შაბათი, 27.04.2024, 04:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი.
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1961 – 22 ნოემბერი, 1963
ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი
წინამორბედი დუაიტ ეიზენჰაუერი
მემკვიდრე ლინდონ ჯონსონი
სენატორი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1953 – 22 დეკემბერი, 1960
წინამორბედი ჰენრი კაბოთ ლოდჯი
მემკვიდრე ბენჯამინ სმითი
წარმომადგენელთა პალატის წევრი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1947 – 3 იანვარი, 1953
წინამორბედი ჯეიმზ კარლი
მემკვიდრე ტიმ ონეილი

დაბადებული 29 მაისი, 1917
ბრუკლაინი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი 22 ნოემბერი, 1963
დალასი, ტეხასი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
მეუღლე ჟაკლინ კენედი

რელიგია კათოლიკე.


ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ" კენედი (ინგლ. John Fitzgerald "Jack" Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 - გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხული.

1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

უინსტონ ჩერჩილი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩერჩილი, უინსტონ)სერ უინსტონ ჩერჩილი
Sir Winston Churchill

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1951 – 7 აპრილი, 1955
მონარქი ჯორჯ VI
ელისაბედ II
წინამორბედი კლემენტ ეტლი
მემკვიდრე ენტონი იდენი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1940 – 27 ივლისი, 1945
მონარქი ჯორჯ VI
წინამორბედი ნევილ ჩემბერლენი
მემკვიდრე კლემენტ ეტლი
ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929
პრემიერ-მინისტრი სტენლი ბოლდვინი
შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 1910 – 24 ოქტომბერი, 1911
პრემიერ-მინისტრი ჰერბერტ ჰენრი ასკვიტი

დაბადებული 30 ნოემბერი, 1874
ბლენჰეიმი, ოქსფორდშირი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვლილი 24 იანვარი, 1965
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
პოლიტიკური პარტია კონსერვატიული (1900–1904, 1924–1964)
ლიბერალური (1904–1924)
მეუღლე კლემენტინა ჩერჩილი
ხელმოწერა


უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის" ერთ–ერთი წ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1237 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი (იტალ.: Benito Amilcare Andrea Mussolini) (დ. 29 ივლისი, 1883, პრედაპიო (ფორლი), იტალია – გ. 28 აპრილი, 1945, ჯულინო დი მეცეგრა (კომო), იტალია) — იტალიის ფაშისტი დიქტატორი 1922-1943 წლებში.


ახალგაზრდობა (1883 - 1914) .

ბენიტო მუსოლინი დაიბადა ცენტრალურ იტალიაში რომანიის პატარა სოფელში ქ. ფორლის მახლობლად 1883 წლის 29 ივლისს. მამამისი ალესადრო მჭედელი იყო, დედამისი როზა - სოფლის მასწავლებელი. მამამისი სოციალისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა - მექსიკელი რევილუციონერის ბენიტო ხუარესის, ცნობილი ანარქისტის ამილკარე ჩიპრიანოს და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის ანდრეა კოსტას საპატივცემლოდ

. ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1164 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ფრაუენკირხე (დრეზდენი).


დრეზდენის ფრაუენკირხე 2005 წელს.


დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (Dresdner Frauenkirche) — ლუთერანული ეკლესია დრეზდენში, გერმანია. ამავე სახელწოდებით ევროპაში რამდენიმე სხვა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიაც მოიხსენიება.

დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს და აღდგენილ იქნა როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი - 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ კურთხეულ იქნა.

  დრეზდენის ფრაუენკირხე 1880 წელს.



... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3451 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

სევილიის საკათედრო ტაძარი.


გოთური არქიტექტურა (ანუ francigenum opus) იყო არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე - რის შემდეგაც იტალიური რენესანსის გავლენით კლასიკური სტილი განვითარდა.

სიტყვა "გოთური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო.

"გოთური" ხელოვნება იყო გოთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

Category: ენციკლოპედია | Views: 1422 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

კოდი ISO 4217 GEL
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური
მომხმარებლები საქართველო
შედგება 100 თეთრისგან
მონეტები 5, 10, 20, 50 თეთრი, 1, 2 და 10 ლარი
ბანკნოტები 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200, 500 ლარი

ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი
ვებ-გვერდი www.nbg.gov.ge
გაცვლითი კურსი
( 11 ნოემბერი 2009 თვის)
1 USD = 1.6834 GEL
1 EUR = 2.5308 GEL
1 GBP = 2.8052 GEL.


ქართული ლარი - გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბერიდან. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები.

სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი" ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2554 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

შავბატკნიანთა ირანი.


თემურ-ლენგის გარადცვალების შემდეგ გიორგი VII-ს საშუალება მიეცა აქტიურად ემოქმედა. მეფემ საქართველსო საზღვართან მყოფ თურქმანებს შეუტია. გიორგიმ ურთიერთობა დაამყარა შირვანშაჰთან , მათ ერთობლივი ბრძოლა გადაწყვიტეს.

გიორგი VII 1407 წელს თურქმანებთან ბრძოლისას დაიღუპა. სამეფო ტახტი გიორგი VII-ის ძმან კონსტანტინე I-მა დაიკავა (1407-1412). ამ დროს ძლიერდება შავბატკნიანი თურქმანთა ბრძანებელი ყარა-იუსუფი. შავბატკნიანი თურქმანთა აგრესიული გეგმები სამხრეთ კავკასიაზეც იყო მიმართული. მათთან თავის დასაცავად კონსტანტინე I-მა , შირვანშაჰთან და შაქის მმართველთან კოალიცია შექმნა. გადამწყვეტი ბრძოალ 1412 წელს მოხდა, ყარა-იუსუფმა გაიმარჯვა, კონსტანტინე I ტყვედ ჩავადა. მეფესთან ერთად ტყვედ ჩავარდა კიდევ სამი აზნაური.

კონსტანტნე I-ს ტყვეობაში თავი ძალზედ ამაყად ეჭირა, ამით აღშფოთებულმა ყარა-იუსუფმა ბრძანა რომ საქართველოს მეფისთვი თავი მოეკვეთათ.

1412 წელს გამეფდა კონსტანტინე I-ის შვილი ალექსანდრე I . ალექსანდრეს მთავარი მიზანი იყო , სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და სეპარატისტულად განწყობილი აზნაურების დასჯა. განსაკუთრებით აქტიურობდა ივანე ათაბაგი , რომელიც საქართველოსაგან სამცხის გამოყოფა სურდა. ივანე ათაბაგი მარტო პოლიტიკურად არ ცდილობდა საქართვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1348 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ქართლი და კახეთი XVII საუკუნის პირველ მეოთხედში.


XVII საუკუნის დასაწყისში ძალზედ იძაბება ვითარება კახეთის სამეფოში. 1601 წელს მეფე ალექსანდრე II ავად გახდა. კახეთის ტახტი დაიკავა მისმა ძემ დავით I-მა. როდესაც ალექსანდრე გამოჯამრთელდა დავითმა ტახტი არ დაუთმო მამას. ალექსანდრე II იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. დავითმა არ შესცვალა კეხეთის საგარეო პოლიტიკა. 1602 წელს იგი გარდაიცვალა . კახეთის სამეფო ტახტი კვლავ ალექსანდრე I-მა დაიკავა.

ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა დასაუსტებულ ირანში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა , რის შემდეგაც ირანი კვლავ გაძლიერდა. აბას I-ის დროს შაჰის კარზე წინაურდებიან ქართველები. თვითონ შაჰმა კარგად იცოდა ქართული. სამხედრო რეფორმების ძირითადი გამტარებელი იყო ალავერდი-ხანი. ალავერდი-ხანი გამაჰმადიანებული ქართველი იყო გვარად უნდირიძე. იგი ბავშობაში გაიტაცეს და ირანში გაიზარდა. ალავერდი-ხანის სახელს უკავშირდება ირანში დიდი აღმშენებლითი საქმიანობებიც. ისპაჰანში დღესაც არის მისი აშენებული ხიდი. ალავერდი-ხანი იყო ირანში პირველი ყულარაღასი. ირანის სახელმწიფოს სამსახურში დაწინაურებულები იყვნენ ალავერდი-ხანის ვაჟები: იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი. შაჰ აბას I-ის კარზე სხვა ქართველებიც მოღვაწეობდნენ: სარდალი როსტომ სააკაძე , ხოსრო-მირზა (როსტომ-ხანი). ხოსრო მირზა ისპაჰანის მოურავი ანუ ტარული იყო. ისპაჰანის ტარულები ერთი საუკუნის მანძილზე ქართველები იყვნენ.

1603 წელს ირანმა ომი დაიწყო ოსმალეთსი წინააღმდეგ.შაჰმა თავისთან დაიბარა ქართლის და კახეთის მეფეები. ალექსანდრე შაჰთან დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1948 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი I (1014-1027). მეფის მცირეწლოვნებით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და საქართველოს ჩამოაშორეს ეს კუთხეები. მეფეს შეეძლო კახეთ-ჰერეთის ხელახლა დასაბრუნებლად ან თბილისის ამირის წინააღმდეგ ებრძოლა მაგრამ გიორგიმ საქართველოს ყველაზე დიდ მტრად ბიზანტიის იმპერია მიიჩნია. გიორგი I-მა ისარგბლა ბიზანტიის ომით ბულგარეთთან და დაიკავა იმიერ ტაო.

დავით კურაპალატის სამფლობელი. ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ ბასილ II საქართველოსკენ დაიძრა. გიორგი I შეეცადა შეექმნა კუალიცია ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. საქართველოს მეფე დაუკავშირად ეგვიპტის სულთან ალ-ჰაკიმს , მაგრამ ალ-ჰაკიმი მოკლეს. ეგვიპტის სულთნის მკვლელობაში ბიზანტიის ხელი ერია.


ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II ბულგართმუსვრელი. (იმპერატორის ფეხთით - დამარცხებული ბულგარელი მმართველები). მინიატურა

ბასილმა გიორგის დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოსთხოვა. გიორგიმ უარი განაცხადა. ბიზანტია საქართველოსკენ დაიძრა. ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ბიზანტიელთა დამარცხება. გადამწყვეტი შეტაკება 1021 წელს შირიმნთან მოხდა. გიორგის კახეთ-ჰერეთის ლაშქარიც ეხმარებოდა, მაგრამ ბრძოლა ბიზანტიელთა გამარჯბვებით დასრულდა. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა გიორგი I. ბასილმა ააოხრა თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი და უკან გაბრუნდა ტრაპიზ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1326 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საქართველოს სამეფო-სამთავროები.


ტაო-კლარჯეთის (ქართველთა) სამეფო.


გრიგოლ ხანძთელი.


საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს ბუნებრივიც იყო რადგან ქართლი ქვეყნის ცენტრს წარმოადგენდა. სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს, არაბთა შემოსევების დროს ყველაზე პირველად დარტყმას სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შესძლეს დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება, აგრეთვე უჭირდათ კახეთის მთიანეთის დამორჩილებაც.

არაბთა სახელმწიფო: ევროპაში, აზიაში და აფრიკაში იყო გადაჭიმული, იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. სახალიფოს სიმტკიცე მხოლოდ ძალაზე იყო დამოკიდებული.VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება , რაც საქართველოშიც აშკარად აისახა. ამ პერიოდში იწყება ჩამოყალიბება.

ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო. ამ სამთავროს შექმნა დაკავშირებულია წანარებთან. წანარები იყო ქართული ტომი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1922 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

აბო თბილელი.


ანაკოფიის ციხის ნანგრევები. დღევანდელი ახალი ათონი.


მსოფლიოს ქვეყნები 750 წელს.


VIII საუკუნის დასაწყისში , როგორც კი დასრულდა შიდაომების სახალიფომ დამპყრობლითი ომები განაახლა. არაბებმა დაიპყრეს აფრიკის ჩრდილოეთი და გიბრალტარის სრუტით ესპანეთში შეიჭრნენ რამდენიმე წელიწადში მათ მთელი პირინეის ნახევარკუნძული დაიპყრეს. არაბები ევროპაში 732 წელს ფრანკებმა შეაჩერეს. ამის პარაელელურად სახალიფომ გააქტიურა პოლიტიკა აღმოსავლეთითაც.

VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე გოჯში. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა გავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში და ჯარიც კი გამოგზავნ . ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს , არაბებმა შესძლეს ბიზანტიელების მოგერიება. მალე არაბებმა დამატებითი ჯარი გაგზავნა დასავლეთ საქართველოში.

ბიზანტიელებმა თავი აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან გაბრუნდნენ. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1134 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

დაპყრობილი იბერია ირანის მიერ.


პოლიტიკური ერთეულები 650 წლისთვის.


არაბების ექსპანსია.

██ არაბების ექსპანსია 622-632 წლებში.602 წელს კონსტანტინოპოლში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ირანის შაჰმა გადაწყვიტა ბიზანტიის საქმეებში ჩარევა, ხოლო მიზეზად მოიყვანა ის რომ, ბიზანტიის იმპერატორი თავის დროზე მას დაეხმარა , ახლა კი მას სურდა დახმარება. ირანელებმა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ბიზანტიელები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ. გართულდა ვითარება კავკასიაშიც.

ქალკელდონის მსოფლიო საეკლესიო კრებიის შემდეგ დაირღვა კავკასიის სახელმწიფოების რელიგიური ერთობა. სომხეთში მონოფიზოტობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებით გართულდა ვითარება VII საუკუნის დასაწყისში. ყველაფერი იმით დაიწყო რომ ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე , წარმოშობით სომეხი.

რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს , გაიქცა სომხეთში და დახმარება ითხოვა. მოსემ საქმე ისე წარმოაჩინა თითქოს ქათველები დევნ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1305 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ბიზანტიასა და სასანიების ირანის დაპირისპირებისას , დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ის ვინც საქართველოში გაბატონდებოდა მოიპოვებდა დიდ წარმატებებს მოწინააღმდეგესთან შედარებით. საქართველოს ხელში ჩაგდებით ისინი გააკონტროლებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ გზებს .

და მომთაბარეების სამხედრო ძალის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი.


VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 წელს გააუქმეს მეფობა ალბანეთში. ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც მეფობა კიდევ იყო. ცხადი იყო რომ ირანის შაჰი ქართლშიც გააუქმებდა მეფობას.

ირანის შაჰმა ქართლის მეფეს გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და მაზდიანობის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, გურგენმა თავი ბიზანტიას შეაფარა. თუ ქართლისთვის ირანი სასტიკი დამპყრობელი იყო, მას სხვანაირად უყურებდნენ ლაზიკაში. ლაზები ირანელებს ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და მათ მოკავშირედ აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოსაზრებით ლაზიკის მეფის შვილმა წათემ მაზდიანობა მიიღო.

როდესაც მეფე გარდაიცვალა , სამეფო ტახტი წათეს დარჩა. წათე მიხვდა რომ ქრისტიანული ქვეყანა წარმართ მეფეს ვერ აიტანდა , ამიტომ ის კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათე I ქრისტიანად ავიდა სამეფო ტახტზე. წათეს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ , ირანის შაჰის აღშფოთება გამოიწვია და ლაზიკის დასასჯელად სამხედრო ძალა გამოგზავნა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1416 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ვახტანგ I გორგასალი.


იბერია ვახტანგ გორგასლის დროს.


ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავანი და კარიბჭე, მცხეთა.


უჯარმა.


V საუკუნის დასაწყისიდან ირანმა გააქტიურა თავისი დამპყრობლითი პოლიტიკა კავკასიაში. 428 წელს ირანმა მეფობა გააუქმა სომხეთში. ცხადი იყო რომ ანალოგიური ბედი ელოდა საქართველოს და ალბანეთს.

ირანის შაჰმა მეტად აგრესიული, რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან განიზრახა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში მაზდიანობა გაევრცელებინა. ამ ქვეყნების დიდაზნაურები დაიბარეს ირანის შაჰის კარზე.

ქართველთა შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა. სამივე ქვეყნის წარმომადგენელს, შა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1993 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საქართველოს ანექსიის შემდეგ, რუსები ძალას არ იშურებდნენ, რათა ამოეძირკვათ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ნაშთი და ქართველი ხალხის რუსიფიკაციისთვის მიეღწიათ.

მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველთა მტკიცე ნებას ტრადიციების, ენისა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ამ ბრძოლამ ახლებური, რევოლუციური ხასიათი შეიძინა. დაიწყო სოციალიზმის განვითარება და სოციალისტური დოქტრინები სწრაფად გავრცელდა საქართველოში.

ეროვნული მოძრაობა სოციალისტურ იდეებს შეერწყა და ამგვარად სათავე დაუდო გამათავისუფლებელ მოძრაობას, რაც სააშკარაოზე იმის შემდეგ გამოვიდა, როცა პირველი მსოფლიო ომით დასუსტებულმა რუსეთმა თანდათან დაკარგა გავლენა მის მიერ დაპყრობილ ხალხებზე. მათი გათავისუფლება რუსეთის რევოლუციის შედეგად, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.


რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.

ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1097 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

კავკასიის უძველესი ქვეყნები.

რომის იმპერია.

რომაელების მიერ აგებული გონიოს ციხე აჭარაში.


ძვ.წთ.აღ I საუკუნეში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნდ გაძლიერდა . ამას ხელი შეუწყო საგარეო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამ . კერძოდ სომხეთი მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო და მის დასაუფლებლად რომი და პართია ერთმანეთს ებრძოდნენ . ამ ბრძოლაში ჩაერთო ქართლი , ქართლმა დაიბრუნა სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და მალე სომხეთის დაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა . ქართლის მეფე მითრიდატემ დაამარცხა პართიელები და სომხეთის მეფედ მისი შვილი დანიშნა . მომდევნო მეფემ ფარსმან I-მა სომხეთის უშუალოდ შემოერთების მიზნით იქ თავისი ვაჟი რადამისტი გაამეფა (52 წ) , მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა და სომხეთზე ძალაუფლება რომმა და პართიამ გაინაწილა .

ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირათ . მაგალითად , 128 წელს იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მეფეები და მმართველები , მაგრამ განსაკუთრებული ყურად ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 9905 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაუხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა.

ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა.

ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების. განსაკუთრებისთ გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.


VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიამ ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებემა დაიმორჩილეს.

VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2018 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

მინსკი (ბელორუს. Мінск, რუს. Минск)- ბელორუსის დედაქალაქი 1919 წლიდან. მინსკის მხარისა და მინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, იმის მიუხედავად, რომ მათ შემადგენლობაში არ შედის, გმირი ქალაქი. უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. ქალაქში მდინარე სვისლოჩი მოედინება. 2007 წლის მონაცემების მიხედვით, მინსკის მოსახლეობაა 1,814 მლნ ადამიანი.


გამარჯვების მოედანი მინსკის ცენტრალურ ნაწილში


ქვეყანა ბელარუსი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდ. 53°54′″N 27°34′″E
დაარსდა 1067
ფართობი 305.47 კმ²
სიმაღლე 280.4 მ
მოსახლეობა 1,830,700 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 6,000 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3

ისტორიული ცნობები.


დასახელების ძველი ვარიანტებია მენსკი, მენესკი. ხალხური ეტიმოლოგიით სახელი სიტყვა ცვლიდან (менять) უნდა მომდინარეობდეს, უფრო სარწმუნოდ კი ქალაქის სახელდება მდინარე მენკედან უნდა შექმნილიყო, რომელიც მდ. ნემიგის შენაკადია. მდინარე ნემიგა შემდგომ მილების საშუალებით მიწისქვეშ ჩაუშვეს და ახლა იმავე სახელწოდების ქუჩის ქვეშ გაედინება.

მინსკის პირველი ხსენება ისტორიაში 1067 წელს განეკუთვნება, როდესაც მდინარე ნემიგასთან პოლონელი მთავრის ვსესლავ ბრიაჩისლავიჩსა და ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

თეირანი (სპარს. تهران — [tʰehˈɾɒ:n], სალ. [tʰehˈɾu:n]) —ირანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ასევე აზიის ეთ-ერთი უდიდესი ქალაქი. იგივე სახლწოდების მქონ ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის პოლიტკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრი.

თეირანის მოსახლეობა აღემატება 13 მილიონ ადამიანს, ქალაქის ძირითად შემადგენლობას შეადგენენ სპარსელები, აზერბაიჯანელებ და მაზენდანერები. გარდა ამისა, თეირანში არსებობს სომხების, ასირიელების, ქურთების, ებრაელების, ბაჰაელებისა და ზოროასტრიელების დიდი უმცირესობები.

Category: ენციკლოპედია | Views: 1161 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ქალაქი ლუქსემბურგი (ლუქსემბურგულად Lëtzebuerg, გერმანულად Luxemburg, ფრანგულად Luxembourg) არის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი, ამავდროულად ამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ქალაქი და არის აგრეთვე ამავე სახელწოდების კანტონისა და ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ლუქსემბურგი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფინანსო ცენტრს და ბრიუსელისა და სტრასბურგის შემდეგ ევროპის კავშირის მესამე სამთავრობო ქალაქად ითვლება.

მეზობლები.


ქალაქი ლუქსემბურგი არის მეცის, ზაარბრიუკენის და ტრირის გვერდით ზაარ-ლორ-ლუქსის დიდი რეგიონის ცენტრი. 2006 წლიდან მოყოლებული ეს ოთხი ქალაქი ე.წ. უსაზღვრებო ქალაქების ქსელს ჰკრავს, რომელსაც კვატროპოლის სახელით იცნობენ. კვატროპოლის ამ ოთხ ქალაქს შორის არსებობს წარმატებული ურთიერთთანამშრობლობა სხვადასხვა სფეროში. ეს თანამშრომლობა დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს.

2007 წელს ქალაქი ლუქსემბურგი რუმინეთის ქალაქ სიბიუსთან ერთად გამოცხადებული იყო ევროპის კულტურის დედაქალაქად.


ქალაქ ლუქსემბურგის ერთ-ერთი ხედი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ტალინი (ყოფილი რეველი), ესტონეთის დედაქალაქი. გაშენებულია ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.


ესტონური ეროვნული ეპოსის ,,კალევიპოეგის" თანახმად, ოდესღაც ესტონეთს ძლევამოსილი, კეთილი და ბრძენი მეფე, კალევი მართავდა და როგორც ამქვეყნად ყველა ცოცხალის ხვედრია, რაც არ უნდა ძლევამოსილი, კეთილი და ბრძენი არ უნდა იყოს, იგი გარდაიცვალა. მის საფლავზე უზარმაზარი ციხე–სიმაგრე გაშენდა იმ ქვებით, რომელიც ლინდას, კალევის მეუღლეს განუწყვეტლივ მოჰქონდა წინსაფრით.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ციხე–სიმაგრის დასრულებას თითქმის არაფერი უკლდა, ლინას წინსაფარიდან ერთი დიდი ლოდი დაუვარდა. დაღონებული დედოფალი ლოდზე ჩამოჯდა და ატირდა. სწორედ მისი ცრემლებიდან დაიბადა ტბა იულემისტე, რომელიც მდებარეობს ქალაქზე მაღლა, მისგან სამხრეთით კირქვიან პლატოზე აეროპორტთან.

ამ ტბაში სანაპიროსთან დღესაც მოჩანს ერთი ლოდი და ყველა ესტონელი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ იგი სწორედ დედოფლის სახსოვარია.

ციხე–სიმაგრეს ტოომპეა ეწოდა და იგი ახალი ქალაქის ბირთვი გახდა...

ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ მიუხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1172 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ქვეყანა კვიპროსი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდ. 35°10′″N 33°21′″E
ფართობი 111 კმ²
სიმაღლე 149 მ
მოსახლეობა 100 000 კაცი (2007)
დროის სარტყელი UTC+2.

ნიქოზია (ადგილობრივად ლეფქოზია; ბერძნ.: Λευκωσία, ასევე ხორა, Χώρα ან თურქ.: Lefkoşa) — კვიპროსის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი (კოორდ. 35°10′N, 33°21′E).


Category: ენციკლოპედია | Views: 1115 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

მადრიდი (ესპანურად Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი, აგრეთვე, იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი.

ქალაქის მოსახლეობა— 3,248 000 მლნ მცხოვრები. (2005) ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. დიდი მადრიდი 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი კი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.


სამეფო სასახლე


ქვეყანა ესპანეთი
სტატუსი დედაქალაქი
რეგიონი მადრიდი
კოორდ. 40°23′″N 3°43′″W
დაარსდა IX საუკუნე
ფართობი 607 კმ²
სიმაღლე 667 მ
მოსახლეობა 3,228,359 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 5,198 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება.

დედაქალაქი ესპანეთში მოსახლეობით პირველ ადგილზე დგას და იმიგრანტების ხარჯზე დღითი-დღე იზრდება. სახელმწიფო ენა ესპანურია, ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობა კატალონიურს, ბასკურსა და გალიციურსაც იყენებს. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1150 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ამსტერდამი ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქია, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამი მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა.

დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

19- 20-ე საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდის ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათაო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4.2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

ისტორია.

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს ი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1417 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

28 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 148-ე დღე (ნაკიან წლებში - 149-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 217 დღე.

დღის მოვლენები .


ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.
1503 : სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულება დაიდო შოტლანდიასა და ინგლისს შორის, რომელიც 10 წელს გასტანს.
1529 : ერნანდო დე სოტომ ფლორიდას მიაღწია.
1588 : ესპანური არმადა, 130 ხომალდითა და 30 000 მამაკაცით, ლისაბონიდან ინგლისის სრუტესკენ დაიძრა.
1812 : ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას.
1830 : აშშ-ის პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი ხელს აწერს ინდიელთა გადაადგილების აქტს.
1863 : ბოსტონში პირველი ამერიკულული შავკანიანთა პოლკი შეიქმნა.
1905 : რუსეთ-იაპონიის ომი: ცუშიმას ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა ფლოტმა ადმირალ ტოგო ჰეიჰაჩიროს მეთაურობით რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.
1918 : სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები დამოუკიდებლობას აცხადებენ ტრანსკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან.
1930 : ნიუ-იორკში კრაისლერ ბილდინგი გაიხსნა.
1937 : გოლდენ გეიტ ბრიჯი გაიხსნა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
1940 : მმო: ბელგია გერმანიას ჩაბარდა.
1952 : საბერძნეთში ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
1964 : შეიქმნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
1975 : თხუთმეტი დასავლეთაფრიკული ქვეყანა ხელს აწერს ლაგოსის ხელშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1015 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ბედიის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ოჩამჩირის რაიონში (აფხაზეთი). სამონასტრო კომპლექსის ცენტრში ტაძარია. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და "შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ".

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.

ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის - ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სამეონს ბედი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1522 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმაო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
* * *

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან.

გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე.

სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.


აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1022 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
* * *

ლოცვა ღამით, როცა სიჩუმეა და ადამიანი დაწყნარებულია, ისეთივე ნაყოფიერია და სასარგებლო, როგორც ღამის ჟუჟუნა წვიმაა სასარგებლო მცენარეთა ზრდისათვის.
* * *

სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად.
* * *

სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევით ღებულობს რაღაცა ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაბრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემენ.
* * *

როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს", იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა.
* * *

მონაზონი – ეს სინათლეა, შუქურაა კლდეზე და არა ქუჩის ფანარი.
* * *

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწიონ სხვა ადამიანებს.
* * *

იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა, ეგოიზმი, – უწესო შვილი ამპარტავნებისა, – რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირ-პირს ამტვრევინებს.< ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1018 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.

შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.

ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

†††

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.

†††

„სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.

ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.

თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.

†††

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.

†††

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1143 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

1. დაე, ყოველმა, ვინც ჩვენს მსგავს ღვაწლს შეუდგება, უპირატესად იმაზე იზრუნოს, რომ არასდროს არ შეასუსტოს გულმოდგინება და შრომათაგან დამცხრალმა არ იფიქროს, უკვე დიდი ხანია ვმოღვაწეობო. არამედ უმჯობესია ყოველ დღეს იმგვარად შევუდგეთ ხოლმე, თითქოს სწორედ ამ დღეს დავიწყეთ მონაზონური საგრობა, და დღითიდღე ასე ვამრავლოთ რუდუნება.

კაცის ცხოვრება არაფერია მომავალ საუკუნეთა წინაშე, და ყოველივეცა ჩვენი – არარაა მრაადიულ სიცოცხლესთან შედარებით. ამქვეყნად ხომ ყოველგვარ ნივთს იყიდის კაცი შესაბამის ფასად, და აკი ყველაფრის გაცვლაც შეიძლება თანაფარდ რაიმეზე, ხოლო საუკუნო ცხოვრება მცირედით მოისყიდება, რადგანაც ასე წერია: „დღენი წელიწადთა ჩვენთანი მათ თანა – 70 წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა – 80 წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი" (ფსალმუნი 89, გალობაი მოსესი, კაცისა ღმრთისაი,10).

ასე რომ, თუკი ამ ოთხმოცი წლის მანძილზე ვიქნებით ჩვენს ღვაწლში, ანდა თუნდ სულაც მთელი ასი წლის განმავლობაშიც, სუფევით ყოფნა ასევე ასი წლით კი არ მოგვეგება, არმედ უკუნითი უკუნისამდე ყოფნას დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველში ამ უბადრუკი ასი წლის სანაცვლოდ, ამქვეყნად რომ ღმერთის მოსაწონი ცხოვრებით გვიცხოვრია!

ამქვეყნიური მოღვაწეობით აქვე კი არ მოვიპოვებთ საუკუნო ცხოვრებას, არამედ ცათა შორის, ამასთან ჩვენს ხრწნად და მოკვდავ სხეულს აქ დავტოვებთ, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1044 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ქოქოსის ნაყოფი საქართველოში თითქოს ეგზოტიკაც აღარ არის. მაგრამ მათი შეძენისას მაინც ხშირად ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად და რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ორგანიზმისათვის. უძველესი დროიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ როგორც გამაახალგაზრდავებელ საშუალებას.

ქოქოსის დამწიფებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება - 10-12 თვე, იწონის დაახლოებით 1,5-2 კილოგრამს. უმწიფარ ქოქოსში დაახლოებით 0,5 ლიტრი მომჟაო-მოტკბო გამჭვირვალე სითხეა, რომელიც კარგად კლავს წყურვილს.

დამწიფების პროცესში ამ სითხეში ჩნდება ცხიმის წვეთები და იგი თანდათანობით გარდაიქმნება ემულსიად - სასარგებლო და გემრიელ ქოქოსის რძედ, რომელიც რეკომენდებულია თირკმელების პრობლემების დროს. 

ეს ტროპიკული ნაყოფი შეიცავს ცხიმ-მჟავებს, რომლებიც ხელს უშლიან ონკოლოგიური და გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების წარმოშობას, შეიცავს ასევე В ჯგუფის ვიტამინებსა და ვიტამინ С-ეს, მინერალურ მარილებს, გლუკოზას, ფრუქტოზას და შაქაროზას, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას და კალიუმს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად ქოქოსის ნაყოფი? გამოყენების წინ იგი აუცილებლად უნდა გარეცხოთ და გააშროთ. შემდეგ მას ხსნიან, გადმოასხამენ ქოქოსის რძეს, რის შემდეგაც ამტვრევენ და იღებენ რბილობს.

მისი მირთმევა უმადაც შეიძლება, შეგიძლიათ გახეხოთ სახეხზე, მაგრამ როგორც წესი, ქოქოსის რბილობს იყენებენ ოლადებში, ტორტის კრემ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1710 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

თუ ენერგიის დაქვეითებას გრძნობთ და ძალების დაკარგვას, ამისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლო მიზეზი და რამდენიმე შემოწმებული მეთოდი, თუ როგორ იგრძნოთ თავი უკეთ.

თავი დაღლილად შემდეგი მიზეზების გამო შეიძლება იგრძნოთ:

1. ცოტა გეძინათ. თუ 7-8 საათზე ნაკლები გეძინათ დღე-ღამეში, მალე შეიძლება ძალების დაკარგვა იგრძნოთ. რადგან ერთჯერადი ხანგრძლივი ძილი არაა საკმარისი ძალების აღსადგენად. ამიტომ უმჯობესია ასეთი სიტუაცია საერთოდ არ დაუშვათ.

ეცადეთ საკმარისად გეძინოთ ყოველდღიურად, ხოლო იმისათვის რომ უკეთესად დაიძინოთ, ეცადეთ შექმნათ საკუთარი ‘’ძილის შაბლონი’’ - ანუ ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, ეცადეთ ძილის წინ ერთი და იგივე მოქმედებების თანმიმდევრობა დაიცვათ და ა.შ. 

2. არ გისაუზმიათ. სწორედ საუზმე გვეხმარება ‘’გადატვირთვაში’’ და ამზადებს სხეულსა და ტვინს საქმიანი დღისათვის.

თუ ადამიანთა იმ რიცხვს განეკუთვნებით, რომლებსაც საუზმე არ უყვართ, წესად გაიხადეთ ადგომისთანავე ახლადგამოწურული ხილის წვენის დალევა. ხოლო თუ სასაუზმოდ დრო არ გყოფნით, წაიყოლიეთ სამსახურში რაიმე მსუბუქი - ხილი, შვრიის ნამცხვარი, მარცვლეულის ‘’ბატონი’’ და ა.შ. 

3. არ აკეთებთ ფიზიკურ ვარჯიშებს. დღეში სულ რაღაც 15 წუთი და თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მდგომარეობას. ხოლო თუ ვარჯიშისათვის დრო არასდროს გყოფნით, ლიფტის მაგივრად კიბეებზე ფეხით იარეთ, ერთი-ორი გაჩერება ფე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1050 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

მამაკაცები საინტერესო ხალხია. მათ შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ მარსზე წყალი არსებობს, რომ სამყაროში სხვა გალაქტიკებიცაა, რომ კოსმოსში ჩვენი მსგავსი ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. მაგრამ! ვერავითარ შემთხვევაში დაარწმუნებთ, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია. მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ქალების მოგონილია და არსებობს მხოლოდ მამაკაცი, მისი ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია!


შევადაროთ?

მამაკაცის გონება: ყველა საუკუნეში მმართველი მამაკაცები ბევრად მეტნი იყვნენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია? ყოველ შემთხვევაში მამაკაცები ამაში 100%-ით არიან დარწმუნებულნი. ქალის ჭკუა ვერ გაწვდება მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებს. ქალის დანიშნულებაა გააჩინოს და აღზარდოს შვილები, მიხედოს ოჯახს და არ ჩააქროს ოჯახური კერა. ამასთან, მამაკაცები არაფრად აგდებენ ან არ უნდათ დაინახონ, რომ თვითონ მმართველებს ქალები მართავდნენ ყოველთვის. დიახ, მამაკაცი - ეს არის თავი, მაგრამ ყველა თავი დგას კისერზე, რომელიც მიმართულებას აძლევს თავს!

მამაკაცები იყვნენ რაინდები, ატამანები, მეომრები. ისინი იბრძოდნენ, შეიმუშავებდნენ სტრატეგიას, ახორციელებდნენ მას პრაქტიკაში და ა.შ. ხოლო ამ ყველაფრის გასაკეთებლად ჭკუაა საჭირო და ქალს ამ ყველაფერში არაფერი ესაქმება. მაგრამ თუ ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედებით, შეგიძლიათ იპოვოთ შემთხვევები, როცა ომი მხოლოდ ქალის რჩევების გამო იქნა მოგებული, მათი კარნახით ან მათი შედგენელი გეგმებით.

მამაკაცები იყვნენ სწავლულები, გამომგონებლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1042 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ათი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კაცობრიობის ისტორიაში
10 ადგილი:
70 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა მიუძღვნა მაშინ ჯერ კიდევ მის შეყვარებულს, ელიზაბეტ ტეილორს. საერთოდ, 70 კარატი არც თუ ძალიან ბევრია, მაგრამ ალმასი საოცრად იყო გამოთლილლი და უზარმაზარი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ბარტონი – ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ტეილორი ორჯერ გაჰყვა ცოლად.

9 ადგილი:
წითელი ვარდები, რომლებიც ერთერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი 60-იან წლებში, ჯო დი მაჯიო, ყოველთვის ჩუქნიდა თავის საყვარელ მერლინ მონროს. ყოველდღე უზარმაზარი თაიგული, მას შემდეგაც კი, რაც ისინი დაშორდნენ. როცა მერლინი გარდაიცვალა, დი მაჯიო აგრძელებდა ბუკეტების მიტანას მის საფლავზე.

8 ადგილი:
ბანკების ცნობილი მძარცველი, ქლაიდი: ამბობენ, რომ თავის საყვარელ ბონის აჩუქა დოკუმენტები კაქტუსის პლანტაციებზე, რომლისგანაც ტეკილას ამზადებენ – ბონიმ ის სრულ საკუთრებაში მიიღო. თუმცა, ეს ქაღალდები თვალით არავის უნახავს, და ამ პლანტაციის მუშებმა აქამდე არ იციან, რომ მათი პლანტაცია ერთერთ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალს ეკუთვნის.

7 ადგილი:
პარიზის საროსკიპოში, ერთერთმა გოგონამ კლიენტისაგან მიიღო პატარა შეკვრა და თხოვნა, შეენახა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე. გოგონას ვალერიანის სმამ მოუწია, რადგან კლიენტს ვან გოგი ერქვა, ხოლო შეკვრაში მისი მოჭრილი ყური იდო.

6 ადგილი:
ფაუსტი, რომელმაც მარგარე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1041 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გრანდ-კუიზინი, ასევე ოტ-კუიზინი (ფრანგ. Grand cuisine, ან Haut cuisine, მაღალი კულინარია) იყო ფრანგული სამზარეულოს დამახასიათებელი თვისება, რაც გამოიხატებოდა დეტალურ მომზადების წესსა და სტილიზებულ წარმოდგენაში, მცირე და მრავალრიცხოვან ჯერზე მირთმეულ კერძებში, რომლებიც მომზადებული იყო მრავალრიცხოვანი და იერარქიული მზარეულების გუნდის მიერ ევროპის დიდ რესტორნებსა და სასტუმროებში.

XVII საუკუნის შეფმა და მწერალმა ლა ვარენმა აღნიშნა ცვლილება შუა საუკუნეების მომზადების წესიდან ახალ მსუბუქ კერძებზე და უფრო მოკრძალებულ წარმოდგენაზე.

მომდევნო საუკუნეში ანტონენ კარემმა (დ. 1784) ასევე გამოსცა ნაშრომი კერძების მომზადებაზე, და მიუხედავად იმისა, რომ კერძების მისეული მომზადების წესი დღეს შესაძლოა ექსტრავაგანტული ჩანდეს, მან მნიშვნელოვნად გაამარტივა და კოდიფიცირება მოახდინა ადრეული, გაცილებით კომპლექსური სამზარეულოსი.


ჟორჟ-აუგუსტ ესკოფიე ცენტრალური ფიგურა გახდა ოტ-კუიზინის მოდერნიზებაში 1900-იან წლებში, რაც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც "კუიზინ-კლასიკი" (კლასიკური სამზარეულო). 1960-იან წლები გამორჩეული გახდა "ნუველ კუიზინის" გამოჩენით, როდესაც შეფ-მზარეულებმა "ამბოხი" მოუწყვეს ესკოფიეს "ორთოდოქსულობასა" და კომპლექსურობას.

თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში შეფ-მზარეულებმა ნელ-ნელა ოტ-კუიზინის ადრეულ სტილზე დაბრუნება დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ახალი ტექნიკა კვლავაც ბატონობს.

Category: სტატიები | Views: 1018 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ფუა გრა სოუსით, მომზადებული კოკოტით, მდოგვის მარცვლებით.


პო-ტო-ფე, ფრანგული სამზარეულოს ტრადიციული კერძი.


ფრანგული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საფრანგეთიდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა.

შუა საუკუნეებში გაჩნდა გიიომ ტირელი, უკეთ ცნობილი, როგორც ტაივენი. საფრანგეთის რევოლუციის ეპოქაში შემცირდა სანელებლების გამოყენება, სამაგიეროდ გაიზარდა მწვანილეულობის რაოდენობა და დაიხვეწა ტექნიკა, დაწყებული ფრანსუა-პიერ ლა ვარენითა, ხოლო შემდგომში დამუშავებული ნაპოლეონის განთქმული შეფი მარი-ანტუან კარემისა და სხვა გამოჩენილი მზარეულების მიერ.

XX საუკუნეში ჟორჟ-აუგუსტ ესკოფიეს მიერ დეტალურად აღწერილი ფრანგული სამზარეულო ოტ-კუიზინის თანამედროვე ვერსია გახდა.

თუმცა ესკოფიეს ამ მნიშვნელოვან ნამუშევარში არ გამოჩნდა რეგიონული ხასიათი, დამახასიათებელი საფრანგეთის პროვინციებისთვის. შემდგომში განვითარებულმა გასტროტურიზმმა და მიშლენის მეგზურმა (Guide Michelin) საშუალება მისცა ხალხს გაცნობოდა პროვინც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1455 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010


სუფრის მარილი ანუ ზოგადად მარილი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი, იგი შედგება ნატრიუმქლორიდისგან. მარილის არომატი განეკუთნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.

საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდიფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან.

კლდის მარილს, თავისი შემადგენლობის გამო, შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი.

ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას.

მინერალის ან თვით ნატრიუმქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას.


Category: სტატიები | Views: 1138 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ოქტეილი

"ცეცხლოვანი კო
ქტეილი" შეიცავს მცირე რაოდენობით აალებად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დალევამდე იწვის.

კოქტეილი, (ინგლ. cocktail, სიტყვასიტყვით მამლის ბოლო), სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღბული სასმელი. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას - მაგარსა და სადესერტოს. ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი - უშუალოს ჭიქაში.

კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.


ისტორია .

პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი".

სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.

ორი საუკუნის განმავლობა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.

რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს:
იმერული ხაჭაპური
მეგრული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური.

სვანური ხაჭაპური
ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური
ფენოვანი ხაჭაპური




მწვადი — კავკასიელ და აზიელ ხალხთა კერძი. ტრადიციულად მზადდება ბატკნის ან ღორის ხორცისგან ლითონის ან ხის შამფურებზე. ამ კერძის მომზადებას დიდი ისტორია აქვს.
სახელწოდება [რედაქტირება]

რუსულად ”შაშლიკ” (шашлык). ბერძნულად ”სულვაკი”(σουβλάκι), სომხურად ”ხორვაცი” (խորոված).

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 9401 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

არაჟანი

არაჟნის ბუტერბროდი

არაჟანი რძის პროდუქტია. იგი რძის ნაღების ”შედედების”, უფრო სწორად კი რძემჟავური დუღილის შედეგად მიიღება და ცხიმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამ სახით გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მსგავსია დასავლეთ ევროპული კრემ-ფრეშის (ფრანგ. crème fraîche, 28%), მაგრამ გაცილებით მსუყე და სქელია 36%-ზე მეტი ცხიმის შემცველობით და უფრო მჟავეა გემოთი. არ იჭრება ცხელ კერძში დამატებისას.

არაჟანი ბორშში

ბლინი არაჟანითა და ხიზილალით


კარტოფილი არჟნითა და ჩილის წიწაკით.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

კალცონე, ხშირად მოიხსენიებენ როგორც "დატენილი პიცა", იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილაა, რომელსაც პიცის ცომისა და მოცარელას (სულიგუნის ნათესავი) ან რიკოტას ყველით ამზადებენ. ყველის ნაცვლად შეიძლება იყოს ხორცი ან ბოსტნეული და ა.შ.

გაბრტყელებულ ცომზე შიგთავსი ემატება, შემდეგ ცომის ბოლოები თავზე იკვრება ("ჩებურეკის" მსგავსად) და ღუმელში ცხვება. კალცონეს სუფრასთან მარინარას საწებელთან (პომიდვრის საწებლის მსგავსი) მიართმევენ. სენდვიჩის ზომის კალცონეს ხშირად ქუჩის ჯიხურებიდან ჰყიდიან, ვინაიდან მისი ჭამა ადვილია ზეზე ან სიარულთან ერთად.

კალცონე ემსგავსება სტრომბოლის, თუმცა ტრადიციულად ორივე განსხვავებულ კერძად ითვლება.

კალცონე საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში და ხშირად პიცის ნაირსახეობად მიიჩნევა, თუმცა პიცაზე ნაკლებად პოპულარულია.

კერძის სახელი ხუმრობის საგანია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სადაც ადგილობრივ დიალქეტებზე კალცონე გოგონების საცვალსაც ჰქვია.

Category: სტატიები | Views: 1103 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საშიმი (იაპონ. 刺身) არის იაპონური დელიკატესი შემდგარი უმი ზღვის პროდუქტისგან, რომელიც დაჭრილია თხელი პატარა ზომის ნაჭრებად. საშიმი დაახლოებით 2,5 სმ. სიგანის, 4 სმ. სიგრძისა და 0,5 სმ. სისქის ნაჭრებია, თუმცა მისი ზომები დამოკიდებულია პროდუქტის ტიპსა და მზარეულზე. მას მიართმევენ ჩასაწობელ საწებელთან (სოიოს სოუსი ვასაბის პასტასა და თხლად დაჭრილი პონზუსა, ან კოჭას ფესვით.) და გარნირად, დაჭრილი დაიკონის ბოლოკთან ერთად.


სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) იაპონურ სამზარეულოში არის ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი.

იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა".

არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ტოლმა (თურქ. dolma; ბერძ. ντολμαδες; სპარსულად Dolme (دلمه); სომხ. tolma (տոլմա); რუმინ. sarma) თურქული წარმოშობის კერძად ითვლება, თუმცა ის მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

სიტყვა "დოლმა" თურქულად ნიშნავს "რაიმე დატენილს". ძირითადად ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნარევია.

პოპულარული წასახემსებელი კერძია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ითვლება, რომ კერძი თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთიდანაა წარმოშობით და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე.

თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებენ ნებისმიერ შეჭამადს, რომელიც კომბოსტოს, ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში, ან ბულგარულ წიწაკაშია გახვეული.

ტრადიციული ტოლმა ვაზის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია (სომხ. ტპოვ ტოლმა - թփով տոլմա), ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში (კაღამბი ტოლმა - կաղամբի տոլմա). ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებენ კორიანდრს, ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არაჟანთან მიართმევენ.


... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1883 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

მარილიანი ბრეცელი.


ჰორტუს დელიციარუმის ამ ილუსტრაციაზე (XII საუკუნე) ნაჩვენებია კრენდელის სავარაუდოდ ყველაზე ძველი გამოსახულება.

ბრეცელი, ანუ კრენდელი არის გერმანიაში და საერთოდ, ევროპის ყოფილ და დღევანდელ გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელებული ერთ-ერთი პურ-ფუნთუშეული პროდუქტი.


თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენაზე ეს სიტყვა მიეკუთვნება მდედრობით სქესს, ანუ იტყვიან die Brezel, -, -n, ხოლო ავსტრიაში ამავე სიტყვას საშუალო სქესის არტიკლის თანხლებით გამოიყენებენ. დღევანდელი გერმანიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კრენდელი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, საერთო ფუძის სხვადასხვა სიტყვა-ფორმებით ახსენებენ; Bretzel, Brezl, Breze. ბავარიასა და ავსტრიაში ბრეცელს ფორმა Brezn-ით აღნიშნავენ, შვაბეთში შეხვდებით ასევე ფორმებს Bretzet-სა და Bretzga-ს, ხოლო ბადურ-ალმანურ დიალექტში კი უფრო სიტყვა Bretschl-ს გამოიყენებენ.

ქართულ ლექსიკოგრაფიაში ამ პროდუქტს აღნიშნავენ ფორმით „კრენდელი", თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ფორმა ბრეცელი არის გამოყენებაში.

დახა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1521 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ბრაზილიური სამზარეულო

ბრაზილია - ჩინებული პლიაჟების, ბასა-ნოვას, ლამაზად გაშიშვლებული მანდილოსნების და დაუოკებელი საკარნავალო მხიარულების ქვეყანაა.


ბრაზილიას გააჩნია მდიდარი კულინარული ტრადიციები. საჯაროდ ცნობილია, რომ ბრაზილიური სამზარეულოს ფუძეს წარმოადგენენ ისეთი კომპონენტები როგორიცაა: ბრინჯი, ლობიო და მანიოკი.რაც შეეხება მანიოკს გეტყვით, რომ ეს ტროპიკული, მრავალწლიანი, მარადმწვანე, ბუჩქისებრი, საკვებად ვარგისი და ბრაზილიური სამზარეულოსთვის უმნიშვნელოვანესი მცენარეა. მანიოკი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს.

უმ მდგომარეობაში მომწამლავია და გამოიყენება მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი. უმი მანიოკისგან მზადდება ბურღული სახელად ტაპიოკუ, რომლისგანაც ბრაზილიელები ამზადებენ ფაფას, ხოლო გამომშრალი მანიოკისგან კეთდება ფქვილი, რომლისგანაც აცხობენ თხელ კვერებს, ამ კვერებს ეწოდება „პური კასავადან."

თუმცა ეს როდია ბრაზილიური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი პროდუქტების სრული ჩამონათვალი. ბრაზილიაში მრავალი „კულინარული ოლქია". მაგალითად ბაიაში, სადაც ყოველთვის ცხოვრობდა ბევრი აფრიკელი, ნებისმიერი კერძი წარმოუდგენელია პალმის ზეთის გარეშე. მინას გერაის მხარეში კი ჭარბობს ღორის ხორცისა და კოლარდისგან დამზადებული კერძები.

და მთელი ბრაზილიის მასშტაბით კერძების მომზადებისას ხორცი განსაკუთრებით პოპულარუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1485 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გირო (ბერძ. γυρος ნიშნავს წრეში ტრიალს) წარმოადგენს სარზე ჩამოცმულ, შეკმაზული ხორცის ფილებით აგებულ ამობრუნებულ კონუსს. გირო არსებობს ღორის ხორცის, ქათმის და საქონლის ფარშის. ლავაშში შეხვეულ გიროს სხვა ინგრედიენტებთან ერთად (ხახვი, პამიდორი, კარტოფილი, ძაძიკი და სხვ.) ეწოდება სუვლაკი.


ძაძიკი

ძაძიკი (ბერძნ. τζατζίκι) ბერძნული კერძი, რომელსაც ასევე სოუსის სახით იყენებენ სუვლაკისა და გიროსათვის. მზადდება გაწურული მაწვნით (საბერძნეთში და თურქეთში ხშირად ცხვრის ან თხის რძის დამზადებული), რომელსაც წვრილად დაჭრილ ან დაქუცმაცებულ კიტრს და ნიორს ურევენ, ასევე ამატებენ მარილს, ზეთისხილის ზეთს, პილპილს, მწვანილს, იშვიათად ლიმონის წვენს და პიტნას.

Category: სტატიები | Views: 1703 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

უმისი  ხშირად ყუმისი (თურქმანული ენებიდან: ბაშკ. ҡымыҙ; ყაზახ. қымыз; ყირგ. кымыз; იაკუტ. кымыс; თურქ. kımız) — ცხენის ან აქლემის დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელი. პირველები ყუმისის დამზადება დაიწყეს ყაზახეთისა და მონღოლეთის სტეპების ხალხები ენეოლითის პერიოდში (5500 წლის წინ). მომთაბარეები ინახავდნენ ყუმისის მომზადების ტექნოლოგიას საუკუნეების განმავლობაში. ჰეროდოტეს წყაროების მოხედვით, სკვითებს იმდენად ეშინოდათ ”ინფორმაციის გაჟონვა”, რომ ისინი მხედველობას აკარგვინებდნენ ყველა მათ ადამიანს, ვინც იცოდა რეცეპტი.


ფახლავა (არაბ. بقلاوة‎‎: ბაქლავა — „ნიგოზი") — პოპულარული აღმოსავლური დესერტი, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან. ფართოდ გავრცელებულია ყოფილ ოსმანთა იმპერიის ხალხებში.


Category: სტატიები | Views: 1288 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ძველად ითვლებოდა, რომ აღდგომაზე, რაც უფრო ბევრ შეღებილ კვერცხს გაჩუქებდნენ თქვენ და რაც უფრო მეტს გააჩუქებდით თქვენ, მით უფრო კარგი, უფრო მხიარული და წარმატებული წელი გექნებოდათ.

ასე რომ, თუ თქვენი ნათესავები და მეგობრები, წელს აღდგომაზე ბევრ კვერცხს გაჩუქებთ, ჩვენი ჟურნალის სტატიები ორმაგად გაგახარებთ – ჩვენი რეცეპტებით წელი იქნება არამარტო წარმატებული, არამედ გემრიელიც!


კვერცხი – ცილების, ვიტამინებისა და მინერალების არაჩვეულებრივი წყაროა. ერთ კვერცხში სულ 76 კილო/კალორიაა, რის გამოც ის დაბალკალორიული და სასარგებლო საკვებია. ამ სტატიის მომზადების დროს დავრწმუნდით, თუ რამდენად საყვარელი საჭმელია ხალხისთვის მოხარშული კვერცხი. ამ თემაზე დაწერილია ისტორიები, შეთხზულია ანეგდოტები, კვერცხის შესახებ თემა ხალხურ ფოლკლორშიც შევიდა.

ზოგი სპეციალისტის მტკიცებით, მოხარშული კვერცხი ხელს უწყობს ადამიანის სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებას. მოხარშული კვერცხი არა მარტო საკვებად არის სასარგებლო, არამედ გარეგანი გამოყენებისთვისაც – მაგალითად, სურდოს დროს ცხვირის დასათბობად. მეცნიერთა ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ უმეტესი ადამიანის სწორ დიეტაში, ჩართული უნდა იყოს დღეში ერთი კვერცხი მაინც.

იმისათვის, რომ განასხვავოთ მოხარშული კვერცხი უმისგან, უნდა მოათავსოთ კვერცხი ბრტყელ თეფშზე და დააბზრიალოთ: მოხარშული, უმ კვერცხთან შედარებით, შესამჩნევად სწრაფად ტრიალებს.

Category: სტატიები | Views: 1067 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

უმეტეს შემთხვევაში, იმისათვის რომ, კარგად გამოიყურებოდეთ, გქონდეთ ნორმალური წონა და თავი არაჩვეულბრივად იგრძნოთ, არ არის საჭირო ულტრაბგერითი ლიპოსაქციები და სხვა ოპერაციები. საკმარისია სწორად იკვებოთ, და სწორ პროპორციებში მიაწოდოთ ორგანიზმს ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და სხვა საჭირო ნივთიერებები. რაზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

არის თუ არა ცილა შეუცვლელი? ორგანიზმში ის ასრულებს რიგ ფუნქციებს. ჩვენი ქსოვილების 20% შედგება ცილისგან, აქედან გამომდინარე, ცილა წარმოადგენს უჯრედებისა და უჯრედშორისი ნივთიერებისთვის ძირითად საშენ მასალას. ჩვენი ჰორმონების მნიშვნელოვან ნაწილს ცილა წარმოადგენს.

მათ მიეკუთვნნება ინსულინი, ჰიპოფიზისა და ფარისებული ჯირკვლის ჰორმონები. გარდა ამისა ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და წარმოადგენს კატალიზატორს. ორგანიზმი ცილების დახმარებით განდევნის უცხო სხეულების ანტიგენებს, და ასრულებს იმუნიტეტის ფუნქციას.

სწორედ ცილა მონაწილეობს სისხლით ჟანგბადის, ნახშირწყლების, ჰორმონების, ვიტამინების, ლიპიდების, წამლებისა და მინერალური მარილების გადატანაში.
მაინც რამდენი ცილაა საჭირო ნორმალური სიცოცხლის უნარიანობისათვის?

სრულყოფილი აზოტისტური წონასწორობის დაცვისათვის ორგანიზმს 14 გრ. აზოტი ჭირდება დღე-ღამეში, რაც ცილებში გადაანგარიშებისას 90 გრ. ცილას. ეს მინიმუმი არ შეიძლება შეიცვალოს არავითარი სხვა პროდუქტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში დაიწყე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1289 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

არა ათეული და ასეული, არამედ ათიათასობით კერძი შექმნა მსოფლიო კულინარიამ მთელი ისტორიის მანძილზე. კერძებზე იმდენი წიგნი დაიწერა, რომ მათ გადაკითხვას ადამიანის სიცოცხლეც კი არ ეყოფა.


პრიმიტიულმა სამზარეულომ, ისეთმა, როგორიც პირველყოფილ ადამიანებს ჰქონდათ, გაიარა თავისი განვითარების საკმაოდ გრძელი და რთული გზა, სანამ საბოლოოდ არ გადაიქცა ნატიფ კულინარიულ ხელოვნებად.


ადამიანის განვითარების ისტორიას ძირძველი დროიდან დღევანდელ დღემდე უნახავს როგორც არნახული აღმაფრენა სამზარეულო ხელოვნებაში, ასევე მისი მძაფრი დაცემაც: კერძს ხან აღმერთებდნენ და თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიამოვნებად, ხანაც თითქოს აბუჩად იგდებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროდუქტებზე და კერძებზე საუბარიც კი "უღირსობაა ჭეშმარიტი ჯენტლმენისთვის”. ავიღოთ, მაგალითად, ძველთაძველი ელინები: სპარტაში კვებას თავშეკავებულად ეპყრობოდნენ _ ლაშქრობასა და ომში უნდა შემოფარგლულიყვნენ უბრალო, მარტივი საკვების მომზადებით. იქვე, ახლომდებარე ათენში დახელოვნებულები იყვნენ არგაგონილი სადღესასწაულო კერძების მომზადებით, მაგალითად: ერთი ციდა ზეთისხილს ათავსებდნენ მტრედის შიგნით, მტრედს – თიკანში, თიკანს – ცხვარში, ცხვარს – ხარში. ყველაფერი ეს შამფურზე იწვებოდა და მხოლოდ ყველაზე საპატიო სტუმარს ერგებოდა წილად ზეთისხილი.

გასაოცარი კი ისაა, რომ მოგვიანებით ძველ რომში სამზარეულო ხელოვნებამ მიაღწია აყვავების ხანას სწორედ ბერძენი მზარეულების დახმარებით. კულინარებს რ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 4 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა შაქრის პუდრა, 3 ჩ.კ. სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი, 300 მლ. 33-35%-იანი ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 200-300 გ. კენკრა, ცოტა მარილი

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 150 გრადუსზე. გაციებული კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ ცოტა მარილთან ერთად, თანდათან დავუმატოთ შაქრის პუდრა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ, ბოლოს შევურიოთ სახამებელი და ძმარი. მასა უნდა იყოს პრიალა, სქელი, წელვადი და ფორმას უნდა ინარჩუნებდეს.

ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ სახამებელი და ზედ 20-22 მმ. დიამეტრზე მოვათავსოთ მომზადებული ბეზეს მასა, შევდგათ ღუმელში. 1,5 საათის შემდეგ ცეცხლი ჩავაქროთ და დახურულ ღუმელში დავტოვოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. ცხობის დროს არ შეიძლება ღუმლის კარის გამოღება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბეზე გაფუჭდეს.

არსებობს გამოცხობის სხვა ვარიანტიც - ბეზეს მასა უნდა შევდგათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, 1 საათის შემდეგ ოდნავ გამოვაღოთ კარი და ასე დავტოვოთ დაახლოებით კიდევ 1 საათის განმავლობაში. სანამ გამომცხვარი ბეზე შეგრილდება, ნაღები და შაქრის პუდრა გავთქვიფოთ, წავუსვათ ბეზეს ტორტს და მოვრთოთ კენკრით.

Category: სტატიები | Views: 1033 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მსალა: 200 გ. ყველი, 200 გ. შებოლილი ხბოს ხორცი, 1 კონა სალათის ფოთოლი, 100 გ. დამარინადებული ბულგარული წიწაკა, 125 გ. ნატურალური იოგურტი ან არაჟანი, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: შებოლილი ხორცი და ყველი თხლად დავჭრათ. წიწაკა დავაბლენდეროთ და შევურიოთ იოგურტს, შევაზავოთ მარილით. სასალათეში ჩავყაროთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფოთლები, ზემოდან მოვათავსოთ დაჭრილი ყველი, ხორცი, მწვანე ხახვი და მოვასხათ მომზადებული სოუსი.

Category: სტატიები | Views: 1041 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 250 გ. დარჩეული ნუში, 1 ჩ.კ. ნუშის ესენცია ან ზეთი, 200 გ. შაქარი, 4 კვერცხის ცილა, 1 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად.

მომზადება: თუნუქის ფურცელს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. 150 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი. ნუში დავფქვათ და ავურიოთ 150 გ. შაქარი, დავუმატოთ ნუშის ესენცია. კვერცხის ცილებისა და დანარჩენი შაქრისგან გავთქვიფოთ ბეზე და ცოტ-ცოტა ულუფებად დავუმატოთ ნუშის მასა. ცომი საკონდიტრო ტომრით დავსვათ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. ნამცხვარი უფრო უნდა გამოშრეს, ვიდრე გამოცხვეს, ამიტომ, აუცილებალდ უნდა ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე და როდესაც გამოცხვება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

Category: სტატიები | Views: 1063 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 500 გ. საქონლის მკერდის ხორცი, 200 მლ. თეთრი მშრალი ღვინო, 3 პატარა ტოტი როზმარინი, 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 800 გ. კანგაცლილი და გახეხილი პამიდორი, 3 კბილი ნიორი, 2-3 ს.კ. უკურკო ზეთისხილი, 1 კონა ახალი რეჰანი, დანის წვერით ძირა, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ ღვინო, დავაყაროთ როზმარინის ტოტები და ასე გავაჩეროთ 1 საათით. ხორცი გადავწუროთ, ცოტა შევაშროთ, დავყაროთ კარგად გახურებულ ღრმა ტაფაზე და ზეთში შევბრაწოთ. ცალკე პამიდორში ავურიოთ მწვანილი, შუა-შუა დაჭრილი ზეთისხილი, ძირა და ნიორი, დავასხათ ხორცს და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.

Category: სტატიები | Views: 980 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 400 გ. შებოლილი ძეხვი, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, 150 გ. კარაქი, 150 გ. ყველი, 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა, 2-3 ცალი პამიდორი.

მომზადება: ძეხვი და ხახვი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ კარაქი და გახეხილი ყველი. წიწაკებსა და პამიდვრებს ამოვაცალოთ გული, დავტენოთ მომზადებული მასით და შევდოთ მაცივარში 3 საათით. სუფრასთან გატანის წინ რულეტივით დავჭრათ.

Category: სტატიები | Views: 1023 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა:

3-4 მოზრდილი, მოხარშული კარტოფილი, 2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი, 1 კვერცხი, 2 ს.კ. კარაქი, მარილი და პილპილი - გემოვნებით, საფანელი - ფორმაზე მოსაყრელად

მომზადება:

კარტოფილისა და კარაქისგან გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ ყველი, კვერცხი და მარილ-პილპილი, თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ საფანელი და საკონდიტრო ტომრის საშუალებით კარტოფილის პიურესაგან გავაკეთოთ ვარდები, შევდგათ ღუმელში და ზემოდან რომ შეწითლდება, გამოვიღოთ.

Category: სტატიები | Views: 1090 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 200 გ. ახალი კომბოსტო, 1 პამიდორი, 1 ს.კ. ძმარი, 1/3 ჩ.კ. მარილი, 1/2 ს.კ. შაქარი, 1-2 ს.კ. ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი

მომზადება: კომბოსტო თხლად ავკუწოთ. პატარა ნაჭრებად დავჭრათ პამიდორი. მარილი, ძმარი და შაქარი ავურიოთ, დავუმატოთ ზეთი და მოვასხათ სალათას.

Category: სტატიები | Views: 996 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 1 ბანანი, 1 ჭიქა მარწყვი, 250 მლ. რძე, 100 გ. ვანილის ნაყინი, 2 ს.კ. მარწყვის ლიქიორი

მომზადება: ბანანი, მარწყვი, რძე და ნაყინი დავაბლენდეროთ, გადავანაწილოთ ჭიქებში და ზემოდან მოვასხათ ლიქიორი.

Category: ახალი ამბები | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 2 ძირი ოხრახუში, 2 სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 3-4 თავი ხახვი, 1 კგ. კარტოფილი, 180 გ. მშრალი შებოლილი ძეხვი, მაგალითად "salami", 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი, 1-2 ღერი ზაფრანა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 750 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე თხლად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ ოხრახუში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ხოლო კარტოფილი - საშუალო ნაჭრებად. 1/2 სმ. სისქის ნაჭრებად დავჭრათ ძეხვი. ქოთანში ან სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ წიწაკა, 2 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ხახვი, ძეხვი, ოხრახუში და 1-2 წუთის შემდეგ დავუმატოთ კარტოფილი, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი და დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი. როცა მოდუღდება, ავუწიოთ ცეცხლს და 15-20 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე ვხარშოთ. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, დავუმატოთ შემწვარი წიწაკა, შევანელოთ მარილითა და პილპილით და კიდევ 3 წუთი ვხარშოთ.

Category: სტატიები | Views: 1123 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ანუ სად და როგორ ვიყიდოთ თბილისში კარგი ხორცი

"ხორცს თუ ვერ მამიხარშამდი, რას მპატიჟებდი მძახალო?

უნდა წახვიდე, იშოვნო...

თავი უნდ კედელს ახალო"

ფშავური კაფია

არ იფიქროთ, რომ ასეთი ლირიული წანამძღვრის გაკეთება მხოლოდ სტატიის გამხატვრულებისათვის დაგვჭირდა. უბრალოდ, ფაქტია, რომ თბილისში კარგი ხორცის შოვნა მართლაც რთული ამბავია და როგორც ბევრი სხვა რამის, კარგი ხორცის შეძენასაც ნაცნობობა, ახლობლობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ტელეფონზე დარეკვა და წინასწარ შეთანხმებაც კი ესაჭიროება. ზოგჯერ კი, როგორც ფშავურ კაფიაშია, ვერაფერს გააწყობ და ამ დროს თავი კედელს უნდა ახალო.

თბილისის ცენტრალურ უბნებშიც და გარეუბნებშიც, თითქმის ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში ნახავთ სპეციალურად გასაყიდი ხორცისათვის გამოყოფილ ადგილს, სადაც ძირითადად საქონლისა და ღორის ხორცით ვაჭრობენ.

ძველი ტრადიციისამებრ, ყველა გამყიდველი ირწმუნება, რომ მისი პროდუქციის დარი მაღალი ხარისხის ხორცს მთელს ქალაქში ვერსად იშოვით. ცხვრის ხორცი, როგორც წესი, ძალიან ცოტაა და ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი ის, რომ ცხვარს თბილისში საკლავის სახით, ანუ ცოცხლად ყიდულობენ და ეს ძირითადად დღესასწაულებზე, ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ხდება. მეორე მიზეზი კი ცხვრის ხორცისადმი ცხვირის აბზუება გახლავთ.

გლეხურიდა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1141 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

პირველი სალათა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძველ რომში მომზადდა.

წვეულებებზე მიღებული იყო თაფლით, ძმრითა და მარილით შეზავებული ბოსტნეულისა და ბალახეულის კერძის მომზადება, რომელსაც salato ერქვა და მარილიანს ნიშნავდა. რომაელთა სუფრაზე იგი წარმოადგენდა უმი პროდუქტებისგან მომზადებულ ერთადერთ კერძს. ტრადიციული სალათის შემადგენლობაში შედიოდა ხახვი, სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთლები, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ძმარი. მას ძველი რომაელები ხორცის კერძთან ერთად მიირთმევდნენ.

ბნელ შუასაუკუნეებში სალათის ისტორიას ბევრი არც არაფერი შემატებია გარდა იმისა, რომ სალათის ფოთლებს და სხვა ინგრედიენტებს დაემატა პიტნა, ოხრახუში და ყველი. მისი ახალი ისტორია აღორძინების ეპოქიდან იწყება. როგორც სხვა სფეროებში, კულინარიაშიც სერიოზული ძვრები შეინიშნება. საკვები ხდება უფრო მრავალფეროვანი, უფრო დახვეწილი. კერძებში ჩნდება ახალი პროდუქტები, ყალიბდება მკაცრი ეტიკეტი.

ამ ეპოქაში სალათა გახდა საზეიმო სუფრის აუცილებელი დანამატი. ყველაზე მეტად ამ მხრივ იტალიელი და ფრანგი კულინარები აქტიურობდნენ. ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იყენებდნენ სხვადასხვა სახის ბოსტნეულსა და პროდუქტებს: სატაცურს, მწვანილეულს, კიტრს, ყველს და არტიშოკს ერთმანეთში ურევდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1348 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ასომთავრული ანბანი, უკვე არაერთგზის ითქვა, ერთპიროვნული და ერთდროული აქტით არის შექმნილი.

ამაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს ასომთავრული ანბანის ერთიანი ხედვით აღბეჭდილი გრაფიკა, რომელსაც პიროვნული გენიის ბეჭედი აზის. აქ, ანბანის შემოქმედის, როგორც ხელოვანის, უძლიერესი მხატვრული ნიჭი ცხადდება. ასომთავრულის გრაფიკული სისტემის გეშტალტს განსაზღვრავს ერთი მხრივ, კვადრატის შიდაგეომეტრიული სტრუქტურა, ხოლო მეორე მხრივ, წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისით, სვასტიკისა და ბორჯღალის დინამიზმით აღბეჭდილი ფორმები, რაშიც ასონიშნების და მათი შემადგენელი ნაწილების მბრუნავი სიმეტრია ცნაურდება.

ასე რომ, ბერძნული ანბანის საპირისპიროდ, რომელსაც მკაცრი სიმშვიდე და სტატიკურობა ახასიათებს, ქართული ასონიშნებისათვის დამახასიათებელია მოძრაობა და ბრუნვა, რითაც, ჩემი აზრით, ბერძნული ენის საპირისპიროდ, ქართული ზმნისთვის ნიშანდობლივი დინამიზმია გამოხატული. ყველაზე სრულად აქ ვლინდება ანბანის შემოქმედის ენობრივი ინტუიციის სიღრმე და ამიტომ შეუძლებელია ის ფესვეულად არ ყოფილიყო დაკავშირებული ენასთან.

ფონოლოგიის დარგში ანბანის შემოქმედის ღრმა ბერძნულ განსწავლულობას აღნიშნავენ ივ. ჯავახიშვილი, ვ. ბოედერი, ს. მურავიოვი და თ. გამყრელიძე. ანბანის შემოქმედის მიერ კონსტრუირებული გრაფიკა ქართული ენის ფონოლოგიური ასპექტების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის მეშვეობით არის ცხადყოფილი (მაგალითად, "ღან-£არ” ას ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1683 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

"თანამდევი სული" წიგნია ილიაზე და ილიას ეპოქაზე, მაგრამ არა მხოლოდ წარსულზე…

აქ არის მასალის სისრულე და ორიგინალური მიდგომა, ახალი ფაქტებიც კი…

ეს წიგნი საინტერესო იქნება უფროსკლასელისთვისაც, სტუდენტისთვისაც, პედაგოგისთვისაც, პოლიტიკოსისთვისაც - ყველა ქართველისთვის.

ამიტომაც არ შეშლიათ კომუნისტებს. 1927 წლის 12 სექტემბერს (ახალი სტილით ილიას მკვლელობის დღეს) ცენზურამ წიგნის პირველი ნაწილის ბეჭდვა აკრძალა.

ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა ამ დღეებში დაამთავრა წიგნი და ჩვენ ორშაბათიდან მის ბეჭდვას ვიწყებთ.

მკითხველი ყოველდღიურად გადასახლდება დიდი ილიას სამყაროში, მისთვის უფრო ხელშესახები გახდება ქვეყნის ჭირ-ვარამი და მის წინაშე ოდითგან მდგარი სბედისწერო და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ილიას ეპოქა და დღევანდელობა ხომ საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან შეთქმულები, შეთქმულები მამულის სიყვარულში. ძნელბედობის ჟამს კი მთელი საქართველო შეთქმული იყო და იქნება.

აკი შეთქმულთა პროკლამაციით იწყება "თანამდევი სულიც".

Category: ახალი ამბები | Views: 1114 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ყოველი ხელნაწერი უნიკალურია, რადგან გარკვეული ისტორიული და კულტურული გარემოს პროდუქტია.

უნიკალურია იმითაც, რომ აქვს ბედი შექმნისა და ჩვენს დრომდე მოღწევის სხვებისგან განსხვავებული ისტორია. ბევრი ხელნაწერი ჩვენამდე დაზიანებული და ნაკლული სახითაა მოღწეული, რაც მიგვანიშნებს იმ ქარტეხილებზე, რაც მათ თავს გადახდომიათ საუკუნეთა მანძილზე.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასეთი არაერთი ხელნაწერია დაცული. დღეს ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ. ეს არის "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი, რომელიც "ზაზასეული" ხელნაწერის სახელით არის ცნობილი.

შესანიშნავი ხელნაწერი მნიშვნელოვანია არამარტო შედგენილობით, არამედ შემკულობითაც. მისი კოდიკოლოგიური დახასიათება ასეთია: პოემის ტექსტი ნაწერია სპარსულ ქაღალდზე და ჩასმულია ოთკუთხა ფერადოვან ჩარჩოში.

აშიები სხვა ხელნაწერებიდან ჩანს გადმოტანილი და ფურცლებზე შემოწებებული, მოხატული ოქროთი დაფერილი ყვავილოვანი გრავიურებით. სათაურიანი ფურცელი განსხვავებულადაა გაფორმებული: მთელი არე, რომელზეც ტექსტია დაწერილი, დაფარულია წვრილყვავილოვანი ორნამენტებით.

ზედა ნაწილზე დაზიანებული თავსამკაულია, შესრულებული სპარსულ სტილში. პირველი 5 ფურცელი პოემისა ძალზე დაზიანებულია. ხელნაწერი ნაკლული სახითაა მოღწეული - 212 ფურცლიდან 190-ია შემორჩენილი.

ვარაუდობენ, რო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1098 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

დააჯილდოეს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები

როგორ ჟღერს ქართულად ელიზაბეტ ბიშოპის, ტედ ჰიუზის ან ფორუყ ფაროხზადის ლექსები - ამის ნახვა, წაკითხვა და შეფასება უკვე შეგიძლიათ გამომცემლობა "დიოგენეს" ახალ კრებულში, რომელიც ამავე გამომცემლობის მიერ ჩატარებული პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის საუკეთესო თარგმანებით შედგა.

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გამარჯვებულები გუშინ, წიგნის საერთაშორისო დღეს დააჯილდოეს. პირველი კონკურსის გამარჯვებული სამი მთარგმნელია - ანა კოპალიანი, მანანა მათიაშვილი და ლელა სამნიაშვილი.

პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი "დიოგენემ" იანვარში გამოაცხადა. კონკურსის პირობების თანახმად მასში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულად მთარგმნელს შეეძლო. ზოგადად კონკურსი კი მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობას და ამ საქმიანობის პოპულარიზაციას ითვალისწინებდა.

კონკურსანტთა ნამუშევრებს გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ნიკა ჯორჯანელი აფასებდნენ. სწორედ მათ გამოავლინეს სამეული, რომლებმაც ჯილდოს სახით 1000-1000 ლარი მიიღეს.

მთლიანობაში საკონკურსოდ 31 ავტორის განაცხადი შევიდა, თუმცა კრებულში მოხვედრის პატივი მხოლოდ თორმეტი მათგანის ნამუშევრებს ხვდა წილად.

როგორც ალბათ მოსალოდნელი იყო, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1016 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

დიპლომატის რჩევები აშშ-ს

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კურტ ვოლკერი წერს, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე ამერიკამ მკაცრად უნდა შეახსენოს რუსეთს, არ დაუშვას ევროპაში საზღვრების ძალადობით ცვლილება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის აზრით, დასავლელი ლიდერების ოლიმპიადაზე ჩასვლა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტობრივ თანხმობად აღიქმება.


ვოლკერი წერს, რომ ოლიმპიური შეჯიბრი ჩატარდება რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთიდან - ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ძალის გამოყენებით ჩამოაშორეს.

დიპლომატმა იმის საშიშროებაზე მიუთითა, რომ 2014 წელს სოჭში დასავლეთის წარმომადგენლებს დახვდებათ რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული სასაზღვრო რეჟიმი, საქართველოს სუვერენიტეტის აღნიშვნის გარეშე.

სტატიაში ექსპერტი ამერიკას სთავაზობს ოთხი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმას, რათა 2014 წელს სოჭის ოლიამპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ მოუწიოთ. პირველ რიგში, ვაშინგტონმა უნდა მოილაპარაკოს ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა შეთანხმდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების ერთიან პოლიტიკაზე.

გარდა ამისა, ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი ტიპის სადავო ტერიტორიის აღიარებაზე, ასევე იმ დოკუმენტების ცნობაზე, რომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გაგამარუს (მარცხნივ) მესამედ უწევს მაკუჩიში ასპარეზობა

ტოკიოს მაისის ბაშოზე მაკუჩი დივიზიონის ქართველ ბინადრებს რთული პერიოდი დაუდგათ. კოკაიმ რვა ბრძოლა წააგო.

ის ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და რეიტინგშიც დაქვეითდება. ტოჩინოშინმა კარგი სტარტი აიღო და ტურნირის პირველ ნაწილში ოთხი ოძეკი დაამარცხა, რაც ბრწყინვალე შედეგია. ასეთი სტარტის შემდეგ გულშემატკივარი მისგან უფრო მეტს ელოდა, მაგრამ მან უკვე ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო.

გუშინ ლევანმა საერთო ჯამში მეხუთე მარცხი იგემა. მართალია, გორგაძეს ჯერ კიდევ აქვს ბაშოს დადებითი ბალანსით დამთავრების შანსი, მაგრამ ბოლო ორი მარცხი შეშფოთების საფუძველს იძლევა.

გამოცდილი კოლეგებისგან განსხვავებით, ბრწყინვალედ ასპარეზობს ძუროს დივიზიონის პირველ საფეხურზე მყოფი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც ათი დღის შემდეგ შვიდი გამარჯვება აქვს და, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომდევნო - ივლისის ბაშოს გაგამარუ მაკუჩი დივიზიონში გამართავს.

გუშინ დილით გაგამარუმ პრინციპული შერკინება მოიგო. ქართველის მეტოქე იყო ძუროს დივიზიონის მერვე საფეხურზე მყოფი დაიდო, რომელსაც გუშინდლამდე 8 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა.

ჯუღელმა ბაშოს მოგებისთვის მებრძოლი მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მაკუჩი დივიზიონს.

კოკაი ოშიდაშის ილეთით დამარცხდა აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა კაკურუსთან, ტოჩინოშინი კი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1027 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

მუშა მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმის სახურავზე "დიდი ბამბუკის" ინსტალაციის აწყობაში მონაწ

ნიუ იორკი - ამას წინათ, ერთ ზაფხულივით თბილ დილას მოკლესახელოებიან სპორტულ მაისურებში ჩაცმული კაცები და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალები მაიკლ ჯექსონის, ლედ ზეპელინისა და ჯიმი ჰენდრიქსის ხმამაღალი მუსიკის ქვეშ გულმოდგინედ მუშაობდნენ.

ზოგი მათგანი ბაგირზე მოსიარულე აკრობატივით ჰორიზონტალურად გადებულ ბოძებზე ფეხშიშველა დადიოდა და წონასწორობას მარჯვედ ინარჩუნებდა.

სხვები ვერტიკალურ ბოძებზე დაძვრებოდნენ მაიმუნებივით და გადაკვეთის ადგილებს ნეილონის ფერადი თოკებით ამაგრებდნენ. ისეთებიც იყვნენ, ვინც მიწაზე ინდიელების ვიგვამების მსგავს ნაგებობებს აწყობდა.

არ გეგონოთ, რომ აქ ცირკის შაპიტოს აგებაა აღწერილი. ეს მოქმედება მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმის სახურავზე ხდებოდა მხატვრების ხელმძღვანელობითა და ათიოდე ალპინისტის შესრულებით. მათი მიზანი სახურავიდან დაახლოებით რვა მეტრის სიმაღლეზე ლაბირინთის მსგავსი ბამბუკის ჯუნგლების შექმნა იყო.

ამ მუზეუმში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ხანისა და კულტურის მცენარეები ჰარმონიულ სიმშვიდეში წყნარად თანაარსებობენ. ამ ფონზე ინსტალაცია სახელწოდებით "დიდი ბამბუკი: ვერ გაჩერდები, არ ჩერდები და არც გაჩერდები" შემაშფოთებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

იქ, სადაც ერთ დროს ქალაქისა და ცენტრალური პარკის მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1049 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

პრეზიდენტი ობამა კომპანია JP Morgan Chase აღმასრულებელ დირექტორ ჯეიმი დაიმონს (Jamie Dimon) ესალმება, 2009 წლის მარ

ამას წინათ, პრეზიდენტ ობამას პრეს-მდივანი ზედიზედ მეორედ დაგვპირდა, რომ ადმინისტრაცია კომპანიას "BP" "ბოლომდე მიაწვებოდა", რათა ამ უკანასკნელს მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის პრობლემა მოეგვარებინა.

სულ რამდენიმე საათის შემდეგ კი, თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე, პრეზიდენტი ბიზნეს საბჭოს წევრებს მასპინძლობდა. კორპორატიულ კლუბში შემავალ კომპანიებს შორის იყო "BP".

მსგავსი წინააღმდეგობრივი ქმედებები მისტერ ობამას პრეზიდენტობის სიმბოლოდ იქცა.

რადგანაც პრეზიდენტის მმართველობა გაჭიანურებულ ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, ის ცდილობს წონასწორობა დაიცვას. ერთის მხრივ, ობამა ხშირად გამოხატავს პატივისცემას თავისუფალ ბაზარისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალის მქონე მსხვილი ბიზნესისადმი.

მეორე მხრივ, მან რეაგირება უნდა მოახდინოს იმ გაბრაზებული მემარჯვენე და მემარცხენე ამომრჩევლების პოპულისტურ განწყობაზე, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კორპორატიულ ამერიკას (იქნება ეს ბანკები, შახტების მფლობელები თუ ნავთობკომპანიები) მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებს.

ჟონგლიორობამ, რომელსაც მისტერ ობამა თანამდებობის დაკავების დღიდან ეწევა, შედეგად გამოიღო ცვალებადობა და ხშირად არათანმიმდევრულობაც მის რიტორიკასა თუ პოლიტიკაში. მაგალითად, მან დაგმო "უოლ-სტრიტის სიხარბე" , თუმცა, იმავდროულა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1009 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ექსპერტები პოლონელთა დახოცვის ამსახველი ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებენ

მსხვილმა პოლონურმა გამოცემამ "სმოლენსკი 2010"-მა, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს კატინის მახლობლად მომხდარ ტრაგედიას იძიებს, გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი წერილი, რომლის ავტორია ესტონეთის ადამიანის უფლებათა ინსიტიტუტის ერთ-ერთი მმართველი ვალერი კალაბუგინი.

კალაბუგინი მონაწილეობდა იმ სამოყვარულო ვიდეოს შესწავლაში, რომელიც 16 აპრილს კიევში მოკლულმა ანდრეი მენდერეიმ გადაიღო.


პოლონური საზოგადოების ნაწილის აზრით, მენდერეი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს.

წერილის ავტორის თქმით, ვიდეოს ნამდვილობას, პირველ რიგში, ის ადასტურებს, რომ როგორც რუსეთის, ასევე პოლონეთის ხელისუფლებები მის სრულ იგნორირებას ცდილობენ. ვიდეოჩანაწერი ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში, ისიც რუსულ არხზე და დამახინჯებული ფორმით.

გარდა ამისა, კალაბუგინის თქმით, იმის დასამტკიცებლად, მართლაც ისმოდა თუ არა ამ ვიდეოჩანაწერში "არ დაგვხოცოთ" და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები, ვარშავაში ერთ-ერთ რადიო-სტუდიაში სპეციალისტებმა მაღალი დონის ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შემდეგაც ხმების მოსმენა შესაძლებელი გახდა.

ამან კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ ინტერნერტში მოხვედრილ ვიდეომასალაზე დატანილი სკრიპტები სიმართლეა.


ვიდე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ამერიკას ირანის წერილი ასლი გადასცა.

მასში საუბარია დაბალგამდიდრებული ურანის საწვავზე გაცვლის შესახებ, რომელიც თეირანის ბირთვული რეაქტორისთვის არის განკუთვნილი.

ამის შესახებ ამერიკის სახლმწიფო მდივნის თანაშემწემ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ფილიპ კროულიმ განაცხადა.

"მაგატეს ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრება აინტერესებს. როგორც ვიცით, ასეთივე წერილი რუსეთმა და საფრანგეთმაც მიიღეს, რომლებიც მაგატეს მხრიდან ირანისთვის შესათავაზებელი წინადადების შედგენაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური პასუხის გაცემამდე საფრანგეთთან და რუსეთთან ვაპირებთ მოლაპარაკებების გამართვას.

როგორც გასულ კვირას განვაცხადეთ, ჩვენ ვაფასებთ თურქეთისა და ბრაზილიის მცდელობას, შეემსუბუქებინათ საერთაშორისო საზოგადოებაში თეირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული დაძაბულობა. ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, შეიცავს თუ არა წერილი რაიმე სიახლეს. ჩვენ წერილს ყურადღებით შევისწავლით და უახლოეს დღეებში მაგატეს გავუგზავნით,” - განაცხადა კროულიმ.

გასული წლის ოქტომბერში ვენის ჯგუფის (რუსეთი, ამერიკა, საფრანგეთი, მაგატე) მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ირანმა მიიღო შეთავაზება - 1,2 ტონა დაბალგამდიდრებული ურანი რუსეთსა და საფრანგეთში გააგზავნოს შემდგომი გამდიდრებისათვის.

ამაზე ირანმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, შემდეგ კი გეგმის შეცვლა მოითხოვა, კერძოდ განაცხადა, რომ მხოლოდ ეტაპ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 996 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ჩაიბარა რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი. პრეზიდენტს აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ უპატაკა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას: "მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ერი, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველების მსგავსი გამოცდილება აქვს... თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს ჩვენ ვართ, ქართველები. ჩვენს თაობას დიდი პრივილეგია ერგო წილად.


გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ჩაიბარა რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი. პრეზიდენტს აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ უპატაკა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას: "მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ერი, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველების მსგავსი გამოცდილება აქვს... თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს ჩვენ ვართ, ქართველები. ჩვენს თაობას დიდი პრივილეგია ერგო წილად.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენ დღეს ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ დამპყრობლის რეპრესიების არ გვეშინია."

სააკაშვილის თქმით, მტერი საქართველოს დამარცხებას სხვადასხვა მეთოდებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

30 მაისის თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.

რა ხარვეზები და დადებითი მხარეები ახლდა წინასაარჩევნო პროცესს - გაზეთი "24 საათი” ამის გარკვევას სოციოლოგებთან, პოლიტოლოგებთან და პოლიტიკოსებთან შეეცადა.

სოციოლოგთა შეფასებით, ახლანდელი წინასაარჩევნო პერიოდი, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უფრო დაბალანსებულია, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნებიც.

გაზეთ "24 საათთან” საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აქცენტს იმ საკანონმდებლო ხარვეზზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც მოქმედ მერს გადადგომა არ მოეთხოვება. მისი აზრით, ამით მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატ გიგი უგულავას ეძლევა შესაძლებლობა, მედიაში სხვა კანდიდატებზე მეტად იყოს რეპრეზენტირებული.

"ამას უგულავას ვერ ჩაუთვლი ფარულ რეკლამად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, რადგან ის კანონიერად ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც მოქმედი მერი და როგორც მერობის კანდიდატი.


რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიას, იგი მისაღებია. ერთადერთი, რაც ამომრჩევლებში არ იწვევს სიმპათიას, ზურაბ ნოღაიდელის რიტორიკაა, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია და ამისთვის ხელისუფლებას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი რევოლუციური მეთოდებით.

ეს აშკარად შეიცავს პროვოკაციაზე მითითებას,” - შენიშნავს "24 საათთან” საუბარში იაგო კაჭკაჭიშვილი.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 974 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ამის შესახებ განცხადება პარლამენტში ქართული დიასპორისთვის გამართულ მიღებაზე საბერძნეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენელმა ნინო ღორჭმელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საბერძნეთის პოლიციას უკანონოდ ჰყავს დაკავებული ქართველი ახალგაზრდა, რომლის გათავისუფლებას დიასპორის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ, ამიტომ იგი საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს.

საქმე ისაა, რომ ქართველი ახალგაზრდა, რომლის ვინაობა შეგნებულად არ სახელდება, საბერძნეთის პოლიციამ პირველად დააკავა შემოწმების მიზნით და ადვოკატმა მისი გათავისუფლება მოახერხა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკანში ყოფნისას მას ალბანელმა პატიმარმა სთხოვა, მისულიყო დედამისთან და ეთქვა, რომ იგი დაპატიმრებული იყო.

ციხიდან გამოსული ქართველი ახალგაზრდა მართლაც მივიდა მიცემულ მისამართზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე დანაშაული იყო ჩადენილი და პოლიციას სახლი კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ამიტომ, იქ მისული ქართველი დააკავეს და დღემდე მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება. არადა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ახალგაზრდას 12-დან 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"პირად საუბრებში ბერძენი მოსამართლეები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გვეუბნებიან, ეს ახალგაზრდა ბერძენი რომ იყოს, აქამდე უპრობლემოდ გავათავისუფლებდით," - ამბობს მანანა ღორჭმელიძე და საქართველოს ხელისუფლებას საბერნეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვას სთხოვს.

Category: ახალი ამბები | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გუშინ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვართან, გვიან ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა.

ეს ინფორმაცია სააგენტო "სი-ენ-ენ-თურქეთმა" გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება საზღვართან მდებარე დასახლებულ პუნქტ პოსოფთან მოხდა. თუმცა, რა აფეთქდა და რა იყო აფეთქების მიზეზი, გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო.

თურქული საინფორმაციო საშუალებების მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ავიაკატასტროფა გახდა. ამავე ინფორმაციებით, გუშინ სამართალდამცველები და მაშველები მთელი დღის განმავლობაში ცეცხლმოდებულ საფრენ აპარატს ეძებდნენ, რომელიც სავარაუდოდ, საქართველო-თურქეთის საზღვართან, დასახლებულ ადგილას, პოსოფთან ჩამოვარდა.

"დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა. ჩვენ მიერ მიღებული ცნობები, მფრინავი საშუალების ჩამოვარდნის ვერსიას აძლიერებს," - განუცხადა CNN-Turk-ს არდახანის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ფუატ ატიკიმ.

თუმცა, თურქულმა პრესამ ამ ვერსიის გამომრიცხავი ინფორმაციაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროში ვერ შეძლეს, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტი დაედასტურებინათ. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, გუშინ საძიებო სამუშაოები ტარდებოდა ადიგენის რაიონშიც. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათ ცეცხლმოკიდებული საფრენი აპარატი შენიშნეს, რომლის ჩამოვარდნასაც ძლიერი ხმა მოჰყვა.
< ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1001 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის მე-17 შეხვედრა გუშინ გალში გაიმართა.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის მე-17 შეხვედრა გუშინ გალში გაიმართა.

მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვლავ წამოწიეს გასულ წელს დაკავებული თურქული გემის და მისი ტვირთის დაბრუნების საკითხი.

ამასთან, ისინი აპროტესტებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი საქართველოს მიმართვას აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის არდაშვების შესახებ. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნებს, ამის შესახებ "24 საათს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია: "ჩვენ, პირველ რიგში, რუსების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები დავაყენეთ.

კერძოდ, აპრილში რუსებმა ვერტმფრენითა და სანაპირო დაცვის კატერებით გამყოფი ხაზი გადმოკვეთეს.

გარდა ამისა, გალის რაიონში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე გავამახვილეთ ყურადღება და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა მოვითხოვეთ.” ამავე დროს, ქართული მხარე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას და ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმას აპროტესტებს.

მიუხედავად იმისა, რომ გალში მიმდინარე შეხვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1052 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესაძლებლობა მიეცათ.


საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესაძლებლობა მიეცათ.

პროცესი თებერვალში დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდა.

სიის მონიტორინგი თორმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა, რომლებსაც ამ საქმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოეყოთ.

მოგვიანებით მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ერთიანი საქართველოსთვის" და მასზე გაცემული 100 000 ლარი დააბრუნა. შემდგომ ეს თანხა ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა, რომლებმაც აღნიშნული თანხის მიღების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

საარჩევნო სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია კი გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

როგორც ცესკო-ში განმარტეს, 1 თებერვლის მდგომარეობით, სიაში 3,587,425 ამომრჩეველი იყო. საბოლოოდ, არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობამ 3,544,770 შეადგინა.

ცესკო-ს განმარტებით, სიების შედგენისას გათვალისწინებული იყო მონიტორინგის დროს ოპოზიციური პარტიების მიერ აღმოჩენილი ყველა უზუსტობა.

მათივე თქმით, სიებში ცდომილება, შესაძლოა, ერთი პროცენტი იყოს და ისიც გადამისამართების მიზეზით. "საარჩევნო სიების გაუმჯობესები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 961 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ცნობა იმის შესახებ, რომ პენტაგონმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სადაზვერვო მუშაობა გააძლიერა, ისრაელმა აღიქვა, როგორც ამერიკის მზადება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.


ცნობა იმის შესახებ, რომ პენტაგონმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სადაზვერვო მუშაობა გააძლიერა, ისრაელმა აღიქვა, როგორც ამერიკის მზადება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

ცოტა ხნის წინათ, "ნიუ იორკ თაიმსში" დაბეჭდილ სტატიაში საუბარი იყო დევიდ პეტრეუსის იმ საიდუმლო დირექტივის დეტალებზე, რომელსაც გენერალმა გასული წლის სექტემბერში მოაწერა ხელი.

დირექტივა გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში სპეცჯარების გაგზავნის უფლებას და სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას, ასევე - ადგილობრივ ოპოზიციურ ჯგუფებთან კონტაქტების დამყარებას. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ "საზოგადოებამ პირველად იხილა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის მზადების რეალური მტკიცებულება".

ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "თეირანმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად გადაწყვიტა, წინ აღუდგეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას."

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის კანცელარიის მეთაური რამ ემანუელი, რომელიც ისრაელში კერძო ვიზიტით იმყოფება, ოთხშაბათს იერუსალიმში ბენამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მას ბარაკ ობამასგან ვაშინგტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1019 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010


სოხუმის ხელისუფლებამ რუსული ფულის გახარჯვის კონკრეტული გეგმა წარმოადგინა.

აფხაზური ოპოზიცია ბაგაფშის მთავრობას ეკონომიკურ სიბეცეში ადანაშაულებს და პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს. "ეკონომიკის მინისტრმა" კრისტინა ოზგანმა აფხაზური საზოგადოება დაამშვიდა: "ამ გეგმამ ოთხჯერ მოიარა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დათანხმდნენ 11 მილიარდი რუბლის გახარჯვის სქემას."

"2010-2012 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის" თანახმად, კრემლის ფინანსური საჩუქარი, პირველ რიგში, სტრატეგიული ხასიათის საკითხების მოსაგვარებლად დაიხარჯება.

"აფსნი-პრესის" ინფორმაციით, სწორედ ასეთი მნიშვნელობის არის გაგრის შემოვლითი საავტომობილო გზა ორი გვირაბით და 85 კმ საავტომობილო გზა სოხუმიდან გალამდე, რომლებზეც მიმდინარე წელს შესაბამისად 490 და 500 მილიონი რუბლი დაიხარჯება; 400 მილიონ რუბლად შეიძენენ 130 ავტობუსს, რომელთაგანაც 100 ავტობუსი მოსახლეობას მოემსახურება, ხოლო 30 - ტურისტებს.

ამავე წელს უნდა დასრულდეს ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ძველი საფეხმავლო ხიდის შეკეთება და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რამაც ამ პუნქტის გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს.

დიდი რესურსი ჩაიდება სოხუმისა და სხვა რაიონული ცენტრების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის აღდგენაზე.

ამ მიმართულებთ მთლიანობაში 1,5 მილიარდი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გამოვიდა ეკა ქევანიშვილისა და ნინო თარხნიშვილის ახალი წიგნები

როდესაც პირველი, ერთად შეკრული წიგნები გამოუშვეს, ბევრს ქევანა ამელი ეგონა, ამელი - ქევანა, იმიტომ, რომ ქევანა და ამელი სულ ერთად არიან, ერთად მუშაობენ, ხელში ერთნაირი მიკროფონები უჭირავთ, მათი შვილები ერთად თამაშობენ და ერთად იზრდებიან. ერთად იზრდებიან ქევანა და ამელიც - წიგნიდან წიგნამდე, მათი რაოდენობა უკვე ორია, ცალ-ცალკე ყდა და სათაური აქვთ: ეკა ქევანიშვილის "აქ ნუ დადგებით" და ნინო თარხნიშვილის "სათაური 37-ე გვერდზე". ...ეს სტატია გაზეთის მე-7 გვერდზეა დაბეჭდილი, ხოლო მის წასაკითხად სადაც გინდათ, იქ დადექით.

პირველ, პრემია "საბას" ნომინანტ წიგნსაც ორი სათაური ჰქონდა - ქევანას "ჭორია" და ამელის "ქალთარაფერა". ქევანასი ლექსები იყო, ამელის - მინიატურები. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ახალი ტექსტები დაუგროვდათ და ნელ-ნელა ერთმანეთსაც დასცილდნენ, თუმცა საერთო მაინც ბევრი დარჩა: გამომცემლობა ("დიოგენე"), ყდის დიზაინი (გურამ წიბახაშვილი) და პრეზენტაცია (ეკას ღვინით და ნინოს ნამცხვრებით).

ახლა კი განსხვავებებზე: ეკა ქევანიშვილი ლექსებს წერს, თანაც, როგორც თავად ამბობს, დოკუმენტურს, მიწაზე მყარად დგას, თუმცა მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც პოეტებს ეკუთვნით. აი, ნინო თარხნიშვილის პროზა კი სულ სხვაგანაა და მგონი, ნინოც სულ ცოტათი სხვაგანაა, რადგან წერს იმაზე, რაც სხვებს ალბათ მხოლოდ ესიზმრებათ, წერს გამოგონილი სახელების მქონე ადამიანებზე და შესაძლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

 

აქა ამბავი...

ვინ იყო ილიას მკვლელობის შემკვეთი, ორგანიზატორი და რისთვის?

გაგრძელება.

დასაწყისი NN20-110

ვინ იყო ილიას მკვლელობის შემკვეთი, ორგანიზატორი და რისთვის?!

ნაწილი 2

ზემოთ ვისაუბრეთ ჟურნალ "მოგზაურში" გამოქვეყნებულ ვ-ნ-ს პუბლიკაციაზე. ილიას პასუხის "ნუთუ"-ს დაბეჭდვის დეტალებზე და გამოვაქვეყნეთ ფილიპე გოგიჩაიშვილის წერილი. ის რაც ფილიპემ ვერ სთქვა ვერც 1905 წელს და ვერც მომდევნო წლებში, დაბეჭდა 1913 წელს. "ივერიის" ყოფილი რედაქტორი განმარტებას აძლევს ია ეკალაძეს, მაგრამ არსებითად გადაუარა ფილიპე მახარაძეს.

ამავე 1913 წელს ქვეყნდება კიტა აბაშიძის წიგნი "ერთი პილატეთაგანი", გიორგი ლასხიშვილის წერილი და სხვა ავტორებისა, რომელნიც ხელს ადებენ ფილიპე მახარაძეს და სოც-დემოკრატებს. ფ.მახარაძე ამ დროს ბაქოშია და იქ წერს ფ.გოგიჩაიშვილის პასუხს. ეს წერილი ფართო მკითხველისთვის უცნობია, იმავდროულად სათაურში დასმული საკითხის კვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ისე როგორც ნოე ჟორდანიას ასევე 1913 წელს დაბეჭდილ პასუხს ფედერალისტებისადმი, ანუ ილიას ჭირისუფლებისადმი.

ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით ფ. მახარაძემ მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ ხმა ამოიღო. აი, მისი წერილი.

მეო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - შედეგები და სამომავლო სტრატეგია

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სახელმწიფოს უფლობემოსილ წარმომადგენელთან საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ფონდში, დავით ნინიძესთან.

- თბილისის მერია ძველი თბილისის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობს. რა გაკეთდა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროგრამის ფარგლებში და რას გულისხმობს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების სამომავლო სტრატეგია?

- პროგრამა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" თბილისის მერიის სტრატეგიული მიმართულებაა. ამ სტრატეგიის მთავარი და ამოსავალი პრინციპი ძველი თბილისის ისტორიულ-არქიტექტორული იერსახის შენარჩუნება და მოსახლეობის ჯანსაღი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორი ასპექტის ჰარმონიზაციაა - ისტორიული ქვებისა და ცოცხალი ადამიანების ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ძველი თბილისი ცოცხალი ქალაქი. ამიტომ, "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეში" ძველთან ერთად ახალზეცაა საუბარი.

ეს ფართომასშტაბიანი პროგრამა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: პირველი კომპონენტის მიზანია ძველი თბილისის ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მისი განვითარება, რაც გულისხმობს ამ უნიკალური ფასეულობების შენარჩუნების, პარალელურად ძველი ქალაქის მოსახლეობის უკეთესი, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაზე მსოფლიოს რეაქცია მწვავე უნდა იყოს.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა "ჩჰონანის" ჩაძირვას, რამაც 46 ადამიანი შეიწირა, "უგუნური პროვოკაცია" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ ამჟამად ჩრდილოეთ კორეის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს.

"ჩვენ აგრესიასა და პროვოკაციებზე თვალს ვერ დავხუჭავთ. სამხრეთ კორეელ ჟურნალისტებს მივმართავ: ამ რთულ მომენტში ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით," - განაცხადა კლინტონმა.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთული ხომალდის ჩაძირვაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ახალი ზომების მიღების შემთხვევაში საპასუხო დარტყმით იმუქრება.
სეულის განცხადებით, ისინი ამჟამად 4 ჩრდილოეთ კორეულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, რომლებიც რადარებიდან მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც კვირის დასაწყისში ბაზა დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია 4 სამასტონიან სუბმარინზე.

ჰილარი კლინტონმა სეული სულ რამდენიმე საათით, თავისი აზიური ტურნეს ფარგლებში მოინახულა. მანამდე იგი რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას ჩინეთის ხელისუფლებასთან განიხილავდა.

ჩინეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ძველი მოკავშირეა, ჩვეულებრივ, ფხენიანის კრიტიკისგან თავს იკავებს. ამავე დროს ის ერთ-ერთია გაერო-ს უშიშრო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 971 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის - ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა ახალ ბულვარში გაიხსნა. ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - იაცეკ მიხაილოვსკი, მარია კაჩინსკას ძმა - კონრად მაცკევიჩი და ლეხ და მარია კაჩინსკების სიძე - მარჩინ დუბინეცკი ესწრებოდნენ.

გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამით პატივს მიაგებს პოლონეთის გარდაცვლილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში ქართველების გვერდით იდგა.

ახალ ბულვარში, ერთ-ერთი ქუჩისთვის, კაჩინსკების სახელის მინიჭების გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 30 აპრილის სხდომაზე მიიღო.

Category: ახალი ამბები | Views: 985 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები