყო პარიზის კონსერვატორისში რომ შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ.გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო.

მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და მას საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა იტალიაში.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3694 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ჰექტორ ბერლიოზი.

ლუი ჰექტორ ბერლიოზი (დ. 11 დეკემბერი, 1803 — გ. 8 მარტი, 1869) იყო ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. ცნობილია, როგორც „ფანტასტიკური სიმფონიის" და „რექვიემის" ავტორი. ბერლიოზმა დიდი წვლილი შეიტანა ორკესტრის ჩამოყალიბებაში იმ სახით, როგორითაც ის დღესაა ცნობილი, როდესაც დაწერა „სახელმძღვანელო ორკესტრისათვის". მისი მუსიკალური ნაწარმოებების შესასრულებლად ზოგჯერ 1000 მუსიკოსსაც კი იწვევდნენ. ამავდროულად, ბერლიოზმა დაახლოებით 50 საფორტეპიანო ნაწარმოები შექმნა სოლო მომღერლისთვის.


ბავშვობა.

9 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ კოტ-სენტ-ანდრეაში დაიბადა ჰექტორ ლუი ბერლიოზი. დაიბადა ექიმი ფიზიკოსის ოჯახში. მამა ათეისტი ჰყავდა, ხოლო დედა - კათოლიკი. 6 წლის ჰექტორი წაიყვანეს ამავე ქალაქის სახელობის სკოლაში, მაგრამ მომავალ კომპოზიტორს აქ დიდხანს დარჩენა არ მოუწია, რადგან 1811 წელს, იმპერატორის ბრძანებით დაიხურა სასწავლებელი.

მამამ არ იცოდა, ვისთან წაეყვანა შვილი სასწავლებლად, რადგან იმ დროს კოტ-სენტ-ანდრეაში აღარ დარჩა არც ერთი მასწავლებელი. ექიმ ბერლიოზს უყვარდა ლიტერატურა. მან ბავშვის აღზრდა თავის თავზე აიღო. მამამ გააცნო პატარა ჰექტორს ძველი ლიტერატურა და ენები, პოეზია, ისტორია და გეოგრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3204 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ჯუზეპე ვერდი.

ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (Giuseppe Fortunino Francesco Verdi) (10 ოქტომბერი, 1813 – 27 იანვარი, 1901) — იტალიელი კომპოზიტორი; მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში.



პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ.შ. "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3014 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven; სავარაუდოდ *16 დეკემბერი, 1770, ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი, 1770, ბონი ― † 26 მარტი, 1827, ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.

ადრეული ბიოგრაფია.

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით.

პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 7295 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ეჟენ დელაკრუა.


ფერდიანან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (ფრანგ. Ferdinand Victor Eugène Delacroix) (*26 აპრილი 1798 — 13 აგვისტო 1863) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი.

ბავშვობა და სიყმაწვილე.

ეჟენ დელაკრუა დაიბადა პარიზის გარეუბანში 1798 წლის 26 აპრილს. ოფიციალურად მის მამად ითვლება საშუალო რანგის ჩინოვნიკი შარლ დელაკრუა, თუმცა დადიოდა ჯიუტი ხმები, რომ სინამდვილეში ეჟენი ყოვლისშემძლე ტალეირანის უკანონო შვილი იყო.


Category: ენციკლოპედია | Views: 2760 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ალექსანდრე პუშკინი.


ალექსანდრე პუშკინი
Александр Пушкин


ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი.

ფსევდონიმი ივანე პეტრეს ძე ბელკინი
Иван Петрович Белкин
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი
დაიბადა 26 მაისი (6 ივნისი) 1799
მოსკოვი, რუსეთი
გარდაიცვალა 29 იანვარი (10 თებერვალი) 1837
პეტერბურგი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მიმდინარეობა რომანტიზმი, რეალიზმი
პერიოდი 1813-1837

გავლენა მოახდინეს.


ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი ( რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин) (დ. 26 მაისი/6 ივნისი, 1799, მოსკოვი ― გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1837, პეტერბურგი), რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.სექციების სია [დამალვა]


ბიოგრაფია .


ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.

1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2877 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ნიკოლოზ ბარათაშვილი.

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.


ნიკოლოზ ბარათაშვილი ლადო გუდიაშვილის წარმოსახვით.

ბიოგრაფია.


ეკატერინე დადიანი - ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი.


დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2699 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (* 1786; გ. 1846; პეტერბურგი) - ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.


ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ბიოგრაფია.


ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3745 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ალფრედ დე მიუსე.


ლფრედ დე მიუსე
Louis Charles Alfred de Musset



საქმიანობა მწერალი, პოეტი, დრამატურგი
დაიბადა 11 დეკემბერი, 1810
საფრანგეთი, პარიზი
გარდაიცვალა 2 მაისი, 1857
საფრანგეთი, პარიზი
ეროვნება ფრანგი
მიმდინარეობა რომანტიზმი
ჟანრი პოეზია, ნოველა, პიესა
Magnum opus „On ne badine pas avec l'amour", „Lorenzaccio", „Les Caprices de Marianne", „La Confession d'un enfant du siècle".

ლუი შარლ ალფრედ დე მიუსე (Louis Charles Alfred de Musset; დ. 11 დეკემბერი, 1810, პარიზი — გ. 2 მაისი, 1857, პარიზი), ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელი.


ალფრედ დე მიუსე შეძლებულ და განათლებულ ოჯახს ეკუთვნოდა. მისი ბაბუა პოეტი იყო, მამა კი — ლიტერატორი, ჟან-ჟაკ რუსოს სპეციალისტი, რომლის ნაწარმოებებიც თავად გამოსცა. აქედან გამომდინარე, რუსოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ მწერალზეც. ალფრედის ნათლიაც, მიუსე დე კონიერი, რომლის მამულშიც ხშირად ატარებდა არდადეგებს, მწერალი იყო.

18 წლის ასაკში ალფრედი ჰენრი IV-ს კოლეჯში შედის, სადაც დღესაც არსებობს პოეტის ქანდაკება. 1827 წელს მან კოლეჯში ჩატარებულ, ლათინური წერის კონკურსში გაიმარჯვა. ვიქტორ ჰიუგოს სიძის, პოლ ფუშეს დახმარებით, ალფრედ დე მიუსე 17 წლიდან შარლ ნოდიეს სალონის, „სენაკლის" ხშირი სტუმარი იყო. აქ გაიცნო შარლ ოგიუსტენ სენტ-ბევი და ალფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1417 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ალექსანდრე დიუმა (უფროსი).

ალექსანდრე დიუმა (უფროსი) (ფრანგ. Alexandre Dumas, père) (დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმას მამა.


ალექსანდრე დიუმას ბაბუა მარკიზი ანტუან-ალექსანდრე დავი დე ლა პეიეტერი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრე.

მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრე ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.

თომა-ალექსანდრე გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრე დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.

კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი" (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარები იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა" (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1421 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები